Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47694 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

W.Collath Sohne

f4836917b3c6.jpg


კომპანია ,,ტეშნერი და კომპანია ფრანკფურტში"-ს (G. Teschner & Со Frankfurt) 1838 წელს შეიქმნა. აქ გეორგ ტეშნერი სხვადასხვა სისტემისა სახის იარაღს აწარმოებდა(ზუმბიანს, სარჭიანს და ა.შ). 1860–იანი წლების მეორე ნახევარში ტეშნერმა დააპროეტქა ცენტრალური აფეთქების ორლულიანი, რომელსაც ძალიან ორიგინალური საკეტი ჰქონდა.
1890–იან წლებში ამ ფირმის მესაკუთრე ვილჰემ კოლატი და მისი ოჯახი გახდნენ. ამ პერიოდიდან იარაღზე შესაბამისი სახელი(წარწერა) გაჩნდა_ W.COLLATH SОЕHNE FRANKFURT A.O. მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე საწარმო უშვებდა სხვადასხვა მოდელის სანადირო იარაღს, ვაზნებსა და მასრებს. ამ ფირმის თოფების პოპულარობა საკეტის საიმედოობითა და დიდი რესურსით იყო განპირობებული. საკეტი სისტემა ინდივიდუალური, ყველასაგან განსხვავებული და ორიგინალური იყო. ამ სისტემას ჯერ ტეშნერი, ხოლო მოგვიანებით კი კოლატი დაერქვა.
კოლატის თოფის ლულა საკეტის გახსნისას ჯერ წინ იწევს, შემდეგ კი ზემოთ. დამცემი მექანიზმი იძაბება საკეტის გახსნისას. სანამ თოფი დახურული არაა დასხლეტა შეუძლებელია, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეზე მეტყველებს. გარდა ამისა თოფს გააჩნია მცველი, რომელიც კონდახის ყელის ზემოთაა განთავსებული. მცველის განივი განლაგებისას იკეტება ჩაქუჩები და თვალთახედვიდან იფარება სამიზნე თამასა. მცველიდან მოხსნა ხდება მისი მობრუნებით მარცხნივ.
კოლატის ამ სისტემის თოფები განკუთვნილი იყო სპეციალური სარჭიანი ვაზნებისათვის, რომელსაც იგივე საწარმო უშვებდა. მათი სპეციფიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ვაზნის აფეთქება ხდებოდა არა ძირიდან, არამედ გვერდიდან(ამ სისტემის დროს მიიღწევა უფრო მაღალი საწყისი სიჩქარე ჭურვისათვის, ხოლო ძირიდან აფეთქების დროს გაზების გარკვეული წილი უკუმიმართულებით გარეთ აღწევს). ამ ტიპის ვაზნები იმ ეპოქაში ყველა სამონადირეო მაღაზიაში იყიდებოდა.

აღნიშნულ ვაზნებთან მიახლოებული პროტოტიპი ამ სურათებზეა წარმოდგენილი:

5bbd1db3e757.jpg



მიუხედავად იმისა, რომ ვაზნების აღნიშნული ტიპი ბალისტიკას აუმჯობესებდა, მათი გამოყენება გარკვეულ სირთულესთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად გავრცელება ვერ ჰპოვა.
აღსანიშნავია რომ კოლატი ასეთ სისტემასთან ერთად უნიტარულ(სტანდარტულ) ვაზნებზე გათვლილ თოფებსაც უშვებდა. სწორედ ასეთ უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი თოფის სურთებია ქვემოთ წარმოდგენილი:


97ebd2da5e11.jpg


20554535c486.jpg


b9bbdf64d179.jpg



0ec7156e415f.jpg


ყალიბი 16; ლულის სიგრძე 73სმ; სავაზნე 65მმ; კონდახი და ტიბჟირი უძრავადაა შეერთებული ერთმანეთში(კაკალი); გასახსნელი ბერკეტი მოპირკეთებულია რქით;
თოფი გამოშვებულია 1891წლიდან 1902 წლამდე შუალედში.

აღნიშნულ თოფს აქვს მაღალი ისტორიული და საკოლექციო ღირებულება.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?