Caesar Guerini
იტალიური კომპანია ცეზარ გუერინი დაფუძნდა 2000 წელს ბრეშიას რაიონში მარჩენოში.
ფირმა იმ პერიოდში შეიქმნა, როცა კომპიუტერული მართვის ჩარხებმა თავის სრულყოფილებას მიაღწიეს. ამას შეერწყა ხელით შრომის მაღალი კლასი და მიღებული იქნა ულტრათანამედროვე საწარმო, რომელშიც იდეალურადაა შეთავსებული ახალი ტექნოლოფიები და ძველი ტრადიციები. კომპანიის დამფუძნებლებია ძმები ჯორჯიო და ანტონიო გუერინი, რომელთა მიზანი ექსტრა კლასის იარაღის სერიული წარმოებაა. ფირმის დაფუძნების დროისათვის ძმებს იარაღის ინდუსტრიაში სოლიდური გამოცდილება გააჩნდათ(ანტონიოს ინჟინრისა, ხოლო ჯორჯიოს კი იარაღის გაყიდვის სფეროში). ანტონიოს ნახევარავტომატის ინერციული მექანიზმის საკუთარი კონსტრუქცია გააჩნია.
საწარმო რომელშიც 20 ოსტატი მუშაობს, 2 კორპუსისაგან შედგება. აქ საამქროების გარდა არის სტენდი, ტექნიკური სათავსოები და ოფისი. ამ ახლალგაზრდა კომპანიას ლულის საკუთარი წარმოება ჯერ არ გააჩნია. რაც შეეხება კალაპოტსა და მექანიზმს, მათი დამზადება, აწყობა და დაყვანა ადგილზე ხდება(გრავირებას საწარმოს გარეთ ახდენენ). ხის ნაწილები, ისევე როგორც ლულები სხვა საწარმოებიდან შემოაქვთ. მათი დაყვანა და მორგება-რეგულირება კი ადგილობრივი ოსტატების პრეროგატივაა.
ფირმის საბაზო მოდელებია საკუთარი კონსტრუქციის ინერციული ნახევარავტომატები და Browning Over-Under-ის კლასიკური ორლულიანი.
თავისი წარმოების ბრაუნინგის კლასიკურ მოდელში ფირმამ რეგულირების დიდი მრავალფეროვნება დაამატა. ესაა სასხლეტი კავის 7 პოზიცია და კონდახის რეგულირების სხვადასხვა პოზიცია. გარდა ამისა აღსანიშნავია კონდახში ჩასმული ამორტიზატორი kinetic balancer, რომელიც უკუცემის შემცირების გარდა ბალანსის რეგულირების საშუალებას იძლევა. ბალანსის რეგულირება 3 მრგვალი ,,საწონით" ხდება(თითოეული 40 გრამს იწონის).
2010 წლიდან ფირმამ ახალი სპორტული მოდელი გამოუშვა Impact Project. მისი მახასიათებელი თავისებურება სამიზნე თამასის სიმაღლის რეგულირებაში მდგომარეობს(25-30 მმ-ით). აღნიშნული აადვილებს თოფის სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში გამოყენებას(სპორტინგი, მრგვალი, ტრანშეული სტენდები).
ჩამსწორებელი Qartvela™, 29 March 2019 - 04:28 PM.
სურათები გადმოტანილია ჩვენს ფორუმზე