Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47103 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Kettner

91e0d370a12f.gif

კეტნერების გვარში პირველი მეიარაღე XVIII საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. 1884 წელს კი კიოლნში დარეგისტრირდა ახალი ფირმა Eduard Kettner.
თავიდან ფირმის საქმიანობა გამოიხატებოდა საფოსტო გზავნილით იარაღისა და სანადირო ატრიბუტიკის მიწოდებაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში კეტნერმა ზულში შეიძინა ორი საიარაღო ფაბრიკა და სწორედ აქედან დაიწყო იარაღის საკუთარი წარმოება.
კარგად მორგებული და ბრწყინვალე ბალისტიკის მქონე თოფებმა თავიდანვე მოწონება დაიმსახურეს. ამ პერიოდში ზაუერის ბუმი იდგა და კეტნერი მშვენივრად ახერხებდა მასთან კონკურენციას. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისამდე კეტნერის საწარმომ წარმოებაში ჩაუშვა გლუვლულიანებისა და კომბინირებულების ფართო ასორტიმენტი, რომელიც იაფ მოდელებთან ერთად უმაღლესი კლასის იარაღს მოიცავდა.

f1a11a7cb6b7.jpg

საწარმო სავაჭრო ორგანიზაციებთან ერთად ერთ-ერთი მსხვილი კომპანია გახდა გერმანიაში. ზულის ქარხანა(Suhler mechanische Gewehrfabrik) აღიჭურვა უახლესი ჩარხებით და სრული წარმადობით დაიწყო მუშაობა. კონსტრუქციის მიხედვით კეტნერის თოფები არ განსხვავდებოდნენ ზაუერებისაგან, თუმცა უფრო სოლიდურად გამოიყურებოდნენ.
ძვირფას მოდელებზე ჰოლანდის საიდლოქებს აყენებდნენ, რაც იმდროინდელი გერმანული თოფებისათვის ნაკლებად იყო დამახასიათებელი.
კეტნერები საკმაოდ ძვირს ფასობდა. შედარებისათვის შეიძლება აღინიშნოს, რომ ამ ფირმის მაღალი კლასის თოფი დაახლოებით 20 სული მსხვილფეხა საქონლის ან 160 სული ცხვრის ფასი ღირდა.

15844652718e.jpg


20-იან წლებში წვრილი მწარმოებლებისაგან კონკურენცია გაიზარდა და პროდუქციის გაყიდვა სულ უფრო ძნელი გახდა. ფირმა თავის მეორე სპეციალიზაციას ჩაუღრმავდა_ გზავნილით იარაღის მიწოდებას. ამ სფეროში კონკურენტები ნაკლები იყო(ფრანკონია და რამდენიმე საწარმო).
1925 წელს კომპანია ფრიდრიხ ბიურინგმა შეისყიდა, ვისი შთამომავლების ფლობენ ფირმას დღესაც.
1943 წელს ფირმის კიოლნის განყოფილება მოკავშირეების ავიადაბომბვების ქვეშ მოყვა და დაინგრა. ომის შემდეგ ზულის ფაბრიკაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
1945 წლის ბოლოს ფრიდრიხ ბიურინგის უმცროსი ვაჟიშვილი, ჰელმუთი, დაბრუნდა საბჭოთა ტყვეობიდან და ერთ-ერთი ამერიკელი გენერლის ნებართვით კიოლნში გახსნა გზავნილების სავაჭრო ობიექტი. კლიენტების რაოდენობამ თანდათან იმატა. 1951-1961 წლებში კომპანია გაფართოვდა და ახალ შენობაში გადავიდა. ჰელმუთ ბიურინგი აირჩიეს გერმანელ მეიარაღეთა კავშირის პრეზიდენტად, სადაც მან სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო.
დღეს კომპანიას ევროპის 50 ქალაქში ფილიალი გააჩნია. ასორტიმენტში 100 ატასზე მეტი დასახელების საქონელი აქვს.
ფირმის საამქროებში კვლავ აგრძელებენ სანადირო თოფების აწყობას, რომლებიც არც თუ ისე მაღალი ფასების გამო პოპულარობით სარგებლობენ შიდა ბაზარზე. ნახევარფაბრიკატები საზღვარგარეთიდან შემოაქვთ.

ერთ-ერთი პრესტიჟული მოდელია San Remo
d9d51a499b58.jpg

საიდლოქი(დაფები დამზადებულია მსუბუქი შენადნობისაგან); ყალიბი 12,16 ან 20; სავაზნე 70მმ; ორ სასხლეტზე; წონა 2,8-2,9 კგ; სიგრძე 112სმ; ლულის სიგრძე 70სმ; ჰოლანდის ეჟექტორზე; ლულათა შევიწროება ჩოკი-ნახევარჩოკი; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; კალაპოტზე გააჩნია შეყენების მაჩვენებლები; კონდახი კაკლის(ინგლისური ტიპის).


Campione
165e49181478.jpg

ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 3,1 კგ; სიგრძე 114 სმ; ლულის სიგრძე 70სმ; ექსტრაქტორზე ან ეჟექტორზე; ლულათა შევიწროება ფიქსირებული 1/4 ჩოკი-3/4ჩოკი ან 5 სახსნელი ჩოკი; ვენტილირებადი სამიზნე თამასა(6მმსიგანის); მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე, რომელიც ამავე დროს სროლის რიგითობის გადამრთველია; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის).


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47103 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Franz Kettner Suhl
 

კლუბი-მონადირე
c407b76f1b87.png

ფრანც კეტნერის ფირმა მჭიდროდაა დაკავშირებული ედუარდ კეტნერის ფირმასთან. მისი დამფუძნებელი გახლავთ ედუარდის უფროსი ძმა. თან ამ ფირმის დაფუძნება ნახევარი საუკუნით უფრო ადრე მოხდა, კერძოდ 1835 წელს.
ფრანც კეტნერის შვილს და შვილიშვილსაც ფრანცი დაარქვეს, რომლებიც მათი წინაპრების კვალზე წავიდნენ და მეიარაღეები გახდნენ და შემდგომში შთამომავლობით მიიღეს საწარმო. 1920-იან წლებში ფირმამ შეიძინა საწარმო ზულში Christian Sturm, Suhl და კიოლნიდან გადავიდა(მისამართი Judithstrasse 3).
ფრანცის საწარმოში იარაღებს აწყობდნენ ნახევარფაბრიკატებიდან, რომლებსაც ძირითადად ზიმსონის ფაბრიკიდან იღებდნენ. 1949 წლის ბოლოს ფრანც კეტნერის ფირმა შევიდა ბიუჰაგის გაერთიანებაში და ამით საკუთარი ისტორია დაასრულა.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?