Jump to content

ამ თემას აქვს 52 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
"შერცხვენილი იყოს ის, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს!.."
e4bdc9737a084c9267f14a1fda9c8dc7.jpg
31-08-2009
კრწანისის ველზე მტრის სისხლით შეღებილი რჩეული ვაჟკაცები იწვნენ. მათ შორის 300 ფიცგაუტეხელი არაგველი.

"ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა".

გეორგიევსკის ტრაქტატმა არ გაამართლა! მსოფლიოში სახელგანთქმულ მეომარ მეფეს - ერეკლე მეორეს, ჩრდილოელმა მოკავშირემ დაპირებული სიმშვიდისა და აყვავების ნაცვლად ქართლ-კახეთში შფოთი და არეულობა მოუტანა. ყველაზე მეტად კი ქვეყანას შინააშლილობა, ქიშპი და გაუტანლობა აუძლურებდა. უპირველესად თავად სამეფო ოჯახში იყო დიდი განხეთქილება. მის თითოეულ წევრს თავისი აზრი მიაჩნდა ჭეშმარიტებად, საკუთარი თავი კი - ტახტის მემკვიდრედ. ასე დაქსაქსული, დანაწევრებული და დაუძლურებული შეხვდა ქვეყანა 1795 წლის სექტემბერს. საქართველოსკენ ყაჯარი საჭურისი აღა-მაჰმად-ხანი მოემართებოდა...
იმ ათას მთიელ მეომარს შორის, რომლებიც ტფილისში ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის მეთაურობით ჩამოვიდნენ, არაგველებიც იყვნენ. არაგვი ოთხია (ზოგი წყაროთი ექვსი): მთიულეთისა (თეთრი), გუდამაყრის (შავი), სოფელ ქისტაურთან ფშავის არაგვი და ხევსურეთის არაგვი ერთდებიან. მთიულეთის, ანუ ძირითად მდინარეს ფშავის არაგვი ჟინვალთან უერთდებოდა. ყველა ამ მდინარეთა ხეობებში მცხოვრებთ, რა თქმა უნდა, უფლება ჰქონდათ არაგველებად წოდებულიყვნენ, მაგრამ 1795 წლისათვის ისტორიული წყაროების მიხედვით, არაგველებად მხოლოდ მთიულეთისა და გუდამაყრის არაგვის ხეობის მცხოვრებნი სახელდებიან. ესე იგი, ვახტანგ ბატონიშვილის რაზმი შედგებოდა თუშ-ფშავ-ხევსურთა და არაგველთაგან. თავად არაგველები კი იყვნენ: მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოელები, ჭართლის თემის მცხოვრებნი და მცირედი მოხევეები (ვ. ითონიშვილი), რიცხვით სამასნი.
იაკობ გოგებაშვილი მათ "სამას გლეხს" უწოდებს, ალბათ, საქართველოს ისტორიაში დაბალი ფენების როლის წარმოსაჩენად. თუ ძირისძირობამდე ჩავყვებით, ამ ტენდენციის სიმართლესაც დავინახავთ. ფეოდალური საქართველოს არისტოკრატია ხომ გლეხობის ბალავარზე იდგა. გარდა იმისა, რომ წვრილი ერი შრომის ერთობ მძიმე ჭაპანს ეწეოდა, ომებში მონაწილეობაც ევალებოდა და მონაწილეობდა კიდეც. გამორიცხული არ არის, სამას არაგველში გლეხებიც ერივნენ და აზნაურებიც, მაგრამ ჩვენი აზრით, მათი უმრავლესობა მაინც "კაი ყმა" უნდა ყოფილიყო (ეს ცნება არა მარტო ქართველ მთიელებს შორის, არამედ საზოგადოდ, კავკასიელ მთიელთა შორის იყო გავრცელებული).
ვაჟა-ფშაველა "კაი ყმის" ზნეობრივ კოდექსს ასე აყალიბებს: უპირველეს ყოვლისა, კაი ყმა უნდა იყოს მეომარი - "პირველად ომის დამწყები ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს"; ბრძენი მრჩეველი - "სწორ ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,  ცთუნება არა სძირავდეს"; სიმართლის დამცველი - "იქ იდგეს ხმალამოწვდილი,  საც ძალა აღმართს კვალავდეს,  გაბეჩავებულ სიმართლეს,  უსამართლობა სძალავდეს"; ნუგეშისმცემელი - "სიცხეში სიოდ დაჰბეროს,  დაეთბოს, როცა ჰყინავდეს". უშიშარი და შეუდრეკელი, - "თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,  ზედ ქორებულად ფრინავდეს"; უანგარო, სახელის პატივისმცემელი და დამფასებელი - "სჯობს მოკვდეს მშიერ-ტიტველი,  კვდებოდეს, არა გმინავდეს.  თავის სამარხად, სუდრადა,  მარტო სახელსა სწირავდეს". გარდა ამისა, ფანატიკოსებიც იყვნენ. მათ სწამდათ, რომ ვალმოხდილები დიდ თამარს მიუვიდოდნენ ზეციურ საქართველოში. ცხადია, მსგავსი ზნეობრივი კოდექსით მცხოვრებ ადამიანებს არ გაუჭირდებოდათ მთავარი ღირებულებების მიგნება. ისინი მეფისა და მამულის დასაცავად ჩამოვიდნენ დედაქალაქში, ანუ სამშობლოს და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო - მეფე იყო მათი იდეალი. სამასმა არაგველმა რაინდმა მეფე ერეკლეს წინაშე შეჰფიცა ერთმანეთს: "თუ ბედმა გვიმუხთლა და ვერ დავძლიეთ მტრის ჯარი, შერცხვენილი 
 
იყოს ის, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება, ან სიკვდილი ბრძოლის ველზე".
კრწანისის ომი
9 სექტემბერს, ნაშუადღევს, სპარსელთა მოწინავე მცირერიცხოვანი 300-კაციანი რაზმი (მზვერავი) სოღანლუღის ვიწროებს მიუახლოვდა. აქ ჩასაფრებული ქართველები, დავით გიორგის ძის მეთაურობით, გამოუხტნენ მტერს და უკუაქციეს. გადარჩენილებმა თავიანთი სიმხდალე რომ დაეფარათ, აღა-მაჰმად-ხანს მოახსენეს, ქართველებს სოღანლუღის მიდამოებში დიდი ძალა ჰყავთ ჩასაფრებულიო.
10 სექტემბერს სპარსელებმა შეტევა დილიდანვე განაახლეს. საჭურისი სულ უფრო მეტ მეომარს აბამდა ბრძოლაში. შიიტ სპარსელებს სუნიტი თურქმანები და ქურთები დაუყენა ზურგში და უბრძანა, თუ ვინმე უკან დახევას გაბედავდა, უმოწყალოდ აეკუწათ. სპარსელების მოძულე ქურთები და თურქმანები სიამოვნებით ასრულებდნენ საჭურისის ბრძანებას. ქართველები წინასწარ დაგეგმილ ტაქტიკური ბრძოლის ხერხს იყენებდნენ, - მტერს ჯერ არტილერია ცელავდა, შემდეგ ქვეითები დაახლიდნენ თოფებს, მერე კი ხმალდახმალ ხელჩართულ ბრძოლაზე გადადიოდნენ და ისევ ხანდაკებში ბრუნდებოდნენ. აღა-მაჰმად-ხანი ხედავდა, როგორ თხელდებოდა სპარსელ მეომართა რიგები. მიხვდა, ასეთი ბრძოლა, როგორიც მას ქართველებმა თავს მოახვიეს, უეჭველ დამარცხებას უქადდა. ამიტომ სასწრაფოდ ამხედრდა, ცხენი მდინარისკენ მიაბრუნა და ლაშქარს მიმართა: "ვისაც შაჰი უყვარს და ვაჟკაცია, მოვიდეს მასთან ახლოს". თქვა, ცხენს მათრახი გადაუჭირა და მტკვარში შეაგდო. საჭურისს სამი ათასი მეომარი გადაჰყვა მდინარეში. 300-მდე ცხენოსანი მტკვარმა დაახრჩო, დანარჩენები, მათ შორის საჭურისიც, უვნებლად გავიდნენ მეორე ნაპირზე (აი, სად იყო საჭირო ორი ათასი ქიზიყელი ცხენოსანი მეომარი რევაზ ანდრონიკაშვილის სარდლობით). ამ მანევრით აღა-მაჰმად-ხანმა აიძულა ქართველები, ყარყუთ-სოღანლუღის პოზიციები დაეთმოთ და უკან დაეხიათ, რადგან ეგონათ, მტერი ზურგიდან უპირებდა თავდასხმას. ქართველთა რაზმებმა პირველი და მეორე ხანადაკი მიატოვეს და მესამეში გადავიდნენ. სპარსელებმა ფონი მოძებნეს და ამჯერად უდანაკარგოდ გადმოლახეს მტკვარი.
მტერი უკვე კრწანისის მიდამოებში იდგა. აქედან კარგად მოჩანდა ტფილისის ეკლესიების გუმბათები, აივნიანი სახლები და ნარიყალის ციხის ქონგურები, მაგრამ საჭურისმა თავისი კარვის ახალ ადგილას გადმოტანა ძლივს მოასწრო, რომ "ჩვენი ჯარი მთის ქართველებთან ერთად საოცარი სისწრაფით მიესია სპარსელებს, ქართველებმა გააპეს მტრის რაზმები. აქეთ-იქით გროვა-გროვა დააყენეს დახოცილი და დაჭრილი სპარსელებისა და გაექანნენ შუაგულისკენ, სადაც შაჰი ეგულებოდათ. მტრის საშინელი მუსვრით მიუახლოვდენ თვითონ შაჰის კარავსა, წაართვეს მის თვალწინ სპარსელებს ბაირაღები და თვით შაჰის დაჭერასაც ლამობდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ქართველებს წინ გადაეღობა საუკეთესო ჯარი სპარსელებისა, რომელიც ამ დრომდე შაჰის კარავს უკან იდგა, ომში არ მონაწილეობდა და დასვენებული იყო. სპარსელებს მრავალი ახალ-ახალი ჯარი ემატებოდათ: ქართველებს კი მალე გამოელიათ მისაშველებელი ჯარი. ერთი ქართველი იბრძოდა ათი-თხუთმეტი სპარსელის წინააღმდეგ. ქართველთა გამარჯვება ძნელი მოსალოდნელი იყო"( ი. გოგებაშვილი).
მიუხედავად ამისა, 10 სექტემბრის ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. "შეიქმნა ომი ფიცხელი და მოსცა ღმერთმან ძლევაი მეფეს ირაკლის მრავალგზის გამარჯვებულსა და მრავალგზის ღვთისგან დაცულსა ბრძოლასა შინა და იმ დღეს მრავალი მტერი დახოცეს და მრავალი ყიზილბაშის თავიც მოართვეს. ვიდრე მწუხრამდე იყო ბრძოლა და სიღამემან განყარა" (თეიმურაზ ბატონიშვილი).
10 სექტემბრის ბრძოლაში სპარსელებმა დიდი ზარალი ნახეს, აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი დაეჭვდა გამარჯვებაში, ყოყმანი დაიწყო და უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ - მოღალატეს რა გამოლევს - გამოჩნდა ვინმე იოვანეს ყორღანაშვილი, თბილისელი ვაჭარ ოსეფა ყორღანაშვილის შვილი, რომელმაც კაენის საქციელი გაიმეორა, ზედმიწევნით ზუსტად მოახსენა საჭურისს ქართველ მეომართა რაოდენობა, არტილერიის განლაგება და თავდაცვითი ნაგებობების პოზიციები. ყიზილბაშთა სარდალი ჩაფიქრდა. არ უნდოდა, ბრმად დაეჯერებინა ესოდენ სასიხარულო ამბავი. ამ დროს ვეზირი შემოვიდა და მოახსენა: მბრძანებელო, თქვენი ბრწყინვალების ელჩი, რომელიც ერეკლე ხანს დატყვევებული ჰყავდა, თქვენი ტახტის მონა-მორჩილებმა თბილისის მოქალაქეებმა არუთინ არარატიანცმა და ოსეფა ბებუთოვმა ჩუმად გამოაპარეს, სამივე აგერ, კარავთან, თქვენთან აუდიენციას ელოდებაო. "დღევანდელი გამარჯვება მოჩვენებითია, ქართველებმა უკანასკნელი ენერგია შეალიეს 10 სექტემბრის ბრძოლას. მაშველ ჯარებს კი არც კახეთიდან მოელიან და არც ქართლიდან", - მოახსენეს მოსულებმა.
სიხარულისგან აღარ სძინებია იმ ღამეს სისხლით თრობის მოყვარულ საჭურისს.
გათენდა ავბედითი 11 სექტემბერი. ერეკლემ ჯარის ახლებური გაწყობა ბრძანა...
ბრძოლა დილის 7 საათზე დაიწყო. ირანელები დიდი მსხვერპლის ფასად მოიწევდნენ მტკვრის ვიწრო ხეობისაკენ, სადაც მრავალრიცხოვანი ჯარის გაშლა შეუძლებელი იყო.
რამდენჯერმე უკუაგდეს ქართველებმა იერიშზე გადმოსული მტერი და საპასუხო კონტრშეტევებით დიდად დააზარალეს. სპარსელებმა ვერ მოახერხეს ფრონტის ცენტრალური ხაზის გარღვევა, სადაც ახლა თვით ერეკლე იდგა სარდლად. მტრის ყოველ მოძრაობაზე მისი რეაქცია შეუცდომელი და ზუსტი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ირანელთა სიმრავლე წყვეტდა ბრძოლის ბედს, - ერეკლეს ბრძოლაში უკანასკნელი რეზვერვები გაჰყავდა (ამ დროს კი ოთხი ათასი მეომარი გიორგი ზაქიჭამიას მეთაურობით თელავში ფეხმოუცვლელად იდგა).
ცენტრალური მიმართულებით რომ ვერაფერი გააწყო, ყიზილბაშთა სარდალმა ქართველთა ჯარის ზურგიდან შემოვლა გადაწყვიტა. მოიხმო ყარაბაღელი სომეხი მელიქ-მეჯნუმი 1000 მეომრით, 3000 სპარსელი მხედარი მისცა და თბილისის გარს შემოვლა უბრძანა. პარალელურად, ყიზილბაშთა რაზმები თაბორის მთაზე განლაგებული ქართველების არტილერიის გარსშემოსავლელად მიიწევდნენ. 11 სექტემბერი ნისლიან-ბურუსიანი იყო და ქართველებს მტრის მანევრები შეუმჩნეველი დარჩათ. ბურუსი კი სწორედ მაშინ გაიფანტა, როცა მარჯვენა ფლანგზე მებრძოლ არტილერისტებსა და მათ დამხმარე რაზმებს ყიზილბაშები ზურგიდან წამოადგნენ.
განგება და ომის სისხლით უძღები ღმერთი აშკარად საჭურისი ყაჯარის მხარეზე იყო.
მოულოდნელობისგან შედრკნენ ქართველები, აირია მათი მწყობრი რიგები და ბრძოლით უკან დახევა იწყეს.
ერეკლემ სწრაფად აფრინა შიკრიკი სოლომონ მეორესთან (რომელიც თადარიგში იდგა, რადგან წინადღეს იმერლებმა დიდი ზარალი ნახეს, 200 მარტო თავადაზნაური დაეღუპათ), რათა მარჯვენა ფრთაზე საშველად გამოსულიყო, მაგრამ შიკრიკი გზაში მოკლეს მტრის მზვერავებმა. სოლომონ მეორესაც ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. ზურგში მტრის გამოჩენამ ქართველთა სიმტკიცე გატეხა, მარჯვენა ფლანგზე ჭარბი ძალების მოწოლას ვეღარ გაუძლო დავით ბატონიშვილის შეთხელებულმა რაზმმა. მარჯვენა ფრთა მოიშალა. ერეკლემაც უკან დაიხია და მეოთხე, უკანასკნელ ხანდაკში შევიდა.
ამასობაში მელიქ-მეჯნუმი, რომელსაც თბილისელი სომხების დამარბეველს უწოდებს სომეხი მეისტორიე ჰაბოვი, სოლოლაკის ქედს მოადგა. იოლად დაფანტა და გააქცია ხეობის დამცველ თბილისელ მოქალაქეთა 1500-იანი რაზმი და ქალაქის ზურგიდან შემოვლა დაიწყო. მეოთხე სანგარში შევიწროებული ერეკლე რჩეული მეომრების გუნდთან ერთად მუსრავდა ყიზილბაშებს. "თუმცაღა იყო ფრიად მოხუცი, გარნა ბრძოლასა შინა ქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელი". მიუხედავად ამისა, ცენტრალური ხაზის დაცვა შეუძლებელი გახდა, რადგან მტერი უკვე ზურგიდან უტევდა ქართველების ჯარს, ერეკლე კი ბრძოლის ველს არ ტოვებდა  და თავისი მცირე რაზმით მტრისგან გარემოცული აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს სპარსელებსა და ერეკლეს შორის ფარივით აღიმართა არაგველების შეთხელებული გუნდი. ისინი იმდენ ხანს აკავებდნენ გააფთრებულ მტერს, სანამ მხლებლებმა მეფე სამშვიდობოს არ გაიყვანეს. მათი სიმამაცე რომ არა, მეფეს სიკვდილი ან ტყვეობა არ ასცდებოდა. ავლაბრის ხიდზე შეაგდო ცხენი ერეკლემ. 150 კაცისგან, რომლებიც ახლა მას მიჰყვებოდნენ, თითქმის ყველა დაჭრილი იყო. ბოღმა მოერია გამარჯვებას ჩვეულ პატარა კახს, წამით შედგა და უკან მიიხედა. სპარსელები მის თანამებრძოლთა გვამებზე გადადიოდნენ და ქალაქისაკენ მიიწევდნენ. მეფე ერთხელ კიდევ აენთო გამარჯვების წყურვილით და ცხენი შემოაბრუნა, მაგრამ "მაშინვე ივანე მუხრან ბატონმა, მეფის ირაკლის ცხენის აღვირს ხელი უტაცა, გამოატრიალა, ერთის მხრითაც ბატონიშვილი ვახტანგი მივარდა, მეორეს მხრით ბატონიშვილი იოანე, ცხენსაც ქიზიყის მოურავმან მათრახი უკრა და სასწრაფოდ გააცილეს ბრძოლის ველს გულმოკლული ერეკლე მეფე და ხიდსგაღმა სამშვიდობოზე გაიყვანეს. იქ კლდოვან ნაპრალზე გამოსახული ჯვრის წინ ჩამოხტა მეფე, დაიჩოქა და ქრისტეანობისათვის წამებულ აბოს ნეშტს შეავედრა თავისი ქრისტეს სჯულისთვის ჯვარცმული ერი" (ილია).
კრწანისის ველზე კი მტრის სისხლით შეღებილი იწვნენ მამაცი არტილერისტები: გიორგი გურამიშვილი, გაბრიელ მაიორი, აღალუა, მსახიობი და მუტრიბი მაჩაბელა თავისი დასით, მთლიანად სამი ათასი გმირი ქართველი: თუში, ფშაველი, ხევსური, მთიული, მოხევე, ქართლელი, კახელი, იმერელი (იმერეთი იმ დროს მთელ დასავლეთ საქართველოს ეწოდებოდა) - საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მცხოვრები რჩეული ვაჟკაცი. მათ შორის 300 ფიცგაუტეხელი არაგველი. ისინი ავანგარდში იდგნენ მთელი ომის განმავლობაში. იბრძოდნენ კრწანისის მისადგომებთან; სხვებთან ერთად მათაც გამოსტაცეს შაჰს საბრძოლო ბაირაღები; იბრძოდნენ ყარყუთასთან; კრწანისის ველის ყველა ხანდაკთან; უკან დახევისას მკერდით აეფარნენ მეფეს. ბოლოს კი, როცა ერეკლე სამშვიდობოს დაიგულეს, ქალაქში გააგრძელეს ბრძოლა, თითომ ათისა და ოცის წინააღმდეგ. ასე თანდათან შეთხელდა მათი რიგები, თანდათან დაილივნენ. ასე ნელ-ნელა გათავდა 300 არაგველი. "ყველამ მტკიცედ, სავსებით და ვაჟკაცურად დაიცვა ფიცი. ყველამ ბრძოლის ველზე დალია თავისი გმირული სული, ყველამ თავის სამშობლოს შესწირა სიცოცხლე" (ი. გოგებაშვილი).
ბოლოთქმა
სამასი არაგველის თავდადება პირველად თეიმურაზ ბატონიშვილმა მოიხსენია თავის თხზულებაში. შემდეგ გრიგოლ ორბელიანმა, ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, იაკობ გოგებაშვილმა და გალაკტიონმა მოიხადეს მათ წინაშე ვალი. შთამომავლობა ღირსეულ პატივს მიაგებს ფიცგაუტეხელ გმირებს. თბილისში არსებობს 300 არაგველის სახელობის მეტროპოლიტენის სადგური, კრწანისის ყოფილ ველზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კი არაგველთა მემორიალური პარკი. არ არსებობს მათი საძმო საფლავი და, რა თქმა უნდა, არც ეპიტაფია. სამაგიეროდ, არსებობს ლადო ასათიანის ლექსი, რომელიც ყველაზე უკეთესად მიესადაგება იმ დაუვიწყარ ემოციას, რომელიც ქართველ ყმაწვილს ეუფლება, როცა სამასი არაგველის გმირობის ამბავს პირველად მოისმენს.

ჟურნალი "არსენალი" 
(იბეჭდება შემოკლებით)
თამაზ ჟორჟოლიანი

#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • ბრძოლა ბათუმისათვის – ქართული მხედრობის გამარჯვება თურქ ასკერებზე ( ვიდეო )
d9ce752361d454057c245a6d830e76f3_XL.jpg
 
ბრძოლა ბათუმისათვის – ქართული მხედრობის გამარჯვება თურქ ასკერებზე ( ვიდეო )
საზოგადოებააპრილი 19 2016
 
1921-2-1024x769.jpg

404822_209580435848500_1442750318_n.jpg

მაზნიაშვილის ჯარისკაცები. ბრძოლა აჭარის განთავისუფლებისათვის; მღვდელი მებრძოლებს საჯანმრთელო პარაკლისს უკითხავს.

წყარო: https://zneoba.ge/1267

#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Besik Sabashvili-მ(ა) გააზიარა Nelly Khalatova-(ი)ს ფოტო.
 
13266026_1094588370579303_30070198366940
Nelly Khalatova -თან თბილისური ამარკორდი
ნაურობის ქონება გადასცა ახლადშექმნილ საქართველოს სახელმწიფოს. 
1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის მომენტიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მოქმედი იატაქქვეშა ორგანიზაციის თავმჯდომარე და ანტიბოლშევიკური აჯანყების მოსამზადებელი ინტერპარტიული კომიტეტის სამხედრო ცენტრის უფროსი. 
დახვრიტეს 1923 წელს დღევანდელ ვაკის პარკში 15 სხვა გამოჩენილ ოფიცერთან ერთად.

#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4338 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა. ეს შემთხვევა ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში, ალბათ, ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა. მეოცე საუკუნეში პრისტავის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსურეთის მკვიდრი, ვინმე ლიქოკელი. ხევსური თავის კუთხეში შესანიშნავ მოფარიკავედ ითვლებოდა. იმხანად რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი მტერს მედგრად დაუხვდა. ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. ბოლოს და ბოლოს, იაპონელებმა საერთო ძალებით კარი შეანგრიეს და ყველასათვის გასაოცრად, თვალწინ ასეთი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენა. თანამემამულეთა პრესტიჟის ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა – ამ წრის წარმომადგენლებს კი იაპონიაში ფარიკაობის ილეთების საიდუმლოებებს ბავშვობის ასაკიდან ასწავლიდნენ – ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ხევსური ლიქოკელისკენ. მისდა სამწუხაროდ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ლიქოკელს ოთხად გაუჭრია. ბოლოს და ბოლოს, ხევსური ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი დაუხვრეტიათ.

#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5403 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საოცარი ისტორიაა ადრეც წამიკითხავს....

#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა. ეს შემთხვევა ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში, ალბათ, ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა. მეოცე საუკუნეში პრისტავის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსურეთის მკვიდრი, ვინმე ლიქოკელი. ხევსური თავის კუთხეში შესანიშნავ მოფარიკავედ ითვლებოდა. იმხანად რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი მტერს მედგრად დაუხვდა. ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. ბოლოს და ბოლოს, იაპონელებმა საერთო ძალებით კარი შეანგრიეს და ყველასათვის გასაოცრად, თვალწინ ასეთი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენა. თანამემამულეთა პრესტიჟის ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა – ამ წრის წარმომადგენლებს კი იაპონიაში ფარიკაობის ილეთების საიდუმლოებებს ბავშვობის ასაკიდან ასწავლიდნენ – ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ხევსური ლიქოკელისკენ. მისდა სამწუხაროდ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ლიქოკელს ოთხად გაუჭრია. ბოლოს და ბოლოს, ხევსური ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი დაუხვრეტიათ.

არჩილ ეს ისტორია მოვიძიე თამაზ ლიქოკელის თხოვნით. იმ ლიქოკელის შვილთაშვილია. შენ იცნობ სხვათა შორის . ეს კაცი ჩვენ სამონადირეოში რეინჯერად მუშაობს.

  ხო და სადღაც იდევს ეს ისტორია თან ყველაზე უცნაური ისაა რომ 3 იყვნენ. ეს გადარჩენილა ოღონდ დაჭრილი ტყვეთ ჩავარდნილა. მერე კუნძულ ოკინავას ჰოსპიტალში უმკურნალებიათ იაპონელებს და მერე გაცვლაზე ყოფილა მიმდგარი საქმეო , მაგრამ მერე კვალი იკარგებაო....

#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე

#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

დედამისს დღემდე არ სჯერა, რომ ის მკვდარია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს… ის შვილს დღესაც ელის… გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა.

მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს, რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი ჰყავდა, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად, ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო…

ომში რომ წავიდა, მისი ბიჭუნა – ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე – მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული. ომში ისე წავიდა, ბავშვის სქესი არ იცოდა, გოგონა უნდოდა, და ჰყავს კიდეც – ანა ჯერ 3 თვისაც არაა… ანამ დაბადებამდე იგლოვა მამა, ყველა სტრესი მასზე გადავიდა და რომ დაიბადა, ცალი ფილტვი არ გაეხსნა, თვე-ნახევარი აპარატზე იყო მიერთებული იაშვილის კლინიკაში. თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, ექიმთა ძალისხმევით ანა მდგომარეობიდან გამოვიდა. დღეს შინაა დედასთან, თუმცა კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა…

მისმა გმირმა მამამ და დედამისმა კი ერთმანეთი ამ სამი წლის წინათ რესტორანში გაიცნეს. მაკა ჩიკვილაძე ახლობლის დაბადების დღეზე იყო, გიორგი, სხვა ჯარისკაცებთან ერთად, სავახშმოდ შევიდა იმ რესტორანში, მერე სუფრები გაერთიანდა, მაკამ ახლოს გაიცნო გიორგი, რომელიც ადრეც ენახა.

მაკა ჩიკვილაძე: „იმ საღამოს შემდეგ ხშირად მირეკავდა. ვხვდებოდით, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ, გიორგი მალევე წაიყვანეს ორფოლოს პოლიგონზე, დღეში ათასჯერ მირეკავდა, დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა, პოლიგონიდან რომ დაბრუნდა, დამირეკა, ნახვა მინდაო, მე არ გავედი, გვიანი იყო და გამიბრაზდა. მერე ისევ იმ რესტორანში ვნახეთ შემთხვევით ერთმანეთი, ვილაპარაკეთ და… ტაქსი გააჩერა, გაგაცილებო და დეიდამისთან წამიყვანა, აღარ გამომიშვა…“

მაშინ გიორგი სენაკში მსახურობდა, შინ იშვიათად იყო. შემდეგ კუჭის წყლულმა შეაწუხა, ჰოსპიტალში მკურნალობდა, ჯარს ჩამოშორდა, მოგვიანებით ისევ აღიდგინა თავი, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა მეტყვიამფრქვევეს თანაშემწედ, ომამდე ორი თვით ადრე.

6 აგვისტოს ცოლ-შვილი გორის რაიონის სოფელ ძევერაში გააცილა.

მაკა ჩიკვილაძე: „კარგად მახსოვს, ოთხშაბათი იყო და ვთხოვე, იქნებ პარასკევს ჩამოხვიდე-მეთქი, კიო, ჩამოვალო. რაღაც არ გვინდოდა თითქოს დაშორება, თითქოს ვგრძნობდით… საშინელება ატყდა, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, მთელი სახლი ზანზარებდა, სარდაფში ვიმალებოდით. 7 რომ თენდებოდა… ვუთხარი, შეიძლება ცხინვალში წაგიყვანონ და თავს გაუფრთხილდი-მეთქი…“

ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი არ ჩანდა. არც ცოცხალი, არც მკვდარი. ოჯახს გიორგი დაღუპული ეგონა. ყველგან ეძებდნენ. ოქტომბერში ნათესავი, ოსის ქალი, რომლის ვაჟიც ოსურ ჯარში მსახურობს, ეტყვის, რომ გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ოჯახს იმედი გაუჩნდება. მეტიც, დარწმუნდებიან, რომ ცოცხალია, თან „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავენ, რომ „ალანია“ იღებს ფილმს, სადაც არის კადრები, თუ როგორ აწამებენ ოსები ქართველ ჯარისკაცს, მეოთხე ბრიგადის სერჟანტს – გიორგი ანწუხელიძეს. ოჯახი „ალანიას“ მიაკითხავს და ფილმის გასვლამდე ნახავს კადრებს, სადაც გიორგი წელზემოთ შიშველია, თავჩაღუნული, სცემენ, ზედ ადგებიან, ეკით­ხებიან, სად იყავი, გიორგი, გუშინ? გიორგი პასუხობს, აზრზე არ ვარო, გონებას კარგავს, წყალს ასხამენ.

ზუსტად არ იციან, როდინდელია ეს კადრები, ტელეკ­ომპანია ამბობს, რომ აგვისტოს კადრებია.

მაკა: „ალბათ, ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა…

ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ მერე 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა. დასკვნაც მოგვივიდა თავდაცვის სამინისტროდან, რომ დაღუპულია. ტყვეობის ამბებს ახლა სამხედრო პოლიცია იძიებს. დეენემზე ეჭვი არ მაქვს, ყველასი დაემთხვა და რა ვიცი… თან აღწერილობაში წერია, რომ კბილები არ აქვს, გიორგის ისე სცემდნენ, რომ კბილები არ შერჩებოდა…

გვამის ამოსაცნობადაც იყვნენ წასული ჩემი და და გიორგის სიძე, ამოსაცნობი არაფერი იყო…

ეჰ… ნაწილიდან რომ მოვიდოდა, სულ სახლში იყო ჩვენთან, ბავშვს არ შორდებოდა. აძინებდა, უცვლიდა. რამდენჯერ შევსულვარ, გულზე ეწვინა და ასე ეძინათ მამა-შვილს… 27 ივლისს თანაცხოვრების ორი წელი შეგვისრულდა, 6 აგვისტოს მერე აღარც მინახავს, აღარც მილაპარაკია, ვურეკავდი, მაგრამ სულ მიუწვდომელი იყო, ტელეფონი აქ ჰქონდა დატოვებული… დეკემბერში ერაყში მიდიოდა. სულ ვეხვეწებოდი, არ წახვიდე, ერთი წელი რა გაძლებს უშენოდ-მეთქი და ახლა სულ წავიდა.

მძიმე წასაკითხია ძმებო, მაგრამ ეს არის ერთი ქართველი გმირის პატარა ისტორია.

ღმერთმა გაანათლოს მისი სული... ბედნიერია ის ვინც სამშობლოს გულისთვის სიცოცხლეს გაწირავსო... 

#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

944028_889443904507631_76987307503774853აზეთი `დრო, 8-10 ივნისი, 1998 წელი. ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან

_ ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?
_ არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები.
_ როგორ მოკლეს?
_ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია~.
ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა.
ირაკლის სიკვდილმა შესძრა მთელი საქართველო. მის სახელში შენივთდა და გაერთიანდა უამრავი თავდადებული ვაჟკაცის გლოვა, იმათიც, ვინც ფრონტის ხაზიდან მისი ცხედრის გამოტანას ემსხვერპლა. შეიქმნა ტკივილითა და მრისხანებით სავსე მრავალი ლექსი. უმწვავესია გ. ფერაძის სტრიქონები:
,,ღამე ბოღმისგან არ მძინავს,
შავი ჩამოწვა ნისლი,
რად შევარჩინოთ არძინბას
ამირეჯიბის სისხლი!..“
– არც შერჩა, ცოდვამ მიაკითხა… ჭეშმარიტმა აფხაზებმა კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს… ხოლო იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი ერთადერთმა ტყვიამ მიწას მიაკრა, მერე უნახავთ, – თეთრი შროშნები ამოსულა უფლის განგებით.

#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეხლა მინდა შემოგთავაზოთ პოსტი „ქართველი გმირები : 9 ძმა ხერხეულიძის“ შესახებ. სამწუხაროდ თავისი დიდების და გმირობის მიუხედავად, 9 ძმა ხერხეულიძის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი.მე მინდა რომ ქართევებს არასოდეს დაავიწყდეთ ეს პატრიოტი ადამიანები. მათ თავი გასწირეს სამშობლოსათვის და გმირულათ დაიღუპნენ. 

ისინი 1625 წლის 1 ივლისს დაიღუპნენ მარაბდის ბრძოლაში. ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი ვერ გაუმკლავდა გამოცდილ, ყიზილბაშ მებრძოლებს. ქართველები დაიბნენ, შედკრნენ, თანაც ამას დაემატა თეიმურაზ მუხრანბატონის გარდაცვალება ბრძოლის ველზე, რაც ომის წაგებას ნიშნავდა, მაგრამ ქართველები მაინც არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. ბრძოლის ველზე გარდაიცვალნენ დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი — რუსთველი და ხარჭაშნელი. ქართულმა დროშამ 9 ძმის ხელში გადაინაცვლა, როდესაც ნაბოლარა ძმაც ჩაიმუხლა, დროშამათმა დამ აიღო ხელში, მისი გარდაცვალების შემდეგ კი გმირმა დედამ. მიუხედავად ქართველთა შეუპოვარი გმირობისა, ბრძოლა, გვიან ღამით, მარცხით დასრულდა. ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები — რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი… საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები
ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (ჩვ.წ აღ–ით 1625) ხსენების დღე 3 (16) აგვისტო.
9 ძმა გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფ. ძველი მარაბდის განაპირას წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად.

#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
,,იოანე მინჩხი ქართველი ჰიმნოგრაფი“

cache_2427850537.jpg?t=1349185978ჰიმნოგრაფმა იოანე მინჩხმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში. მის შესახებ მხოლოდ მცირედია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მინჩხის მოღვაწეობას რამოდენიმე ნაშრომი მიეძღვნა. 

მის მოღვაწეობას იკვლევდნენ ივ.ჯავახიშვილი, პ.ინგოროყვა, კ.კეკელიძე და სხვანი თანამედროვე მკვლევარებიდან მინჩხის ცხოვრებაზე ნაშრომები ეკუთვნით ლელა ხაჩიძეს და გიორგი სარიას ამ უკანასკნელმა თავის წიგნში ,,ანტონ ჭყონდიდელის ქადაქებათა საღვთისმეტყველო ანალიზი“ მოკლედ განიხილია მინჩხის მოღვაწეობის ხანა.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ იოანე მინჩხი მოღვაწეობდა X -საუკუნის პირველ ნახევარში,ის იყო თანამედროვე აფხაზთა მეფე გეორგისა. კ.კეკელიძე წერს: ,, სინას მთის ერთ-ერთ ხელნაწერში მოთავსებულია გალობანი წმიდისა გეორგისანი, თქუმულნი ნეტარისა მინჩხისანი, რომელთაც შემდეგი შენიშვნა აქვთ თანდართული: ხოლო ესე გალობანი მას კარგსა გეორგი მეფესა, დიდსა, დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა. დახასიათება გიორგი მეფისა იმ ზოგადი ეპითეტებით, რომელიც აქა გვაქვს, შეიძლება უფრო შეეფერებოდეს საქართველოს მეფეს გიორგი პირველს (1014-1027), მაგრამ ამ უკანასკნელის მეფობა მინჩხისათვის მეტად ნაგვიანებია. ამიტომ ამ მინაწერში ჩვენ ვგულისხმობთ აფხაზთა მეფეს გიორგის, რომელიც, მემატიანის სიტყვით, იყო სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმPნითა და ახოვნებითა, ღმრთისმოყუარე იყო უმეტეს ყოველთა, მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხუი და მდაბალი და ყოვლითა კეთილითა სათნოებითა სრული“ აქ შეიძლება მკითხველს დაებადოს კითხვა,რითი აიხსნება რომ მიქაელ მოდრეკილის საგალობლებში ”იადგარში’’ რომელიც შედგენილია 978-988 წლებში,მინჩხის მრავალრიცხოვანი ჰიმნებიდან მხოლოდ ოთხია შეტანილი?კორნელი კეკელიძის აზრით ეს განპირობებულია იმით რომ იოანე მინჩხი მოღვაწეობდა სინას მთაზე,მიქაელ მოდრეკილი კი რომელიც მასალებს აგროვებდა თავისი კრებულისთვის საქართველოში,ოთხის გარდა სხვა ჰიმნები მას ხელთ არ ქონდა.

იოანე მინჩხი წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან ჭყონდიდიდან იყო,ამ ვარაუდს გამოთქვამს პავლე ინგოროყვა და მის ამ ვარაუდს ემხრობა ყველა მკვლევარი რომელსაც კი უკვლევია იოანე მინჩხის ცხოვრება. იოანე მოიხსენიებს თავის თავს როგორც იოანე მინჩხს ზოგან გვხვდება სხვა ფორმებიც მინჩხი,მინჩხისანი,მინჩხნი,მინჩხურნი . სავარაუდოდ ეს ეპიტებიები მინჩხი.მინჩხისანი.მინჩხურნი მიგვითითებს მის წარმოშობის ადგილზე,ჩემი გამოკვლევით იოანე მინჩხი უნდა ყოფილიყო დღევანდელი მარტვილის რაიონიდან სოფელ ინჩხურიდან რომელიც ძალიან ახლოს მდებარეონბს მარტვილის მონასტერთან.

მინჩხის სახელი მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა ივ. ჯავახიშვილის მიერ, რომელმაც 1902 წელს სინას მთაზე მუშაობისას ქართულ ხელნაწერებში – Sin. 5, Sin. 75 და Sin. 2 გამოავლინა უცნობი ქართველი ჰიმნოგ-რაფის – იოანე მინჩხის საგალობლები. ეს იყო წმ. გიორგისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონი და 26 მცირე ფორმის საგალობელი. ეს საგალობლები გამოქვეყნდა 1947 წელს ”სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობაში’’. კორნელი კეკელიძე წერს:ეს საგალობლები ზოგი პროზითაა დაწერილი, ზოგი კი იამბიკოთი. იამბიკოთი დაწერილი ჰიმნები მოთავსებულია მიქელ მოდრეკილის კრებულში. ესენია: ორი ჯგუფი წმიდის აღდგომის დასდებელთა, მესამე- მეფის თეოდოსი დიდისა (379-395წ.), რომელიც წმინდანადაა აღიარებული (ხსენება მისი ჩვეულებრივ 17 იანვარსაა დადებული, ხოლო იერუსალიმის განჩინებაში და იოანე სინელის კალენდარში, როგორც მინჩხის წარწერაში-19 იანვარს), და მეოთხე-ექვთიმე დიდის, პალესტინელისა (გარდ. 473წ.) რომლის ხსენება, მინჩხითაც, 20 იანვარსაა დადებული. უკანასკნელი ორი ჯგუფის საგალობელნი (თეოდოსისა და ექვთიმესი) წარმოადგენენ, უეჭველია, ფრაგმენტს იანვრის თვის ჰიმნოლოგიური კრებულისას, რომელიც, ალბათ, ჩვენამდე არ შენახულა, ან ჯერ აღმოჩენილი არაა. სინას მთის ხელნაწერებში დაცული ჰიმნებიდან უნდა დავასახელოთ: უკვე ზემომოხსენებული წმიდა გიორგის საგალობლები,გიორგი მეფის თხოვნით აღწერილნი, რომელნიც არიან თავედნი, ესე იგი აკროსტიქული, და იტყვიან: წმიდაო გეორგი, შეეწიე გეორგი მეფესა წინაშე მეფეთა მეფისა და ადიდე. საგალობელთა ხელნაწერში ბოლო დაკარგულია, აკროსტიქი თავდება სიტყვა წინაშე- ზე. ხელნაწერში 56 (ნ. მარის აღწერილობით) მოთავსებულია საგალობელნი ფერისცვალებისანი მინჩხისანი (ფ. 76), ხოლო ხელნაწერებში 5,75-დიდმარხვის ეგრეთ წოდებულ წინამსრბოლ კვირიაკეთა (მეზვერისა და ფარისევლის, უძღების შვილის, ხორციელისა და ყველიერის). ყოველ შემთხვევაში, 5-ის ფ. 26ა იწყება არაჯვორთა, ესე იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკის საგალობელით. ხელნაწერში77 დარჩენილა საგალობლები დიდმარხვის 1,2,3,4, კვირიაკეებისა. როგორც ჩანს, იოანე მინჩხს უწერია საგალობლები მთელი წლისა იმ გეგმაზე, რა გეგმაზედაცაა აგებული საეკლესიო წელიწადი იერუსალიმის კანონში: ჯერ ზამთრის კანონი, 20 დეკემბრიდან აპრილამდე (ამისი ფრაგმენტია თეოდოსისა და ექვთიმეს საგალობლები), და დიდმარხვის პერიოდი, მერე-ზაფხულის კანონი რომლის ნაშთად უნდა ჩაითვალოს ორი საგალობელი აღდგომისა ზატიკის პერიოდიდან, აგრეთვე წმ. გიორგისა და ფერისცვალების ჰიმნები თთუენიდან.პროფესორი ლელა ხაჩიძე იოანე მინჩხის მოღვაწეობაზე წერს: ,, იოანე მინჩხის შემოქმედების ორიგინალურობა მჟღავნდება, ერთი მხრივ, არსე-ული მოტივებისა და მხატვრული“ სახეების თავისებური გადააზრებით, მეორე მხრი,ვ სრულიად ახალი სახისმეტყველების, განწყობილებებისა და მხატვრული ენის შექმნით.მინჩხის შემოქმედების შესწავლა ნათელს ხდის მისი შემოქმედების საერთო კანონზომიერებას, რაც ტრადიციული მასალის პირველხილვის, სათავეებისაკენ სწრაფვაში მდგომარეობს. ამ მხრივ საყურადღებოა მინჩხის ერთ-ერთი ( I სამშაბათის მწუხრის) მცირე ფორმის საგალობლის უკანასკნელი ტროპარი, რომელიც ქრის-ტიანული ლიტურგიის ძირითადი და ყველაზე ტრადიციული ლოცვის – ”მამაო ჩვენოს” პოეტურ გადამუშავებას წარმოადგენს. ასეთი შემთხვევები ჰიმნოგრაფიის ისტორიაში ძალზე მცირეა.

საინტერესოა ის გარემოება, რომ იოანე მინჩხი საკუთარ ხელწერას ტოვებს თვით რიტმულ-მელოდიურ საზომებში – შუა საუკუნეების სასულიერო პოეზიის ყველაზე კანონიკურ სფეროში“ იოანე მინჩხის გავლენა იგრძნობა მის თანამედროვე და შემდეგ ჰიმნოგრაფებზე,აი რას წერს აღნიშნულზე პროფესორი ლ.ხაჩიძე: ,, დიდია იოანე მინჩხის შემოქმედების გავლენა შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაზე. მიქაელ მოდრეკილს, რომელიც X ს-ის II ნახევარში მოღვაწეობდა, ერთ-ერთი ჰიმნოგრაფიული კანონი შეუქმნია იოანე მინჩხის წმ. გიორგისადმი მიძღვნი-ლი ”თჲთძლისპირი” კანონის რიტმულ – მელოდიური საზომების მიხედვით. როგორც ჩანს, ამ საგალობელში მინჩხის მიერ შემოღებული საზომი სწრაფად დაკანონდა ძლისპირად ვრცელი ფორმის საგალობელთათვისაც. იოანე მინჩხის საგალობლები დემეტრე – დამიანეს ”შენ ხარ ვენახის” შთაგონების ერთ – ერთ წყაროდ იქცა. აშკარაა იოანე მინჩხის შემოქმედების გავლენა დავით ღმაშენებლის ჰიმნოგრაფიულ შედევრზე – ”გალობანი სინანულისანი”. იოანე მინჩხის შემოქ-მედება ერთ-ერთ- უმთავრესი წყაროა ”ვეფხისტყაოსნის” ავტორისათვის.იოანე მინჩხი სახით კიდევ ერთი გამორჩეული და დიდი პიროვნება აჩუქა საქართველოს, ისტორიული კოლხეთის მიწამ.

დამოწმებული ლიტერატურა

1.კ.კეკელიძე ,,ქართული ლიტერატურის ისტორია” 1941

2.ლ.ხაჩიძე ,,იოანე მინჩხი X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი”

თემო სახურია

#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 447 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი

,,იოანე მინჩხი ქართველი ჰიმნოგრაფი“

ისტორია, საინტერესო
by kolxi

ქართველი ჰიმნოგრაფების დამსახურება მართლაც ძალიან დიდია.და სამუდამოდ არიან ჩაწერილები არა მხოლოდ საქართველოს და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში,არამედ ისეთი სულიერი კერების ისტორიაში,როგორიცაა სინა,ათონი,პალესტინა და ა.შ

#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
16196072_1413178008754065_82002548751600
Nika Ruruaგამოწერა
3 სთ · 
 
ნ მეორე რუსებმა მარტყოფის რეზიდენციაში მოკლეს და თვითმკვლელობა დასწამეს. ეს წიგნი მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და დღემდე აქტუალური ნაშორმია. ჩემი აზრით - ხელახლა გამოსაცემი.

#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

https://www.facebook...46973165449596/

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?