Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ალბათ ძველი თაობის მონადირეებს გაუგონიათ გამოთქმა "ეგერის თოფი", რაც გულისხმობდა პროფესიით ეგერის სატარებელ სამლულიანს, რომელსაც ერთი ლულა აუცილებლად ხრახნილი ჰქონდა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ სამლულიანებს უამრავი ფირმა უშვებდა. მათი კონსტრუქციები და მექანიზმები სხვადასხვა ტიპის გახლდნენ.
არსებობს ერთი ცნობილი გერმანელი კონსტრუქტორ-გამომგონებელი, გვარად ეგერი, რომელსაც ორიგინალური სამლულიანის საკეტის გამოგონება ეკუთვნის. ამ ადამიანს საკუთარი საწარმოც გააჩნდა, სადაც მზადდებოდა მართლაც ეგერის თოფები, ხოლო იმ სამლულიანებს, რომლებსაც სხვადასხვა ფირმები ამზადებდნენ(განსაკუთრებით სამლულიანები გერმანელ მწარმოებლებს უყვარდათ) და უყენებდნენ ეგერის გამოგონებულ საკეტს არ ეწოდებათ ეგერის თოფები_ ისინი მხოლოდ ეგერის საფირმო საკეტებით არიან წარმოდგენილნი.

მაშ ასე:

F. Jäger & Со Gewehrfabrik Suhl


ddd79178fcb2.jpg


ფრანც ეგერი დაიბადა ზულში 1876 წელს. დედის ხაზით მისი ბიძა გახლდათ ცნობილი სტრასბურგელი გამომგონებელი ჰუსტავ კერსტენი(1902 წლის კერსტენის ორმაგი ზედა საკეტი გახსოვთ ალბათ). ახლონათესაურმა კავშირმა და ყმაწვილკაცობაში ნანახმა დიდად განაპირობა ფრანცის არჩევანი პროფესიის კუთხით. ეგერი ღირსეული შთამომავალი აღმოჩნდა.
ფარნც ეგერი გაიზარდა ფერმაზე 9 დედმამიშვილთან ერთად. ბიძამისმა ახალგაზრდა ეგერი მიაბარა სასწავლებლად იარაღების ოსტატს ქალაქ ცელა-მელისში. სწავლების დასრულების შემდეგ 1898 წელს მან საკუთარი საქმე წამოიწყო ქალაქ გალეში, თუმცა მალევე ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში. ნიუ-იორკში ეგერმა იარაღების საამქროში დაიწყო მუშაობა. აქ მან დააპატენტა თავისი პირველი გამოგონება ერთსასხლეტიანი მექანიზმი ორლულიანებისათვის და ორსასხლეტიანი_ სამლულიანებისათვის


ეგერის პირველი პატენტი 1901 წ. (DRP № 130.206)





აქედან 2 წლის შემდეგ გამომგონებელი ჯერ ლიეჟში, ხოლო შემდეგ ზულში დაბრუნდა, გახსნა საკუთარი საწარმო და აქ დაჰყო სიცოცხლის ბოლომდე(1956წ). 1910 წელს საწარმო გაფართოვდა, დაერქვა F.Jäger & Со Gewehrfabrik და საშუალება გაჩნდა ეწარმოებინათ იარაღი დიდ პარტიებად. ამავე წელს საწარმომ დაბეჭდა თავისი პირველი პრეისკურანტი, რომელშიც წარმოადგინა გლუვლულიანების, ხრახნილებისა და კომბინირებულების 18 მოდელი. 30-იან წლებში საწარმოში დასაქმებული იყო 50 ოსტატი.
1900-დან 1938 წლების შუალედში ფრანც ეგერმა მიიღო 30-ზე მეტი გერმანული და სხვა ქვეყნების პატენტი. ამ პერიოდში გერმანიაში არ იყო იარაღის მწარმოებელი, რომელსაც არ გამოეყენებინოს ეგერის იდეა-გამოგონებანი.
ორი ტექნიკური გამოგონება დღესაც ითვლება გენიალურად.
ესაა ვერტიკალური საკეტი Vertikal-Blockverschluß შტუცერებისა და დრილინგებისათვის(1906 წლის პატენტი DRP № 209.113) და საბრძოლო ზამბარის დამოუკიდებელი შემყენებელი სამლულიანის ხრახნილი ლულისათვის(მასზე ქვემოთ შემდეგ პოსტში გვექნება საუბარი).
ამჟამად ეგერის ვერტიკალურ საკეტს გარკვეული მოდერნიზებით იყენებენ ბლაზერი და მერკელი.
 


მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ ფრანც ეგერის საწარმო დაშალეს, ხოლო გამომგონებელმა ხარატად დაწყო მუშაობა ბიუჰაგში.

ფრანც ეგერის საწარმოს ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის შედეგად დღის სინათლე იხილა 17500-ზე მეტმა სანადირო თოფმა


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფრანც ეგერის გამოგონებათა შორის რამდენიმე დღესაც წარმატებით გამოიყენება

1904 წელს ოსტატმა მოდერნიზება გაუკეთა ჰუსტავ ბიტნერის ორმაგ კაუჭებს და მნიშვნელოვნად გაამარტივა კონსტრუქცია_ კაუჭებს შორის მანძილი გაიზარდა, ხოლო თავად კაუჭების ზომა შემცირდა.
რამდენიმე წლის შემდეგ ბაზარზე გამოვიდა ამ პატენტის ნაკეთობანი ბელგიასა და გერმანიაში; ბელგიაში სახელწოდებით Record, ხოლო გერმანიაში Simson-Jäger Verschluß. პატენტი ოსტატმა მიიღო 1906 წლის 18 ოქტომბერს(DRP №176.578)
 




დაახლოებით 1906 წელს ზულელმა მწარმოებელმა არტურ სიმსონმა (ცნობილ სიმსონებში არ აურიოთ_Arthur Simson, 1882-1969) გარკვეული სოლიდური საზღაურის ფასად იყიდა ეგერისაგან მისი პატენტის გამოყენების უფლება ფარული რეკლამირების პირობით, ამიტომ გერმანელი მწარმოებლები ეგერის სისტემის გამოყენების შემთხვევაში აწერდნენ Simson-Jäger Verschluß("საკეტი ზიმსონ-ეგერი").

ff16178919fb.png



ბელგიელებმა კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანეს ჩამკეტ სისტემაში და ამიტომ არ აწერდნენ "ეგერს". მაგალითად, შოლბერგი უშვებდა სახელით RECORD. განსხვავება ბელგიურ ჩამკეტ სისტემაში გახლდათ თავად კაუჭების მეტი სიგრძე.


მსოფლიო ცნობადი გახდა ფრანც ეგერის პატენტი_ საბრძოლო ზამბარის დამოუკიდებელი შემყენებელი ხრახნილი ლულისათვის(1907 წლის პატენტი DRP № 210.263).
მესამე ლულის შეყენება ხდებოდა კალაპოტის ზედა უკანა მხარეს განთავსებული ბერკეტით (არ აგერიოთ მცველში, რომელიც ასეთ თოფებს გვერდზე აქვთ და ის მუშაობს სამთავე ლულაზე ერთდროულად). ბერკეტის ფუძეზე კეთდებოდა წარწერა DRP(Deutsches Reichs Patent)
 



ნადირობის პროცესში რდილინგის ხრახნილი ლულის საბრძოლო ზამბარა ყოველთვის განტვირთული გახლდათ. მისი დაძაბვა უშუალოდ საჭირო მომენტში ხდებოდა ბერკეტის წინ მიწევით(ცერა თითი ახდენდა ამას). თუ სროლა არ განხორციელებულა, მაშინ ბერკეტს უკან წევდნენ და საბრძოლო ზამბარაც დეაქტივირებული ხდებოდა.
დღესდღეობით ეგერის სისტემა მოდერნიზირებული და გაუმჯობესებულია და ასე გამოიყურება:


(გაგრძელება შემდეგ პოსტში, რადგან 3 სურათზე მეტს ვერ ვდებ თითოში)


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კარგია ბაბუ  :good:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

f7552ecbb044.png




თოფის გადახსნის დროს იძაბება გლუვი ლულების მომსახურე საბრძოლო ზამბარებიც და ჩახმახებიც, ხოლო ხრახნილი ლულისათვის მზადყოფნაში მოდის მხოლოდ ჩახმახი, საბრძოლო ზამბარა კი განაქტივირებული გახლავთ. სასხლეტი კავი ასეთ თოფს აქვს 2, თითოეული მათგანი ემსახურება საკუთარ გლუვ ლულას.
კუთხვილი ლულიდან გასროლის სურვილისას ბერკეტის მიწევისთანავე მარჯვენა ჩახმახი ავტომატურად გადადის ქვედა ხრახნილი ლულის მომსახურებაზე. ამასთან წინა სასხლეტი კავი გადაჰყავთ ხრახნილი ლულის მომსახურებაზე გადამრთველით. ამავე დროს სამიზნე თამასაზე ავტომატურად აიწევა სამიზნური, რაც ცხადყოფს, რომ ხრახნილი ლულა მზადაა გასასროლად

 

კლუბი-მონადირე

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?