Jump to content


ამ თემას აქვს 52 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2160 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მეგობრებო!!! html  არ ირთვება, საერთოდ გაქრა 



#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
პირველი მფრინავი ქალები სამეგრელოდან [ვიდეო/ფოტო]
15:42 / 09.03.2017
ავტორი:
 
ნანა ხუბუტია
 
 
 
 
 
 
 
ბავშვობაში თვითმფრინავის დანახვაზე ხშირად აგვიშვერია თითი ცისკენ, და ალბათ ბევრ ჩვენგანს უოცნებია მფრინავობაზეც, მაგრამ მერე, „დიდობაში“, სხვა აუხდენელ ოცნებებთან ერთად „შეგვინახავს“. არ ვიცით ასეთი ოცნება ჰქონდათ, თუ არა რუსუდანს და ნინოს, მაგრამ ისინი მფრინავები გახდნენ.

ზუგდიდის ფოტოარქივზე სტატიის მომზადებისას, პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ფოტოს გადავაწყდი და მას მერე შთამომავლების პოვნას შევეცადე. გამოვარკვიე, რომ რუსუდანზე ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. ხელნაწერი ავტობიოგრაფია, ფოტოსურათები, ძველი საგაზეთო პუბლიკაციები, - ეს მასალა ეროვნულმა არქივმა მოგვაწოდა.
41e40f2d2334999195bdbb7a04a7722f.jpg
რუსუდან ჟორდანია. ფოტო: ეროვნული არქივი

ავტობიოგრაფიიდან, რომელიც რუსულ ენაზე ხელით არის დაწერილი, ირკვევა, რომ რუსუდან ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში, დადიანების მებაღეების ზამბერლეტების ოჯახში.

„დავიბადე 1915 წელს. მამა ივანე ჟორდანია პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის დროს მძიმედ დაიჭრა, ზუგდიდში დაბრუნდა. გარდაიცვალა 1919 წელს. დედა ზინაიდა ზამბერლეტი-ჟორდანია. ზუგდიდის სკოლაში ასწავლიდა გერმანულს, რუსულს, მუსიკას, ის მამინაცვლის ზამბერლეტის გვარს ატარებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, ერთი წლის სწავლის შემდეგ რიონჰესში წავედი სამუშაოდ. შევედი ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობ ნებაყოფლობით საზოგადოებაში. 1935 წლის მარტიდან ვარ თბილისის საავიაციო სკოლის კურსანტი“, - წერს რუსუდან ჟორდანია.
b03d35f08f9b68a62e1caafda7ebe935.jpg
რუსუდან ჟორდანია ბავშვობაში ზამბერლეტების ოჯახთან ერთად. ფოტო: ლუიზა ციმინტიას არქივიდან

ის მფრინავი 1935 წელს გახდა, მას შემდეგ მან ჰაერში 5500 საათი გაატარა. საპენსიო ასაკში კი საავიაციო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და წერდა მოგონებებს მფრინავებზე, - წერს საბჭოთა პრესა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი რუსუდანის წიგნს „შავი ზღვის მფრინავები“ გადავაწყდი.

გაზეთებში და არც მის ავტობიოგრაფიაში პირად ცხოვრებაზე არაფერი წერია. ამიტომ არ ვიცით ჰყავდა თუ არა მას ოჯახი.

ეროვნულ არქივში დაცული ცნობების თანახმად, მას სიცოცხლეში, 1965 წელს დაბადებიდან 50 და ავიაციაში ყოფნიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მოუწყვეს ზუგდიდში. შემორჩენილ წყაროებში მისი გარდაცვალების თარიღიც არ არის მითითებული.
3b6a1e030ec1f5a5cd3ce3b750239c8b.jpg
რუსუდან ჟორდანია. ფოტო: ეროვნული არქივი

რუსუდან ჟორდანიასთან ერთად პირველ მფრინავ ქალად მოიხსენიებენ სენაკის მკვიდრს, სოფელ ეკში დაბადებულ ნინო იგივე ნინა ხუბულავასაც.

სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, რომლის ეზოშიც ნინოს ბიუსტი დგას, დაცული ცნობების თანახმად, ნინო ხუბულავაც 1935 წელს გამხდარა მფრინავი, თუმცა მალე გაურკვეველ ვთარებაში გარდაცვლილა.

სკოლის დირექტორმა ბიძინა ტაბაღუამ ნინო ხუბულავას დის ოლია ხუბულავას წერილები გვიჩვენა.
0e21fe92e670f54a190170a47c9f32a6.jpg
ნინო ხუბულავა. ფოტო: სენაკის სკოლის ალბომიდან

„ჩვენი ნინა დაბადებული 1917 წლის 29 ოქტომბერს ეკში. ჩემი ძმა ვალია კი 1912 წლის 9 მარტს. ჩვენ ვიყავით ოთხნი. 2 ძმა და 2 და. დედ-მამა რომ გარდაგვეცვალა, ნინა იყო 4 წლის, ვიზრდებოდით ბებია თებრონეს ხელში. 1929 წელს ბებიაც გარდაგვეცვალა და შემდეგ ჩვენი ნათესავების და მეზობლების იმედად ვიზრდებოდით. ვალია სამხედრო ლიოჩიკად მუშაობდა. ეკის შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ნინა ძმამ წაიყვანა თბილისში და სწავლა განაგრძო ფიზიოში, იქიდან კი თავისი ძმის ვალიას დახმარებით გაემგზავრა ბატაისკში საპლანერო კურსებზე 1934 წელს. საპლანერო კურსების დამთვრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და გახდა პირველი მფრინავი ქალი“, - წერს ოლია ხუბულავა.
e2d2ff2483102f8fd96dd4cf92afced3.jpg
ნინო ხუბულავა სხვა მფრინავებთან ერთად. ფოტო: სენაკის სკოლის ალბომიდან

1934 წელს, 1 სექტემბერს, ნინო გაბედულად მიუჯდა თვითმფრინავის შტურვალს, განახორციელა პირველი გაფრენა, შემდეგ უფრო იწრთობოდა და ბოლო გამოცდის დღეც დადგა – 12 ოქტომბერი, 1935 წელს მოხდა მუშა მფრინავების პირველი საზეიმო გამოშვება, სადაც ნინომ უმღლესი ოსტატობით და სიზუსტით შეასრულა პილოტაჟის ინსტრუქციები, - წერს სენაკში გამომავალი გაზეთ „კოლხეთის“ რედაქტორი, ბორის შენგელია.

ნინოს მეგობარი ქრისტინე მკერვალიძე წერილში, რომელიც პირად არქივშია დაცული, წერს, რომ ის კარგად თამაშობდა ხელბურთს და გატაცებული იყო თოფის სროლითაც.

„ხაკისფერი ბლუზა ეცვა, მხრებზე და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა, თმა ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი, მოირთვებოდა, თვალს ვერ მოწყვეტდა ადამიანი. ნინო კარგი ფიზკულტურელი იყო შესანიშნავად თამაშობდა ხელბურთს, გატაცებული იყო თოფის ხმარებითაც, ერთხელ მომიტანა ფოტოსურათი მასში ნინო შარვლითა და თოფით ხელში იყო გადაღებული, და სიცილით მითხრა, ჩემო ქრისტინე გენაცვალე, ქალური საქმეც მეხალისება და ვაჟკაცურიცო“.
16139b248662ef3061f49641f856a6bf.jpg
ნინო ხუბულავას ბიუსტი სენაკის #7 საჯარო სკოლის ეზოში. ფოტო: ლაივპრესი

მფრინავი ქალის გარდაცვალების მიზეზე ოფიციალური ცნობა არარსებობს. მისი და ოლია ხუბულავა წერს, - „დიდხანს არ დასცალდა და მოულოდნელმა სიკვდილმა ხელიდან გამოგვტაცა 1935 წელს, 27 მაისს. ნინას ცხედარი დასვენებული იყო ავიაკლუბში, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე“.

სენაკის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა და პედაგოგმა ლამარა გეგენავამ გვითხრა, რომ ნინოს გარდაცვალებიდან 66 წლის თავზე სკოლის ეზოში ბიუსტი დაიდგა. ინიციატივა კი პიონერხელმძღვანელს, იზოლდა ჩიკვაიძეს ეკუთვნოდა.
 


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

20245971_1942926755960692_16068727741913

1843 წლის ივნისის შუა რიცხვებში იმამ შამილის განთქმული ნაიბი ახვერდი მაჰმადი 5000-იანი მხედრით მოულოდნელად თავს დაესხა შატილს(ხევსურეთს). შატილში ამ დროს ზრდასრული მამაკაცი 70-ს არ აღემატებოდა, აქედან ცეცხლსასროლი იარაღი ნახევარსაც არ ჰქონდა. იბრძოდა ყველა: ბავშვი, ქალი, მოხუცი. იარაღად იყენებდნენ ყველაფერს, რასაც ხელი მოხვდებოდათ. "60 შატილელი 3 დღეს იცავდა თავის სახლ-კარს ახვერდი მაჰმადის 5000 ურჯულო თავდამსხმელისგან. მოკლეს ის თვითონ და 100 კაცი თანამებრძოლი. თვითონ კი ერთი კაცი დაჰკარგეს, რომელიც ახვერდი მაჰმადის საფლავზე დაკლეს" – წერდა რ. ერისთავი 1855 წელს გაზეთ "კავკაზში". ნახევარ საუკუნემდე ინახავდნენ შატილიონები ახვერდი მაჰმადის თეთრ, ნატყვიარ ნაბადს. 6 წლის შემდეგ, 1849 წელს, მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა შატილიონებს ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ქვა გამოუგზავნა რუსული და ქართული წარწერით: "უმაღლსისა ბრძანებისამებრ, ჯილდოდ შატილელთად, დამარცხებისთვის ახვერდი მაჰმადისა და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმგ წელსა შინა. აღშენებულ არს ჩყმთ წელსა განკარგულებითა კნიაზისა ნამესტნიკისათა". ეს ქვა ამჟამად სოფლის მუზეუმის ქვითკირის კედელზეა მიმაგრებული და დაინტერესებულ სტუმრებს სიამაყით უჩვენებენ შატილელები.



#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ჩვენ ვაჟკაცობა ოდიდგან მოგვდევს...
კი მოგვდევს მაგრამ ეტყობა ჩქარა მივდივართ :)

 

ვენაცვალე ამათ მარჯვენას 



#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

 

კი მოგვდევს მაგრამ ეტყობა ჩქარა მივდივართ  :)

სამწუხაროდ  , სამწუხაროდ



#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ნოდარ ჯალაღონია 

                                     ქართველები.

დროს და წლების ქარიშხლებს სულ ფეხდაფეხ მოვყვებით,
აღარ გვაკლდა არასდროს არც მტრები, არც მოყვრები.
ისტორიის გზებზე და ბეწვის ხიდზეც ვაირეთ,
ანალებში ვტოვებდით ჩვენს სახელს და იარებს.

რადგან ჩვენს გაჩენაში უფლის ხელი ერია,
ვერც წლები და ვერც მტრები ვერა, ვერ მოგვერია.
ისტორიას აღვიძებს ჩვენი სისხლის წვეთები,
შემერები, მოსხები, ხალიბები, ხეთები,

კოლხები და ლაზები, იბერები, ქართები,
ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით.
ევროპას და აზიას ისევ მოველანდებით
ჩვენი სიგელ-გუჯრებით, ძველი ფოლიანტებით.

ჩვენი ოქროს საწმისით, ლეგენდებით, მითებით,
ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.
არ მოაკლებს უფალი მამულს შვილებს ერთგულებს,
შვილებს აღმაშენებლებს, შვილებს თავდადებულებს.

ჩვენი ჯიშით, ჯილაგით, რწმენითა და ფიქრებით
ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.
არც არასდროს გავქრებით, არც არასდროს დავშრებით,
ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით!



#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:  :bravo:  :bravo: 



#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
29261859_1865681603442613_85778000509633
ცოდნა ძალააგვერდის მოწონება
ტეში.
..ეგვიპტეში თავისი საუკეთესო ფიზიკური მონაცემების წყალობით ჩაირიცხა ეგვიპტის მამლუქთა სკოლაში სადაც ბრწყინვალედ დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას,
როგორც ისტორიიდან არის ცნობილი მე-14 საუკუნიდან ეგვიპტეს ქართული წარმოშობის მამლუქები მართავდნენ .ამ დროისათვის ეგვიპტე უმძლავრესი სახელმწიფოა, ხოდა 1775 წელს 39 წლის ასაკში იბრაჰიმ-ბეგი ეგვიპტის მმართველი ხდება;
მაგრამ სამშობლოდან შორს მყოფს იბრაჰი-ბეგს არასდროს დავიწყებია საქართველო და მშობლიურ სოფელ მარტყოფში დარჩენილი მოხუცი დედა; როგორც მისი თანამედრვენი აღნიშნავენ ის სხვა ქართული წარმოშობის მამლუქებს ქართულად ესაუბრებოდა და მეუღლეც ქართველი ყავდა.
მშობლის და სამშობლოს სიყვარულის შედეგად 1778 წელს მეფე ერეკლე მეორეს ესტუმრენ იბრაჰიმ -ბეგის გამოგზავნილი ელჩები , რომელთაც საქართველოში დიდძალი ოქრო და საჩუქრები ჩამოიტანეს ქართული ჯარისთვის იარაღის და საბრძოლო აღჭურვილობის შესაძენად.
,, სანაცვოდ მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა იბრაჰიმ-ბეგი; აეშენებინათ მის სახლთან ახლოს ეკლესია , რადგანაც მოხუც დედას სოფლის განაპირას მდგარ ეკლესიაში( წმ; ნიკოლოზის) სიარული უჭირდა;
ქართველებს პირი არ შეურცხვენიათ და აუგიათ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია რომელიც დღესაც დგას სოფელ მარტყოფში შინჯიკაშვილების საგვარეულო კოშკის ახლოს და ამაყად ელის თავის მრევლს.
თავად იბრაჰიმ-ბეგი სუდანში გარდაცვლილა 1815 წელს 80 წლის ასაკში, ლეგენდის თანახმად სიკვდილის წინ იგი მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა.


#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Lasha Kotrikadze-მ და 2 სხვამ გააზიარა პოსტი.
33605985_1799426183429151_88028621870192
ჰაიდე კიკნაძე

Sam John
იცოდით თუ არა, რომ მსოფლიოში პირველი ქალი გენერალი იყო ქართველი თამილა აყაშვილი.

●1918 წელს ის გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან ერთად შეიჭრა აფხაზეთში და პირადად მეთაურობდა სამ ბატალიონს, რომელმაც მთელი რიგი პუნქტები დაიკავა, მათ შორის გაგრა, რომლის აღების დროსაც თამილა დაიჭრა. გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სათანადოდ დააფასა მისი სამხედრო ნიჭი და ნოე ჟორდანიას თანხმობით გენერლობა და გაგრის კომენდანტობა უბოძა, ხუმრობით ის „დალისაც" ეძახდა, ქართული ნადირობის ქალღმერთის სახელს, რომელიც დაუნდობლად ნადირობდა მოწინააღმდეგეზე, ეს სახელი თამილას სამუდამოდ შერჩა.

●თამილა წარმატებით ებრძოდა თურქებს აჭარაში და მოახერხა მათი განდევნა სულ ორი ასეულით. ჭრილობის გამო არ მონაწილეობდა სომხეთთან ომში, თუმცა 1921 წელს უკვე მწყობრში იყო და რუსეთთან გამართულ ომამდე სამხედრო შტაბშიც იყო მიწვეული. მან ურჩია გენერალ გიორგი კვინიტაძეს აზერბაიჯანის დაკავების საშუალება არ მიეცა რუსებისათვის, მაგრამ არც ნოე ჟორდანიამ და არც კვინიტაძემ ეს ჭკვიანური გეგმა არ მიიღეს. წითელი არმიის მიერ თბილისის ალყისას, თამილა გენერალ ჯიჯიხიასთან ერთად მოქმედებდა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, თამილა არ წასულა ემიგრაციაში, ის ტყეში გაეშურა პარტიზანად და თავის თანამებრძოლებთან ერთად მტერს მოსვენება დაუკარგა.

●ერთ დღეს მან 50-ზე მეტი დაჭრილი გამოიყვანა

●1924 წელს თამილას რაზმი გაერთიანდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან და თავგანწირვით იბრძოდა საქართველოს გასათავისუფლებლად. ქაქუცას მარცხისა და საფრანგეთში წასვლის შემდეგ, თამილამ ბრძოლა გააგრძელა და 1926 წლის ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ის ყაზბეგის მიდამოებში შეუნიშნავთ, მაგრამ ამის შემდეგ ისტორიიდან ქრება და არც უცხოურ და არც საბჭოთა საარქივო მასალებში, მემუარებში თუ სხვა ტიპის დოკუმენტებში გვხვდება.



#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
30709029_800004623518608_847336759044866
 
 
Irakli Chikhladze-მ გააზიარა ფოტო.
 
 
27857833_322641661473460_661006631042109
დედამიწის გარშემოგვერდის მოწონება

1904 წელს როდესაც პორტ-არტურში იაპონელებმა რუსები დაამარცხეს იაპონელთა მეწინავე რაზმს ძიუდოისტთა სკოლის მოწაფეები შეადგენდნენ რომელთაც ძიუდოს დამაარსებლის ძიგარო კანოს მოწაფე გენერალი ჰეიჰატირო ტოგო ხელმძღვანელობდა. გენერალმა გადაწყვიტა შეჯიბრი ჩაეტარებინა ჭიდაობაში იაპონელებსა და რუსებს შორის მისი რაზმის წევრებმა ყველა რუსი უპრობლემოდ დაამარცხეს . რუსთა ნაწილში ხაბაზად მსახურობდა რაჭველი კეჭოუკა (სპირიდონ) გოცირიძე რომელიც ძალით წაეყვანათ ომში და რაჭაში ცნობილ მოჭიდავედ ითვლებოდა .
"თონეში მყოფმა და პურის ცხობაში გართულმა კეჭოუკა გოცირიძემაც გამოიხედა იქითკენ, საითაც ჯარისკაცებს წრე შეეკრათ და ჭიდაობდნენ. ჭიდაობამ დააინტერესა და "წერეთელმა დაგვიბარას" ღიღინით დაიძრა, თუმცა ახლოს როცა მივიდა, დაღონდა: "ქვე გოუთავებიათ უკვეო".

ის-ის იყო, უკან გაბრუნება დააპირა, რომ ჰეიჰატირო ტოგომაც მოჰკრა თვალი და რუსებს შეეკითხა, ეს გოლიათი ვინღაა, ერთი აქეთ უხმეთო. გოლიათი კი არის, მაგრამ ისეთი კაცია, თოფი ვერაფრით ავაღებინეთ ხელში, ხაბაზიაო - უპასუხეს.

ჰეიჰატირო ტოგო თავად მივიდა კეჭოუკასთან, თარჯიმნის პირით ჰკითხა, ჭიდაობა თუ იციო და დადებითი პასუხი რომ მიიღო, თავის ყველაზე ძლიერ ჯარისკაცზე მიუთითა - აბა, თუ წააქცევო.

ზანტად შემოვიდა წრეში ქართველი ხაბაზი, ახედ-დახედა იაპონელს, დაეჭიდა, მოსდო მოგვერდი და ზღართანი გაადენინა მიწაზე. წამოხტა იაპონელი: ეგ როგორ მოხდა, რომ ვიღაც რუსმა წამაქციაო და ხელმეორედ დაჭიდება მოითხოვა. გამოდი წრიდანო - თვალები გადაუბრიალა ჰეიჰატირო ტოგომ და მის მაგივრად წრეში ვინმე ვაკაბაიაში ტარო შეაგდო. ეს ტარო მოგვიანებით ძიუდოს ცნობილი ოსტატი გახდა და ამერიკაში კოდოკანის პირველი ფილიალიც მან გახსნა ლოს-ანჯელესში.

ვაკაბაიაში ტარო თავგანწირვით ეძგერა კეჭოუკას და კისრულით წამოღება დაუპირა, მაგრამ ქართველმა კონტრილეთით აიცილა თავიდან შერცხვენა. მერე კი ისეთი ილეთი ჩაუტარა, თვით ძიგორო კანოსაც რომ არ სმენოდა და, გაოცებული ტარო ისე აღმოჩნდა მიწაზე, ვერაფერსაც ვერ მიხვდა. რაღა უნდა ექნა? წამოდგა და გენერალს თვალიც ვერ გაუსწორა, ისე შეერია მაყურებლებს.

კეჭოუკამ ამის შემდეგ კიდევ ერთი იაპონელი წააქცია და სამუდამოდ მოიგო ჰეიჰატირო ტოგოს გული - იაპონელი გენერალი ბევრს ეხვეწა და ემუდარა: რატომ უნდა დაბრუნდე რუსეთში, ჩამოდი ტოკიოში, კოდოკანში სასურველი პედაგოგი და სტუმარი იქნებიო, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა: რას ბრძანებთ, მე რუსეთში კი არა, საქართველოში ვბრუნდები, იქაა ჩემი სამშობლოო, იმეორებდა მთასავით ხაბაზი.

ჰოდა, სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ სოფელში და იქვე გალია სიცოცხლე ბედნიერად, შვილიშვილებისა და თანასოფლელთა შვილებისგან "სპირიდონ ბაბუად" წოდებულმა კეჭოუკამ.

ჰეიჰატირო ტოგომ კი 1933 წელს, მემუარებში დაწერა: "1904 წელს, პორტ-არტურში მე პირადად ვიხილე კავკასიელი მებრძოლის საოცარი ილეთები და გამარჯვებისთვის ესოდენ საჭირო, მედგარი სიჯიუტე"...



#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ივერი გაბოძე-მ და Beso Kaxela-მ გააზიარა პოსტზე.
36471518_2148601538693463_18606125473930
ქართული ძალა / Georgian Power
კი შურს იძიებდა. ასე იქცა ეს მართალი და მშრომელი კაცი ქართველების მტრების რისხვად, რიდით და შიშით უყურებდნენ თუშებს და ბელადიან დემეტრეს ლეკები და დიდო-ქისტები. ბევრს წუნკალს აჩვენა რა არის რეალური ქართული ძალა.


#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Zaza Kiknadze-მ(ა) გააზიარა პოსტი.
1 სთ · 
 
 
 
20525341_1417053318377432_40281705178466
საქართველოს ისტორია / History of Georgia
 საქართველოში დატოვებული ყველა გარნიზონი და ჯარი გაწყვიტა, მაშინვე გადაიტანა ფართომასშტაბიანი ბრძოლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ლენგის შვილებს და შვილიშვილებს სულ რიგ-რიგობით აწყევლინა თავ-ბედი. რაც მანამდე გიორგი ბრწყინვალეს დროინდელ საქართველოს ჩამოაჭრა თემურმა, ამ ორ წელიწადში ყველა შემოიერთა და საქართველოს დაუქვემდებარა. საჰეთ-ყერანის შვილიშვილმა ომარმა, როცა გაიგო გიორგი მეშვიდემ ირანში შემოჭრა იკადრა და თავრიზს უახლოვდებაო, მაშინვე შეკრიბა დიდი არმია და ქართველი მეფის წინააღმდეგ მიმართა. გენიალურმა სტრატეგმა, როგორიც გიორგი მეშვიდე იყო, სწორად შეაფასა სიტუაცია და მიხვდა, რომ ისედაც ლენგთან 20 წლიან ომში ჩაბმულ ქართულ ჯარს, ახალი ზედმეტი სისხლისღვრა არაფრად არგებდა და მაშინ როცა მტერი არანაირად არ მოელოდა ასეთი მცირე ჯარის თავდასხმაზე გადმოსვლას, სწორედ მაშინ დაატყდა თავს მეხივით, გიორგი მეშვიდე და შავი დღე გაუთენა თათრებს. დიდი წარმატებით ებრძოდა ქართველთა სახელოვანი მეფე ლენგის შთამომავლებს და კვლავ ჩაიბუდრა "მტრის გულებში ქართველების შიშმა ვიდრე რახსის პირამდე". მართლაც, ვინიცის როგორ წარიმართებოდა მაშინ გურჯესტანის მომავალი, რომ არა ახალი არანაკლებ ძლიერი და დაუნდობელი მტერი შავბატკნიანი თურქმანების სახით (ყარა-ყოინლუ). გიორგი მეშვიდე სწორედ შავბატკნიანებს გადაუდგა წინ 1407 წელს თავისი მცირე სამეფო გვარდიით და ჯართან ერთად თავადაც შეაკვდა უზარმაზარ თურქმანულ ურდოებს...
ასე დასრულდა ამ ადამიანის ცხოვრება, მეფის, რომელსაც მოსვენებული მეფობა არ აღირსა ბედმა და ძლიერ და სასტიკ მტერთან ბრძოლებში გაატარა მთელი თავისი მეფობის 14 წელი.. არიცოდა გიორგიმ სხვა საფიქრალი, სხვა საზრუნავი, გარდა სამშობლოსი და მიუხედავად ამისა, ისე მოივლით მთელს საქართველოს ვერსად მის სახელს ვერ წაიკითხავთ, ვერცერთ ეკლესიას მის სახელზე აგებულს ვერ ნახავთ, ვერაფერს წააწყდებით, რომელიც მის ღვაწლზე მიუთითებს, არადა თვით თემურ ლენგს, რომელმაც მთელი აზია დააჩოქა, ხელიდან გამოგლიჯა სამყაროს ის ნაწილი, საქართველოს რომ ეძახიან! 
(Francesco Matteotti)


#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
240029345.jpg
კოხტასთავის შეთქმულება - ამბავი იდუმალებით მოცული ღალატისა
მოსაზრება
13:08 25.07.2018მოკლე ბმულის მიღება
196450


Read more: https://sputnik-geor...ne-dadiani.html



#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
19420866_2009213786031637_17350809865424
 
 
Khosiashvili Genadi-მ(ა) გააზიარა პოსტი.
4 სთ. · 
 
 
 
37729014_385848961941839_200572239406012
კარდჰუ

ტრიუმფი

გობრონის გმირობა

914 წელს არაბებმა უკანასკნელად ილაშქრეს საქართველოში. ხალიფას უზარმაზარ ლაშქარს მოუძღოდა აბულ ყასიმი. ჯერ სომხეთი ააოხრეს არაბებმა და მერე საქართველოს მოადგნენ. თბილისში მათ თბილისის ამირა შეეგება, იქედან კახეთს გადავიდნენ სარკინოზები და უჯარმა და ბოჭორმა აიღეს. კახეთიდან ქართლს გადავიდნენ და უფლისციხეს მიადგნენ. ქართველებმა დაასწრეს და უფლისციხე თვითონვე დაანგრიეს. უფლისციხიდან სამცხისკენ გაეშურნენ არაბები. თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერაფერი დააკლეს ცადაზიდულ ციხეს. ჯავახეთი მოარბიეს და ყველის ციხეს შემოადგნენ გარს. თოვლივით ურიცხვი თეთრი არაბული კარვებით დაიფარა ყველის ციხის შემოგარენი. საიერიშო მანქანებიდან ლოდები დაუშინეს ციხეს, არაბთა ნატყორცნი უამრავი ისარი მზეს აბნელებდა.

28 დღე იგერიებდნენ სარკინოზების გავეშებულ იერიშებს ყველის ციხის დამცველები. მეციხოვნეებს სათავეში ახალგაზრდა მხედარი, გობრონი ედგა. არაბებიც და ქართველებიც განცვიფრებულები იყვნენ მისი სიმამაცით და სიმხნევით. ქართველები გობრონის მეთაურობით მოულოდნელად ციხის გარეთ გამოიჭრებოდნენ, მტერს ჩაჰკაფავდნენ და ისევ ციხის შიგნით უჩინარდებოდნენ. 
ციხის კედლებმა დიდი ხნით იერიშს ვეღარ გაუძლო და ერთ დღეს არაბებმა ციხის კედელი გაარღვიეს და ციხის შუაგულში შეიჭრნენ. წინ მათ გობრონი შეეგება ერთი მუჭა მცველებით. ფიცხელი შეტევით უკუაქციეს ქართველებმა მტერი და განდევნეს ციხის გარეთ. არაბთა გვამებით გაივსო ციხე.

ყოველ დღე არაბები იერიშს ანახლებდნენ. დიდი რაოდენობით მსხვერპლის მიუხედავად ციხეში შეჭრას ცდილობდნენ, მაგრამ ქართველები გმირულად იცავდნენ ციხეს. ქართველების მცირე დანაკლისიც კი უმძიმესი იყო ისედაც ერთი მუჭა მეციხონეებისთვის. ბოლოს არაბებმა ციხე მაინც აიღეს და 133 მეციხოვნე შეიპყრეს. აბულ ყასიმის ბრძანებით ტყვეთა რიგებიდან გამოიყვანეს გობრონი, დანარჩენი ქართველები ჩაამწკრივეს და დათქმულ ნიშანზე ყველანი მახვილით აჩეხეს.

ამის შემდეგ აბულ ყასიმი გობრონს შეუჩნდა: მენანება შენნაირი მამაცი მხედარი მოსაკლავად, ქრისტიანობა უარყავ, ისლამი მიიღე, სარდლადაც დაგნიშნავ და ოქროს, სასახლეებს და მონებს არ მოგაკლებო - გობრონმა გადაჭრით თქვა უარი: მე ქართველად და ქრისტიანად დავიბადე, ამიტომ იცოდე, ვერც შენი უხვი დაპირებით და ვერც წამებით ვერ მაიძულებ ვუღალატო ჩემს სამშობლოს და სარწმუნოებასო.

გაიყვანეს გობრონი და შესაშინებლად ორჯერ მსუბუქად ჰკრეს მახვილი. სისხლმა ითქრიალა გობრონის კისრიდან. შემდეგ ისევ აბულ ყასიმს მიგვარეს. რა გადაწყვიტეო შეეკითხა სარკინოზმა - მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანადვე დავრჩები აწ და მარადის - მიუგო გობრონმა. შემდეგ ხელი თავისსავე სისხლით შეიღება და შუბლზე ჯვარი გამოისახა. გაცხარებული აბულ ყასიმის ბძანებით გობრონს თავი მოჰკვეთეს.

იდგა 914 წლის 17 ნოემბერი ...



#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ხევსურების გმირობა რუსეთ-იაპონიის ომში
font-large.png font-small.png
 
87728288b6f5092b90dd5fd3f32c7b27.jpg
20.01.2015
მოსკოვსა და ტოკიოს შორის ერთი ციცქნა კურილიის კუნძულების გამო დავა XVIII საუკუნის დასასრულიდან დაიწყო. 
გასულ კვირას რუსეთმა კუნძულებზე შეიარაღებული ძალების დამატებითი კონტინგენტი განათავსა, რითაც იაპონიას მიანიშნა, რომ სიტუაციის უფრო მეტად გამწვავების შემთხვევაში, რადიკალური ზომების მიღებას უკვე აღარ მოერიდება; თუმცა, უკან დახევას არც ტოკიოში ფიქრობენ - იაპონურ მასმედიაში უფრო და უფრო ხშირად იხსენებენ რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომს, როცა რუსეთის ერთი შეხედვით ძლევამოსილი, თვალუწვდენელი იმპერია პატარა, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულმა იაპონიამ სამუდამოდ წელში გატეხა. მართლაც, ეს ომი თავისი მოულოდნელი შედეგით სენსაციურ მოვლენას წარმოადგენდა; მაშინ საბრძოლო მოქმედებები სახალინსა და კურილიის კუნძულებზეც მიმდინარეობდა, სადაც იაპონელებს რუსეთის იმპერიის არმიაში ძალით გაწვეული ქართველებიც უპირისპირდებოდნენ.

XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთი ეკონომიკურად სულაც არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც ეს იმპერატორის კარზე ეგონათ - მართალია, ქვეყანა დიდ ტერიტორიას ფლობდა, მრავალრიცხოვანი არმიაც ჰყავდა და მრეწველობაც ასე თუ ისე, კარგად ჰქონდა განვითარებული, მაგრამ მოსახლეობის ფართო მასების ელემენტარულ უზრუნველყოფას, რაც ჩვეულებისამებრ, ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია, სანქტ-პეტერბურგის მესვეურები ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან, რუსეთში უცხოელ ინვესტორთა მიზიდვა დაიწყეს და ქვეყნის ეკონომიკაც, უმეტესწილად, მათ კაპიტალს დაეყრდნო; თუმცა, არსებული პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელი ვერც ინვესტიციებით გახდა და, საბოლოოდ, რუსეთის უზარმაზარი იმპერია თითქმის მთლიანად უცხოურ კაპიტალზე გახდა დამოკიდებული.
სწორედ იმ დროს, რუსმა "დერჟავნიკებმა", რომლებიც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად ახალი მიწების კოლონიზაციას მიიჩნევდნენ, იმპერატორი ნიკოლოზ II თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს და ე.წ. "დიდი აზიური პროგრამა" მიაღებინეს, რითაც რუსეთის იმპერიამ შორეული აღმოსავლეთის რიგ რეგიონებზე (მათ შორის - მანჯურიაზეც) პრეტენზია ოფიციალურად წამოაყენა. ნიკოლოზ II-მ საკუთარი პოზიცია ხმამაღლა პირველად 1901 წელს, ქ. რეველში (ასე ერქვა მაშინ ამჟამინდელი ესტონეთის დედაქალაქ ტალინს), გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-სთან შეხვედრის დროს გააჟღერა: "შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ - ჩინეთში რუსული გავლენის გაძლიერებას სახელდობრ ჩემი მმართველობის უმნიშვნელოვანეს ამოცანად ვთვლი", - განაცხადა რუსეთის იმპერატორმა. ერთი წლის შემდეგ რუსეთმა საფრანგეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო (ამ ორი ქვეყნის კავშირი ბრიტანეთ-იაპონიის კავშირის საპირწონედ უნდა ქცეულიყო), ხოლო 1903 წელს მანჯურიის ოკუპაციაც მოახდინა, რაც ბუნებრივია, იაპონიაში მწვავედ აღიქვეს, რადგან ამ რეგიონს ტოკიო თავის სამფლობელოდ მიიჩნევდა. 

იაპონელთა მოთხოვნას - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი უპირობოდ გაეყვანათ - სანქტ-პეტერბურგში წაუყრუეს, რადგანაც "დერჟავნიკი" გენერლების მიერ დაიმედებულმა ნიკოლოზ II-მ ჩათვალა, რომ "უძლეველი" რუსული არმიის შიშით, იაპონია ომის დაწყებას ვერ გაბედავდა. 1904 წლის 27 იანვარს (9 თებერვალს) რუსების იმედები საპნის ბუშტივით გაქრა - იაპონური ფლოტი მოულოდნელად თავს დაესხა ნავსადგურ პორტ-არტურში (თანამედროვე დალიანი, ჩინეთი) მდგარ რუსულ ჯავშნოსანთა ესკადრას და რამდენიმე ხომალდი ჩაძირა. ამავდროულად, იაპონელები კორეაშიც გადასხდნენ და რუსული საოკუპაციო ზონისკენ დაიძრნენ. ასე დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი, რომელიც წელიწად-ნახევარი გაგრძელდა და, 1905 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსების სასტიკი მარცხით დასრულდა.
ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ რუსეთის იმპერიას საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად ფინანსები აღარ ჰყოფნიდა. ნიკოლოზ II-მ დახმარება უცხოურ კომპანიებსაც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო - ნეიტრალიტეტის დაცვის საბაბით, საქმოსნებმა სამხედრო საჭიროებისთვის თანხების გაღებისაგან თავი შეიკავეს. რუს "დერჟავნიკ" მაღალჩინოსნებს კი ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრიათ - გადაწყვიტეს, რომ მოწინააღმდეგისთვის რიცხობრივი უპირატესობით მოეგოთ და იმპერიის მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ წვევამდელთა გაწვევის პროცესი იმთავითვე უწესრიგოდ დაიწყო, რასაც ხალხის (განსაკუთრებით - არარუსთა) დიდი უკმაყოფილება მოჰყვა; ამან კი, თავის მხრივ, რევოლუციური განწყობილების ზრდას შეუწყო ხელი.

ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებშიც, იაპონიასთან საომრად წვევამდელთა გაწვევამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია - ბუნებრივია, ქართველებს არ სურდათ, სხვის ომში "საზარბაზნე ხორცის" როლი ეთამაშათ და ჯარში წასვლას ნებისმიერი ხერხით თავს არიდებდნენ. აქედან გამომდინარე, ცარისტულმა რეჟიმმა წვევამდელთა შერჩევა ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო - ქალაქის პოლიციელები (ე.წ. "გოროდოვოები") ახალგაზრდებს ქუჩებსა და მოედნებზე იჭერდნენ და ჯარში შებორკილებს გზავნიდნენ. ამასთან, საგანგებოდ ცდილობდნენ, ისეთები შეერჩიათ, რომლებიც ქალაქელები არ იყვნენ და რუსულიც არ ესმოდათ. კავკასიის სამეფისნაცვლოში ამ ხერხით რუსებმა ჯარში 20 ათასამდე კაცი "გაიწვიეს" და უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე ამოაყოფინეს თავი.
სწორედ ამგვარად აღმოჩნდნენ რუსეთ-იაპონიის ომში ხევსურები: ხადუელი ბეჟიტა ქერაული, ხახმატელი დათვია ალუდაური, ახიელელი ხირჩლა ცისკარაული და კალოთანელი აპარეკა ქიბიშაური. ისინი ერთმანეთს ადრე არ იცნობდნენ, მაგრამ ხევსურეთიდან თბილისში ჩამოსვლამ ერთად მოუწიათ და "გოროდოვოებმაც" იმავე დღეს, ერთად დაიჭირეს. ოთხივე კარგი ვაჟკაცი იყო და იარაღიც კარგი ჰქონდათ, მაგრამ რუსმა პოლიციელებმა ჩვეული ხერხი იხმარეს: ქუჩაში მომავალ ხევსურებს წინ კარგი მასპინძლებივით დაუხვდნენ და არაყი შესთავაზეს. აპარეკა ქიბიშაურის მოგონებით, პოლიციელებმა პირველი ჭიქა მასა და მის მეგობრებს იქვე, ქუჩაში დაალევინეს, მერე კი განყოფილებაში შეიპატიჟეს. ხევსურებიც შეჰყვნენ და როგორც მთის წესი მოითხოვდა, იარაღი გარეთ დატოვეს; მაგიდას პოლიციელებთან ერთად მიუსხდნენ და რამდენიმე ჭიქა კიდევ გამოცალეს. ჩვეულებისამებრ, არაყში რაღაც იყო გარეული და ოთხივე მთიელს მაგიდაზევე ჩამოეძინა.

xevsur1.jpg
ხევსური ძმადნაფიცები. მარცხნივ დგას ბეჟიტა ქერაული. სხედან დათვია ალუდაური, ხირჩლა ცისკარაული და აპარეკა ქიბიშაური. 1905 წელი, ქ. მუკდენი


"რუსებმ შაგვყარეს ერთადა, ხევსურებ ოტკით მთვრალია, გამაუძახეს პოეზსა, სამჯერ შამახკრეს ზარია, დალნი ვასტოკში წაგვლალეს, იქავ სისხლის დის ღვარია", - ასე აღწერა მოგვიანებით ბეჟიტა ქერაულმა თავის გამოთქმულ ვრცელ ლექსში თავგადასავლის დასაწყისი. მძინარე ხევსურები სამხედრო ბადრაგმა მატარებელში ჩასხა და შორეული აღმოსავლეთისკენ გაისტუმრა. საბოლოოდ, ოთხივენი ყუბანის კაზაკთა ერთ-ერთ ქვედანაყოფში მოხვდნენ, რომელიც ჯერ პორტ-არტურში იდგა, 1905 წლის თებერვლიდან კი მუკდენში გადაისროლეს. ლაღმა მთიელებმა სამხედრო სამსახური არ იუცხოვეს, მაგრამ ყაზარმულ მკაცრ წესრიგთან შეგუება გაუჭირდათ და "მუჟიკების" ჩაგვრას ჩვეულ, ავყია რუს ოფიცრებს რამდენჯერმე ჭკუა ასწავლეს; ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, ხირჩლა ცისკარაულმა ახალგაზრდა პორუჩიკი მძიმედ დაჭრა, რის გამოც ოთხივე ხევსური კუნძულ სახალინზე მდებარე, ეწ. "შავ კატორღაში" გაამწესეს, სადაც დამნაშავე ჯარისკაცები, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები და პოლიტიკური პატიმრები იყვნენ მოთავსებულნი. თავისუფალი მოსახლეობა კუნძულზე ძალზე მცირერიცხოვანი იყო, რადგან საერთოდ, სახალინი მკაცრი ბუნებით გამოირჩევა და მტაცებელი ცხოველებიც იქ მრავლად არიან. 
რუსეთ-იაპონიის ომის დასასრულს - 1905 წლის მაის-ივნისში, როდესაც იაპონელებმა რუსებს მანჯურიიდანაც და კორეიდანაც ფეხი ამოუკვეთეს, რუსულმა სარდლობამ მიიღო ინფორმაცია, რომ ტოკიოში სახალინზე შემოტევას გეგმავდნენ. კუნძულზე სასწრაფოდ ციმბირელ კაზაკთა ორი პოლკი გადაისროლეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მალე საყოველთაო მობილიზაციაც გამოცხადდა: კატორღელებს იარაღი დაურიგეს და სპეციალურ ქვედანაყოფებად, ე.წ. "დრუჟინებად" დაყვეს. ამგვარად, ოთხ ხევსურ ძმობილს ისევ ჯარისკაცობამ მოუწია; ერთ-ერთი მათგანი - ხირჩლა ცისკარაული "დრუჟინის" მეთაურადაც კი აირჩიეს.

იაპონიის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ სახალინზე შეტევა 1905 წლის 7 ივლისს წამოიწყეს. როგორც ითქვა, იმ დროისათვის რუსული არმიის ძირითადი ნაწილი უკვე სავსებით დეზორგანიზებული იყო; ჯარისკაცებს საკმარისი იარაღიც კი აღარ ჰქონდათ, რომ ბრძოლა გაეგრძელებინათ. მიუხედავად ამისა, სოფელ კორსაკოვსკთან (დღევანდელი ქ. იუჟნო-სახალინსკი) იაპონელთა პირველი შეტევა რუსებმა მართალია გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგერიეს - მათ მტერი ახლოს მიუშვეს და ბომბები დაუშინეს. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ, იაპონელებმა უკან დაიხიეს, თუმცა რასაკვირველია, შორს არ წასულან - სოფლიდან ორიოდე კილომეტრში დაიკავეს პოზიციები და სანგრების თხრას შეუდგნენ. 
კორსაკოვსკში რუსებმა მომდევნო შეტევის მოგერიებისთვის იწყეს მზადება. კაპიტანმა სიდორენკომ, რომელიც სოფლის დაცვას ხელმძღვანელობდა, კუნძულის ჩრდილოეთში მდებარე არკოვსკის ციხესიმაგრეში შიკრიკი გაგზავნა და ყოველი შემთხვევისთვის, მაშველი ძალა და ტყვია-წამალი მოითხოვა. მას იმედი ჰქონდა, რომ სიტუაცია რუსთა სასარგებლოდ შეიცვლებოდა; თუმცა, სოფლის დამცველებში პანიკა მატულობდა - კატორღელებს ბრძოლა აღარც კი სურდათ და დანებებას აპირებდნენ, კაპიტანი კი მათ დახვრეტით ემუქრებოდა. ერთი სიტყვით, აშკარა იყო, რომ იაპონელთა განმეორებით შეტევას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა. არკოვსკიდან შიკრიკი გვიან საღამოს დაბრუნდა და თქვა, რომ მაშველი ძალა მეორე დილით იქ იქნებოდა. ამის გამგონე კორსაკოვსკელებმა ძალა მოიკრიბეს და გადაწყვიტეს, რომ მაშველთა მოსვლისთანავე, იაპონელებისთვის შეეტიათ და კუნძულიდან საერთოდ განედევნათ.
სოფელი კორსაკოვსკი პატარა, მაგრამ თავდაცვითი ნაგებობებით კარგად გამაგრებულ დასახლებას წარმოადგენდა, რომლის ცენტრშიც ციხესიმაგრე იყო აღმართული. ხევსურ ძმადნაფიცებს, რამდენიმე სხვა ყოფილ კატორღელთან ერთად, სწორედ ამ ციხესიმაგრის დაცვა დაევალათ, ძირითადი ძალები კი სიდორენკომ ფლანგებზე განალაგა. კაპიტანი ვარაუდობდა, რომ თუკი იაპონელები შემოტევას მაშველთა მოსვლამდე წამოიწყებდნენ, წინააღმდეგობის გაწევას სამი-ოთხი საათი მაინც შეძლებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ყველაზე მეტად შორს მსროლელი ქვემეხის იმედი ჰქონდა, რომელიც ციხესიმაგრეში იდგა; ამას გარდა, რუსებს სამი "მაქსიმის" ტყვიამფრქვევიც ჰქონდათ.


xevsur3.jpg
კორსაკოვსკის გარნიზონის მეთაური, კაპიტანი სიდორენკო (მარჯვნივ) ძმასთან ერთად. XX საუკუნის დასაწყისის ფოტო


სანამ კაპიტანი სიდორენკო პოზიციების მოწყობით იყო დაკავებული, ოთხმა ხევსურმა ერთმანეთს შეჰფიცა, რომ ბოლომდე ებრძოლათ და "იაპონცებისათვის" თავიანთი ვაჟკაცობა დაემტკიცებინათ. მართალია, ეს მათი ომი არ იყო, მაგრამ დანებება ვერც ერთს ვერ წარმოედგინა: "ბოლომდე ვიბრძოლოთ და ვინც კი ჩვენ შორის ცოცხალი გადარჩება, დაე, ჩვენი ამბავიც მან გალექსოს!" - უთქვამს ხირჩლა ცისკარაულს ძმადნაფიცებისთვის. ამაზე შეთანხმებულან თუ არა, შეტევაც მაშინ დაწყებულა - იაპონელებს კორსაკოვსკისთვის თავს დაევლოთ და სწორედ იმ მხრიდან უტევდნენ, საიდანაც კაპიტანი სიდორენკო მაშველთა მოსვლას ელოდა. 

xevsur4.jpgიაპონელმა პოლკოვნიკმა ჰარაგუჩიმ, რომელიც სამხრეთ სახალინზე, კერძოდ კი - კორსაკოვსკზე შეტევას მეთაურობდა, ჯაშუშების და დაზვერვის მეშვეობით შეიტყო, რომ რუსებს საკმარისი ცოცხალი ძალა არ ჰყავდათ; ამიტომ გადაწყვიტა, სასწრაფოდ შეეტია და სოფელი იქამდე აეღო, სანამ ჩრდილოეთიდან მაშველთა რაზმები ჩამოაღწევდნენ. პოლკოვნიკმა საკუთარი ძალები ორად გაყო - ერთმა ნაწილმა კორსაკოვსკს თავს დაუარა და მისგან ჩრდილოეთით, უღრან ტყეში განლაგდა, მეორე კი ძველ პოზიციებზევე დარჩა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუს მზირებს ჩრდილოეთით შეიარაღებულ პირთა გადაადგილება არ გამოჰპარვიათ, მაგრამ ისინი არკოვსკიდან მომავალ მაშველებად ჩათვალეს და გონს მხოლოდ მაშინღა მოეგნენ, როდესაც რუსული "ურა!"-ს ნაცვლად, ჩრდილოეთის კარიბჭიდან იაპონური "ბანზაი!" გაისმა.
ასე რომ, იაპონელებს კორსაკოვსკის აღება არც გასჭირვებიათ - ზარბაზანმა რამდენჯერმე კი დაიქუხა, მაგრამ მალევე შეჩერდა, რადგანაც ჭურვების მარაგი საკმარისი არ იყო. სოფლის დამცველებმაც კანტიკუნტად ისროლეს თოფები, მერე კი მათაც ტყვიები შემოელიათ და თეთრი დროშები აღმართეს. ცხადია, პოლკოვნიკმა ჰარაგუჩიმ ჩათვალა, რომ საქმე უკვე მორჩენილი იყო და მხლებლებთან ერთად, სოფლის ცენტრისკენ მედიდურად გაემართა. იქ დაბეჩავებული და ღირსებააყრილი კაპიტანი სიდორენკო ელოდა, რომელიც ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდაც არ დაეხვრიტათ. მან ჰარაგუჩის მორჩილად მოუწერა ხელი კაპიტულაციის აქტზე, რომელიც იქვე, სახელდახელოდ შეადგინეს და ციხესიმაგრის შესასვლელისკენაც თავად წაუძღვა. აღსანიშნავია, როგორც იაპონელებს, ისე რუსებსაც ეგონათ, რომ ციხესიმაგრის დამცველები უკვე დახოცილნი იყვნენ; ვერავინ წარმოიდგენდა, თუკი ოთხი ხევსური ძმადნაფიცი სათვალთვალო კოშკის ბოლო სართულზე იმყოფებოდა და ხმლებმომარჯვებული, მტრის "ზედ მასვლას" ელოდა.
პოლკოვნიკმა ჰარაგუჩიმ ციხესიმაგრე კაპიტან სიდორენკოს თანხლებით მოათვალიერა და სათვალთვალო კოშკთან შეჩერდა. ის XVIII საუკუნის ბოლოს იყო აგებული და მრავლად ნატყვიარიც აჩნდა. ჰარაგუჩიმ მდუმარედ შეავლო ხელი კოშკის კარს, მერე კი რატომღაც, ერთ-ერთ მხლებელს ანიშნა - პირველად შენ ადიო. იაპონელმა ჯარისკაცმა შაშხანა მოიმარჯვა და კიბეს აუყვა. მცირე ხნის შემდეგ მას მეორე ჯარისკაციც მიჰყვა, მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე და, მხოლოდ ამის შემდეგღა წავიდა ჰარაგუჩი. სულ რამდენიმე საფეხური თუ ექნებოდა ავლილი, როცა ზედა სართულიდან თავისი ჯარისკაცების განწირული ყვირილი შემოესმა. პოლკოვნიკმა ხმალი იშიშვლა და კიბეზე წამში აირბინა.

"კოშკის ბოლო სართულზე ჩემი ჯარისკაცები ჩასაფრებულ მეციხოვნეებს გადააწყდნენ და ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს. მე თვითონ ფარიკაობის ტრფიალად ვთვლი თავს და ბევრი ოსტატის ტექნიკას კარგად ვიცნობ, მაგრამ ისეთი ილეთები, როგორსაც ის მეციხოვნენი იყენებდნენ, არსად მენახა: ისინი იბრძოდნენ დინჯად, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოწინააღმდეგეებს და თანაც ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ, რათა ამ უკანასკნელებისთვის სასიკვდილო დარტყმები მიეყენებინათ...." - წერდა მოგვიანებით ჰარაგუჩი თავის მემუარებში. მისი აზრით, იაპონელმა ჯარისკაცებმა პისტოლეტებით სამი მათგანი მოკლეს, ერთი (ბეჟიტა ქერაული) კი დაჭრეს; თუმცა მანამდე "უცნაური ილეთებით მოფარიკავე მეციხოვნე რუსებმა" მოუსავლეთში რვა იაპონელი გაისტუმრეს და, ცეცხლსასროლი იარაღი რომ არა, კიდევ მეტს დახოცავდნენ: "ისინი ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ და ამიტომ დღესაც კი, როცა ამ სიტყვებს ვწერ, სევდა მიპყრობს, რომ ბედმა მათთან მტრობა მარგუნა და არა მეგობრობა. მერე ისიც გამოვარკვიე, რომ ეს საოცარი მებრძოლები კავკასიიდან იყვნენ", - გულისტკივილით აღნიშნავს ჰარაგუჩი. მისი ბრძანებით, სამივე მოკლული ხევსური კორსაკოვსკში სამხედრო წესით - სალუტით დაკრძალეს, ხოლო ბეჟიტა ქერაულს კი უმკურნალეს და მერე რუსების მიერ დატყვევებულ იაპონელში გაცვალეს. საბოლოოდ, იგი საქართველოში მხოლოდ 1906 წელს დაბრუნდა და ძმადნაფიცებისადმი მიცემული პირობის თანახმად, თავს გადახდენილი ამბები გალექსა.

მიხეილ ლაბაძე

"გზა", 2011 წელი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?