ზიარის ტბა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ტბის სარკა დიდიარ არის მაგრამ უაღრესად მოხერხებულია სათევზაოთ (თავისი ყურეებით). წყალსატევი უაღრესად მოხერხებულ ადგილას მდებარეობს . გზიდან რამოდენიმე ასეული მეტრის დაშორებით. თვალწარმტაც ბუნების წიაღში. შუაში პატარა კუნძულით.
ტბაზე მოწყობილია სათევზაო მეურნეობა და ყველა პირობაა შექმნილი ამ სპორტის მოყვარულთათვის რათა სასიამოვნოთ დაისვენონ და გაატარონ დრო.
ასევე მშვენიერი ადგილია ოჯახური და კორპორატიული დასვენებისათვის.
ტბაში გაშვებულია რამოდენიმე სახეობის თევზი , ისეთი როგორიცაა, ლოქო, საზანი, კარპი და ა.შ.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
“ზიარი ლეიქის” ტბაზე თევზაობის წესები და პირობები
ტბაზე თევზაობა დაშვებულია მხოლოდ დადგენილი წესებითა და პირობებით, რომელთა გაცნობაც შესაძლებელია ტბის ტერიტორიაზე, ფეისბუქის გვერდზე. აღნიშნული წესები ადაპტირებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის საერთაშორისო სტანდარტებთან.
ტბაში არსებული თევზის ჯიშები:
კობრი (ჩვეულებრივი, სარკისებრი, შიშველი)
ამური
ჭანარი
ლოქო
ხრამული
კარჩხანა
თევზის შეძენის შემთხვევაში: იყიდება მხოლოდ კობრი რომლის წონა არ აღემატება 2 კილოგრამს. 1კგ. ღირებულება 10 ლარი.
ხრამული და კარჩხანას დაჭერის შემთხვევაში გადმოგეცემათ საჩუქრად.
1.ტბაზე შესაძლებელია ‘’დაიჭირე -გაუშვის“ პრინციპით თევზაობა, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მხოლოდ უსაფრთხო მონტაჟის გამოყენება.ანკესის მაქსიმალური რაოდენობა ერთ მეთევზეზე – 2 ანკესი. დამატებით ანკესის შემთხვევაში 5 ლარი.
2.თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი უეკლო ან მცირე ეკლიანი ნემსკავის მქონე აღჭურვილობით.
3.დაუშვებელია თევზის ლაყუჩებით ამოყვანა, მიწაზე დავარდნა,სიმაღლიდან წყალში ჩაგდება ან აწონვისას სასწორის კავის ლაყუჩებში ამოდება და ტუჩზე გამოდება.
4.აკრძალულია წყალში შესანახი ბადეების შეტანა.
5.დაუშვებელია მუხლზევით წყალში შესვლა.
6.აკრძალულია ტბის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილება.ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილას.
7.ცეცხლის დანთება ნებადართულია სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.
8.აკრძალულია წყალში მყოფი სატყუარიანი ანკესის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება.
9.დაუშვებელია თავიდან არჩეული (დანომრილი) ადგილის თვითნებური შეცვლა.
10.აუცილებელია მეთევზეს თან ქონდეს ჩოგანბადე (თევზის უსაფრთხოდ ამოსაყვანად) და ექსტრაქტორი (ღრმად ჩაყლაპული ნემსკავის დაუზიანებლად მოსახსნელი ხელსაწყო).
11.მეთევზის მიზეზით დაზიანებული ან/და გარდაცვლილი თევზი ექვემდებარება მეთევზის მხრიდან აუცილებელ შესყიდვას.
12.აკრძალულია ნებისმიერი სახის ნარჩენის ან ნაგვის ტბის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვება.
13.ტბის თანამშრომელს უფლება აქვს მოახდინოს თქვენს მიერ გამოყენებული აღჭურვილობის რევიზია,თევზის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით.გთხოვთ პატივი სცეთ ტბაზე მომსახურე პერსონალს.
14.წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მეთევზეს ეთხოვება
ტბის დატოვება.
15.თევზაობის საფასური შეადგენს -20ლარი
თანხმლებ პირებზე(არამეთევზეზე)- 5ლარი
ბავშვები 6 წლამდე უფასო,უფროსი ასაკის- 5 ლარი.
16.აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი ან მართვის მოწმობა.
წესებს გავეცანი და ვეთანხმები:
სახელი გვარი --------------------
ხელმოწერა ---------------------.