Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

300px-KvemoKartliLocationinGeorgia.svg.p

ქვემო ქართლი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით (თრიალეთიგაჩიანიგარდაბანიტაშირიაბოციბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.

ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო,ტაშირ-ძორაგეთის სამეფოკლდეკარისლორისგაგის საერისთავოებისაბარათიანო.

ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის — გოგარენეს და სომხური გუგარქის სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავსბოლნისისგარდაბნისდმანისისთეთრი წყაროსმარნეულისა და წალკის რაიონების ტერიტორიებს.

 

მართლაც მრავალ ჭირ ვარამ გამომვლილი მხარის შვილი ვარ. ქვემო ქართლშია ალგეთის ხეობა. რომელზე  თქმულა. "კიდევაც დაიზდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოსწყდებინა ჯავრი შაშჭამონ მტრისანი"

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43522 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

17156290_1300424480051874_85870037546084ხოჟორნის გუმბათოვანი ეკლესია — მდებარეობს ქვემო ქართლში, მდინარე დებედის შენაკად ბანოშისწყლის ხეობაში, ახლანდელი სოფელი ხოჯორნის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43522 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

17022160_1300430833384572_11268322075582მოლაშქრეთა კლუბი - რონინი / Hiking Club - Ronin

ხორაკერტის მონასტერი მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახქერფის მიდამოებში. მონასტერი დღესდღეობით სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფოდ რესტავრაციას.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43522 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

medi /  20 მარტი 2018, 17:48 / სანდო წყარო
ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი იპოვეს

უცნობი სამონასტრო კომპლექსი

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG-გან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

დღევანდელი მონაცემებით, ნამონასტრალი ფიტარეთის მონასტრის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რომელიც ტყით დაფარული ქედის თხემზეა განლაგებული. ამ მონასტრის შესახებ ცნობები არ მოიპოვება არც ისტორიულ წყაროებსა და არც სამეცნიერო ლიტერატურაში.

გაირკვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მისი სახელი უცნობი იყო. სპეციალისტების შეფასებით, მონასტერი ძლიერაა დანგრეული, გარშემო მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები. სამშენებლო ნაშთები ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.

სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. 8,40 მ სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ზომის ეკლესია კლდის ნამტვრევი ქვითაა ნაგები. მის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა.
ეკლესიის კედლებში ჩაშენებულია VI საუკუნის ქვაჯვარათა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაცაა; კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომელიც სავარაუდოდ საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდნენ. მათზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი.

ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილ კარს ნათალი ქვის გრძელი არქიტრავი ფარავს. ეკლესია ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული, კედლებს აბოლოებდა ნათალი ქვის კბილანებიანი კარნიზები, რაც შენობის ადრეულობის ერთ-ერთი ნიშანია.

ვინაიდან ნამონასტრალი სამეცნიერო კუთხით სრულიად შეუსწავლელია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უპირველეს ამოცანათა რიგში ახლადგამოვლენილი ნაგებობებისა და მიდამოს არქეოლოგიურ და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას უზრუნველყოფს. სამეცნიერო შესწავლის შემდეგ კი უწყება სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციაზე იზრუნებს. მანამდე კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს გამოვლენილი ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.

https://imedinews.ge...ompleqsi-ipoves


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?