Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40108 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Legio IX Hispana

 

მეცხრე ესპანური ლეგიონი(Legio IX Hispana)
 
- იულიუს კეისრის მიერ ძვ.წ 58 წელს ჩამოყალიბებული რომაული ლეგიონი. არსებობა შეწყვიტა ახ.წ II საუკუნის შუა ხანებში. ლეგიონის სიმბოლო იყო ხარი.
იულიუს კეისარმა მეცხრე ლეგიონი გალიაში ომების დროს დაარსა და ამ დროს მიენიჭა კოგნომენი(იგივე თიკუნი) - Triumphalis.
 
 
RL-LegIX-Hispana.gif
 
 
პირველი ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობა მეცხრე ლეგიონმა მიიღო მოხდა საბისთან(ძვ.წ 57 დღევანდელ მდინარე სამბრესთან), სადაც იულიუს კეისრის არმია მასზე სამჯერ უფრო მრავალრიცხოვან გალური ტომის, ნერვიების ჯარს შეებრძოლა. რომაელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. სამოქალაქო ომის პერიოდში მეცხრე ლეგიონმა იბრძოლა ილერდესთან(ძვ.წ 49), დირაქიუმთან(ძვ.წ 48) და ფარსალოსთან(ძვ.წ 48). ძვ.წ 46 წელს კეისარმა თითქმის მთლიანად დაშალა მეცხრე ლეგიონი და მათ მიწები უბოძა პიცენუმსა და ისტრიაში.
ძვ.წ 41 წელს ოქტავიანე ავგუსტუსმა კვლავ აღადგინა მეცხრე ლეგიონი და კეისრის ვეტერანები სამხედრო სამსახურში დააბრუნა. ლეგიონმა მიიღო ახალი სახელწოდება Macedonica(LEGIO IX MACEDONICA). კეისრის ვეტერანებმა იბრძოლეს სექსტუს პომპეუსის წინააღმდეგ სიცილიაში. არსებობს ვარაუდი, რომ ოქტავიანემ ეს ლეგიონი ძვ.წ 42 წელს შექმნა და ფილიპის ბრძოლაში(ძვ.წ 42) გამოიყვანა. აქვე მიიღო თიკუნი  Triumphalis.  არსებობს მესამე ვერსიაც, თითქოს მეცხრე ლეგიონი ფილიპისთან ბრძოლამდეც არსებობდა და სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ მიიღო სახელწოდება  Macedonica.  ძვ.წ 25-13 წლებში მონაწილეობა მიიღო კანტაბრიის ომებში ესპანეთის ტარაკონესში. ძვ.წ 24 წელს მეცხრე ლეგიონს ესპანეთის ომებში მონაწილეობისა და თავის გამოჩენისთვის ეწოდა Hispana(LEGIO IX HISPANA). მოგვიანებით ოქტავიანემ მეცხრე ლეგიონი გერმანიაში, რაინზე გადაიყვანა, თუმცა არ არსებობს რაიმე ინფორმაცია აქ მათი რომელიმე კამპანიაში მონაწილეობის შესახებ. ახ.წ 9 წელს მეცხრე ლეგიონი პანონიაში(ხორვატიის ტერიტორია) იმყოფებოდა. ახ.წ 43 წელს იმპერატორმა კლავდიუსმა (ტიბერიუს კლავდიუს კეისარ აგვუსტუს გერმანიკუსი) მეცხრე ლეგიონი ბრიტანეთში მოლაშქრე ჯარის ნაწილებში შეიყვანა და ავლუს პლავტიუსს დაუქვემდებარა. მეცხრე ლეგიონი იყო პირველი რომაული ლეგიონი, რომელიც ბრიტანეთის მიწაზე დაბანაკდა. ახ.წ 52-57 წლებში ექვემდებარებოდა ლეგატს - ცეზიუს ნაზიკს, რომელიც უფროსი ძმა იყო შემდეგი ლეგატის - კვინტუს პეტილიუს ცერიალისის. ახ.წ 61 წელს ლეგიონი თითქმის განადგურდა, როდესაც კვინტუს პეტილიუს ცერიალისმა ბუდიკას აჯანყების წინააღმდეგ გალაშქრება გაბედა. ლეგიონის ნარჩენებმა ცერიალისის მეთაურობით ბრიტანეთი დატოვეს, თუმცა რომაელებმა მალე აღადგინეს მეცხრე ლეგიონი, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ აღწერილია თუ როგორ გამოიჩინა შემდეგ ბრძოლებში თავი ამ ლეგენდარულმა სამხედრო ნაწილმა. ახ.წ 65 წლიდან მეცხრე ლეგიონი კვლავ ბრიტანეთი დაფუძნდა და ებურაკუმთან დაბანაკდა. ახ.წ 70 წელს, ბატავიის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ცერიალისი ბრიტანეთის მმართველად დაბრუნდა და ლეგიონის მეთაურობა ჩაიბარა. ახ.წ 78 წელს მეცხრე ლეგიონი იბრძოდა ბრიტანული ტომის, ბრიგანდების ბელადის, ვენუციას წინააღმდეგ. აქვე გაიგზავა მეოცე ლეგიონი(LEGIO XX VALERIA VICTRIX) გნეუს იულიუს აგრიკოლას
 
 
TempCoin.gif
 
 
მეთაურობით. ვენუცია დამარცხდა დღევანდელი სტენვიკის მიდამოებში გამართულ ბრძოლაში. ახ.წ 83 წელს მეცხრე ლეგიონი გერმანიაში გადასხეს, სადაც მათ იბრძოლეს ხატების წინააღმდეგ მაინცის ახლოს, ხოლო ახ.წ 108-109 წლებში კვლავ ებურაკუმში დაბრუნდნენ და მონაწილეობა მიიღეს ციხე-სიმაგრის მშენებლობაში.
ლეგიონის დაშლის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს, თუმცა ახ.წ 161 წელს ის უკვე აღარ იყო რომის ლეგიონთა სიაში. მეცხრე ლეგიონის არსებობის შეწყვეტის შესახებ სამი ვერსია არსებობს: პირველი შედარებით ადრეული და რომანტიკული ვერსიის მიხედვით ლეგიონი გაანადგურეს პიქტებმა ახ.წ 117-118 წლებში, რაც ადრიანეს კედლის აგების მიზეზი გახდა.
 
romevsbrrit_claudius_battle_o_colcheste.
 
მეორე ვერსიის მიხედვით ახ.წ 121-122 წლებში მეცხრე ლეგიონი ნეიმეგენში(დღევანდელი ნიდერლანდები) იყო განლაგებული, საიდანაც ახ.წ 161 წელს კაპადოკიის აჯანყების ჩასაქრობად გაიგზავნა, სადაც განადგურდა ბრძოლებში. ეს ვერსია ყველაზე მისაღებად ითვლება ისტორიკოსებში. მესამე ვერსიის მიხედვით კი მეცხრე ლეგიონი  ახ.წ 132-136 წლებში განადგურდა, იუდეაში, ბარ-კოხბას აჯანყების ჩახშობისას. თუმცა ეს ვერსია არ ითვლება დამაჯერებლად, რადგან იუდეაში მეცხრე ლეგიონის არსებობის არანაირი დოკუმენტური და არქეოლოგიური მასალა არ არსებობს.
წყარო:roman-glory.com


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40108 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევი ჩავასწორე



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40108 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ლათინურად ლეგიონი როგორ იწერება დააფიქსირეთ? LEGIO.  ანუ ნ საერთოდ არ უწერიათ.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?