ზუსტად ამ დროს დაიწყო მტრის ავიაციის პირველი ესკადრილიების დაზვერვითი ფრენები რამაც ჩვენი კურადღება მიიპყრო. ვინაიდან პლაცდარმი უკვე ათვისებული იყო ხოლო სიმაღლე დაკავებული , ჩვენი საზენიტო დანადგარები იქნა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი და მხოლოდ შტაბის ხელმძღვანელობის ნებართვას ველოდებოდით ,

ის კი (ნებართვა ) იგვიანებდა , რაც ძალიან გვაფიქრებდა (ხო მეტყობა სურათზეჩ. აბდულაც შეფიქრიანებული იყო , პროსტა არ იმჩნევდა . ეგ პიონერთა სასახლეში დადიოდა შეფიქრიანების სახეზე არ შემჩნევის წრეზე)ხომ არ აგვეტვირთა ჩვენი სწრაფმავალი სადესანტო საიერიშო ბრონირებული კატარღიდან დამატებითი საზენიტო დანადგარები.?

დრო მოწინააღმდეგეზე მუშაობდა და ამიტომ სანამ მისი ავიაციის ინტენსიური შემოტევა დაიწყებოდა , ჩვენი შენაერთის მექანიზირებული ბრიგადის ასმეთაურმა (საშტაბო ზედმეტსახელი "აბდულა", თავის თავზე აიღო ინიციატივა და ზურგის სამსახურებთან შეუთანხმებლად ,დამატებითი საზენიტო დანადგარი გადაიტანა მითითებულ სიმაღლეზე და რამოდენიმე წუთში დაამონტაჟა და შენიღმა კიდეც (როგორც აღმოჩნდა მისი ინიციატივა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი შენაერთისათვის,).
ყველაფერი მზად იყო შეტაკების დასაწყისისათვის და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე , ბრძოლის წინ რაღაცნაირი უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. რამოდენიმე წუთი ამ მღელვარე და დაძაბულ მდუმარებაში გაირინდნენ ჩვენი მებრძოლები. ყველანი ჩაფიქრდნენ. არავინ იცოდა როგორ დამთავრდებოდა დღევანდელი შეტაკება. ერთი კი ყველამ იცოდა რომ ბრძოლა სასტიკი იქნებოდა და უკან დახევას კი არცერთი ჩვენთაგანი არ ვაპირებდით.
და აჰა ჩამოჰკრა ბრძოლის რომაულმა ღმერთმა მარსმა თავის დაფდაფებს , გაისმა მისი ბუკის ნაღარა და .......დაიწყო.
დაიწყო მარა რა დაიწყო?