Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Aguirre y Aranzabal(AYA)


756627471302.jpg
1064ac30746b.jpg



სანადირო იარაღის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია ესპანეთი, სადაც ასეთი საწარმოები უამრავია. მათი სიმრავლე დიდწილად ამერიკის აღმოჩენასა და ამ ქვეყნის უზარმაზარ კოლონიზატორად ჩამოყალიბებამ განაპირობა. შედეგად ზრდადმა მოთხოვნამ წარმოების ბუმი გამოიწვია.
დღეს გავჩერდებით ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ამორჩევაც მისმა ბასკურმა წარმოშობამ განაპირობა
კომპანია Aguirre y Aranzabal დაარსდა 1917 წელს ბასკების ქალაქ ეიბარში. ორმა მეიარაღე ოჯახურმა დინასტიამ(აგირეე და არანსაბალი) გააერთიანა ერთ ჭერქვეშ მათი საწარმოები და ამით საფუძველი დაუდო ახალ ფირმას. მისი არსებობის მანძილზე გამოშვებული აქვს ექვსასი ათას ცალზე მეტი სანადირო თოფი. ეს ესპანეთის კომპანიებს შორის ყველაზე მეტია. კომპანიის საუკეთესო წლებში მის 17 საამქროში მუშაობდა 500 პროფესიონალი, რომლებიც წელიწადში უშვებდნენ 20 000 თოფს. თოფების სპექტრი იაფი მოდელებითა და ყველაზე ძვირი ხელნაკეთი თოფებით განისაზღვრებოდა.
სტაგნაცია მოყვა სამოქალაქო ომს 1936 წელს და შემდგომ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს. 1942 წელს ფირმამ განაახლა მუშაობა, ამ პერიოდში არსებობდა საკმაოდ დიდი შიდა მოთხოვნა შედარებით იაფ და ხარისხიან სანადირო იარაღზე.
1950 წლის ბოლოს ინგლისელმა ბიზნესმენებმა ენდრიუსმა და პიტერმა განახორციელეს პირველი ექსპორტი ესპანეთიდან ნისლიან ალბიონზე. საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისური წარმოება ვერ აკმაყოფილებდა მზარდ მოთხოვნას, იაფ და ხარისხიან ესპანურ თოფებს შეიძლებოდა შეევსოთ დეფიციტი. პროექტმა გაამართლა და 1958 წელს შექმნეს სავაჭრო კომპანია ASI (Anglo-Spanish Import), რომელმაც მოწინავე ესპანურ ფირმებს შესთავაზა ხარისხისა და იაფი ფასის შეთავსება. ამ ამოცანას ყველაზე კარგად Aguirre y Aranzabal-მ გაართვა თავი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფირმის ოლიმპზე ასვლა!
ამის შემდეგ სავაჭრო ფირმის წარმომადგენლებმა Aguirre y Aranzabal-ს წარმოუდგინეს ინგლისური გრანდების James Purdey & Sons, Holland & Holland, Boss & Co., Westley Richards & Co., Webley & Scott საუკეთესო მოდელები, ამასთან ესპანეთში ჩამოიყვანეს საუკეთესო ინგლისელი სპეციალისტები, რომლებმაც შეასწავლეს ბასკებს ინგლისური იარაღთწარმოების ყველა ნიუანსი.
მიუხედავად ზემოთთქმულისა, არცერთი მხარე არ ელოდა ისეთ დიდ აღიარებას, როგორიც ხვდა წილად Aguirre y Aranzabal-ის ნაწარმს ინგლისისათვის. მიუხედავად ბრიტანელთა კონსერვატიზმისა, ბასკების მიერ წარმოებული თოფების ეს სერია ნისლიან ალბიონზე 10 000 ცალზე მეტი გაიყიდა(ეს უდიდესი მიღწევაა).
და რაში მდგომარეობს Aguirre y Aranzabal-ის წარმატების საიდუმლო? პასუხი მარტივია:მეტალის ხარისხში, კლასიკურ კონსტრუქციაში, უნაკლო შესრულებასა და ულამაზეს გრავირებაში.

მოდელი Iberia_ერთ-ერთი ყველაზე იაფი მოდელია. ლულა მონობლოკი, საკეტი ორმაგი(პერდე), კალიბრი 12, ფასი 3000 ევრო.

bd90be6147e7.jpg



მოდელი №1 De Luxe — ყველაზე პრესტიჟული მოდელია. უმაღლესი კლასის ხელნაკეთი კლასიკური თოფია. ორმაგი საკეტით, ზღაპრული ინგლისური ორნამენტით. ფასი 8000 ევროდან.


184c30fb4c38.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levankerashvili

levankerashvili

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:tbilisi gldani
  • წარმოშობა:signagi

legion.ge-996-1522347339.jpg

 

 

legion.ge-996-1522347352.jpg

 

 

legion.ge-996-1522347366.jpg

 

 

legion.ge-996-1522347378.jpg

 

 

legion.ge-996-1522347396.jpg

 

 

legion.ge-996-1522347441.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 51 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

პირველ სურათზე რაც არის მემგონი მერკელიდან არის გადმოღებული  ძალიან მაგრად გავს მერკელ 303 ს :)

 

49a4b5d1db1f.jpg
გერმანია

ჩამსწორებელი oto04, 31 March 2018 - 11:02 AM.






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?