მეგობრებო!
ამ რეპორტს ცოტა განსხვავებულ ფორმას მივცემ. ვინაიდან ჩვენი ტრადიციები, და ადათ-წესები უკვე ყველამ ზეპირად იცის, ამიტომ სურათებს დავდებ და რეპლიკები და კომენტარები მერე დავურთოთ. თუ თქვენ გაუკეთებთ სურათებს რეპლიკებსა და კომენტარებს, ეს ხომ ნამეტანი შესანიშნავი იქნება.
ერთადერთი იმას დავამატებ რომ ღამის 11 სთ-ზე ბექას ზარი ვნახე ტელეფონზე. გადავურეკე და მცირედი მიმოკითხვის შემდეგ გაირკვა რომ ადამიანს თავისი ქარხნის მშენებლობის პროცესში 1 თავისუფალი დღე ამოუვარდა. ძიამ -თქვენთან ერთად იქნებ გამოვიდესო სადმე ბუნებაში გავლაც , ნამეტნავად კარგი იქნებაო(ეს სიტყვა უკვე მეორეჯერ ვიხმარე). ძლივს ამ კაცს თავისუფალი დრო აღმოაჩნდა და ეგრევე გულმა ჩვენსკენ გამოუწია და რაზე იყო საუბარი? ძიას ასეთ სურვილზე ვინ ეტყოდა უარს. მოკლედ მივფაცურდ-მოვფაცურდი და სწრაფი რეაგირების ბრიგადა შევაკოწიწეთ ღამის 12 სთზე.ვინაიდან არაფერი არ იგეგმებოდა უცებ გადავრეკე პანჩოსთან და მ,ივერიჩთან( ვინც დღის განმავლობაში დამიკავშირდნენ ანალოგიური შემოთავაზებბით) . მირეკვ-მორეკვის შემდეგ დაზვერვის სამსახურმა ვერაფერი სახარბიელო მონაცემები მტრის(პარდონ, მწყრის) დისლოკაციის ადგილის შესახებ ვერ მოიძია და ბრიგადის შტაბმა მიიღო საბრძოლო გეგმა , რომელსაც უფრო დაზვერვითი ხასიათის საბრძოლო ოპერაციის სახე მიეცა.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და მიმართულებად -კახეთის რეგიონი შეირჩა.
ასე და ამგვარად გთავაზობთ ფოტო დოკუმენტაციას და რეპლიკები და კომენტარები თქვენთვის მომინდვია. იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და იმდენად ზუსტად ვიცით ვინ-რა და როგორ ვასრულებთ ჩვენ ტრადიცია ,ადათ -წესებს რომ , ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია ზუსტად გადმოსცეს იქაური სიტუაცია და ატმოსფერო. (მიუხედავად იმისა რომ საერთოდაც არ იყო იქ .) თუ გინდათ, ესეც ერთგვარ ტრენინგ-ტესტად ჩათვალეთ.