Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ტერორიზმის ევოლუცია (ნაწილი I)

ღირდა კი დანაკარგზე ფიქრი, როცაჟესტი ლამაზი იყო”...

ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ ტრაგიკული დიდებულებით აღბეჭდა მსოფლიოში ტერორიზმის პირველი კლასიკური ნიმუში - გაიუს იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოხდა ძვ.. 44 წლის 15 მარტს. ტერორიზმის სათავეებთან მარკუს იუნიუს ბრუტუსი იდგა. სწორედ ის გახლდათ კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორი და ერთ-ერთი მკვლელთაგანი. მას შემდეგ ტერორისტთა ხელმა მრავალი მეფის, იმპერატორის, დამპყრობელი მხედართმთავრისა თუ სასტიკი მაღალჩინოსნის სიცოცხლე შეიწირა. ტერორის მსხვერპლთა შორის იყვნენ ეროვნული თუ სოციალური თავისუფლებისთვის მებრძოლნიც, დიდი საზოგადო თუ კულტურის მოღვაწენიც
ტერორიზმის მიზეზი სხვადასხვა სახის სოციალური, ეროვნული თუ პოლიტიკური უსამართლობა გახლდათ. მას განაპირობებდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სისტემა, ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის დაპყრობა. ტერორი ხშირად დამპყრობელთა მიერ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ იყო მიმართული. 554 წელს ბიზანტიელმა სტრატეგებმა მოკლეს ლაზთა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეფე გუბაზი. ეს ნამდვილი ტერორისტული აქტი იყო
ტერორის არსი ძალადობის საშუალებით მოწინააღმდეგეთა დაშინება-ლიკვიდირებაა. მას საფუძვლად უდევს ილუზია, რომ ტერორიზმის საშუალებით შესაძლებელია დიდი სოციალურ-პოლიტიკური იდეალების განხორციელება ან პოლიტიკური მიზანდასახულობის მიღწევა
შუა საუკუნეებში ტერორს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. XI-XIII საუკუნეებში განსაკუთრებით შიშის ზარს სცემდნენ აზიისა თუ ევროპის მბრძანებლებს ასასინთა ორდენის წევრები, რომლებიც საგანგებოდ იწვრთნებოდნენ. ასასინთა ბრძოლის ძირითადი მეთოდი იყო ტერორისტული აქტები, რომელთა შესრულება ევალებოდათ ფიდაიებს. არაბულ ენაზეფიდაინიშნავს მებრძოლს, ვინც თავს სწირავს. ასასინების ცენტრს ალამუთის ციხე წარმოადგენდა. 1256 წელს მონღოლებმა ალამუთი აიღეს და ორდენმა მალე არსებობა შეწყვიტა. შუა საუკუნეებში ტერორისტებს ემსხვერპლა ევროპის რამდენიმე მონარქი. საქართველოს ისტორიაში მოგვეპოვება ფაქტი, როდესაც ტერორისტის მახვილს შეეწირა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.
XIX
საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ იტალიაში იქმნება კარბონარების საიდუმლო ორგანიზაციები, რომელნიც ტერორის გზით იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის ქვეყნების მონარქებისა და დიდმოხელეთა წინააღმდეგ რამდენიმე ათეული ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელთაც ემსხვერპლნენ: საფრანგეთის ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი - ბერიის პრინცი; რეაქციონერი მწერალი კოცებუ (1819); ფერდინანდ III ნეაპოლიტანელი (1854); ესპანეთის დედოფალი იზაბელა(1856); მიხეილ III სერბიელი და სხვ.
ტირანთმკვლელობისიდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქაში. მწერლები, ხელოვნები და ინტელექტუალური წრეები თითქოს მოქმედებისთვის მოუწოდებდნენ რევოლუციონერებს მრავალრიცხოვან მიტინგებზე. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III- წინააღმდეგ დაუფარავად მოუწოდებდა ჟურნალლანტერნესრადიკალი რედაქტორი, ნიკო ნიკოლაძის ფრანგი მეგობარი - ანრი როშფორი. ინტელექტუალთა ერთ-ერთ კრებაზე პუბლიცისტმა ფელიქს პიამ შესვაიმ ტყვიისსადღეგრძელო, რომლითაც მოკლავდნენ ნაპოლეონ III-. მასვე ეკუთვნოდა ცნობილი რიტორიკული კითხვა: “შეიძლება თუ არა მკვლელის მოკვლა, თუ მკვლელი იმპერატორია?” 
XIX
საუკუნის 70-80-იან წლებში ევროპის ქვეყნებში დაიწყო ყველაზე ორგანიზებული და სისტემური ტერორიზმის ხანა, რომელიც 1917 წლამდე გაგრძელდა. ტერორიზმის ისტორიისათვის ეს პერიოდიკლასიკური ხანაიყო. ყველაზე ხშირად ტერორს ანარქისტები მიმართავდნენ. იტალიაში ანარქისტებმა წამოაყენეს ლოზუნგიპროპაგანდა მოქმედებაში”. ისინი ხელთ იგდებდნენ პატარა ქალაქებს, ცეცხლს უკიდებდნენ მემამულეთა სახლ-კარს და ცდილობდნენ ხალხიც რევოლუციისთვის განეწყოთ. 1898 წელს ანარქისტებმა მოკლეს ავსტრიის დედოფალი ელიზავეტა, ხოლო 1900 წელს ბრეშის მსხვერპლი გახდა იტალიის მეფე უმბერტო
ევროპაში ტერორიზმის ბუმს დიდად შეუწყო ხელი 1881 წელს ლონდონში გამართულმა ანარქისტთა კონგრესმა, რომელმაც ტერორი რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად გამოაცხადა
1882
წელს ტერორისტებმა ლიონის თეატრბელკურშიკაფე ააფეთქეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ ეჭვი ანარქისტებზე მიიტანა და მათი რამდენიმე ათეული თავკაცი დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის ტერორის მოწინააღმდეგენი სჭარბობდნენ: მაგალითად, რუსი პეტრე კროპოტკინი, ფრანგი კომუნარი დამონმარტრის წითელი ქალიშვილი” - ლუიზა მიშელი და სხვ. მათმა ქართველმა თანამებრძოლმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა გაუჩინარება მოასწრო და ექვსი წელი ემალებოდა ევროპის მთავრობებს
მკაცრმა რეპრესიებმა ანარქისტული ტერორის აღმავლობა გამოიწვია. 1892 წელს რევაშოლმა პარიზში სამი აფეთქება განახორციელა. 1893 წელს ვაიანმა ბურბონთა სასახლეში ისროლა ბომბი, სადაც დეპუტატთა პალატის სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 1896 წელს ანარქისტმა კაზერიომ საფრანგეთის პრეზიდენტი კარნო მოკლა. ალბერ კამიუს ცნობით, მარტო 1892 წელს ევროპაში 1000-ზე მეტი ტერორისტული აქტი განხორციელდა, აშშ-ში - 500. 
პარადოქსი იყო, რომ ევროპული საზოგადოების დიდი ნაწილი ანარქისტებს თანაუგრძნობდა. მათ დითირამბებს უძღვნიდა არტურ რემბო. რევაშოლის შესახებ პარიზის ქუჩებში მღეროდნენ, ხოლო პოეტი ლორან ტაიადი ვაიანის მიერ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ წერდა: “ღირს კი ფიქრი მსხვერპლის შესახებ, როცა ჟესტი ლამაზია?” მოგვიანებით კი, როცა ტერორისტებმა რესტორანფუაიოშიაფეთქება მოაწყვეს, იქ მყოფმა ლორან ტაიადმა ცალი თვალი დაკარგა, მაგრამ ღირდა კი დანაკარგზე ფიქრი, როცაჟესტი ლამაზი იყო”. 
ესპანეთში ანარქისტები განუსაზღვრელი გავლენით სარგებლობდნენ, მეტიც, სახალხო შურისმგებლებად ითვლებოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ტერორისტთა მსხვერპლნი იქ სისასტიკით გამორჩეული სახელმწიფო მეთაურები იყვნენ. მაგალითად, 1893 წელს მოკლეს რეაქციონერი გენერალი კამპოსა, ხოლო 1897 წელს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კანოვა. აშშ-ში ტერორისტულ აქტებს ქვეყნის ორი პრეზიდენტი შეეწირა - ჯეიმს აბრამ გარფილდი (1881 .) და უილიამ მაკ-კინლი (1901 .). 
ამერიკელი პოლიტოლოგი რიჩარდ პაიპსი და არა მარტო ის, თანამედროვე ტერორიზმის უშუალო საწყისად მიიჩნევს 1879 წელს, როცა რუსეთში შეიქმნა ხალხოსნური ტერორისტული ორგანიზაციანაროდნაია ვოლია”. ნაროდოვოლებმა თავიანთ უმთავრეს მიზნად იმპერატორის მკვლელობა დაისახეს და ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს მის წინააღმდეგ. ათი უშედეგო მცდელობის შემდეგ 1881 წლის პირველ მარტს ნაროდოვოლებმა მოკლეს რუსეთისმეფე-განმათავისუფლებელი” - ალექსანდრე II. 
ხალხოსანთა ტერორისტული მემკვიდრეობა XX საუკუნის დასაწყისში გააგრძელეს რუსმა ესერებმა (სოციალისტ-რევოლუციონერებმა). 1901 წელს წარმოქმნილმა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ თავისი საქმიანობის პრიორიტეტად ტერორი გამოაცხადა. ესერებმა ასობით ტერორისტული აქტი განახორციელეს. მათ მსხვერპლთა შორის იყვნენ: დიდი მთავარი სერგეი ალექსანდრეს ძე; შინაგან საქმეთა მინისტრები სიპიაგინი და პლევე; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სტოლიპინი, გერმანიის ელჩი საბჭოთა რუსეთში - მირბახი... ესერი ქალის - ფანი კაპლანის მსხვერპლი კი ლამის ლენინიც აღმოჩნდა
ხშირად თვით რევოლუციური პარტიები ქმნიდნენ საიდუმლო პოლიციის საწინააღმდეგო სტრუქტურებს, რათა გაენეიტრალებინათ ამ უკანასკნელის მიერ რევოლუციონერთა მიმართ განსახორციელებელი რეპრესიები. 1890-იან წლებში დასავლეთ ევროპაში მოქმედი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები ნიკოლოზ II- მოახსენებდნენ, რომ ემიგრაციაში მყოფიცნობილი თავადების კროპოტკინისა და ჩერქეზოვის (ვარლამ ჩერქეზიშვილის) ინიციატივით ლონდონში შეიქმნა პოლიციის საწინააღმდეგო ინტერნაციონალური ლიგა... ამჟამად ლიგის ხელმძღვანელთა შორის არიან თომას მანი, ჩაიკოვსკი, ვოლხოვსკი (რუსი ემიგრანტი-რევოლუციონერები) და მრავალი ინგლისელი სოციალისტი, ხოლო საზოგადოების თავმჯდომარედ ფიქრობენ რომელიმე გამოჩენილი ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწის არჩევას. ლიგას აქვს საიდუმლო განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ კროპოტკინი, ჩერქეზოვი, რეკლიუ და სხვა უცხოელი ანარქისტები. მათი მიზანია საიდუმლო სამსახურებთან და საიდუმლო პოლიციასთან აქტიური ბრძოლის წარმოება”.
ერთხანს რევოლუციური ტერორი რუსეთიდან საქართველოშიც აიტაცეს. აქ მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს: სოციალ-დემოკრატებს, სოციალისტ-ფედერალისტებს, ესერებსა თუ ანარქისტებს საკუთარიმებრძოლი დრუჟინებიჰყავდათ. რევოლუციონერები ტერორით უმასპინძლდებოდნენ მეფის ადმინისტრაციის განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ მოხელეებს. 1906 წლის იანვარში სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს კავკასიის რუსული ჯარების შტაბის უფროსი გენერალი გრიაზნოვი. 1908 წელს მოკლეს საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი, რაშიც მეფის ჟანდარმერია სოციალისტ-ფედერალისტებს სდებდა ბრალს. სოციალისტ-ფედერალისტებმა 1905 წლის ნოემბერში ევროპიდან 7 000 თოფი და დიდძალი ტყვია-წამალი შემოიტანეს საქართველოში. ქუთაისში ადგილობრივმა ტერორისტებმა უშედეგოდ სცადეს დასავლეთ საქართველოს ამკლები გენერლის ალიხანოვ-ავარსკის მოკვლა, თუმცა მეფის გენერალი მაინც ვერ ასცდა რევოლუციონერთა განაჩენს - იგი ერევანში მოკლეს სომეხმა დაშნაკებმა.
1906
წლის 4 ივლისს საქართველოში მოქმედმა ესერებმა თავდასხმა მოაწყვეს თბილისის პოლიცმაისტერ მარტინოვზე. ხელისუფლებას ეგონა, რომ ტერორისტები ქართველი სოციალისტ-ფედერალისტები იყვნენ. ტერორისტული აქტის შემდეგ კაზაკები სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში შეცვივდნენ და მოკლეს ცნობილი პედაგოგი და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი შიო ჩიტაძე. ამის შემდეგ ესერებმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და ქალაქში პროკლამაცია გაავრცელეს, რომელიც სხვათა შორის იუწყებოდა: “დაე იცოდნენ ყველა უფროსებმა, რომ მათი თვითნებობა დაუსჯელი არ დარჩება, რომ რევოლუციონერთა ბომბი დაეწევა მათ იმ დროს, როცა ამას პარტია საჭიროდ მიიჩნევს”.
1917
წელს პირველი მსოფლიო ომით გატანჯულ ევროპას რევოლუციათა ტალღამ გადაუარა. რამდენიმე მონარქია დაემხო. როგორც გალაკტიონი იტყოდატახტებს მოსცილდნენ ვილჰელმი, კარლოს, / ნიკოლოოზი და ფერდინანდი”. ასეა თუ ისე, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდის ტერორიზმი რევოლუციური მოძრაობის ნაწილს წარმოადგენდა და სოციალურ-პოლიტიკური უსამართლობით იყო განპირობებული. ამიტომ დაჰკრავდა ამ ეპოქის ტერორიზმს რომანტიკული ელფერი.
 

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ტერორიზმის ევოლუცია (ნაწილი II)
აბსურდული ბოროტების ანატომია

ტერორისახელმწიფოს სახელით
1917
წლიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო ტერორიზმის ახალი, ყველაზე მახინჯი და საშინელი ფორმა - სახელმწიფოებრივი ტერორიზმი. ამ ფორმის შორეული წინაპარი საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია გახლდათ. თვით ტერმინიტერორიფრანგული რევოლუციის პერიოდში დამკვიდრდა
რესპუბლიკის სათავეში მოსულმა იაკობინელებმა მოწინააღმდეგე მონარქისტთა დასამარცხებლად მასობრივ ტერორს მიმართეს. მალე ტერორმა, მასობრივთან ერთად, უაზრო სისხლის ღვრის სახე მიიღო. რობესპიერი ამ მეთოდს უკვე პირადი ანგარიშსწორების იარაღად იყენებდა. წითელ ტერორს მონარქისტთა გააფთრება მოჰყვა და ისინიც ამოქმედდნენ. 1793 წლის 13 ივლისს ფრანგმა არისტოკრატმა ქალმა შარლოტა კორდემ დანით განგმირა იაკობინელთა პოპულარული ბელადი ჟან-პოლ მარატი. გილიოტინამ იმსხვერპლა ზედიზედ იაკობინელთა მეთაურები: დანტონი, სენ-ჟიუსტი, თავად მაქსიმილიან რობესპიერი
XX
საუკუნის დასაწყისში რუსმა ბოლშევიკებმა სახელმწიფო ტერორიზმი უმაღლეს რანგში აიყვანეს. საყოველთაოდაა ცნობილი, რა აურაცხელი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა ჯერ ლენინურ, შემდეგ სტალინურ რეპრესიებს. ტოტალურ რეპრესიათა სხვადასხვა ტალღას 20-25 მლნ კაცი შეეწირა
არანაკლებ კატასტროფული იყო ფაშისტური რეჟიმების ტერორის მასშტაბები
კომუნისტურმა ტერორმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა აზიის კონტინენტზე, ჩინეთში, კორეაში, ვიეტნამში. 1975 წლიდან კამპუჩიაში დამყარებული კომუნისტური რეჟიმის მეთაურმა პოლ პოტმა წამოიწყო ყაზარმული კომუნიზმის იდეის ძალდატანებითი განხორციელება. მაო ძედუნის სასოფლო კომუნების სქემის მიხედვით მოსახლეობას მასობრივად ასახლებდნენ ქალაქებიდან სოფლებში ან მთიან ადგილებში და კომუნებს ქმნიდნენ.
პოლ პოტმა და მისმა მომხრე . . წითელმა ქხმერებმა თავის მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს. ისინი ფიზიკურად სპობდნენ ყველას, ვისაც მოწინააღმდეგედ ან აკვიატებული იდეისთვის მიუღებლად მიიჩნევდნენ. მექანიკური თანასწორობის დასამყარებლად პოლპოტელები სპობდნენ განსხვავებული აზრის თუ ჩაცმულობის, საკუთრების მქონე ადამიანებს. აიკრძალა კერძო საკუთრება, სიყვარულით დაოჯახება. ძალით აქორწინებდნენ მითითების მიხედვით. აიკრძალა რელიგია და ეროვნული უმცირესობის ენებზე ლაპარაკი. კამპუჩიის 7-8-მილიონიანი მოსახლეობიდან ერთ მესამედზე მეტი გაიჟლიტა. ამგვარი ევოლუცია განიცადა კომუნისტურ-პროლეტარული დიქტატურის იდეამ და პრაქტიკამ გერმანიიდან კამპუჩიამდე.

თანასწორობამკვლელობით 
ტერორიზმის იდეოლოგიამ ისეთივე ევოლუცია განიცადა, როგორიც ამ მოძრაობის პრაქტიკამ. პირველი იდეოლოგები ტერორიზმს XIX საუკუნის შუა ხანებში გამოუჩნდნენ. 1849 წელს გერმანელმა კარლო გეინცენმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “მკვლელობა”. იგი ასაბუთებდა, რომ ექსპლუატატორული კლასის წარმომადგენლები ყოველდღიურად ხოცავდნენ ჩაგრულებს, ამიტომ ამ უკანასკნელთაც მკვლელობით უნდა ეპასუხათ: “მათი ლოზუნგი - მკვლელობაა, ჩვენი პასუხიც უნდა იყოს მკვლელობა. მათთვის აუცილებელია მკვლელობა, ჩვენც ამითვე უნდა ვუპასუხოთ. მკვლელობა - მათი არგუმენტია, მკვლელობაშივეა - ჩვენი უარყოფაც”. გეინცენმა ისიც კი გამოთვალა, რომ საჭირო იყო მჩაგვრელთა კლასის ორი მილიონი წარმომადგენლის განადგურება, რასაც თანასწორობის დამყარება მოჰყვებოდა. ამ მიზნით, რევოლუციონერებს უნდაშეესწავლათ და სრულეყოთ მკვლელობის ხელოვნება”. უფრო ადრე გასაჟლეტ ექსპლუატატორთა რაოდენობა მარატმაც გამოთვალა და დაადგინა, რომ საფრანგეთში თანასწორობის დასამყარებლად სულ 273 ათასითავიიყო საჭირო. სამაგიეროდ, მისივე არგუმენტაციით, ამით ეშველებოდა უფრო მეტი სხვა ფრანგის თავს... 
ტერორიზმის დასაბუთებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ანარქისტულმა მსოფლმხედველობამ. ანარქიზმმა ყველა ბოროტების წყაროდ სახელმწიფო გამოაცხადა, ამიტომ ანარქისტები თავდაუზოგავად ებრძოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მის წარმომადგენლებს.

ბრძოლათანასწორობისათვისამერიკასა და ევროპაში
XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ინდივიდუალისტურმა და ორგანიზაციულმა ტერორიზმმა ახალი აღმავლობა განიცადა. ძირითადი კერები იყო სამხრეთ ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთსა და დასავლეთ გერმანიაში. სამხრეთ ამერიკაში რევოლუციურმა ტერორმა პარტიზანული ბრძოლის, .. სასოფლო და საქალაქო გერილიის სახე მიიღო. თავდაპირველად თითქოს სისხლის ღვრას ერიდებოდნენ. 1963 წელს ვენესუელაში მემარცხენე ორგანიზაციებმა ყურადღების მისაპყრობად ფრანგული ფერწერული კოლექცია გაიტაცეს - ვან გოგის, პოლ გოგენის, სეზანის, პიკასოს ნახატები, მაგრამ მალევე დააბრუნეს უკან
შემდგომში საქალაქო გერილიამ კაპიტალიზმის, უცხოური კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმა მიიღო. ძირითადი საშუალებები იყო ინდივიდუალური ტერორი, აფეთქებები, ბანკების ძარცვა, სახელმწიფო დაწესებულებათა დარბევა და მსგავსი აქტები. რევოლუციური ბრძოლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა აგრეთვე ეროვნული მოძრაობა და ბრძოლა დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. “ლათინურ ამერიკაში სოციალიზმი ნაციონალისტური იქნება და პირიქით” - აცხადებდნენ მოძრაობის ლიდერები
60-
იან წლებში სამხრეთ ამერიკაში მრავალი მემარცხენე-პარტიზანული ჯგუფი მოქმედებდა. მათი უმრავლესობა ხალხის ინტერესებისთვის მებრძოლად აცხადებდა თავს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ურუგვაელ ექსტრემისტთა მოძრაობა ეროვნული განთავისუფლებისათვის, რომელიცტუპამაროსისსახელით იყო ცნობილი. “ტუპამაროსი” - ეს ხალხია, ხალხი კი - “ტუპამაროსი”! - აცხადებდნენ მოძრაობის აქტივისტები. 70-იანი წლებიდანტუპამაროსისსაქმიანობაში თანდათან დამკვიდრდა უცხოელებისა და საერთოდ, ადამიანების გატაცება (მაგალითად, ბრაზილიელი კონსულისა და დიდი ბრიტანეთის ელჩის, . ჯეკსონის გატაცებები). 
კიდევ უფრო ხშირად მიმართავდნენ უცხოელთა გატაცებას ბრაზილიური ექსტრემისტული ჯგუფები: “ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა”, “სახალხო-რევოლუციური ავანგარდი”, “რევოლუციური არმიის ავანგარდი”. მათ გაიტაცეს ამერიკელი ელჩი ბრაზილიაში (1968 .), იაპონიის გენერალური კონსული, გერმანიისა და შვედეთის ელჩები (1970 .) და სხვ. პარტიზანულ-ექსტრემისტული ჯგუფები მოქმედებდნენ არგენტინაში, ბოლივიაში, ჩილესა და სხვა ქვეყნებში
მოძრაობა დაღმავლობას იწყებს 80-იანი წლებიდან. ამ დროისთვის რამდენიმე ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დაემხო. თვითდაშლილად გამოაცხადა თავი არგენტინულმა მემარცხენე ორგანიზაციამონტანეროსმა”. 1984 წელს ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები წამოიწყო ბოლივიის პრეზიდენტმა ბეტანკურმა
60-
იან წლებში, სრულიად მოულოდნელად, მემარცხენე ექსტრემიზმისა და ტერორიზმის აღმავლობამ დასავლეთ ევროპის ქვეყნები მოიცვა. იგი უშუალოდ მოჰყვა სტუდენტი ახალგაზრდობის დიდ მოძრაობას ესპანეთში
ესპანეთში ტერორიზმის გააქტიურება მეტ-ნაკლებად აიხსნებოდა. ბევრად ძნელი ასახსნელი იყო ტერორიზმის აღმავლობა დასავლეთ გერმანიაში. 1977 წელს გერმანიის კანცლერი ჰელმუტ შმიდტი გაკვირვებით შენიშნავდა: “გერმანელ ახალგაზრდობას არასოდეს ჰქონია ამდენი უფლებები, თავისუფლება, ამდენი უნივერსიტეტი და ხვალინდელი დღის რწმენა, როგორიც დღეს”. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში შეიქმნა .. ბაადერ-მაინჰოფის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელმაც საკუთარ თავსწითელი არმიის ფრაქციაუწოდა. მეორე ორგანიზაციას “2 ივნისის მოძრაობაერქვა. მათი პირველი აქციები იყო 1967 წელს უნივერსამის დაწვა მაინის ფრანკფურტში და შაპინგერის გამომცემლობაში ბომბის აფეთქება. ამ აქციებს შემდეგ წლებში მოჰყვა ათობით აფეთქება, თავდასხმა, ციხიდან გაქცევა, ბანკის გაძარცვა, ადამიანის გატაცება... ორგანიზატორები იყვნენ . ბაადერი, ხორსტ მალერი, ულრიკე მაინჰოფი, რუდი დუჩკე და სხვანი. იდეოლოგიურად ბრძოლა მიმართული იყო ვიეტნამის ომის, ხანაც ევროპაში ნატოს ჯარების ყოფნის წინააღმდეგ, ხან კი ზოგადად მსოფლიო რევოლუციის მოსახდენად. ყველაზე ხმაურიანი ტერორისტული აქტები იყო გერმანიის გენერალურ პროკურორ . ბუზაკის მკვლელობა, “დრეზდენერ ბანკისხელმძღვანელ . პონტის გატაცება (რომლის დროსაც ეს უკანასკნელი დაიღუპა) და დასავლეთ გერმანიის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე ჰანს მარტინ შლეიერის გატაცება. შლეიერიც მოკლეს
საინტერესოა, რომ თავდაპირველად გერმანელ ნეორომანტიკულ ექსტრემისტებსაც ჰყავდათ თავიანთი მაღალინტელექტუალური .. “სიმპატაიზერები”, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოძრაობა ტერორის გზას დაადგა - ჰაინრიხ ბიოლმა, გიუნტერ გრასმა და თვით ახალგაზრდული მოძრაობისა დადიადი უარყოფისთეორეტიკოსებმა - ჰერბერტ მარკუზემ, ხაბერმასმა და სხვებმა უარყვეს ტერორიზმი
80-
იან წლებში ტერორისტულმა მოძრაობამ ევროპის ქვეყნებში აბსურდის სახე მიიღო. მან საბოლოოდ დაკარგა სოციალური მოძრაობის ხასიათი. ტერორისტული ჯგუფები რჩებოდნენ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, თუმცა თანდათან კრიმინალიზაციას განიცდიდნენ. მაგალითად, იტალიის ექსტრემისტული ორგანიზაციები (რომელთა კისერზეა 70-იან წლებში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ქვეყნის პრემიერ ალდო მოროს გატაცება და სხვა გახმაურებული ტერორისტული აქტები) 80-იანი წლებიდან ან დაიშალა, ან კრიმინალურ სამყაროს შეერწყა
იგივე მოხდა აშშ-ის ტერორისტულ მოძრაობაშიც. მისმა ბევრმა აქტივისტმა გააანალიზა, რომ ინდუსტრიულ საზოგადოებაში მცირერიცხოვანი ტერორისტული ჯგუფების საქმიანობა უშედეგოა
60-70-
იანი წლების ტერორიზმის დაღმავლობას ევროპულ ქვეყნებში თავისი მიზეზები ჰქონდა. თავდაპირველად აღმავლობა მოჰყვა სტუდენტი-ახალგაზრდობის ცნობილ მოძრაობას, რომლის დამარცხებით გამოწვეულმა გულაცრუებამ, დეპრესიამ და უპერსპექტივობამ ახალგაზრდობის რიგ წრეებში წარმოქმნა მაქსიმალისტური პროტესტი. მაგრამ ახალგაზრდული ტერორისტული მოძრაობა იზოლირებული აღმოჩნდა საზოგადოებისგან. ტერორიზმი ანტისახელმწიფოებრივიდან ანტისაზოგადოებრივ მოვლენად გადაიქცა.

მეოთხე და საბოლოო?!
XX
საუკუნის 80-იან წლებში მსოფლიოს დიდ ნაწილში სახელმწიფოებრივი ტერორიზმის ხანა დასრულდა. იგი არსებობას განაგრძობდა ცალკეულ რეგიონსა და ქვეყანაში. ამავე პერიოდიდან ყალიბდება ტერორიზმის ახალი სახე - ისლამური ტერორიზმი
2001
წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა აშშ-ში, როცა ალ-ქაიდას ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე, გლობალური ხასიათი შესძინა ისლამურ ტერორიზმს. ფუნდამენტალიზმის სარწმუნოებრივ-იდეოლოგიურ საფუძველზე წარმოქმნილი ისლამური ტერორიზმი ებრძვის არა იმდენად იმპერიალიზმს (როგორც ირწმუნებიან), არამედ მოსახლეობასა და დასავლურ ცივილიზაციას. ტერორიზმი, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი, საბოლოოდ გადაგვარდა და ანტისაკაცობრიო ბოროტების სახე მიიღო
1999
წლის გაეროს დეფინიციის მიხედვით, ტერორიზმად მიჩნეულიაყველა კრიმინალური აქტი, მიმართული უშუალოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ, უბრალო ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებში ან საზოგადოებაში მთლიანად, ტერორის მდგომარეობის შესაქმნელად, რომელსაც არ გააჩნია გამამართლებელი გარემოება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკური, ფილოსოფიური, იდეოლოგიური, რასობრივი თუ ეთნიკური საფუძვლები ამართლებს მათ ქმედებას”. 
დღეისათვის მეცნიერი პოლიტოლოგები გამოყოფენ ტერორიზმის რამდენიმე სახეობას: იდეოლოგიურს, ეთნიკურს, რელიგიურს, კრიმინალურს, ინფორმაციულს. ეს ჩამონათვალი ალბათ დამატებას საჭიროებს, რადგან კვლავაც არსებობს პოლიტიკური, სახელმწიფო, სოციალური და სხვა სახის ტერორიზმი.
თუ ისტორიას გადავხედავთ, ტერორიზმის ევოლუცია რამდენიმე ეტაპად შეიძლება დავყოთ. კლასიკური პერიოდი XIX საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა და სოციალურ-რევოლუციურ ხასიათს ატარებდა; სახელმწიფოებრივი ტერორიზმის ეპოქაში ამ მოვლენამ სოციალური ბოროტების სახე შეიძინა; XX საუკუნის 60-70-იან წლებში ინდივიდუალურმა ტერორიზმმა ევროპა-ამერიკის ქვეყნებში აბსურდის სახე მიიღო. ამჟამად ტერორიზმი გლობალურ, ანტიკაცობრიულ და ანტიცივილიზაციურ მოვლენად ჩამოყალიბდა და იმედია, მისი ევოლუციის მეოთხე პერიოდი - უკანასკნელი იქნება.

 

 

ჟურნალიისტორიანი”, 2011 წლის იანვარი, #1

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

პირველ რიგში მოგესალმებით ლეგიონერებო ძველო და ახალო წევრებო, დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ რაღაც მიზეზთა გამო ISIS-ში ნამდვილად არ გავწევრიანებულვარ :) შემოგიერთდით ისევ, ამჯერად ტერორიზმის პოსტით. ამ აბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური სახე მიიღო ტერორისტულმა აქტებმა და ზოგადად ტერორისმის თემამ   მეც გადავწყვიტე ცოტა ინფორმაცია მომეძიებინა და აქ დამეპოსტა.  :0030:    


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგარი სტატიაა კაუუ...

პროსტა რა მეწყინა იცი პირველი ტერორისტული აქტი რაღა ჩემ დაბადებისდღეს დაამთხივეს.. :)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

გუგა პირიქით ანუ შენ დაბადებას შუშხუნები მოყვა, ფაქტიურად აღნიშნეს გრანდიოზულად შენი დაბადება. პროსტა ცოტა მეტი მოუვიდათ :D







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?