Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43048 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

roman-army-01.jpg

რომაელი ლეგიონერები, ეს ის მეომრებია ვინც მთელი ევროპა, ნახევარი აზია და ჩრდილო აფრიკა დაიპყრეს. ამ მეომრების მთავარი ღირსება და უძლეველობა განაპირობა იმან, რაც სხვა ქვეყნის მეომრებს არ გააჩნდა, ეს იყო დისციპლინა, სრული მორჩილება მეთაურის მიმართ და ამავე დროს ცენტურიონების მიერ ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი ისე იყო შერწყმული ჯარისკაცებს შორის რომ შეიქმნა იმდროინდელი სამყაროს უძლიერესი არმია.  რომაელებს ასევე ჰქონდათ ყველაზე ცივილიზებული შეიარაღება, დაწყებული კატაპულტებიდან და საალყო მექანიზმებიდან დამთავრებული ფარით და მახვილით.  რომაელი ჯარისკაცის შეიარაღება იყო მახვილი გლადიუსი, დიდი ძლიერი ფარი, აბჯარი ტანზე მუზარადის ჩათვლით, და შუბი სახელად პილუმი.  რომაული მახვილი მოკლე გლადიუსი იყო ძლიერი იარაღი ხელჩართული ბრძოლისას ახლო მანძილზე, მისი სიგრძე იყო 60 სმტიმეტრამდე, ეს ხმალი სავარაუდოდ რომაელებმა ესპანური ხალხებისგან გადმოიღო  რომლებიც უძველესი დროიდან იყენებდა მას, თუმცა რომაელებმა ის გააუმჯობესეს. ლეგიონერებს ასევე დახვეწილი ჰქონდათ მუზარადი რომელსაც “მონტეფონტინოს” უწოდებდნენ ის იყო იტალიურ-ატიკური,  მსგავსი გალური და ბერძნული მუსარადების, თუმცა ორივეზე გაუმჯობესებული და ეფექტური, იცავდა შუბლს კეფას, და სახის კიდეს, ყურებს , სხვათაშორის ამ მუძარადის დიზაინი დღევანდელ სამხედრო ჩაფხუტებს აქვს. რომაული ფარი: ისტურიკოსი პოლიბუსი თავის ნაშრომებში წერს, ადრეული  ფარი ლეგიონერებს ჩვენს ერამდე მეოთხე_მეორე საუკუნეებში ჰქონდათ, ის სიგრძეში 140 სმ იყო სიგანეში 75, სისქე კი ყველაზე დიდი იყო შუაში 10სმ_მდე, ფარი დამზადებული იყო ხის და ტყავისგან, დაფარული იყო ფოლადის ფენებით, უმეტესობას რკინის სალტეები  კუთხეებში და გვერდებზე ჰქონდა, ეს ფარს სიმტკიცეს საგრძნობლად მატებდა, უძლებდა შუბის და მახვილის დართყმასაც. ხის მასალა იყო არყის, ვაძის და ცაცხვის. ცენტრში ყველას რკინის მრგვალი ნაჭერი ჰქონდა, ის ნასროლ ისრებს ისხლეტდა. ამ ფარის წარმოშობის ორი ვერსია ანტიკურ ცნობებში წერია რომ ის სამნიტური ან საბინური წარმოშობის იყო, მეორე ცნობის მიხედვით ეს ფარი გალებისგან გადმოიღეს და გააუმჯობესეს. ლეგიონში იყო მრგვალი ფარებიც, მაგრამ ასეთ ფარებს ძირითადა ცხენოსნები ან მსუბუქი ქვეითები იყენებდნენ. ფარის ლათინური სახელია “სკუტუმი”. ფარი მოხატული იყო საიმპერიო ემბლემით უკანა მხარეს ეწერა მფრობელის კოჰორტის, ცენტურიონის და ლეგიონის სახელები, თუმცა სციპიონის ჯარში ფარებს სურვილისამებრ ხატავდნენ. რომაელ ლეგიონერს ჰქონდა შუბი სახელად “პილუმი” ის იყო სასროლი, მას მოგვიანებით იულიუს კეისრის ინიციატივით ასევე იყენებდნენ ხელჩართულ ბრძოლაში ცხენოსნების წინააღმდეგ, შუბი შედგება რკინის წვერიდან რომელიც თითქმის ტარის უტოლდუბოდა, ზოგს კი ფოლადის წვერი უფრო გრძელი ჰქონდა, შუბი იყო 2 მეტრი, წვერი 60 დან 90 სმ_მდე, წვერის დიამეტრი7მმ, მასა 2_4კგ. ამ შუბს რომაელები შეტევის წინ სტყორცნიდნენ მტრის საუბედუროდ ორჯერ, რადგან ლეგიონერები ორ შუბს ატარებდნენ ბრძოლაში, შუბი იმდენად ძლიერი იყო მოხვედრისას მებრძოლს ადგილზე კლავდა, ფარში მოხვედრის შემთხვევაში ფარი უვარგისი იყო ბრძოლისთვის. რომაელი ლეგიონერების სრულყოფაში მოყვანა შეძლო გაიუს მარიუსმა, მისი რეფორმების წყალობით ლეგიონში ღარიბებიც ირიცხებოდნენ, ჯარში მაშინ ყველა თანასწორი იყო, შეიარაღებას რესპუბლიკა ყიდულობდა,  ეს ნიშნავს რომ  ჩვენს ერამდე მეორე საუკუნეში ჯარში ნამდვილი ცივილიზაცია სუფევდა.

800px-Testudo_lg.jpg

legioner_2august.jpg

rrhdb.jpg

legioner.jpg

Legioner_v_lorike_tipa_quotnustidquot_1-

105991d1315502404-roman-legioner-roman-2

39928809_Rimskiy_legioner_V_Siminov_Sama

წყარო არმადა.გე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43048 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარი კაცები იყვნენ...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო მაგარი უცნაური ძალა იყო...

იმ დროისთვის საოცრად კარგად ორგანიზებუი და უზდო ტაქტიკით აღჭურვილი...







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?