Jump to content


ამ თემას აქვს 39 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სალამი მეგობრებო!

   მინდა მოგიყვეთ ერთ უცნაურ ნადირობაზე. უცნაური იმით იყო რომ დრო რომელზეც სანადიროთ წავედი , სხვა დროს ჩემთვის უკან დაბრუნებისთვის და ნადირობის დამთავრებისთვის მანიშნებელი იყო.

 12-13 საათზე ნი ტო შტო ნადირობას ვამთავრებ ხოლმე , ხშირად სახლშიც ვყოფილვარ , განსაკუთრებით მაშინ თუ თბილისთან ახლო -მახლო ვნადირობ ხოლმე.

      მოკლედ პო პარიადკუ.

 დილას მირეკავს პანჩო. კვირას დილის 10 საათზე ბუნებრივია მეძინა და გამიკვირდა როდესაც პანჩოს სურათი გამოჩნდა ჩემი მობილურის ეკრანზე.

  ცოტა არ იყოს შემეშინდა,  ვინაიდან ლეგიონში ყველამ იცის რომ შაბათ-კვირას ცოტა ვძილისგუდობ ხოლმე და რა უნდა ყოფილიყო ასეთი სასწრაფო? :@@

      ნადირობისთვის შეუფერებელი დრო იყო, ქეიფისთვის მითუმეტეს , ხო და ბუნებრივია გამიკვირდა ....

  ამ დროს პანჩო მეუბნება თამაზიჩ , არიქა ჩაიცვი , წეროვანში პერელიოტიაო.  ვიფიქრე თუ ეს კაცი შაყირის ხასიათზეა , ძალიან ცუდი დრო შეარჩიათქო. არადა პანჩო ჩემ გაშაყირებას რატომ მოინდომებს თქო. თან ნაქეიფარიც არ იყო რომ დრო არეოდა. მოკლედ გავატარე და ძილი გავაგრძელე.

   ვახ ტო ეს კაცი 15 წუთში კიდევ მირეკავს და მეუბნება არიქა წადი  მირზა არის ადგილზე და ნამდვილად პერელიოტიაო. ბიჯო 10 საათზე ვის გაუგია დარეკვათქვა. (ასე უთხარი ზუსტათ აპა).

   გევიხედოთ და აქეთ არ შემომიტია? ე ბიჯო ეხლა გევიგევითო და ეგრევე გადმოგირეკეო. (მოკლედ ერთი 15 წუთი ამაზე დავკარგეთ).

    ბევრი რომ არ გავაგრძელოთ , ამ სიბერეში გავბრიყვდი კაცი(ნუ მე ასე მეგონა ) და დავიწყე ჩაცმა. 

    თან ვფიქრობ ფორუმზე  ჩემი გასვლა დავაანონსო, ვინცხამ დაინახოს განაცხადის დადების დრო, არ იფიქროს ბაბუ გაგიჟებულაო.  ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული ,  რომ არ მატყუებდნენ მირზახანი და პანჩო.

:0036:


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

  ხომ იცით როგორაა ნათქვამი? სახელის გატეხვასო..... (ამათ ჯვარი სწერიათ).

   არადა ერთხელ უკვე მოახერხეს და ჩამიტარეს . ჩამიტარეს კი არა და შემისრულეს.

 შარშან, დასავლეთ საქართველოში , კანკრეტნად კი იმერეთში , გაგასთან სასწაული პერელიოტებია და არქა წავიდეთო. მეთქი იტყუებიაან ავდექი  და ჭკუა ვიხმარე. ვეუბნები - მოდი თქვენ წადით , თქვენი თვალით ნახეთ(სხვის ნათქვამს ნუ დაუჯერებთთქო), თუ დარწმუნდებით,  დაგვირეკეთ და ეგრევე გამოვეშვებითთქოო.

  ესენიც ადგნენ და წავიდნენ . რეკავენ- არიქა ბაბუ წამოდითო , სავსეა აქაურობა , დაჟე ძაღლებიც არ გადმოგვიყვანია მანქანებიდანო.

   ვახ ტო . ვეუბნები მარტო არ წამოვალ ბიჭებსაც გამოვიყოლებმეთქი. ვიფიქრე თუ ჩემი შეტყუება უნდათ - ბიჭების მაინც მოერიდებათ მეთქი. კიო კიო წამოიყვანეო.

  ნუ რათქმა უნდა დავიჯერე და წავედი. წავედი და მაგრადაც მივქარე.

  სამი დღე და ღამე თოფის მაგივრად ჭიქა არ გამიგდია ხელიდან . ყველა ახლომდებარე მეზობელთან გადამიპატიჟეს სუფრებზე , სადაც ყველგან განსხვავებულები ვსვი და ყველა ახლომდებარე რესტორნების დიზაინი და სამზარეულო კარგად გავიცანი. 

 (პანჩომ გზაში არ ჩამიტარა ფოკუსი?)

 უკან რომ ვბრუნდებოდით , წინა მანქანაში იჯდა. დამირეკა ეგება კიდე რესტორანში შევიდეთო. რომ ვიკივლე ეგრევე ჩაკიდა.

 მერე ერთ ერთ ბენზინ გასამართ სადგურზე რომ გავჩერდით თვითონ არ გაჩერებულა და გააგრძელა სვლა, თან მირეკავს და მეუბნება , აგერ გზის პირას ერთი სოფელიაო, რაღაც გამომატანეს , მივიტან დავუტოვებ და უკან დავბრუნდებიო. 15-20 წუთი დამჭირდეს და გაფიცებ ბარემ დაგველოდეთ და ეგრევე  დავბრუნდებით მაგისტრალზეო. (იცის რომ გზაზე , მიყვარს როცა მანქანები ერთად მოძრაობენ და არა ცალცალკე) შევიცადეთ ეს 20 წუთი და არა ჩანს. ვურეკავ -სად ხართქო და მეუბნება ,"ნელა ნელა იარე და ჩვენც წამოგეწევითო".

  ბიჯო რას ვიფიქრებდი რომ კიდევ ხაფანგს მიგებდა? გავიარეთ ერთი 4-5 კილომეტრი და , გზის პირას რესტორნის წინ დგას , ლამის მანქანის სავალ გზაზე და ხელს გვიქნევს. არც ის მანქანა ჩანს , რომელშიც იჯდა და არც მისი პსაჟირები.

  


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

    მოკლედ საქმე იმაში იყო რომ , რესტორანში მე ვეღარ შემათრევდა და ამტომ ხრიკი იხმარა. მე შემაყოვნა , თვითონ გავარდა რესტორანში , პურმარილი გააშლევინა , ის მანქანა თბილისში გამოუშვა და თვითონ გზაზე დაგვიხვდა. სწორად გათვალა , უმანქანოდ დარჩენილ კაცს , გზაზე ხომ არ დავტოვებდით და ....

 მოკლედ იმ რესტორანში რომ შევედი ეგ კი მახსოვს და , აი უკანა გზაზე კი რა და როგორ იყო , აი ეგენი კი არ მახსოვდა.

    მოკლედ გაგას , მირზახანის და პანჩოს ეს ოინები კარგად დამამახსოვრდა....

       ხო და დღეს მეუბნება მირზა იქაა და შენ წადი მე არ მცალიაო. კი აბა , ვინჭამს მაგასთქო. ? შენც წამოდი და ერთად წავიდეთ მეთქი . კაი წამოვალო. ეხლა ვიფიქრე თუ გაგაც იქაა , უეჭველი სადღაც უნდათ ისევ ჩემი შეტყუება მეთქი...

არა არა გაგა ვერ წამოვა, რაღაც საქმეები აქვსო. ნუ ამან ცოტა ეჭვები გამიქარვა მარა მაინც არ მეჯერა ბოლომდე. ავდექი და ვეუბნები უცხო ადამიანი უნდა წამოვიყვანო და იცოდე თავი არ მომჭრა , სერიოზული ბიჭია და იცოდე არჩ შენ გაიშაყირო თავი და მეც არ ჩამაგდო უხერხულში მეთქი.

დაიფიცა ყოლიფერი. ხო და მივაფურთხე ეშმაკს და ჩემი გასვლაც დავაანონსეე.

       მოკლედ აბდულას გავუარე ,  (3 გაჩერებით ზემოთ ცხოვრობს ყიფშიძეზე) ,მერე სანამ ზაკუსკა ვიყიდეთ , სანამ ცუგრიკებს გავუარეთ,  ხოდა გავეშვიით...

საწვავის ჩასასხმელად  ზაპრავკაზე შევედით და რას ვხედავ . ე ბიჯო  აგერაა გაგა. ერი ჰაა , გამიფუჭდა ხასიათი , (არა გაგას დანახვა რა თქმა უნდა გამიხარდა , მარა ხომ ხვდებით ეს 2 და ესეც მე 3 მე , ნუ ამ კონტექსტში  რა )  . ნუ თქვენ რას იფიქრებდით ჩემ ადგილას? ერთი ადგილზე გველოდება, მეორე მანქანაში მიზის და მესამე "სლუჩაინად"  ბენზინგასამართ სადგურზე მხვდება. ნუ ეხლა ვინ დამაჯერებდა რომ გაჩალიჩებული არ იყო? 

  გაგას მიმოითხვის მერე საით მიდიხარ მეთქი? (მაინტერესებს რას მეტყვის). მოკლედ ბაკურიანშიო. მიმართულება ერთი და იგივეა. ვსიო , უეჭველი რაღაც გამიჩალიჩეს მეთქი. თან აბდულა მიზის მანქანაში , ვახ ამასაც არ მოერიდნენ ეს ჟულიკებითქო. (ნუ დაახლოებით ასე ვფიქრობ).

ნუ გამოვემშვიდობე გაგუშას და გავაგრელეთ გზა.  ცოტა ხანში , წეროვანში ამოვყავი თავი (იქ სადაც მუხრანის თასი ჩავატარეთ ) . გადმოვედი და ვეკითხები აბა რა ხდებათქო? რა ხდება და ბაბულიკ ვაზნები გამითავდა უკვე, სანამ თქვენ ჩამოხვედითო და იაგტაშიც გახსნაა. მერე ბაგაჟნიკთან მიმიყვანაა.   თვალები შუბლზე ამივიდა.  ვეცი ტელეფონს და მოვასწარი რამოდენიმე ზარის გაკეთება და ქეც გამოირთო ტელეფონიი(ნუ დღეს გასვლას არ ვგეგმავდი და ბუნებრივია არც დამიტენია) . მეორე კი ფოტოებისთვის დამაქვს ,  ის ისედაც არ რეკავს.

 ასე და ამგვარად დაახლოებით შუადღის 12 საათზე  მივედით ადგილზე და დავიწყეთ ნადირობა. ახლა კი სურათებსაც დავდებ და თქვენ თვითონ ნახავთ ყოლიფერს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

52a2555ea523.jpg.

 

ჩვენი გერტრუდაც , ცოტა გაკვირვებული იცქირებოდა მანქანის ფანჯრიდან. უეჭველი ფიქრობდა "ესენი ნამდვილად არ არიან ნორმალურები, ასეთ დროს , ვინ ნადირობსო.?"

.

a0023af61283.jpg.

ნუ როგორც გითხარით, იქ ვაზნებ გამოლეული , მაგრამ უზომოთ კმაყოფილი მირზახანი დაგვიხვდა. თან თავისი მონაპოვარით განსაკუთრებით ბრავირებდა. ბუნებრივია რომ პოზირებდა თავისი ნანდირები მწყერის ფონზე.

 

da2a5cd75fcd.jpg  .

 

 რამოდენიმე კაცმა გადმორეკა , მოვდივართო, და ბიჭებმა , "ბარემ ჩვენებსაც დაველოდოთ მაინც გვიან ვიწყებთო"

 

5245e5c4742e.jpg.

.

ნადირობის დაწყებამდე რამოდენიმე სურათიც გადავიღეთ და შევედით მინდორშიი.

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაახ, კაცოუ ხომ ვთქვი რამოდენიმე სურათითქო... :0068:

 

0fbca7baabb2.jpg.

.

ხო და ესეც ეგ რამოდენიმე სურათიი...

 

c58faa66e3cc.jpg.

ნუ მირზახანს ველოდებოდი რა. ეგ ხომ ფროილაინ ფენიფერის გარეშე სურათს არ იღებს.... :0024:

 

eccd16d6eb31.jpg.

.ბოლო ბოლო დააყენა საშველი და მირზას ჰოლივუდური სმაილიც დააფიქსირა ფოტოობიექტივმა :DDD .


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მშვენიერ უცნაურ გასვლა კი იყო ბაბულიკ მაგრამ მაგრად ვისიამოვნე , ამდენი ჯერ არ მისვრია რაც სეზონი გაიხსნა  :0030:  :0030:  :0030: .

 

დიდი მადლობა მირზახანს უტყუარი ინფორმაციისთვის და ასევე ყველას ვინც ამ დღეს მიიღო მონაწილეობა


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დასტურ მუსიე მეტოო, დასტურ მუსიე.....

  მოკლედ შევედით მინდორში და რაც შემიძლია ვთქვა , წელს მე ამდენი არ მისვრია. მემგონი არცერთ ჩვენთაგანს ასეთი შედეგიანი ნადირობა არ ქონია.

.

a51215a9079f.jpg.

შედეგიანი იყო არა მარტო იმით რომ , მწყერი კარგად ამოდიოდა,

92f072dfeb2c.jpg

არამედ იმითაც რომ იმ დღეს , ფაქტობრივად არც აგვიცილებია(არავის),.

 

 

77f98df6cd09.jpg.

ნუ ძაღლებიც ძალიან მოტივირებულები იყვნენ.. :ki: :0067: .

61ee5be86c24.jpg.

იტოგში , მაგარი დღე გამოგვივიდა რა..

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sabaabu

sabaabu

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 123 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:imereti

შედეგიან და სასიამოვნო ნადირობას გისურვებთ მაგრად ვისიამოვნე რეპორტით და წარმოვიდგინე იქ რომ ვყოპილიყავი როგორი იქნებოდა



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

77f98df6cd09.jpg.

ნუ ძაღლებიც ძალიან მოტივირებულები იყვნენ.. :ki: 

 

აქ ნახევარ სურათზეც თქვენი მონა მორჩილია , უუფ კარგი იყო მოტივირებული დედა შვილის ფრაუ გერდა , ფრაუ ჯენი და მწყერი რომელმაც იცის რომ მეტო ბიძიას ვერ გაექცევა თუ ჯენის და გერდას გაექცა ... ამ ფიქრებში იყო ეს მწყერუკა რომელიც ზუსტად ჩემსა და გოგოებს შორის იყო . მაგრამ გაბედა ამოსვლა და მიეწია 10 ნომერი :0072:  . გერდამ და ჯენი კი თავიანთ საქმე 5 -იანზე შეასრულეს .

 

ნი დაი ბოგ ვინმემ თქვას რომ ეს გოგოები ჩემპიონები არ არიანო.  :0077:  :0077:  :0077:

 

 მართლაც მასე მოხდა , იმდენად ვისიამოვნეთ რომ მართლაც არ აგვიცილებია ისე საამურად ვინადირეთ რომ რავიცი 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

კაი ხალხი ხართ თქვენ. გეიხარეთ ძმებო



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:

 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარეთ მეგობრებო, შემოგევლოთ ბაბუ , :good: :0025:


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

მოკლედ შევედით მინდორში და როგორც უკვე სურათებიდანაც გამოჩნდა , მწყერმა დაიწყო ამოსვლა.

ყველაზე მეტად მეძებრების მწყობრი და შეთანხმებულ -დასინქრონებული მუშაობით გავიხარეთ..

სროლაც ძალიან ზუსტად გამოგვდიოდა და რაღა უნდა ინატრო კაცმა ამ დროს?

 

0cdae4028169.jpg.

.

აბდულა და ჰერტრუდა ნამეტნავად შეხმატკბილებულები ნადირობდნენ.

 

e3809768b12f.jpg

 

მოგვიანებით, გორდა , დათკა და ჩარლიკაც შემოგვემატნენ... ჩვენ უკვე გამოვდიოდით მინდვებიდან.  ხო და მივასწავლეთ უკეთესი ადგილები და ჩვენ კი მანანებისკენ დაუყევით. მითუმეტეს რომ მეტოს და აბდულას უკვე ძალიან ეჩქარებოდათ..

.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
badri624

badri624

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 232 პოსტი
  • მისამართი:ბაღდათი
  • წარმოშობა:ბაღდათი

უცნაური, მაგრამ კარგი გასვლა გამოგსვლიათ! 

გიმრავლოთ ეგეთი გასვლები. გაიხარეთ.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნადირობის დანარჩენ სურათებს უახლოეს დღეებში დავდებ. მეორე ტელეფონში მაქვს. კატორი უ მასტერა ნა რემონტე.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?