Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42596 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

527b84dd5b57.jpg
მდინარეში ქაშაპზე თევზაობისას მეთევზე გადაადგილდება დინების საწინააღმდეგოდ, სიარულის დროს წყალი
იმღვრევა და ეს თევზს დისკოფორტს უქმნის.
ამიტომ ვთევზაობთ მდინარის განზე და დინების საწინააღმდეგოთ. თუ გადაადგილებას ვერ ვახერხებთ ან ვთევზაობთ
დამდგარ წყალში ან ტბაში, მთავრია მაქსიმალურად ჩუმად ვიმოძრაოდ წყალში რომ თევზი არ დავაფრთხოდ.
ქაშაპს ძალიან უყვარს დგომა ჩაძირულ ხეებთან, ხეების ჩრდილის ქვეშ, მდინარეში ჩაძირულ ხეს თუ ნახავთ იმის უკან დინების ქვემოთ აუცილებლად იდგება ქაშაპი. ასევე ხშირი შემთხვევა როდესაც დაბალ წყალში გამოდის ხოლმე და დინების მიერ ჩამოტარებულ სხვა
და სხვა მწერებს მიირთმევს.
თუ მდიანრის პირას ცოტა ხნით უხმოდ გავჩერდებით, შესაძლებელია თევზის დანახვაც, ამისათვის დაგვჭირდება პოლარიზებული სათვალეები, რომელიც არც თუ ისე ძვირია და იყიდება თითქმის მეთევზის ყველა მაღაზიაში.
მცირე ზომის თევზები შედარებით უშიშრები არიან და თუ საკვებს ჩავყრით წყალში მომენტალურად დაესევიან, მაგრამ მოზრდილი
ზომები საკმაოდ ფრთხილები არიან, წყლის ზედაპირიდან საკვებს (კალია, ხოჭო და სხვა მწერები) თითქმის უჩუმრად ყლაპავენ.
თუ ნორმალურად კომუფლირებულები ვიქნებით შესაძლოა ამის ექსპერიმენტის ჩატარებაც.
დავიჭერთ რამოდენიმე მწერს, ჩავაგდებთ ნელ დინებაში და დავაკვირდებით თევზის რეაქციას.
თუ ვთევზაობთ ხის ჩრდილის ქვეშ, სატყურა რომელიც არ უნდა გვქონდეს უნდა მივაწოდოთ ნაპირთან მაქსიმალურად ახლოს და უჩუმრად, (ხიდან ჩამოვარდნილი მწერის იმიტირებას უნდა გავდეს) ამ დროს შნურით ნელა ნელა მოვქაჩოდ ჩვენსკენ, თითქოს მწერი
მოძრაობს.
თუ ჩაძირულ ხესთან ვთევზაობთ სადაც ხის უკან სავარაუდოთ უნდა იდგეს თევზი, ამ შემთხვევაში ხის ცოტათი ზემოთ, დინების
საწინააღმდეგოდ ვაწვდით სატყუარას და ეს დინების მიერ ჩამოტარებულ მწერის იმიტაციას ემსგავსება.
აუცილებელია ვიყოთ მზად თევზის მწერზე შეტევისათვის, შნური მაქსიმალურად სწორედ უნდა გვეკავოს.
რას ნიშნავს შნურის სწორედ დაკავება:

შნური უნდა გვეკავოს მოჭიმულ მდგომერეობაში, როდესაც თევზი სატყუარას ჩაყლაპავს მაქსიმალურად მოკლე მოქაჩვა რომ
დაგვჭირდეს (პოდსეჩკა) და ზედმეტი მოძრაობები რომ არ ვაკეთოთ.

ქაშაპი საკმაოდ იმპულსური თევზია და როდესაც აქტიურია ყოველთვის რეაგირებს სატყუარას წყალზე დავარდნისას, ასე რომ
სატყუარის დატაცება მომენტალურია ხოლმე.
თუ მომენტალური დატაცება არ მოხდა მაშინ სატყუარა ცოტათი შევეთამაშოთ შნურით. (ჩვენკენ მოვქაჩოთ ნელა ნელა )
ყოველი თევზაობისას თევზი უნდა შევისწავლოთ, სად ბუდობს, რომელ სატყუარას ანიჭებს უპირატესობას, როგორ მივაწოდოთ სატყუარა და სხვა.
არის შემთხვევა როდესაც არ ეკარება მშრალ სატყუარას და მცირე ზომის თევზები ზარმაცულად გაეთამაშებიან ხოლმე. ამ დროს სასურველია მძიმე სატყუარაზე გადასვლა. ასეთი მოქმედებებით ვგებულობთ თუ რომელი სატყუარა უფრო წარმატებულად
გამოიყენება კონკრეტულ დღეს კონკრეტულ თევზზე.

დიმიტრი ვოლჟინი

ერთ ერთი უმთავრესი ფაქტორი ქაშაპის მოზიდვის არის მწერის იმიტაციის წყალზე დაცემით გამოწვეული ხმა. ამას ყველა ადვილად მივხვდებით
როცა არც თუ სუფთა წყალში ვთევზაობთ. ჯერ ჯერობით ქაშაყზე ყველაზე რეზულტატიანი არის ხოჭოს იმიტაციები, რომელსაც დაცემისას საკმაოდ დიდი ხმა აქვს და ძალიან ემსგავსება ნამდვილი ხოჭოს დაცემისაგნ გამოწვეულ ტყაპანს. შარშან მდინარე კინტრიშზე ვითევზავეთ. და მდიანრის ძირითად ტანში თითქმის არ დაგვიჭერია მოზრდილი ქაშაყი. სულ ნაპირთან ახლოს,თხელ წყალში იდგნენ , ჩრდილში, ტოტების ქვეშ ინტერნეტიდან შეძენილი გამოცდილების მიხედვით და 10 ჯერ უფრო მეტი შედეგი მოგვცა ხოჭომ, ვიდრე მაგალითად რუისელმა, ან ჭიანჭველის იმიტაციამ.
რუსი მეგობრებისგან გვაქვს ნასწავლი - ზამთარშიც კი, როცა მფრინავი მწერები დიდად არ არღვევენ ცივ სიმშვიდეს, მაშინაც კი ხოჭო
არის ყველაზე კარგი სატყუარაო, ოღონდ ფერები უფრო ნათელი და მყვირალა უნდა იყოს, ყვითელი,სალათისფერი, სტაფილოსფერი ა.შ.

თუ მოხდა სასწაული და ხოჭოს არ გამოყვა ქაშაპი..ოო აი მაშინ საქმეში შემოდის სტრიმერის ტიპის სატყუარები, ფერი ჯერჯერობით
ჩემი გამოცდილებიდან შავ-თეთრი ლიფსიტის იმიტაციაა მოზრდილი თვალებით.
მაგალითად
ნემსკავი ნომერი 10/12 - თვალები ვერცხლისფერი, ოქროსფერი - 1,5 მმ დიამეტრის, ტანი თეთრი მარაბუ, ზურგი შავი მარაბუ
თეთრზე ორჯერ ნაკლები ოდენობით,და ერთი ორი ღერო "კრისტალ ფლეში" ეფექტისთვის. დასველების შემდეგ ეს ძალიან გავს ქაშაპის
ლიფსიტას. იქიდან გამომდინარე რომ, როცა ქაშაპი არ ეტანება მწერებს, მაშინ იკვებება თავისივე მონათესავე ლიფსიტებით,(კანიბალ)
ეს საკმაოდ შედეგეიან სატყუარად მიმაჩნია. მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა ვიქნიოთ სატყუარა ჩრდილში, ხეების ქვეშ.
ამისთვის უფრო მზიანი ადგილი გვინდა, ღრმა და თითქმის დამდგარი წყალი, სადაც მოსაღონიერებლად ბანაკდებიან ლიფსიტები.
ამ თემას გავაგრძელებთ სულ მალე, და დავასურათებთ ჩვენივე გადაღებული ფოტოებით.

სანდრო კახობერაშვილი, GEORGIAN FLY FISHING CLUB

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
badri624

badri624

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 232 პოსტი
  • მისამართი:ბაღდათი
  • წარმოშობა:ბაღდათი

1.2კგ-იანი დავიჭირე ერთი კვირის უკან, ძაან ვისიამოვნე :)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42596 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბადრი .მე და გორდა მაქეთ ვაპირებ წამოსვლას და რამე იქნებ დაგეგმო


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?