Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

J.-B. Ronge Fils a Liege


17bcc92fdb95.jpg

1789 წელს ლიეჟში დაფუძნდა ფირმა J.-B. Ronge Fils a Liege(თარგმანში_ ჟ.ბ. რონჟეს ვაჟი). დამფუძნებელი გახლდათ ჟან-ბატისტა რონჟეს ვაჟი(ჟან-ბატისტა იარაღის ბიზნესით გახლდათ დაკავებული). 
დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფირმა უფრო მასიურად გადაერთო წარმოებიდან ვაჭრობაზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მეტად და მეტად ყიდულობდა ნახევარფაბრიკატებს სხვადასხვა ლიეჟელი და ევროპელი მწარმოებლებიდან, ხოლო აწყობა-გაყიდვას თავისი სახელით ახდენდა.
ასორტიმენტი ძალიან ფართო გახლდათ_ გლუვლულიანების, ხრახნილების და კომბინირებულების სახით. მათ ყველას ამშვენებდა წარწერა J.-B. Ronge Fils a Liege.

3ab1abd06ba7.jpg

მოდელთა მრავალფეროვნებით რონჟე უტოლდებოდა ისეთ მძლავრ ბელგიურ საწარმოებს როგორებიცაა ავგუსტ ფრანკოტი და ლიეჟის მანუფაქტურა.
გლუვლულიანებში გარეჩახმახიანები უფრო იაფფასიანი მოდელები გახლდათ, ხოლო ძვირფასები შიდაჩახმახებზე იწარმოებოდა. მაგალითად სახელობითი მოდელები Imperator, Fusil Plume, Prime, Gloire, Mephisto, Victoire და სხვა. ყალიბები წარმოდგენილი იყო 28-დან 10-მდე.

005e8570661b.jpg

ზოგიერთ თოფზე საფირმო ლოგოს გარდა კალაპოტის მარცხენა ბალიშზე დამატებით ესმებოდა დამღა გადაჯვარედინებული დაშნებისა და წარწერა JBR სახით, რაც მიუთითებდა, რომ ეს იარაღი სრულად რონჟეს ფირმაში იყო დამზადებული. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საწარმოს საკუთარი რესურსებით შეეძლო წარმოების სრული ციკლის შესრულება.


4c18ecbf5e8c.jpg


3b95b76fe7d3.jpg
საფირმო თოფებში ნიშანდობლივია ერთი ფაქტი_ ისინი უმეტესწილად კრუპის ფოლადის ლულებით ეწყობოდა...
როგორც მოგეხსენებათ, კრუპი 1896 წლიდან ზაუერს ანიჭებდა ექსკლუზიურ უფლებას დაედამღა ლულები 3 რგოლით(შესაბამისი მარკის ფოლადზეა საუბარი). მაგრამ კრუპს სხვა ევროპელებისათვის, მათ შორის ბელგიელებისათვის, ლულების მიწოდებაზე უარი არასოდეს უთქვია. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში სხვადასხვა მწარმოებლები იყენებდნენ სხვადასხვა კომერციულ სახელსა და დამღას, თუმცა 3 გადაჭდობილი რგოლის გარეშე. შესაბამისად ასეთი აღნიშვნაა რონჟეს თოფებზე

3d10179f7def.jpg

1921 წელს ფირმა რონჟე შევიდა გაერთიანება ლიეჟის მანუფაქტურაში, რის შედეგადაც(ალბათ იძულებით) შეიცვალა სახელი ARMAF Societe Anonyme-ად. ეს უკანასკნელი კი მოღვაწეობდა 1940 წლამდე, ბელგიის გერმანელების მიერ ოკუპაციამდე.
6f5804ee4000.jpg 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაგარი თოფებია 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?