Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Stephen Grant & Sons

e804d881888b.jpg

სტეფენ გრანტმა თავის საწარმოში არც თუ ისე ბევრი თოფი გააკეთა, თუმცა მათზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა, რაც კიდევ ერთი დასტურია ამ უდიდესი ლონდონელი ოსტატის უბადლო ნიჭისა.
დუბლინში უილიამ კავანახთან განვლილი სწავლების სრული კურსის შემდეგ, სტეფენ გრანტი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაემგზავრა ჩარლზ ლანკასტერთან, რომლის სიკვდილის შემდეგაც 1847 წელს მის შვილებთან, უილიამთან და ალფრედთან, გააგრძელა მუშაობა. 1850 წელს კი თომას ბოსის ფირმაში გადავიდა.
1857 წელს თომას ბოსის გარდაცვალების შემდეგ, ბოსის ქვრივმა ამ ფირმის მმართველად გრანტი აიყვანა. ამ თანამდებობაზე გრანტი ისეთივე წარმატებებს აღწევს, როგორიც თავის დროზე ბოსს ჰქონდა საკუთარ ფირმაში.
1866 წელს გრანტი გამოდის ბოსის ფირმიდან და აფუძნებს საკუთარ საამქროს.
გრანტის ამ პერიოდის ნაწარმს ასეთი წარწერა აქვს: Stephen Grant, 67A St. James's Street London. Late Managing Partner in the Firm of Boss & Co. სადაც ხაზგასმულია_ ,,...ბოსის კომპანიის უკანასკნელი მმართველი". მალე აღნიშნული ხაზგასმა საჭირო აღარ იყო და შესაბამისად აბრევიატურიდანაც გაქრა.
1889 წლიდან გრანტის ნაწარმის დასახელებას ემატება & SONS.


b69c0d5206e9.jpg


სტეფენ გრანტი ის უიშვიათესი ოსტატი იყო, რომელსაც შეეძლო დაეკვეხნა, რომ 1880-1890 წლებში 10 სხვადასხვა ქვეყნის სამეფო კარზე შეჰქონდა იარღი(!!!) ასეთ აღიარებას და პრესტიჟს, ბუნებრივია, თავისი ანაბეჭდი გადაჰქონდა გრანტის თოფებზე: იარაღი არ შეიძლებოდა გაკეთებული ყოფილიყო დიდ ჩარხებსა და კონვეიერზე... მისი თოფები მხოლოდ ხელნაკეთია(!!!)


ae82b2df333b.jpg

1866 წლიდან 1898 წლამდე(ამ წელს გრანტი გარდაიცვალა 77 წლის ასაკში) ოსტატმა გამოუშვა დაახლოებით4500 ერთეული თოფი_ საშუალოდ 150 ერთეული წელიწადში. საინტერესოა ის გარემოება, რომ იარაღის ნომერაცია არა ერთიანიდან, არამედ რიცხვი 2480-დან დაიწყო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინგლისელმა ოსტატმა ნომერაცია გააგრძელა კვანახთან, ლანკასტერთან და ბოსთან გაკეთებული თოფებისა.

ქვემოთ მოცემულია მცირე ინფო სერიულ ნომრებზე




STEPHEN GRANT 1867 წლიდან 2480
STEPHEN GRANT 1870 წლიდან 3000
STEPHEN GRANT 1875 წლიდან 3900
STEPHEN GRANT 1880 წლიდან 4750
STEPHEN GRANT 1885 წლიდან 5450
STEPHEN GRANT 1890 წლიდან 6100
STEPHEN GRANT 1895 წლიდან 6700
STEPHEN GRANT 1896 წლიდან 6857
STEPHEN GRANT 1900 წლიდან 7300


თავის შტუცერებსა და გლუვლულიანებს გრანტი სხვადასხვა საკეტებით აკეთებდა; უშვებდა ჩახმახიან და შიდასასხლეტებიან თოფებს;

fd2c97bdd8c4.jpg



ბევრ მოდელში გასახსნელი ბერკეტი გვერდით დაფასთან იყო განლაგებული. ეს ბერკეტი ოსტატმა 1870 წელს დააპატენტა. გვერდით დაფას ამშვენებდა წარწერა: Stephen Grant Patent.
გრანტის თოფები დაჯილდოებული იყო ოქროს მედლით 1878 წელს პარიზის გამოფენაზე.


4f2daaac2c17.jpg


1898 წლის თებერვლიდან, როცა სტეფენ გრანტის სიკვდილის შემდეგ, ფირმას სათავეში მისი შვილები ჩაუდგნენ, მისმა დიდებამ თანდათან იკლო. მართალია საწარმოდან კიდევ გამოდიოდა კარგი იარაღი, მაგრამ სტეფენ გრანტის ხიბლი მაინც მინელდა.
1925 წელს ფირმა შეერწყა Joseph Lang & Son-ს და სახელწოდებაც გაერთიანდა Stephen Grant & Joseph Lang. ამავე წელს ამ ტანდემს შეერწყა Charles Lancaster & Со; 1930 წელს Harrison & Hussey-ი შეუერთდათ; 1935 წელს Watson Bros; 1939 წელს Frederick Beesley.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მორიგი ცვლილებები მოხდა. 1981 წლიდან კი ფირმა სულ სხვა სახელითა და მფლობელით წარმოდგა ბაზარზე. მონაცვლეობისა და რეორგანიზაციების უწყვეტი ჯაჭვის მიუხედავად ეს ძველი და პატივცემული სახელი_ ,,სტეფენ გრანტი" ფიგურირებდა 1993 წლამდე.
დღეს ეს უიშვიათესი თოფები მხოლოდ კოლექციონერებისა და მუზეუმების მფლობელობაში შეიძლება გვხვდებოდეს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?