Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42554 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

lebeda

e2b7f2a7d662.jpg

წარმოგიდგენთ ჩეხური სკოლის კორიფეს ანტონინ ვინცენტ ლებედას(1795-1857წწ)
ლებედას თოფების სილამაზეზე, შორსმსროლელობაზე, სიმყარესა და განსაკუთრებულ ბალისტიკაზე ლეგენდები დადის.
მისი იარაღის ყველა დეტალი გამოირჩევა სიმყარით, ლამაზი გრავიურითა და საუკეთესო მორგებულობით. ლებედას ლულები მრგვალი ან დაკუთხულია; სამიზნე თამასა ბრტყელი და განიერი. ოსტატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თოფების ბალანსს, სასროლი მანძილის სიდიდესა და განსაკუთრებულ ჭრას.
ანტონინ ვინცენტ ლებედა დაიბადა 1795 წელს ჩერნოჩიცაში. 17 წლის ასაკში ის იწყებს იარაღთწარმოების შესწავლას გერმანელ და ავსტრიელ მეიარაღეებთან. მის სტილზე განსაკუთრებული გავლენა ცნობილმა ავსტრიელმა ოსტატმა კონტრინერმა იქონია.
1820 წელს ლებედა უბრუნდება სამშობლოს და ყიდულობს ბრენდეისის იარაღის საამქროს პრაღაში. აქედან 2 წელიწადზე ნაკლებ დროში იგი თავისი სახელობის იარაღის გამოშვებას იწყებს. ლებედა წარმატებით შედის შვედურ, ესპანურ და რუსულ ბაზრებზე. რამდენიმე წელიწადში ლებედას წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ ბელგიაში რამდენიმე ოსტატი აწარმოებდა თოფებს წარწერით ,,ლებედას მსგავსი". თვით ლებედა ლულებზე აწერდა: ,,ა. ვ. ლებედა პრაღაში"

0459e120ce54.jpg


ლებედასათვის დამახასიათებელი გრავირების სტილი შემდგომში ,,პრაღის სკოლად" იქნა წოდებული. ლულის სახაზინო ნაწილი უფრო ღრმა გრავირებისაა, რომლებზეც გამოსახულია ფრინველები, ძაღლები, გარეული ცხოველები ან მონადირე; ზოგჯერ სახაზინო ნაწილის გრავირებაში დამატებულია ოქრო. კალაპოტსა და ფარზე, ჩახმახებსა და დაფებზე კი მცენარეული ორნამენტებია გამოსახული, რომლებშიც უფრო ღრმა გრავირებით მოცემულია სანადირო სიუჟეტები. ხშირად აღნიშნული სიუჟეტები გარშემორტყმულია ოქროს ძაფით. კიდევ უფრო მდიდრულ იარაღში კი ლებედა ფრინველებისა და ცხოველების ფიგურებს ოქროში ხატავს. მცველი ხშირად ძვირფასი რქითაა დაფარული. კონდახი უმეტესად ინგლისურია, რომელიც ხშირად ორნამენტებითაა დაფარული(აქაც მცენარეული და ცხოველური ნახატებით).
გარდა იარაღის მაღალი ხარისხისა ლებედას წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო აქსესუარების კომპლექტაციაში იყო. თოფები(ან პისტოლეტები) ჩაწყობილი იყო მაღალხარისხოვანი ხის ფუტლიარებში, სადაც ძირითადი კომპონენტის გარდა იყო ზუმბა და ჩოთქები, დენთის საწყაო, ტყვიის ყალიბები, სახრახნისებისა და ქანჩების კომპლექტი. ოსტატი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ აქსესუარების ხარისხსა და სილამაზეს. ეს იმ დროისათვის ნოვატორული შეთავაზება იყო.


3ec88ff1d2de.jpg

ამ დიდი მეიარაღის სახელის ბრწყინვალებამ იკლო(1850 წლიდან), როცა მამის საქმის გაგრძელება შვილმა ლებედამ დაიწყო. სამწუხაროდ შვილმა არ მისდია მამის კვალს და არ გააგრძელა სიახლეების ძიება, არამედ დაიწყო მეასლეობა ფრანგული და ინგლისური იარაღებიდან. მიუხედავად იმისა, რომ შვილი ლებედას ხელიდანაც იარაღის რამდენიმე საუკეთესო ეგზემპლიარი გამოვიდა, ისინი ხარისხით მაინც ჩამოუვარდებოდა მამა-ლებედას ნაწარმს.
1888 წლიდან ფირმამ(საწარმომ) ლებედა არსებობა შეწყვიტა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42554 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

b2e44b063781.jpg

თავისი პირველი შეკვეთა ახალგაზრდა ლებედამ თავადი როგანიდან მიიღო. შემკვეთმა ისურვა იარაღი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ინგლისურ ნაწარმს. თოფის მიღებისას თავადს მოეწონა ნაკეთობა, შეაქო ოსტატი, თუმცა გაკვირვებული დარჩა მაღალი ფასით. ოსტატს მოუწია აეხსნა როგანისათვის, რომ ინგლისური იარაღის სადარი თოფის ფასი შესაბამისად ძვირი ღირს... მეორე დღეს, შენაძენის გამოცდის შემდეგ ოსტატმა არა მარტო თანხა მიიღო, არამედ თავადის სანაცნობოდან უამრავი შემკვეთიც.
იარაღის მხატვრული დამუშავებისას ლებედა თანამშრომლობდა მხატვრებთან_ მანესთან და ნავრატილთან, გრავიორ კოტნერთან, ხის დამუშავების ოსტატ ფორლიჩეკთან და სხვებთან.
ლებედა არა მარტო უმაღლესი კლასის იარაღს აწარმოებდა, არამედ სრულყოფდა მათ ტექნიკური თვალსაზრისით. 1829 წელს მან მიიღო პატენტი საკეტზე, რომელიც პირველი ჩეხური პატენტი გახლდათ. შემდეგი პატენტი თარიღდება 1831 წლით. მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ლებედას სიკვდილის შემდეგ, გაფორმდა კიდევ ერთი მისი სახელობის პატენტი სახაზინო თოფის გასახსნელ ბერკეტზე. ბერკეტი მდებარეობდა ფარის წინ(იხილეთ სურათზე ზემოთ).
ლებედას ნაწარმი არაერთხელ დაჯილდოვდა უმაღლესი შეფასებით გამოფენებზე_1829წ, 1831წ, 1836წ პრაღაში(პირველი პრიზი); 1851წ ლონდონში(ბრინჯაო); 1854წ მიუნხენში(დიდი ოქროს მედალი); 1858წ შვედეთში (ვერცხლის მედალი).
1835 წელს ლებედას საწარმოში 18 ოსტატი მუშაობდა, 1845 წელს_ 54, 70-იანი წლების დასაწყისში მუშაკთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.
ლებედას საფირმო თოფების ნომერაცია იარაღის ტიპის მიუხედავად თანმიმდევრული ანუ რიგითი იყო. იარაღზე პირველად ოსტატი აწერდა А. Lebeda, Аnt. Lebedа ან Аnton. Lebeda. 20-იანი წლების ბოლოდან კი А.V. Lebedа, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში Ant.Vinc.Lеbеdа. როგორც წესი, ეწერებოდა გერმანულ, ჩეხურ ან ფრანგულ ენებზე. გარდა ამისა არც თუ იშვიათად კლიენტის ეროვნების შესაბამისად გვხვდება წარწერები უნგრულ და სერბულ ენებზე.
ოსტატი ზოგიერთ ნაწარმზე საკუთარ მისამართს აწერდა А V Lеbеdа Gewehrfabr. in Ргаg N 685/1(ზოგჯერ სახლის ნომერს წყვილი იარაღის სერიულ ნომერში ურევენ). წარწერებში აგრეთვე გვხვდება მასალის სახელი, მაგ. Саnon Тогdu.
ლებედას ფირმის მიერ გამოშვებული ბოლო იარაღის სერიული ნომერია 11368.
დღევანდელ ეტაპზე მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება 400-ზე ცოტათი მეტი ლებედას საფირმო იარაღი(მთელი პროდუქციის მხოლოდ 3,5%). ამასთან ერთად სამუზეუმო კატალოგებსა და სხვა პუბლიკაციებში ამოტივტივდება ხოლმე ლებედას მანამდე უცნობი ნაკეთობა.
არაა გასაკვირი, რომ ლებედას თოფები ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად, მე-19 საუკუნის შუა წლების შტუცერის ფასი 1996 წლის კატალოგში შეადგენს 18 ათას დოლარს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?