დასუფთავების აქცია ქვათახევსა და სიონში
დღეისათვის საქართველოში გარემოს დაბინძურების მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. გარდა ბუნებაში უკვე არსებული დატოვებული ნარჩენებისა, სიტუაციას ამძიმებს მოსახლეობის დაბალი ცნობიერების დონე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ყოველდღიურად ჩნდება დაბინძურების ახალი კერები, მიუხედავად არაერთი ორგანიზაციის აქტივობისა დასუფთავების კუთხით, სიტუაცია მაინც განსაკუთრებით მძიმეა.
ორგანიზაცია "სუფთა საქართელოს" მიზანია:
დაბინძურებული ადგილების გამოვლენა;
აღნიშნული ადგილების დასუფთავება;
დასუფთავებულ ადგილებზე საინფორმაციო ბანერების განთავსება;
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და ინფორმირება ამ პრობლემის გარშემო;
მედია საშუალებებით აქციების გაშუქება, რათა მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა, თუ რა ხდება და რატომ არ უნდა დააბინძურონ გარემო;
ახალგაზრდობის ჩართვა დასუფთავების აქციებში.
პროექტი მიზნად ისახავს სიონის წყალსაცავზე და ქვათახევში დასუფთავების აქციების ჩატარებას და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას გარემოს დაცვით აქტივობებში.
პროექტის მთავარი არსია ამ და სხვა მსგავსი აქციების ჩატარებით მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც საბოლოო ჯამში საგრძნობლად შეამცირებს საქართველოს დაბინძურების დონეს.
ჩვენ გვინდა სუფთა საქართელოში ცხოვრება !