Jump to content

სურათი

Piper boyard


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Piper boyard




ანრი პიპერი გერმანული წარმოშობის ბელგიელი ფაბრიკანტია, რომელიც საკმაოდ კარგადაა ცნობილი ძველი თაობის მონადირეთათვის. მისი წარმოებული თოფები რუსეთში და იქედან საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან შემოვიდა.
ჯერ კიდევ 1892 წელს ლ. საბანეევი წერდა: ,,პიპერის იარაღი უმაღლესი ხარისხისაა და არაფრით ჩამოუვარდება ფრანკოტს, ფასით კი გაცილებით იაფია."
ანრი პიპერი პირველი ბელგიელი მეიარაღე გახლდათ, რომელიც რუსულ ბაზარზე მასშტაბურად შემოიჭრა. რუსეთისათვის განკუთვნილ ზოგიერთ(არა ყველაზე) თოფზე წარწერა რუსულენოვანი გახლდათ:,, ორიგინალური ბოიარდი" ან ,,ორიგინალური დიანა".

137ad6df3d45.jpg



აქვე აღსანიშნავია, რომ ელიტ-კლასის იარაღს პიპერი არ აწარმოებდა, ამიტომ საბანეევის სიტყვები აბსოლუტური პირდაპირი გაგებით არ უნდა იყოს აღქმული.


ანრი პიპერი დაიბადა 1841 წელს ვესტფალში . სკოლის დამთავრების შემდეგ მცირე საწარმოში მოეწყო სამუშაოდ, პარალელურად მეტალურგიის საწყისებსა და ორთქლის მანქანის კონსტრუირებას სწავლობდა. 19 წლის ასაკში მეზობელ ბელგიაში გადადის და კ. მარტინის მანქანათმშენებელ ქარხანაში იწყებს მუშაობას უფროს ოსტატად, 1866 წელს კი ლიეჟში აფუძნებს საიარაღო საწარმოს. პირველი 15 წლის განმავლობაში პიპერი ხრახნილლულიანი თოფის კალაპოტებსა და ლულებს უშვებს და მსოფლიოს 10 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.

ad6516d7aed4.jpg


1877 წელს ანრი პიპერი იმ დროისათვის უნიკალურ ტესტირებებს ატარებს რკინის, დამასკური და ჩამოსხმული ფოლადის გლუვ ლულებზე. ამ ტესტირებების შედეგად ცალსახად გამოიკვეთა ჩამოსხმული ფოლადის ლულათა უპირატესობანი. პიპერის დამსახურებაა ჩამოსხმული სალულე ფოლადის პირველი კონვეიერული წარმოება. ბაზარზე ეს პროდუქტი ,,ბოიარდის ფოლადი"-ს სახელით გამოჩნდა.

1c3d705ec83a.jpg


ფირმის სავაჭრო ნიშანია მხედარი რაინდი, რომელმაც გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება. მისი თოფები იდამღებოდა სახელით ,,boyard" ან ,,Diana''
1898 წელს ანრი პიპერის სიკვდილის შემდგომ წარმოებას სათავეში მისი შვილი ნიკოლა ჩაუდგა. ამ პერიოდში ფირმას ,,Anciens Etablissements Piper"(,,პიპერის ყოფილი საწარმოები") დაერქვა. 1905 წელს კი საწარმომ სააქციო საზოგადოების სტატუსი მიიღო.
XX საუკუნის დასაწყისში სააქციო საზოგადოება 2 საწარმოსაგან შედგებოდა: ძირითადი საწარმო ლიეჟში იყო(სანადირო და საბრძოლო იარაღი, ავტომობილები და ველოსიპედების წარმოება), ხოლო შვილობილი საწარმო ნესონვოში(ლულათა წარმოება). საწარმოში არსებული ჩარხების უმეტესობა(500 ცალამდე) აშშ-დან იყო შემოტანილი. წარმოების მასშტაბები(მოწინავე ტექნოლოგიებით) საკმაოდ შტამბეჭდავი გახლდათ. დიდ სეგმენტს მოიცავდა ხელით შრომაც. დამამთავრებელი ოპერაციები: კალაპოტის წრთობა, შებოლვა და გრავირება ქარხანების კედლებში არ კეთდებოდა, ამ მიზნით კერძო ოსტატებს მიმართავდნენ, რომლებიც სახლის პირობებში მუშაობდნენ.
ჩახმახიანი მოდელები Diana განსაკუთრებული სკურპულოზურობით იწყობოდა, გააჩნდათ წარმართული ქალღმერთის გრავირება და გაძლიერებული კალაპოტი. ლულების სახაზინო ნაწილის შეერთება ანრი პიპერის მეთოდით კეთდებოდა. ეს მეთოდი დღემდე გამოიყენება სხვადასხვა ფირმის მიერ და გულისხმობს სახაზინო ნაწილისა და ლულის კაუჭის(სამიზნე თამასის ნაწილთან ერთად) ერთი ნაჭერი ფოლადისაგან დამზადებას(მონობლოკი), რომელშიც შემდგომი გაცხელებით იპრესება ლულა(პირველ ხანებში დამასკური, შემდეგ ჩამოსხმული ფოლადის). ბოლოს თამასები და ლულები იჩრჩილება.
ეს მეთოდი ხელს უწყობდა ლულათა ზუსტ და პროპორციულ განლაგებას, რაც წარმატებით აისახებოდა ბალისტიკურ მაჩვენებლეში.

a167baca87d5.jpg

f3f8886791d6.jpg



ამ პერიოდში ანრი პიპერის ფირმა ბელგიის ყველაზე დიდი საიარაღო საწრმო იყო. მასში მუშაობდა თითქმის 700 ადამიანი. ზოგიერთი ცნობით მეფის რუსეთში პიპერის მიერ ნახევარი მილიონი ლულაა გატანილი(!!!)
1908 წელს მესამე ქარხანა გაეშვა ჰერსტალში, რომელიც სრულიად ახალი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი. ამ ქარხანაში ახალი დიზაინისა და სისტემის თოფების გამოშვებას შეუდგნენ. მათ შორის ახლებური, პატენტირებული საკეტებითა და გადასახსნელი ბერკეტით. ეს სისტემა ჩახმახიან თოფებზე კალაპოტის კიდევ უფრო გაძლერების საშუალებას იძლეოდა ენსონ-დილეის გამოყენების შემთხვევაში.

964e5330ccdf.jpg

მეოცე საუკუნის დასაწყისში საწარმომ ორიგინალური კონსტრუქციის შიდაჩახმახებიანი თოფის გამოშვება დაიწყო ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით, რომელიც ნიკოლა პიპერის მიერ იყო დაპატენტებული. საკეტ სისტემას ლულის კაუჭში შემავალი ე.წ. პერდეს ჩარჩო არ გააჩნდა, სამაგიეროდ იკეტებოდა კალაპოტის ზემოდან გამომავალი ელემენტით. ამისათვის სამიზნე თამასის დასაწყისში ლულების შეერთების ადგილზე გააჩნდა შესაბამისი ჭრილი. ჩამკეტი ელემენტი სამიზნე თამასის გაგრძელებას წარმოადგენდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განლაგებული იყო კალაპოტის თავზე.

25baa03f2fa5.jpg

ამ თოფებზე ფირმა დემიბლოკ ლულებს აყენებდა, რომელთა შეერთებასაც ,,მერცხლის კუდის" პრინციპით ახდენდა(აღნიშნული მეთოდიც ნიკოლა პიპერის პატენტია). ლულათა აღნიშნული შეერთება გულისხმობს ტრაპეციის ფორმის ვერტიკალურ ჭრილებს ლულის სახაზინო ნაწილში.
ფირმის პროდუქციის საერთო მასაში ყველაზე მეტად პოპულარული მაინც 1914 წლამდე გამოშვებული თოფები გახლდათ.
პიპერ ბოიარდმა ორი მსოფლიო ომის შემოტევას გაუძლო და შეწყვიტა არსებობა 1957 წელს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პიპერ ბოიარდის რუსული ბაზრისათვის განკუთვნილი მოდელები(გარე და შიდა ჩახმახებზე) რუსულენოვანი წარწერებით


394a1ed8ffc1.png



 





legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?