Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართულ კულინარიაში ქათმის ბევრი კერძია, ყველა ძალიან გემრიელი, მაგრამ არცერთი ასეთი განსხვავებული.

წარმოიდგინეთ კერძი, რომელიც აერთიანებს ლიმონის ეთერზეთების სურნელს, ტარხუნის მცენარეულ სუსხს, ნაღების რძიან არომატს, დაბრაწული ქათმის გემოს და სოკოს კრისტალურ ესენციას. ქართული წვნიანებიდან ეს და ჩაქაფული აბსოლუტური ჩემპიონები არიან. ერთ რამეს ვაღიარებ,დაბუღული ქათმის ჩემებური ვარიანტი შთაგონებულია ფრანგული ფრიკასეთი, მაგრამ, გარწმუნებთ, აქ არაფერია ისეთი, რაც საქართველოში არ მოიპოვება, ან არ არის ქართული კულინარიის ნაწილი.

ინგრედიენტები
ულუფა: 2
ცალი ქათმის თეძო-ბარკალი
50 გრ. ერბო
100 გრ. ქამა სოკო
30 გრ. სტაფილო
80 გრ. ნაღები
20 გრ. ხახვი
30 გრ. ზეთი (მზესუმზირის ან სიმინდის)
გრ. შავი პილპილი
გრ. ტარხუნა
40 გრ. თეთრი მშრალი ღვინო
a41ac9e81d9245174fa33a9d98ca5e20.jpg
 
საფეხური 1
 
 
 
ავარჩიოთ მსუქანი ქათამი. ქათმის ცხიმი, ასევე ცნობილი როგორც შმალცი, ერთ-ერთი დაუფასებელი ცხიმია ქონთა სამყაროში. შმალცის დნობა ქათმის ხორცს აძლევს სასწაულ არომატს, ამიტომ პირველ რიგში, ქათმის გაწმენდის შემდეგ, თეძო-ბარკალს გავაცალოთ ძვლები, მოვათავსოთ ხორცი მაყალის ცხაურზე და დავბრაწოთ ყველა მხრიდან. ქათამს ცხაურზე გარშემო მოვულაგოთ სოკოები, რომ ეს გემრიელი აორთქლებული შმალცი სოკოსაც მოედოს. პარალელურად, ქოთანი ჩავდგათ ნაკვერჩხალში, რომ კარგად გახურდეს.
e829939463308eb6660495bfbe94b35d.jpg
 
საფეხური 2
 
 
 
დავჭრათ ხახვი წვრილ კუბებად, იგივე ზომის კუბებად დავჭრათ სტაფილოც. დაბრაწულ ქათამს, სოკოს, ხახვს და სტაფილოს ერთად ჩავუძახოთ თიხის ქოთანში, დავასხათ ნაღები, ჩავაყოლოთ თეთრი ღვინო, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავახუროთ სახურავი და მოვთუშოთ 25 წუთით. ნაკვერჩხალში ჩადებული ქოთანი შეითავსებს არა მხოლოდ ჭურჭლის, არამედ ინგრედიენტის როლსაც, იმიტომ რომ ნაკვერჩხალში დამწვარი თიხა კერძს თავის მიწის არომატს აძლევს.
d7ee14d95a656740f7bf888089fc2871.jpg
 
საფეხური 3
 
 
 
მოთუშვის დასრულების შემდეგ, ამოვიღოთ ქოთანი ნაკვერჩხლიდან, წვრილად ჩავაჭრათ ტარხუნა და ჩავახეხოთ ლიმონის ცედრა, კარგად ამოვურიოთ, მივიტანოთ ცხვირი ახლოს, დავსუნოთ და არაამქვეყნიური არომატისგან შოკში ჩავვარდეთ, მოვიკრიბოთ სული, ვცადოთ რომ სერვირებამდე არ შევჭამოთ მთლიანი კერძი და სახურავი დავახუროთ, რომ არომატი არ გაიფლანგოს.
e3217a782787ff24020aed37de0d0470.jpg
მომსახურების რიტუალი რადგანაც ამ კერძის ერთ-ერთი არომატული ინგრიდიენტი თეთრი ღვინოა, მას სწორედ თეთრ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ თეთრი შოთის პურის თანხლებით.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარი უნდა იყოს. ასე მგონია მე. მერე ვეკუს ვთხოვოთ და მოგვიმზადოს


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?