Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Bretton & Gaucher


681c262d5ca4.gif

საფრანგეთში მძლავრადაა განვითარებული სანადირო მეურნეობა. იქ მონადირეები ყველაზე მეტია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. საფრანგეთის სახალხო მეურნეობაში რამდენიმე დარგია, რომლებიც მონადირეებსა და სპორცმენებს ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით უზრუნველყოფენ. მაგრამ ამათგან განსაკუთრებულია იარღის მწარმოებელი ფირმები.
ფრანგები ძალიან ბევრს ნადირობენ ფრინველზე ველსა თუ ტყეში, ჭაობსა თუ წყალსატევებზე. ამიტომ მათი გლუვლულიანები შედარებით მსუბუქი და მანევრირებადია. ისინი პირველ რიგში ფრანგული სანადირო პირობების შესაბამისადაა შექმნილი. ფრანგული სანადირო თოფები ნატიფი და სადაა.
Bretton & Gaucher ერთ-ერთი ყველაზე ძველი საწარმოა, რომლის წარმომადგენლებიც(ბრეტონების გვარისა) 1721 წლიდან აწარმოებენ იარაღს. ამ ფირმის თანამედროვე სტილი, დიზაინი და კონსტრუქციების თავისებურებანი ყველაზე ახლოს ავსტრიულ სკოლასთანაა. საწარმო კლასიკური ჰორიზონტალურებიდან და ვერტიკალურებიდან დაწყებული, ჩახმახიანების, ხრახნილლულიანების, შტუცერებისა და თვითდამტენების ჩათვლით, ყველა ტიპისა და დიზაინის იარაღს აწარმოებს.
ამ ფირმის ნაწარმი სამხედრო იარაღის მსგავსად მოხმარების სიმარტივით, დიდი რესურსით, სიმყარითა და სიიაფით გამოირჩევა. ამ მახასიათებლების ერთობლიობა ფრანგი კონსტრუქტორის ჟორჟ ბრეტონის დამსახურებაა.


d50f2645bf20.jpg

1930 წელს ჟორჟი Societe Generale Mecanique-ს ჩაუდგა სათავეში სენტ ეტიენში. ამ საწარმოში კონსტრუქციები და მექანიზმები იხვეწებოდნენ. 6 წლის შემდეგ მან შვილთან, რენესთან ერთად დაიწყო მუშაობა თოფებზე ლულათა ვერტიკალური განლაგებითა და საკეტების ორიგინალური გადაწყვეტებით.
ძალიან მალე შეიქმნა მსუბუქი მასის თოფი, რომელსაც Baby Bretton( Baby-პატარა)დაარქვეს. ამ უნიკალური თოფის გამოსვლამ ფრანგულ ბაზარზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გამოსვლის პიველივე დღეებიდან გამოუჩნდა ბევრი მაქებარიცა და კრიტიკოსიც.

984d43618034.jpg


თოფის წონა 12 ყალიბის პირობებში 2,3 კგ-ს შეადგენს. წონის სიმცირე განაპირობა ფოლადის ჩანაცვლებამ ავიაციური დურალუმინით. ამ მასალით აკეთებენ არა მხოლოდ კალაპოტს, არამედ ლულასაც. დროთა განმავლობაში ხდება მეტალის ,,დაბერება" ან უფრო სწორად ,,დამწიფება" ,ამიტომ დროის სვლასთან ერთად მეტალის მდგრადობა კი არ იკლებს, არამედ მატულობს. ამას საწარმოში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანის განმავლობაში აკვირდებიან. ლულები გამოცდილია 1200 ბარ წნევაზე.



12c58badac93.jpg


მოდელი გამოდის 70სმ, 65 სმ და 610 სმ სიგრძის ლულებით. ნებისმიერი წყვილი ლულა რამდენიმე წუთში შეიძლება გამოხრახილი იქნას შემაერთებელი ბლოკიდან და შეიცვალოს სხვა ლულით. შეცვლა ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე ხორციელდება. ლულები ბოლოში რგოლითა და ჭანჭიკით ფიქსირდება.

df7e614e4d7c.jpg



ბოქსფლინდი მხოლოდ 60 დეტალისაგან შედგება(!!!) კონსტრუქციის სიმარტივე მოხმარებას აადვილებს და მწყობრიდან გამოსვლის ალბათობას ქვემოთ წევს.
მეორე მსოფლიო ომმა წარმოება გააჩერა, ხოლო 1950-იანი წლებიდან კვლავ განახლდა. თუმცა დიდი სერიებით ამ ვერიკალურის გამოშვება არ მოხერხდა.
1981 წელს Societe Generale Mecanique შეისყიდა ფირმა Societe ATAMEC-მ, რომელსაც სერიული წარმოებისათვის ყველაფერი გააჩნდა. ასე რომ Baby Bretton-ის დიდი რაოდენობით გამოშვებას წინ არაფერი ედგა. შედეგად ეს მოდელი მსოფლიოს 10 ქვეყანაში გაიტანეს ექსპორტზე. გარდა ამ ექსკლუზიური მოდელისა Bretton & Gaucher-ს აქვს სპორტული ვერტიკალურები, რომლებიც თამანედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს უმაღლეს დონეზე აკმაყოფილებენ.
ცნობილია ფირმის ჩახმახიანი თოფების სერია Fair-Play, რომელშიც 70 მმ-იანი სავაზნე, V-სებური საბრძოლო ზამბარები და ლამაზი გრავირებაა ჩადებული.
Bretton & Gaucher-ის ჰორიზონტალურები საკმაოდ ძვირი თოფების კატეგორიაში შედის. ესენია Couguar Platinum, Couguar Bronze და Couguar Silber. განსხვავება არა მათ კონსტრუქციაში, არამედ გრავირების სტილსა და ხარისხშია. გარდა ამისა ფირმას აქვს სერიული(მასიური) ჰორიზონტალურები სამმაგი საკეტებით Ouverture , , Prestige და Commemorative. ისინი შეიძლება იყვნენ 12, 20 ან 28 ყალიბისა. ლულათა სიგრძით 600მმ, 650მმ, 680მმ და 710მმ.
1990-იან წლებში ფირმას გადაერქვა სახელი და Bretton France ეწოდა. დღეს კი Bretton & Gaucher-ის გაერთიანებითაა სახელდებული.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წარმოგიდგენთ ბრეტონის მიერ შექმნილ კიდევ ერთ მსუბუქ ვერტიკალს, რომელიც Baby Bretton-ის ნაირსახეობაა. მოდელს Fair Play ეწოდება.
იარაღი გათვლილია მსუბუქ ვაზნებზე, რესურსი შეადგენს 5000-დან 10000-მდე გასროლას; 12 ყალიბში სავაზნე 65მმ-ა ხოლო 20 ყალიბში 70მმ; წონა არა უმეტეს 2,4კგ.

 








legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?