Jump to content


ამ თემას აქვს 48 გამოხმაურება

#46 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

ისტორიული ფაქტების მოძიება-დადგენა შრომატევადი და რთული საქმე რომ არის, არახალია. მით უმეტეს, თუ საქმე ეხება მეხუთე, გნებავთ, მეათე ან მეთხუთმეტე საუკუნეებს. დრო, საომარი მოქმედებებისგან დაკარგულ-განადგურებული არქივები, მემატიანეთა მიკერძოება და მრავალი სხვა დაბრკოლების გამო, ჭირს ამა თუ იმ მოვლენის რეალური სურათის გადმოცემა.
სულ რაღაც ასი წლის წინ მომხდარი ფაქტების აღდგენა თითქოს არ უნდა იყოს ძნელი, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა: საბჭოთა კავშირში მოქმედი პოლიტიკის თანახმად, ნადგურდებოდა ისეთი საარქივო დოკუმენტები, რომლებში დაცული ინფორმაციაც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

 
 
 

ასეთთა კატეგორიაში მოხვდა 1918 წელს დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს მიერ მოწყობილი სამხედრო კამპანიებიც რუსეთის წინააღმდეგ.

lunxaz7xc7ywcpyvq6wb.jpg
 

ქართული კავალერია სოჭში 1918 წელს

 
 
 
 

საქართველოს ისტორიაში, ასე თუ ისე, მოიპოვება ცნობები გენერალ გიორგი მაზნიაშვილის წარმატებული ლაშქრობის თაობაზე აფხაზეთის მიმართულებით, როდესაც მან სოჭამდე მიაღწია. თუმცა, ყველაზე მასშტაბური ლაშქრობა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან დაიწყო და გენერალ რევაზ მუხრანბატონის მეთაურობით რუსეთის ცენტრში შეჭრა მოჰყვა, ისტორიის ფურცლებიდან დიდი ხანია ამოშლილია.

  • ვლადიმირ ულიანოვ-ლენინის ბრძანებით, საარქივო დოკუმენტები, მემუარები და პირადი წერილები, რომლებიც ამ სამხედრო კამპანიის მონაწილეებმა დატოვეს, პირწმინდად გაანადგურეს!

იგივე ბედი ეწია ვლადიკავკაზის, ყაზანის, დნეპროპეტროვსკისა და თბილისის არქივებში დაცულ მასალებსაც. ბოლშევიკები ყველანაირად ცდილობდნენ გაენადგურებინათ გენერალ რევაზ მუხრანბატონის მიმოწერა გიორგი მაზნიაშვილთან, ცნობები მისი და ნოე ჟორდანიას შეხვედრის შესახებ, გენერალ იგორ ხორთუმოვის მემუარები და საბოლოოდ ეს თითქმის შეძლეს კიდეც. მაგრამ ბოლო წლებში აქტიური კვლევითი მუშაობის შედეგად, საკმაოდ ბევრი მასალის მოგროვება მოხერხდა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ამ საომარი პერიპეტიების აღდგენა.

ბრესტის ზავის შემდეგ თურქეთის იმპერიამ დაიკავა ბათუმი და გურიაში შეჭრა სცადა, სადაც ისინი გენერალმა მაზნიაშვილმა შეაჩერა. ამავე დროს გენერალი რევაზ მუხრანბატონი სამაჩაბლოს ბოლშევიკებისგან გასაწმენდად და კვლავ საქართველოსთვის შემოერთებითვის იბრძოდა...

 
 
 
uyz9nocmty8ksavtzde2.jpg
 
ვინ იყო გენერალ-მაიორი რევაზ მუხრანბატონი, რომლის სახელის ისტორიიდან გაქრობასაც ასე ცდილობდნენ ბოლშევიკები?
 
Getty Images
 
 
 
 

ბაგრატიონთა ოჯახის მიერ ესპანეთსა და რუსეთში შემონახული მასალების მიხედვით, რევაზ მუხრანბატონი ერეკლე II-ის უკანონო ვაჟის შთამომავალია. იაპონიასთან ომის დროს უკვე პოლკოვნიკის, I მსოფლიო ომში კი გენერალ-მაიორის წოდება დაიმსახურა. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რევაზ მუხრანბატონმა გენერლის წოდება ახლა უკვე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობისაგან მიიღო. მალე მისი სამხედრო ნაწილები, რომლებიც ძირითადად კახეთში, ქიზიყში შეკრებილი მოხალისეებისაგან შედგებოდა, როკის უღელტეხილის გავლით, ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ და მტრის ტერიტორიაზე გადაიტანეს სამხედრო მოქმედებები.

გენერალი იგორ ხორთუმოვი თავის მემუარებში წერს:

 
 
 
 
 
Participantsay
qkotx7zkyhndkgzxl6fy.png
 

„15 სექტემბერს, ჩვენმა დაზვერვამ გენერალ დენიკინს შეატყობინა როკის უღელტეხილზე ქართული შენაერთების გადმოსვლის შესახებ, ფსკოვისა და სარატოვის IV და VII დივიზიები 17 სექტემბერს ვლადიკავკაზისაკენ გადავისროლეთ, რათა გენერალ დენიკინს თავდაცვითი ხაზი შეექმნა მათი შეტევის მოსაგერიებლად“.

 
 
 
 

როგორც საარქივო დოკუმენტებით ხდება ცნობილი, რევაზ მუხრანბატონს ანტონ დენიკინის შენაერთები დაუმარცხებია და გადამწყვეტ უპირატესობას დაუფლებია. განსაკუთრებით თავი გამოუჩენია ქიზიყელ მხედართა რაზმს და არტილერიის პოლკოვნიკ ლადო აფხაზს, რომელსაც „არტილერიის მექას“ ეძახდნენ.

რევაზ მუხრანბატონს წინსვლა განუგრძია და მცირემასშტაბიანი შეტაკებების შემდეგ ვლადიკავკაზი დაუკავებია. ვინაიდან ბოლშევიკთა სამხედრო ნაწილები ძირითადად ან „თეთრებს“ ებრძოდნენ, ან პოლონეთის მიმართულებაზე იყვნენ კონცენტრირებული, რევაზ მუხრანბატონის არმიას განსაკუთრებული წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია.

ვოლგოგრადის აღების შემდეგ ის ვორონეჟისკენ დაძრულა და 1918 წლის 5 ოქტომბერს მიუღწევია იქამდე. ამის შესახებ ცნობას კვლავ იგორ ხორთუმოვის მემუარებიდან ვიგებთ, რომლისთვისაც რუსეთის ხელისუფლებას დაუვალებია, რიაზანის მიდამოებში გადაეჭრა გზა მოსკოვისაკენ მიმავალი ქართული სამხედრო ნაწილებისათვის.

 
 
 
jyz1snjagsn9y5u5zsnz.jpg
 

ქართველ კავალერისტთა შეტევა დუტუ აფხაზის მეთაურობით

 
 
 
 

იგორ ხორთუმოვი წარმოშობით სომეხი იყო, ცნობილი გვარის შვილი. სამხედრო განათლება მიღებული ჰქონდა რუსეთსა და საფრანგეთში, ამიტომ არმიაში ხუმრობით „მსუქან ნაპოლეონს" ეძახდნენ. ხორთუმოვი წარმატებულ გენერლად და ერთადერთ რეალურ სამხედრო ძალად მიიჩნეოდა, ვისაც შეეძლო რევაზ მუხრანბატონის არმია შეეჩერებინა თავისი IV არმიითა 10 საბრძოლო ტანკით.

შეტაკება რიაზანის მახლობლად, მდინარე ოკასთან, მოსკოვიდან 180 კილომეტრის დაშორებით მომხდარა. ბრძოლის წინ გენერალ იგორ ხორთუმოვს ვაჟისთვის წერილი მიუწერია, რომელიც კალუგის ოლქის სახელმწიფო არქივს შემორჩა (Дела генерала Игоря Хортумова, Государственный архив Калужской области, N16):

 
 
 
tj5giqjn0pp4ymqyrxom.png
 
„არტურ, ხვალ დილით დიდი ბრძოლა დაიწყება, IV არმია პოზიციებზეა განლაგებული და ველოდებით გენერალ მუხრანბატონის შემოტევას. გამარჯვების შემდეგ, ერთ კვირაში მოსკოვში ჩამოდი და მეც იქ ვიქნები“.
 
 
 
 
 
 

1918 წლის 16 ოქტომბერს, გამთენიის 5 საათზე, ხორთუმოვის არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა მუხრანბატონის არმიის მარცხენა ფლანგს. რევაზ მუხრანბატონმა ჯარის დიდი ნაწილი და ქიზიყელთა ცხენოსანი რაზმები ცენტრში განალაგა, პოლკოვნიკ ლადო აფხაზს ხორთუმოვის არტილერიისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა უბრძანა, თავად კი ბრძოლის წინა ხაზზე გაიჭრა ცხენზე ამხედრებული — თავზე მეფე ერეკლე II-ის ქუდით!  

მეომრების გასამხნევებლად უკეთესი ხერხის მოფიქრება შეუძლებელი იყო. მეფე ერეკლეს საყვარელმა ქიზიყელებმა ლამის დაიჯერეს, რომ წინ პატარა კახი მიუძღოდათ და გულმოცემულები ცენტრში შეიჭრნენ, დაარტყეს და გადაუარეს მტრის სანგრებს. მალე ბრძოლის ყველა უბანზე შეტაკება IV არმიის მარცხით დასრულდა, ხოლო გენერალი იგორ ხორთუმოვი, რომელიც გაქცევას ლამობდა, ტყვედ ჩავარდა. თუმცა მანამ მოასწრო და პოლკოვნიკ ლადო აფხაზის ვაჟი, ქიზიყელთა კავალერიის მაიორი დუტუ აფხაზი მოკლა შაშხანით, რომელიც წინა რიგებში იბრძოდა.  

 
 
 
 
რევაზ მუხრანბატონმა რიაზანის თავზე თავისი დროშა — წითელ ფონზე გამოსახული ერეკლე II აღმართა, ლადო აფხაზმა კი სასტიკად დასაჯა შვილის მკვლელი და ქართველთ მოძულე ხორთუმოვი: ზარბაზნის ლულაზე მიაბა, პირი კავკასიონისკენ უყო და გაისროლა...
 
 
 
 
 
 

მოსკოვისაკენ გზა ხსნილი იყო!

რევაზ მუხრანბატონი, თავისი ორი დივიზიით (ძირითადი ჯარი ცარიცინთან დაბანაკდა), რამდენიმე ათასი ტყვითა და 72 ქვემეხით მოსკოვისკენ დაიძრა, იქ აპირებდა გამარჯვების აღლუმის გამართვას. ბოლშევიკებმა სმოლენსკისკენ დაიხიეს, ქართული არმიის შესვლის მოლოდინში მოსკოვი მოსახლეობისგან დაიცალა...

მაგრამ ცარიცინში მოულოდნელად ჩავიდა ნოე ჟორდანია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, და მუხრანბატონს კატეგორიულად მოსთხოვა, უკან დაეხია, ანუ ჯარი საქართველოში დაებრუნებინა. არგუმენტი კი ასეთი ჰქონდა: რუსეთის ამ ტერიტორიის შენარჩუნების ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია და გვიჯობს, საკუთარ ქვეყანას მივხედოთო.

შესაძლოა, ეს არგუმენტი საკმაოდ მყარიც იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ჟორდანიასა და ზოგადად იმ დროის ხელისუფალთ, უფრო მუხრანბატონის პოპულარობისა და მისი მონარქისტული ამბიციებისა შეეშინდათ, ემანდ, ერეკლეს შთამომავალმა მეფობა არ მოინდომოსო.

ასე დასრულდა ქართველთა პირველი და უკანასკნელი ლაშქრობა ბოლშევიკური რუსეთის ტერიტორიაზე. რაც შემდეგ მოხდა, ყველასთვის ცნობილია. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ კარგა ხნით დაგვაკარგინა დამოუკიდებლობაზე ფიქრის უფლებაც კი.

რაც შეეხება გენერალ რევაზ მუხრანბატონს, ცნობილია, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავი დაუნებებია, მაგრამ მისი შემდგომი ბედი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგულდაგულოდაა წაშლილი ისტორიიდან. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#47 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://m.sputnik-ge...Nm_-vY-dvLS2DVQ


legion.ge-82-1553250819.jpg


#48 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1844 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
საქართველოს ისტორიაში, თუ რომელიმე მეფეს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ერის დღემდე მოტანაში, ეს სვიმონ დიდია. მეფე, რომელმაც არიცოდა რას ნიშნავდა სხვა სატკივარი, გარდა საკუთარი ქვეყნისა, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ იმ უმძიმეს სიტუაციაში, როდესაც ორი უდიდესი მონსტრი ირანი და ოსმალეთი საქართველოს წინააღმდეგ უდიდეს ომებს აწარმოებდნენ. თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს, რომელიც მთლიანად მოქცეულიყო ისლამურ რკალში და სრულიად მოწყვეტოდა ევროპის ქრისტიანულ ნაწილს, ხსნა არსად ჰქონდა, მაგრამ, რაც მამა შვილმა ლუარსაბ პირველმა და სვიმონ პირველმა ბაგრატიონებმა შეძლეს ნამდვილად სასწაულია, იმ რესურსების პირობებში, რომელიც მაშინ მრავალ ომგადატანილ ქართლში იყო, ასევე ამას ემატებოდა მრავალი ქართველი, რომელსაც ქვეყანა ოსმალურ ჩალმასა და ირანულ ხალიჩებზე გაეყიდათ.. მეფის ყველაზე დიდი მოღალატე მისი ძმა დავითი (დაუთ ხანი) გამოდგა, რომელმაც ისლამი მიიღო და შაჰის პირად მონად იქცა. სვიმონი, მაშინვე როგორც ტახტზე ადის 1556 წელს, იწყებს შეურიგებელ ბრძოლას სპარსეთის წინააღმდეგ. მისი მთავარსარდლობით, ქართულმა არმიამ მრავალი გამარჯვება მოიპოვა და მიუხედავად ციხედიდის ბრძოლაში ტრაგიკული დამარცხებისა, როგორც ყოველთვის, სვიმონს არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა და მას შემდეგ ზედიზედ რამდენიმე ომში დაამარცხა ირანული ურდოები. 1569 წელს ცნობილ ფარცხისის ბრძოლაში მეფე ქართველი აზნაურის ღალატის წყალობით ტყვედ ჩავარდა და 1578 წლამდე ასასინთა ისტორიულ დედაქალაქ ალამუტის ციხეში იყო გამომწყვდეული. 1578 წლიდან უკვე იგი იწყებს 20 წლიან ომს სამ კონტინენტზე გადაჭიმულ, ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ და როგორც მრავალჯერ აღგვინიშნავს აქაც უდიდეს წარმატებებს აღწევს და ზედიზედ ამარცხებს სულტნის მიერ გამოგზავნილ ახალ ახალ სერასქირებს, სინან ფაშას, რეზვან ფაშას თუ ლალა ფაშას.. 1599 წელს მეფე უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია და მალევე გარდაიცვალა. ასე დასრულდა გმირის, გმირული მეფობა, გმირის რომლის ხმალსაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში შიშით უყურებდნენ თურქები და ირანელები, მეფის, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა მედროვე ქართველ დიდებულებს და მეფის, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობითაც თავისი მხრებით მოიტანა საქართველო ჩვენამდე..
(Francesco Matteotti)

#49 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
28378623_1619641454785283_35451376662916
საქართველოს ისტორია / History of Georgia
წმინდა თურქებისაგან გორი, ლორე და მრავალი სხვა ტერიტორია. მეფეს მიზნად თბილისის აღებაც დაუსახია და მისკენ მისასვლელი ყველა გზა გადაუკეტავს. პანიკაში ჩავარდა თბილისის ოსმალური გარნიზონი და დახმარება სთხოვეს ლალა-ფაშას. მანაც არ დააყოვნა და ოციათასიანი არმია გამოგზავნა ჰასან-ფაშას სარდლობით.. სვიმონმა ლაშქარი დმანისის ხეობაში ჩაიყვანა და იქ დაელოდა მტერს. ფაშაც მოახლოვდა თავისი მხედრობით და როცა თითქმის მთლიანად ჩაეტივნენ ოსმალები ხაფანგში, მეფემ მახვილი იხადა და იერიში ბრძანა. მრავალი თურქი შეაკვდა იმ ხევში ქართველებს, ჰასან-ფაშამ არმიის ნაწილით შეასწრო თბილისში. სულზე მიუსწრო მაშინ ჰასანმა გარნიზონს, ქალაქში 3000 მეომარი დატოვა, სურსათიც შეიტანა და დანარჩენი ჯარებით ქალაქიდან გამოვიდა. ფრთხილად მოდიოდნენ ოსმალები, ყოველ ხევში სვიმონი და "მისი გურჯები" ელანდებოდათ. შიშმაც გაამართლა, მეფე კვლავ დმანისის ხეობაში ჩასაფრებული თავისი ჯარით! მაგრამ ჰასან-ფაშამ მოახერხა, გვერდი აუარა ქართველებს და სამშვიდობოს გაიყვანა არმია. გაშლილ ველზე მიდიოდნენ ისინი და თითქოს ჩასაფრების საშიშროებაც არსაიდან მოელოდათ, როდესაც მთაზე ამხედრებული ქართველთა მეფე გამოჩნდა!
"დელი სვიმონ!"
"დელი, გიჟი! გადარეული!_აღრიალდა თურქთა ლაშქარი.
გმირი მეფე მოუძღოდა მისებრ "გადარეულ გურჯთა" მხედრობას. ჰასან-ფაშამაც ჩამოუქროლა ზარდაცემულ არმიას, მაგრამ ელვასავით მოიჭრნენ ქართველები და "მიეტევნენ, ვითარცა ჩქაფის წვიმა და სეტყვის ღვარნი მთისაგან.. გააპეს რაზმი ოსმალთა და გარდმოყარეს მრავალნი და გაიარეს შიგა".. თითო ქართველმა მეომარმა ოთხი-ხუთი თურქი მოკლაო გადმოგვცემს ფარსადან გორგიჯანიძე..
(Francesco Matteotti)
 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?