Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Marlin Sporting Firearms

d9f5e1591e1c.jpg


1870 წელს ჯონ მალოი მარლინმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში. პირველი წარმატება 1891 წლის მოდელს მოყვა, შემდეგი აღიარება კი 1893 წლის მოდელს ერგო წილად. ამ მოდელის მოდიფიკაციები დღესაც გამოდის სახელით ,,მარლინ-39" და ,,მარლინ-336".
1870-1899 წლებში კომპანია აგრეთვე რევოლვერებს, პისტოლეტებსა და დირინჯერებს(მოკლელულიანი მსხვილყალიბიანი პისტოლეტები) აწარმოებდა.
უბოლო დენთის შემოსვლას თან მოყვა 30-30 ვინჩესტერის ვაზნა, რასაც დაუყონებლივ გამოეხმაურა კომპანია და დაამზადა თოფების სერია ამ ვაზნაზე. მარლინის 1891 და 1897 წლის თოფების მოდელები კარგად იყო ცნობილი ,,ველურ დასავლეთში".
ჯონ მარლინი 1901 წელს გარდაიცვალა და საწარმო მისი ვაჟიშვილების მმართველობაში გადავიდა.
1915 წელს ფირმა ,,მარლინი" ნიუიორკის ერთ-ერთმა სინდიკატმა შეისყიდა და სახელი შეუცვალა Marlin Rockwell Corporation. ამ პერიოდში სპორტული და სანადირო იარაღის წარმოება მკვეთრად შემცირდა. მაპროფილებელ პროდუქციად ტყვიამფრქვევი ,,კოლტ-ბრაუნინგი M 1895" გახდა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სპორტული და სანადირო პროდუქციის წარმოება არ განახლებულა, რამაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო ფირმა.
1924 წელს საიარაღო საწარმო აუქციონზე იქნა გატანილი. ფირმის მიმართ იმდენად მცირე იყო ინტერესი, რომ საწარმო 100 დოლარად გაიყიდა იურისტ ფრენკ კენაზე. ასეთი გარიგება საიარაღო წარმოებაში გაუგონარი გახლდათ.
კენამ აღადგინა რამდენიმე მოდელის წარმოება და ახალი მფლობელის დამსახურებით გაკოტრებულმა საწარმომ ეკონომიკურ კრიზისსაც კი გაუძლო. 1947 წლიდან, ფრენკ კენას სიკვდილის შემდეგ, ფირმა მისი ვაჟიშვილის ხელში გადავიდა. ამ მომენტიდან წარმოებამ გაფართოება დაიწყო.
1953 წლიდან კომპანიამ მიკროხრახნების სისტემა Micro Groove დანერგა. ამ ტექნოლოგიით ხრახნილი ლულების დამზადება მკვეთრად გამარტივდა.
1969 წლიდან საწარმო ახალ შენობაში გადავიდა. ფირმა დღესაც კენას ოჯახის საკუთრებაა.
ფირმის გლუვლულიანი სანადირო პროდუქციიდან აღსანისნავია ორი გლუვლულიანი ბატზე სანადიროდ და რამდენიმე 12 ყალიბის მოდელი, რომელთაც გააჩნიათ ხრახნები. ისინი განკუთვნილია ტყვიის სასროლად საშუალო ზომის ნადირზე სანადიროდ.



Marlin 50 DL Goose Gun

f097e5bc42d7.jpg

ერთლულიანი; გასწვრივ მოძრავი საკეტით; ყალიბი 12; სავაზნე 76; მჭიდის ტევადობა 2; წონა 3,2 კგ; სიგრძე 122,6 სმ; ლულის სიგრძე 71 სმ; ექსტრაქტორზე; ლულის შევიწროება ნახევარჩოკი; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის(პისტოლეტური ტიპის).




Marlin 512 Slugmaster

ee8ffdfe0678.jpg


ერთლულიანი; გასწვრივ მოძრავი საკეტით; ყალიბი 12; სავაზნე 76; მჭიდის ტევადობა 2; წონა 3,6 კგ; სიგრძე 114 სმ; ლულის სიგრძე 53 სმ; ექსტრაქტორზე; ლულის შევიწროება ცილინდრი; ოპტიკური სამიზით; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის(პისტოლეტური ტიპის).


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?