Jump to content


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჩაძირული ქალაქის საიდუმლო
 
b9b9260cb4ad2f20ca852ec67be00cba.jpg
26-03-2012

რას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი

ჟინვალი -  უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქალაქი


ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუებაო. ქართველებიც, ავად თუ კარგად, ჟინვალის ხეობაში დაგუბებულ 7-კილომეტრიან არაგვის ზღვას შევეგუეთ და მის 75-მეტრიან ფსკერზე რა ჩაიძირა, აღარც ვკითხულობთ. ან, უბრალოდ, გვირჩევნია, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. არ მეეჭვება, რომ მოვა თაობა, რომელიც უსათუოდ მოიკითხავს, რა იმალება ჟინვალის ზღვის ფსკერზე. მამაკაცებს ტირილი არ ეხერხებათ, მაგრამ ჟინვალის გათხრებზე მომუშავე არქეოლოგი, ქალბატონი ვერიკო ჩიხლაძე ცრემლს ვერ იკავებს, - ამ ადგილის სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის 60% წყალმა დაფარაო. 41 წლის წინ კი არქეოლოგმა რამინ რამიშვილმა თავის ექსპედიციასთან ერთადა პირველად დაჰკრა ბარი იქ, სადაც უძველესი ქართული ქალაქი უნდა ჩაძირულიყო. ბატონ რამინს იმ დღეების გახსენება ძალიან უჭირს.  

- ქალაქი ტყუილად როდი ვახსენეთ, - ზუსტად იმ ადგილებში, რომელიც ჟინვალის ზღვამ დაფარა, შუა საუკუნეების მდიდარი ქართული ქალაქი ჟინვალი ყვაოდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებით და სასახლეებით. აქ ცხოვრება პრესტიჟულად ითვლებოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, ახალმოსახლეებს მხოლოდ ქალაქგარეთ ცხოვრების უფლებას აძლევდნენ. გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭარნი მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად გამოჩნდა იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოიყვანა - მათ ჟინვალი გამოიარესო, - წერს მემატიანე. მერე კი ჟინვალი თამარმა საკარგავად - დროებით სარგებლობაში ერთგულ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს უბოძა. მან ეს ძვირფასი სარგო ფეოდალთა აჯანყებისას თამარის გვერდით დგომით დაიმსახურა.

1400398966.jpg

ჭიაბერ მანდატურთუხუცესის სამარხი რომ გავთხარეთ, უკვე გაძარცული საფლავი ჭიაბერის დროინდელი ეკლესიის ქვეშ დაგვიხვდა. იქ მხოლოდ ქვის საფეხურებით ჩადიოდი. თუმცა აკლდამაში ბევრი საინტერესო რამ იყო შემორჩენილი. თავად ჭიაბერი პირველი იყო დაკრძალული, მის თავზე კი დროთა განმავლობაში დაფლული მისი 50-მდე შთამომავალი ესვენა, მათ შორის ბავშვები. სწორედ ჭიაბერის საფლავზე ვნახეთ მიმობნეული თამარის დროინდელი 17 მონეტა, რომელიც მანამდე მხოლოდ ორი ცალი იყო მსოფლიოში - ერთი პეტერბურგშია და მეორე ინგლისში. ეტყობა, მრავალი წლის წინ რომელიმე უცხოელმა შეიძინა.

მერე უნიკალური აღმოჩენები დაიწყო. ცალკე ითხრებოდა ჟინვალის  ნაქალაქარი არაგვის მარცხენა მხარეს და ცალკე - არაგვის მარჯვენა სამაროვანი. არაერთი სამარხი გავხსენით.

- ამ ქალაქს მტერი მრავლად ეყოლებოდა...
- სწორედ ამიტომ ჰქონდათ შესანიშნავი იარაღი, რომელიც უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეების სამარხებში ვიპოვეთ. ჟინვალს უკვე VIII საუკუნეში ეტყობა არაბთა რბევის კვალი, მაგრამ თამარის დროს ქალაქი ყვაოდა და არა მხოლოდ არისტოკრატები, ვაჭრები, ხელოსნები, საშუალო მოქალაქეებიც საკმაოდ მდიდრები იყვნენ. მაგალითად, ოქროსსარჭებიანი გოგონა ქალაქის საშუალო ოჯახიდან იყო. ვაჭართა ოთხი სამარხი გავთხარეთ და დავადგინეთ, რომ ისინი არისტოკრატებზე მდიდრებიც კი იყვნენ - ერთის სამარხზე ტაძარიც იყო აგებული. მაგრამ, გავლენისა და სიმდიდრის მიუხედავად, მათ ქალაქის არისტოკრატთა სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება არ ჰქონდათ - ოთხი ვაჭრის მდიდრული აკლდამა სწორედ არისტოკრატთა სასაფლაოს გალავანგარეთ იყო მოქცეული... არადა, გავლენით არავის ჩამორჩებოდნენ - ჩვენს ისტორიაში სწორედ დიდვაჭარმა ზანქან ზორაბაბელმა ჩამოიყვანა თამარ მეფის საქმროდ გიორგი რუსი - რუსთა ქვეყანა ძლიერდება და გამოგვადგებიანო...

- ხელოსანთა დასახლებაში რაღა ხდებოდა?
- როცა მათი საცხოვრებლის ნამარხებს ვთხრიდით, ისეთი ხელნაკეთი ჭურჭელი აღმოვაჩინეთ, შეუძლებელია, მისი პატრონი ღარიბი ყოფილიყო. მათ ეზოებში ჰქონდათ ქურები, რომელშიც ფერად მინასაც ასხამდნენ. ამას ადასტურებს აღმოჩენილი მინის ცრემლები - ეს ცრემლი იქ ვერ იქნება, სადაც არ არის მინის ჩამოსასხმელი მილი. იქვე I საუკუნის მინის ფერადი ფლაკონებიც ვიპოვეთ, რაც არა მხოლოდ მინის ჩამოსხმის ხელოვნებაზე, მედიცინის ცოდნაზეც მეტყველებს. 

- ასეთ მდიდარ ქალაქში შეუძლებელია, სადმე განძი არ ყოფილიყო დაფლული.
- იყო კიდეც. რამდენიმე ადგილას XI-XII საუკუნეების 2000 მონეტა ვნახეთ, ერთ ადგილას მეტრამდე სიღრმეში 1100 მონეტა იყო ჩაფლული. ის, ვინც მონეტები გადამალა, ალბათ მოკლეს და განძის ადგილი ამიტომაც საიდუმლოდ დარჩა, ისევე როგორც ჟინვალის ზღვის ქვეშ დანთქმული ჩვენი სიმდიდრის საიდუმლო. 15 წელიწადი ვიმუშავეთ, დღე და ღამე არ გვეძინა, წელიწადში მხოლოდ ორი თვე ვისვენებდით და მხოლოდ 3 ათასი სამარხი გავთხარეთ. ამაზე ალბათ ორჯერ მეტი და კიდევ ნაქალაქარის უდიდესი ნაწილი წყალში დარჩა. თუმცა, რაც აღმოჩნდა, ფართო საზოგადოება არც იცნობს, არადა წიგნს, რომელიც ამ თემაზე მომზადდა, დამფინანსებელ-გამომცემელიც არ მოეძებნა.
1400399105.jpg
- კერძოდ რა დარჩა წყალქვეშ, კონკრეტულად შეგიძლიათ აღნიშნოთ?
- ძალიან ძნელია. 7-8 ეკლესია რომ გაუთხრელი დარჩა, ნამდვილად ვიცით. და თუ ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთებით ვიმსჯელებთ, წყალში დარჩა უნატიფესი ხელოვნებით შემკული აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღი და სამკაული... ერთ-ერთ ჟინვალის კოშკს მაშინ მივუსწარით, როცა ამფეთქებლებს უკვე ნახევარი მხარე  ჩამონგრეული ჰქონდათ და როცა შევისწავლეთ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა თავისი სასმელი წყლის აუზითა და ღამის სათევი ოთახებით - ზოგი ალყა ხომ თვეობით გრძელდებოდა.

dad020430b050668e8d89bcad4354b45.jpgგარდა ამისა, კოშკს ხის ბაგირებიც ჰქონდა, რომელსაც ღამით სწევდნენ, რომ ქალაქში უცხოს არ შემოეღწია. ტრაგედიაა ასეთი სიმდიდრის წყალში ჩაფვლა. სხვათა შორის, ჟინვალის 100-მეტრიან კაშხალთან ჩაიძირა მდინარის აქეთ და იქით სანაპიროზე მდებარე ქალაქის ჭიშკარიც, რომელზეც XIIIII საუკუნეში მონღოლები გადავიდნენ. გიორგი ბრწყინვალემ XIV საუკუნეში ქალაქი ისე ააღორძინა, რომ სიამაყის განცდა არ გვტოვებდა, - სრულიად ახალი ნაგებობები წამომართა. საუბედუროდ, ეს აღორძინება დიდხანს არ გაგრძელდა - ამავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა ქალაქი მიწასთან გაასწორა. შემდგომში კი ეს ტერიტორია ქართლისა და კახეთის  სამეფოებმა გაიყვეს და ვინღა აღადგენდა.

- სავარაუდოდ, ასეთ ქალაქში ალბათ უძველესი ქართული წარწერებიც უნდა იყოს სადმე.
a198cc533dbe71977c0134bf546ede04.jpg- სპეციალისტი თუ რაიმეს პირადად არ ნახავს, მანამდე ვერაფერს იტყვის. მაგრამ სწორედ ამავე წლებში, როცა ხევსურეთიდან რუსეთისკენ გამავალი რკინიგზის გაყვანას აპირებდნენ (მადლობა ღმერთს, რომ ეს განზრახვა ჩაიშალა) და გათხრები ამის გამო ჩატარდა, ქალაქ ჟინვალის ახლოს, სოფელ დავათში აღმოჩნდა 368 წლით დათარიღებული სტელა ქართული ანბანით. არადა, მანამდე რამდენ მეცნიერს უკამათია იმაზე, რომ ქართული დამწერლობის ნიმუშები მხოლოდ  V  საუკუნისა იყო, რამდენი ასო-ბგერა უნდა ყოფილიყო ქართულში, - 34 თუ 35... სტელა დავათის ეკლესიის სვეტში იყო ჩაშენებული და მის წინა, ხილულ ნაწილში თავზე ჯვარით გამოსახული ღვთისმშობელი ჩანდა. ქართული ანბანის ახალი დათარიღების საიდუმლო კი სტელას უხილავ ნაწილში ამობრწყინდა - იქ ორ ანგელოზს ხელთ ანიდან ჰოემდე 37 ქართული ასო-ბგერა უჭირავს და ზეცად აღამაღლებს. ეს კი ნათელყოფს, რომ სწორედ ლოცვითა და ქედდრეკით აღამაღლებდა თავის ანბანს მაშინდელი საქართველო. ბუნებრივია, ამ დონის გათვალისწინებით, ჩვენი დამწერლობის სხვა ნიმუშებიც უსათუოდ გვექნებოდა.

P.S.გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველმა "ვეფხისტყაოსანი" სწორედ ჟინვალში გადასცა თამარს. ეს ვერ ამტკიცებს, მაგრამ მაინც მიუთითებს იმაზე, რომ პოეტმა ქალაქი ჟინვალი ქმნილების გამომზეურების შესაფერის ადგილად მიიჩნია. ჟინვალში აღმოჩენილი უდიდესი ხელოვნების ნიმუშების ფონზე შეუძლებელია, არ იფიქრო, რომ ეს ქალაქი ყველაზე წიგნიერი და კულტურული იყო ეპოქის ქალაქთა შორის. ჟინვალის სამაროვანში ნაპოვნია ამიერკავკასიაში ამ დროისათვის ერთადერთი, ბეჭედზე ამოტვიფრული ღვთისმშობელი ყრმით (530-532 წლები). ჟინვალი ას არქეოლოგიურ უბნად დაიყო. არქეოლოგ ვერიკო ჩიხლაძის ნაწილობრივად შესწავლილ მხოლოდ ერთ უბანზე ძვ.წ. I-VIII საუკუნეების 10000-ზე მეტი არქეოლოგიური ნიმუში აღმოჩნდა. ეს კი ნიშნავს, რომ ჟინვალის ყველა არქეოლოგიურ უბანზე მილიონზე ბევრად მეტი ნიმუში უნდა მოძიებულიყო, რომელთა უმრავლესობა ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე დარჩა.

ჟინვალის წყალსაცავი 1971 წლიდან შენდებოდა და 1985 წელს დაიტბორა, სიგრძით დაახლოებით 7 კილომეტრია, სიგანით კი, ზოგ ადგილას -14 კილომეტრი.
P.P.S. ფოტოების მოწოდებისა და კონსულტაციისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ვერიკო ჩიხლაძეს.

4de65ae8e2ea961453d88742b5081615.jpgოქროსსარჭებიანი გოგონა
V საუკუნის სამარხში აღმოჩნდა 10-12 წლის გოგონას თმა, - ოქროს რგოლზე დახვეული ოქროს სარჭებით დამაგრებული ნაწნავი კეფის უკან იდო. თმა მალე დაიშალა, თუმცა ვარცხნილობის ნახაზი შედგა. ნამარხთა ვარცხნილობებში ერთი კანონზომიერება დგინდება: ქალები, რადგან ქალი ქვემოთ, დედამიწისკენ მიმართულად აღიქმებოდა, ყელთან შეკრულ ლეჩაქს და დაშვებულ ნაწნავებს ატარებდნენ, გოგონები კი, რომლებიც ზეცისკენ მომზირლებად მიიჩნეოდნენ, მაღლა აწეულ თმას სარჭებით იმაგრებდნენ.

1400399034.jpgIII საუკუნის მეომარი

 

1400399059.jpg

ერთგან III საუკუნის მეომრის ნეშტი აღმოჩნდა, ულამაზესი აღჭურვილობით - ზედვე ხელუხლებლად ეწყო ხმალი, ჩაჩქანი, სამხრეები, ქამარი... იქვე ნაპოვნი ბეჭდის გამოსახულების მიხედვით აღდგა III საუკუნის ჟინვალელი მამაკაცის გარეგნობა, რომელიც თავის ქალაქსა და სამშობლოს იცავდა...


ჩამსწორებელი babu, 13 April 2020 - 05:13 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მაგარია ,რამხელა განძია და კიდევ რამდენი განძი აქვთ გატანილი და განადგურებული რუსებს ]

 

აუ რა საინტერესოა როდესმე ნეტა მოხერდება მისი დათვალიერება ? 

 

უუფ არქეოლოგია ძალიან მიზიდავს :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მერე აიღე ნიჩაბი და წავიდა...

ჩვენი მერიის მეოხებით ორმოები და საჩიჩქნი ადგილები არ გვაკლია :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი
ვაა ძალიან საინტერესოა, მადლობა ბაბუ ასეთი მაგარი პოსტისთვის, ; ) არა და დღეს გამოვიარე ჟინვალის წყალსაცავი როგორი მწვანეა და მრავლის მეტყველი, (ერთ დროს ძალიან მდიდარი და გამოსაჩენი, ეხლა ჩაძირულია წყალში) : ( ,,, ამ პოსტს, რომ ვკითხულობდი ეგრევე ამომიტივტივდა აზრი თამარ მეფის სამარხის შესახებ ამ ქალაქში :think:  
 


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რამდენჯერ გამივლია და დამინახია ეკლესიი გუმბათი...

ეჰჰჰჰ ...



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ისე ეხლა დავფიქრდი და ამხელა განძი დაგვამარხინეს კომინისტებმა ... 

 

უძველესი ქალაქი წამოიგდინეთ მანდ რა იქნებოდა რომ არ დაეფარათ წყლით 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ნეტავ კიდევ რამდენ რამეს ინახავს ეს კურთხეული მიწა, ოდესმე მაინც გაიგებს კაცობრიობა ამ ყველაფერს ? :03:

 

 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი

მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. jinvali.jpgჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა.

გიორგი დვალაშვილი: “ჟინვალის წყალსაცავი 1984 წლამდე დატბორილი არ გახლდათ, განსხვავებით წალკის წყალსაცავისგან, რომლის დატბორვაც 1947 წლიდან დაიწყო. თუმცა გარდა ბაზილიკური ტიპის ტაძრისა, აქ ძალიან ბევრი ნანგრევი ჩანს. 80-იან წლებამდე, სანამ ეს ტერიტორია დაიტბორებოდა, ეკლესია დიდი მნიშვნელობის წმიდა სალოცავსა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. ტაძრის წყლისგან გათავისუფლებისას მიმდინარეობს მისი კედლების შლა. ტაძრის ქვების გამოფიტვის პროცესი იმდენად სწრაფად ხდება, უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოიშალოს ის თაღიც, რომელიც ბაზილიკურ ტაძარს თავზე ჯერ კიდევ ადგას.

jinvalis-wyalsacavi.jpg

ჟინვალის ეკლესიის იდენტური ტაძარი ამ ტერიტორიის სიახლოვეს აშენდა, სადაც 3 წელია წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს.
სამწუხაროა, რომ ეს სიძველეები 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება. ამ დროს რთულია ტაძართან მისასვლელი გზაც.”


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეგ ის ეკლესიაა სადაც გადმოცემის თანახმდ, 300 არაგველი შეიკრიბა.  თბილისთან ერეკლეს დასახმარებლად წამოსასვლელად . და მაგ ეკლესიაში წმ გიორგის ხატთან  ფიცი დადეს!


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

4fd120c15c74.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

2357542f5997.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

38d47017f784.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://www.ick.ge/n...awiruli-eklesia

 

https://forum.ge/?f=...c=34653445&st=0

2052c675e66e.jpg


ჩამსწორებელი babu, 13 April 2020 - 04:58 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?