Jump to content

სურათი

Mauser


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42729 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Mauser


8990faab4b32.jpg

ალბათ იშვიათია იარაღის მოყვარული, რომელსაც გვარი მაუზერი არ გაუგია. ეს სიტყვა გერმანულ იარაღთან ასოცირდება, ხოლო ამავე სახელობის 10 ტყვიანი პისტოლეტი-კარაბინი კი ახლო წარსულის ისტორიაში მყარადაა ჩაბეჭდილი.

3c79ae45a410.jpg

იარაღის სამყაროში ძმები ვილჰემ და პაულ მაუზერები უკვე დიდი ხანია ლეგენდად იქცნენ. მათ უამრავი გამოგონება ეკუთვნით, მაგრამ მთავარი, გასწვრივ მოძრავი საკეტია, რომელიც უცვლელად ან მცირე მოდიფიცირებით დღესაც ამშვენებს კარაბინების უდიდეს უმრავლესობას.
სანადირო კარაბინების საბაზო მოდელი ,,მაუზერ 98" გახდა.


bd7aef1a3d9e.jpg



ძმები მაუზერები დაიბადნენ მეიარაღის ოჯახში. ვილჰემ მაუზერი(1834-1882წწ) დიდი ხნის განმავლობაში ობერნდორფის სამეფო საიარაღო ფაბრიკაში მუშაობდა. მისი ძმა პაული(1838-1914) საწარმოო პროცესში ოსტატის დამხმარედ 1850 წლიდან ჩაერთო. თავისი მოღვაწეობა ძმებმა იმით დაიწყეს, რომ შექმნეს პირველი ერთტყვიანი კარაბინის გასწვრივ მოძრავი საკეტი(800დან 1800 მეტრამდე გაზარდეს მიტანა), რომელიც გერმანიის ჯარის შეიარაღებაში იქნა მიღებული 1871 წელს.
საკუთარი საწარმო ძმებმა 1872 წელს დააფუძნეს ობერნდორფში. ის 1874 წელს სამეფო საიარაღო ფაბრიკამ შეისყიდა და გაერთიანებული საწარმოს Gerbruder Mauser & Co დაერქვა. კომპანიის ხელმძღვანელები რათქმაუნდა ძმები მაუზერები გახდნენ. 1887 წლისათვის ეს საწარმო 500 თოფზე მეტს აწარმოებდა დღეში.
1884 წელს ფირმა სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა სახელწოდებით Waffenfabrik Mauser A. G.
მაუზერის საწარმომ 1894 წელს გამოუშვა პირველი სანადირო კარაბინები 6 და 7,9X 57მმ ყალიბზე. ისინი გერმანიის კაიზერისათვის ვილჰემ მეორისათვის იყო დამზადებული. მათი გამოცდა კაიზერმა თავად მოახდინა და ძალიან კარგად დაახასიათა. ეს გახდა საწინდარი ამ კარაბინების ძალიან დიდი პოპულარობისა. ამ სანადირო კარაბინის ბაზაზე თავის თოფებს აწარმოებენ ისეთი გრანდები, როგორებიცაა: ჰოლანდ-ჰოლანდი, ჯონ რიგბი, ვესტლი რიჩარდსი, ავგუსტ ფრანკოტი, ერნესტ დიუმულენი, ჰაიმი, ვაისი, ვინჩესტერი, რემინგტონი, რუგერი და სხვები.
1898-ში პაულ მაუზერმა გამოუშვა ახალი მოდელი Model 98, 8X57 ვაზნით, რომელიც ას მილიონამდე ცალი გაიყიდა და 1912 წლამდე იყო ექსპლოატაციაში.
1995 წელს "Mauser-Werke Oberndorf Waffensysteme GmbH"-მა გამოუშვა ე.წ. ბოლტ-აქციის სანადირო კარაბინი: მოდელი 96.
2003-ში გამოვიდა "M 03" მოდელი.
2004-ში ეს კომპანია შევიდა Rheinmetall Waffe Munition GmbH-ში J.P. Sauer & Sohn თან, Blaser and Swiss Arms თან ერთად და კონსორციუმს ეწოდა SIGARMS, 2007 წლიდან კი SIG SAUER.
გარდა ხრახნილლულიანებისა მაუზერი 2 გლუვლულიან მოდელსაც აწარმოებს, რომლებიც უმაღლეს კატეგორიაში გადის.
პირველი მოდელია 12 ყალიბის ორლულიანი ლულათა ჰორიზონტალური წყობით Bristol. მეორე მოდელი კი ბოქსფლინდია სახელით Kontest



Bristol
19304be15836.jpg



Kontest
53a01b637001.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?