Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41457 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Asprey

d842ddba3192.jpg

ინგლისურ იარაღზე არაერთჯერ გვისაუბრია. დღეს მოკლედ მოგითხრობთ კომპანიაზე, რომელიც სრულიად ახალგაზრდაა(იარაღის წარმოების თვალსაზრისით), თუმცა ბრიტანული იარაღის შარმი და მიმზიდველობა თავიდანვე სდევს.
ბრიტანული იარაღი_ ეს უპირველეს ყოვლისა ძვირფასი და ზეძვირფასი ნაკეთობებია, რომლებიც იწარმოება ხელით შრომის მაქსიმალური გამოყენებით, ესპრი არაა გამონაკლისი.
ფირმა დაფუძნებული იყო 1781 წელს ქალაქ მიტჩემში უილიამ ესპრის მიერ(დამფუძნებელი ლითონის სპეციალისტი გახლდათ). ფირმის სპეციალიზაცია გახლდათ ქალბატონებისათვის ნესესერების წარმოება შესაბამისი აქსესუარებითურთ. ყოველივე ძვირფასი მასალებიდან(ხე, ლითონი, ქვა, ბროლი) კეთდებოდა და ფორმდებოდა. ბიზნესი ყვაოდა და 1861 წელს ფირმამ ინგლისის დედოფლის საპატიო სიგელი მიიღო, რამაც სხვა ქვეყნების მონარქებისა და პირველი პირების დიდადპატივცემული მზერა მიაპყრო ესპრის.
მეოცე საუკუნეში ლონდონში მდებარე საფირმო მაღაზია შეივსო საიუველირო ნაწარმით და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პროდუქციაში იარაღიც გამოჩნდა.
1990 წელს კომპანიაში მოწვეულ იქნა უმაღლესი კლასის სპეციალისტები: ლულების შემდუღებლები, სასხლეტ-დამცემი მექანიზმის 2 სპეციალისტი, ორი ამწყობი და გრავიორი. ყველა მათგანი სწავლობდნენ და სტაჟირებას გადიოდნენ ლონდონში. აქედან წელიწადნახევარში დღის სინათლე იხილა პირველმა თოფმა. ამის შემდეგ დამზადდა უმაღლესი კლასის ორლულიანების სერია, რომლებმაც მყისვე მიიპყრეს საიარაღო ხელოვნების დამფასებელთა ყურადღება.
კომპანიის საიარაღო დარბაზში ლონდონელები ისე მიიჩქარიან, როგორც მუზეუმში. აქ მართლაც არის თვალის გასახარი ეგზემპლიარები...

902d8b9a653a.jpg


a9b9330aba29.jpg
თანამედროვე საიარაღო მიმართულებას ფირმაში ედუარდ ესპრი ხელმძღვანელობს. იწარმოება კლასიკური ორლულიანები და შტუცერები ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით, აგრეთვე მჭიდიანი კარაბინები.
ესპრის თოფები საიდლოკებია შებრუნებულ(არასრულ) საკეტებზე. ექსპერტთა განმარტებით ეს იარაღი ბრიტანელ მეიარაღეთა უმაღლესი კასტის წარმოებული თოფების კლასისაა. ესპრის გლუვლულიანი დაახლოებით 31 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს, ხოლო შეკვეთას წელიწადი-წელიწადნახევარი აგვიანდება. შტუცერები დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი ღირს გლუვებთან შედარებით.
იარაღს ძირითადად უკვეთავენ ამერიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მათთვის ინკუსტაცია ოქროთი კეთდება.
ფირმაში წელიწადში მზადდება სულ 20 ერთეულამდე თოფი. ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მასალები მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხისაა. კონდახები მხოლოდ ინგლუსური ტიპისა გახლავთ.
ფირმა თავისი კლიენტებისათვის ამზადებს ვაზნებს, ქეისებს, სანადირო ტანსაცმელსა და სხვა აქსესუარებს.

f0a95a2d7b94.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?