
შემადგენლობა
მომზადება
კურდღლის ხორცი არის ძალიან სასარგებლო და ამასთანავე ძალიან გემრიელი. მას გააჩნია დიეტური ხორცი, არ შეიცავს ქოლესტერინს. კურდღლის ხორცი ითვლება დელიკატესად.
მინდა შემოგთავაზოთ ბელგიური რეცეპტი. კურდღლის ხორცი გამოდის ძალიან ნაზი და არომატული. სასურველია გამოვიყენოთ ნამდვილი ბელგიური ლუდი.(პორტერი)
კურდღელი დავჭრათ და შევბრაწოთ ტაფაზე ყველა მხრიდან, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში და გადავდოთ თეფშზე.

ხახვი დავჭრათ რგოლებად.

ქვაბში, რომელშიც მოვშუშავთ კურდღელს,ჩავასხათ 1 ს/კ ზეთი, გავაცხელოთ და მოვშუშოთ ხახვი 4-5 წუთის განმავლობაში.

დავამატოთ ფქვილი და კიდევ მოვშუშოთ 1 წუთი.
ქვაბში ჩავაწყოთ კურდღლის ნაჭრები და დავასხათ ლუდი.

მაღალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე და ამის მერე ვხარშოთ კურდღელიდაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში, სანამ ხორცი არ გახედბა რბილი.
ამ კერძს უხდება მოხარშული კარტოფილის საკაზმი.
გემრიელად მიირთვით!