Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რუსული ნახევარავტომატები უკუქცეულ გაზებზე



თვითდამტენი ТОЗ-87

f6ed6f52d5da.jpg

ესაა 12 ყალიბის ნახევარავტომატი უკუქცეული გაზის მექანიზმზე. გამოიყენებს სტანრარტულ ვაზნებს(არა მეტალის) სიგრძით 70მმ. ლულა 1,0მმ შევიწროებითაა.
განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის ნებისმიერ ზომიერ კლიმატურ პირობებში(ტროპიკული ჰავის გარდა). თოფი გამოშვებულია МЦ24-12-ის ბაზაზე(კონსტრუქტორი ნ. ბაბანინი) 1987 წელს. გარეგნულად გავს ნახევარავტომატ МЦ 21-12-ს.

ТОЗ-87-01-ს აქვს დანაყოფებიანი, ე.წ. ვენტილირებადი სამიზნე თამასა;
ТОЗ-87-02-ს გააჩნია ჩასახრახნი ჩოკები;
ТОЗ-87-03-ს_ მთლიანი სამიზნე თამასა და ჩასახრახნი ჩოკები;
ТОЗ-87-04-ს აქვს დამოკლებული ლულა(400მმ);
ТОЗ-87-05-ს აქვს დამოკლებული ლულა და ჩასახრახნი ჩოკები;
ТОЗ-187 უკონდახოა ანუ ე.წ. ავტომატი;
ТОЗ-187-01 დასაკეცი კონდახით.





МЦ22-03 და МЦ22-07 - სანადირო თვითდამტენი თოფი უკუქცეული გაზის მექანიზმზე

22338a1579e3.jpg


МЦ22-03 და МЦ22-07 – ესაა ერთლულიანი სანადირო იარაღი 12(МЦ22-03) და 20(МЦ22-07) ყალიბისა. МЦ22-03 გათვლილია სტანდარტული 70მმ-იანი ვაზნებისათვის, ხოლო МЦ22-07 – მაგნუმისათვის.
ავტომატიკა დაფუძნებულია უკუქცეული გაზის ენერგიაზე, რომლებიც აღწევენ რა ლულის ქვემოდან არსებულ კამერებში, მოქმედებენ დგუშებზე(ორი), რომლებსაც თავის მხრივ მოძრაობაში მოჰყავთ საკეტი(,,ზატვორი”). აღსანიშნავია, რომ მაღალი(მაგნუმის შემთხვევაში) წნევის დროს, ე. წ. მარეგულირებლის მიერ ხდება ზედმეტი გაზის განდევნა, რაც ხელს უწყობს მექანიზმის სტაბილურ მუშაობას.





МР-153


085a866a37f7.jpg

256280ac900b.jpg




ესაა 12 ყალიბის თვითდამტენი იარაღი, რომელსაც უშვებს იჟევსკის ქარხანა(ИЖ-81-ის ბაზაზე). თოფი განკუთვნილია სამოყვარულო და სარეწაო ნადირობისათვის. მექანიზმი მუშაობს უკუქცეულ გაზებზე.
გამოდის 89 და 76მმ სავაზნით(რა თქმა უნდა შესაძლებელია სტანდარტული ვაზნის სროლაც). მჭიდი იტევს 3 ან 4 ვაზნას მისი სიგრძის მიხედვით, თუმცა შასაძლებელია ცილინდრული მჭიდის დაგრძელებაც(ეხრახნება დამატებით, რაც ზრდის ტევადობას).
კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ე. წ. მარეგულირებელი სახვადასხვა მუხტის ვაზნებისათვის. აღნიშნული მარეგულირებელი გადმოღებულია Beretta AL390-დან.
ჩამკეტი სისტემა ИЖ-81-ის გაუმჯობესებული ვარიანტია.
გათვალისწინებულია კონდახის რამდენიმე ვარიანტი: სტანდარტული, დასაკეცი, პოლიეთილენის, პისტოლეტური სახელურით. ასევე სხვადასხვა სიგრძის ლულით, სხვადასხვა შევიწროებებით(სახსნელი და მუდმივი ჩოკებით)

მცირე ტექნიკური მახასიათებლები:

1) ყალიბი_12; სავაზნე_89; ვაზნა_12x89, 12x76, 12x70; მჭიდის ტევადობა 3 ან 5(12x89); ლულის სიგრძე 600მმ ან 700მმ; წონა_ 3,6კგ.
2) ყალიბი_12; სავაზნე_76; ვაზნა_ 12x76, 12x70; მჭიდის ტევადობა 4 ან 6(12x76); ლულის სიგრძე 600მმ ან 700მმ; წონა_ 3,6კგ.





Бекас-авто

f8985b79b262.jpg

ეს თოფი 12/70 და 16/70 ყალიბისაა და განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის და დამზადებულია პომპა Бекас-ის ბაზაზე. მექანიზმი მუშაობს უკუქცეულ გაზზე. გააჩნია გაზის წნევის მარეგულირებელი. ლულა ორ ვარიანტშია წარმოდგენილი: ა)ძირითადი680მმ სიგრძისა, სახსნელი ჩოკებით (1,0 , 0,5 და 0). ბ) მოკლე ცილინდრი. სამიზნე თამასა ვენტილირებადია. კალაპოტზე შესაძლებელია ოპტიკის კრონშტეინის დაყენება.
აქვს ცილინდრული მჭიდი 4 ვაზნაზე და ვაზნების დამჭერი(საჭიროების შემთხვევაში მისი ჩართვით წყდება ლულაში ვაზნის მიწოდება). მისი დამცემ-სასხლეტი მექანიზმი დამზადებულია ისე რომ შესაძლებელია საველე პირობებში მისი მოხსნა.
მცველი ღილაკურია და განლაგებულია სასხლეტთან.
კონდახი და ტიბჟირი დამზადებულია კაკლის ან წიფლისაგან. გააჩნია ამორტიზატორი.
12 ყალიბიანი თოფის მასაა 3,5კგ, ხოლო 16 ყალიბისა კი 3,3კგ. გაბარიტები 1200х60х200მმ.
იარაღის დეტალების უმეტესობა თავსებადია(იგულისხმება, რომ 16 და 12 ყალიბის დეტალები მიდის ერთმანეთზე).




саига-12k

e131a6604dc6.jpg

კალიბრი-12
საერთო სიგრძე-910მმ .დაკეცილი კონდახით 670მმ.
სავაზნე-70-76მმ
ტიპი-ნახევრად ავტომატი.
წონა-4 კგ მდე.
ტევადობა-5 ან 8 ვაზნა.
გლუვლულიანი სანადირო თოფი საიგა-12 განკუთვნილია მცირე და საშუალო ნადირზე ან ფრინველზე სანადიროთ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.თოფში შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საფანტის ასევე ტყვიის ვაზნები სიგრძით70-76 მმ.ასევე გათვლილია მაგნუმის ვაზნებზე.
იარაღიდან ხდება საცალო გასროლა თვითდამტენი მექანიზმის მუშაობის ხარხარჯზე რომლის უკან დახევას უზრუნველყო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 უკუქცეული აირები ხომ არაა უფრო სწორი , მეგობრებო? მგონი სათაურში გაზის მაგივრად აირი უფრო გამართლებული იქნებოდა ....


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?