Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45296 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Defourni

თუ კარგად გადავხედავთ ბელგიელი მეიარაღეების ისტორიას ამ გვარით იცნობდნენ 8 მეიარაღეს. თუმცა 2 მათგანი ნამდვილ შედევრებს ქმნიდა: ერთი მოღვაწეობდა ლიეჟში, ხოლო მეორე კი ჰერსტალში. პირველი ოსტატის სრული სახელია G.Defourny-Servin Guillaume. ის გახლდათ უმაღლესი კლასის იარაღის მწარმოებელი ფაბრიკანტი. არის 5 ბელგიური პატენტის ავტორი. საწარმო დააფუძნა 1895 წელს ლიეჟში. 1908 წელს შეცვალა საწარმოს სახელი და უწოდა Defourny G.&J; 1949 წელს კვლავ შეცვალა სახელი და უწოდა Defourny-Servin G. ფირმამ იარსება 1955 წლამდე მისამართზე Liege, rue Cheri 11.


G.Defourny-Servin
bee09ae78add.jpg

227c8b2ec030.jpg

იარაღის მოყვარულთა წრეში ხშირად ერევათ ამ ორი მეიარაღის სახელები(შეიძლება ნათესავებიც იყვნენ მე არ ვიცი), რადგან ორთავე მათგანის მოღვაწეობა თითქმის ერთდროულად იწყება. ორთავე ძალიან მაღალი კლასის იარაღს აწარმოებდა და ქალაქები ლიეჟი და ჰერსტალი ფაქტიურად მიმდებარედ არიან განლაგებული...

მეორე ბელგიური საწარმოს დამფუძნებლის სრული სახელია Antoine Joseph Defourny. მისი პირველი თოფები 1894 წლით თარიღდება(მაშინ საკუთარი ფირმა არ ქონდა). ის ძალიან ნიჭიერი ოსტატი და ბრიუსელში მდებარე კომპანია ბრანქარდის(Brancquaert) კომპანიონი გახლდათ(Brancquaert ჩვენს დროში საკმაოდ იშვიათი იარაღია. განსაკუთრებული ხიბლი მის გარეჩახმახიანებს ჰქონდათ).

Joseph Defourny
75b200d06279.jpg

ჯოზეფ დეფურნის დამოუკიდებლობა საკმაოდ პატარა კომპანიით დაიწყო 1900 წელს, რომელიც 15-მდე თოფს უშვებდა წელიწადში. 1901-1902 წლებში ჯოზეფმა დააპატენტა თოფი ლულათა ვერტიკალური წყობით(ეს თოფი დაამზადა არა საკუთარ, არამედ კომპანიონ საწარმოში), რომელმაც ფირმა ბრანქარდი ესპანეთის სამეფო კარის საწარმოდ აქცია.
1905 წელს ჯოზეფმა საკუთარ საწარმოში ინვესტირება მოახდინა და წარმოების მოცულობა გაზარდა. ჯოზეფ დეფურნი გახლავთ 15 ბელგიური პატენტის ავტორი.
1913 წელს ოსტატმა მიიღო ლიეჟის სამეფო სამხედრო მრეწველობის ,,შევალიეს" წოდება, ხოლო 1928 წელს კი ამ ორგანიზაციის ოფიცერი გახდა. ეს თანამდებობა ჯოზეფ დეფურნის უბოძეს საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენაზე ბელგიელ მეიარაღეთა წარმატებული წარდგენისათვის(გამოფენა მილანში ჩატარდა).
1944 წელს კომპანიამ სახელი შეიცვალა და დაერქვა Defourny A.J. armurerie S.A. ამ სახელით იარსება 1967 წლამდე მისამართზე Herstal, rue Foxalle.

Joseph Defourny
31f524be9135.jpg

გადმოცემის თანახმად ანტუან ჯოზეფ დეფურნის აწუხებდა უძილობა. სწორედ ამ უძილო ღამეებისას აქვს მას რამდენიმე გამოგონება გაკეთებული.
მისი თოფების მექანიზმები საკმაოდ რთული და რეგულირების მიმართ მომთხოვნი იყო. არსებობს ისტორიული ფაქტი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ პარიზელ ოსტატს ჯოზეფ დეფურნის თოფის მექანიზმის რეგულირებისას აღმოხდა:,,ნეტა დაძინება შეძლებოდა სწორედ იმ ღამეს"!!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ძლიერ საინტერესოა...

საწყალი კაცი დატანჯული ყოფილა... :)

უძილობაში რაღცას მოიგონებდა და მერე ფხიზელი "პადგონკაზე" წვალობდა :)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ერთ ერთი მაღალი ბალისტიკის  თოფია იდეალური საფანტის დაჯგუფება აქვს, ქათამზე და მისნირ ფრინველზე იდეალურია, ზოგადად ფრანგული თოფი მონაცემებით სანადირო პირობებში არ ჩამოუვარდება, პერდეს და მისნაირებს მიუხედავად იმისა რო ფაში უდიდესი განსხვავებაა 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4756 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ნამდვილად საინტერესოა


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ისე რა საინტერესოა "ფხიზელზე ", დაწყნარებულ, დამშვიდებულ გონებაზე თუ იგონებს და ქმნის ვინმე რამეს? 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 306 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?