Jump to content


ამ თემას აქვს 51 გამოხმაურება

#46 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1634 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
თქვენ გენაცბალეთ ძმებო! მეამაყებით!

#47 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2410 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ამ ტრაგედიამ ბევრი რამ ასწავლა ხალხს. ალბათ ისედაც ვიცოდით, ჭირსა შიგან გამაგრებაო - ეს ხომ ჩვენმა წინაპარმა თქვა



#48 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1655 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ამ ტრაგედიამ ბევრი რამ ასწავლა ხალხს. ალბათ ისედაც ვიცოდით, ჭირსა შიგან გამაგრებაო - ეს ხომ ჩვენმა წინაპარმა თქვა

ნამდვილად ლევან...      ძალა ერთბაში გვაქვს! 



#49 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 288 პოსტი
ჩემო მეგობრებო ფორუმს ვათვალიერებდი და წავაწყდი ამ თემას. რა გითხრათ, მაგარი კაცები ხართ! ამაში ეჭვი არაზდროს შემპარვია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
მადლობა ყველაფრისთვის. თითოეული იმ ოფლის წვეთისთვის რაც თქვენ იქ დაღვარეთ. და ყველას მადლობა ვინც იქ, იმ ავბედით დღეს იდგა და ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში.

legion.ge_12995d39e1663760f.jpg
legion.ge_12995d39e17493c1f.jpg

ეს არის ჩემი ძმის, ბექა ბუთურიშვილის მანქანა, რომელიც რამოდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა. მის შემდეგ რაც წყლის დონემ დაიწია.
ბექა ვერ ვიპოვეთ.

#50 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4420 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

საშინელი დღე გათენდა ამ დღეს სრულიად საქართველოსთვის, ამ დღეს ვნახე ქართველი სტუდენტების და ახალგაზრდების ანთებული გულები, რომელიც ქართველობით ძგერდა . . . 

 

ღმერთმა აცხონოს ამ დღეს დაღუპული ყველა ადამიანის სული !!!



#51 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემო მეგობრებო ფორუმს ვათვალიერებდი და წავაწყდი ამ თემას. რა გითხრათ, მაგარი კაცები ხართ! ამაში ეჭვი არაზდროს შემპარვია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
მადლობა ყველაფრისთვის. თითოეული იმ ოფლის წვეთისთვის რაც თქვენ იქ დაღვარეთ. და ყველას მადლობა ვინც იქ, იმ ავბედით დღეს იდგა და ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში.

 

ბუთურ ძმაო , შემოგევლე მაგ გულში. ეს უბედურება რომ დატრიალდა წინა დღესაც ერთად ვიყავით , ფეხბურთის სათამაშოთ. მერე ერთად ავედით ნაფეტვრებში და სწორედ იქ მოგვისწრო ამ თავსხმამ. უკუნი იდგა თითქოს გარეთ არაფერი არ ჩანდა , არადა ჩვენგან 50 მეტრში მთელი ფერდი წაიღო ვერემ. ზედ არსებული ფერმით. ელიზები მოყვა ამ წყალდიდობაში თავისი ჯიპით , მაგრამ ვინაიდან ლექსუსი მაღალია შედარებით ადვილად გაიარა . ჩვენთან იქ დარჩენილებს დაგვირეკა და გაგვაფრთხილა ვაკე-საბურთალოზე გურამიშვილზე არ გამოხვიდეთ წყალი გვარიანადაა აწეული და უფრო და უფრო იმატებსო. 

არ გვეგონა თუ საქართველოში კატასტროფა ხდებოდა და ამდენ უბედურებას მოიტანდა...

მეორე დილიდან იქ ვიყავით ნაწილი ვაკის ეკლესიასთან მდებარე სასაფლაოების ლოკაციაზე , ნაწილი კი მზიურის პარკში გადავნაწილდით. რაც იქ ვნახეთ -მტერს. 

  რამოდენიმე მანქანას და დაღუპულის ცხედარსაც  მივაგენით...სამწუხაროდ ცოცხალი არავინ იყო. ვწუხვარ მეგობარო , გულით ვწუხვარ რომ ამ უბედურებამ ამდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მითუმეტეს შენი ძმის. ნათელში ამყოფოს უფალმა.

ჩვენ გულით ვეძებდით და ფაქტიურად არცერთი დღე არ დაგვისვენია, მაგრამ სამწუხაროდ იმ ღამეს ვინც იმ ზონაში მოყვა, გადარჩენის შანსი იქ არავის ქონდა.

წლების წინ როდესაც არ გიცნობდით ბუთურ , ვინ წარმოიდგენდა რომ თურმე შეუჩერებლად ვეძებდით ადამიანს რომელიც ჩვენი მომავალი ძმის , ჩვენი ბუთურას ოჯახის წევრი იყო. შეიძლება იქ იმ ადგილებში ჩვენ გვერდიგვერდ ვიყავით კიდეც, მაგრამ...

მაშინ რომ გავიკითხეთ (ყველა ერთიდა იგივეს კითხულობდა) . "ვინმე ჩვენიანს ხომ არ შეეხო ეს უბედურებათქო" რათა საჭიროების შემთხვევაში მივხმარებოდით . აღმოჩნდა რომ სხვები იყვნენ დაზარალბულები. .  რას წარმოვიდგენდი რომ წლების შემდეგ  ეს "სხვა" ჩემი ოჯახის წევრი "ჩვენი ბუთურა აღმოჩნდებოდა".

ან და შენ რას წარმოიდგენდი რომ იმ დღეს დაკარგული ძმის მაგივრად ამდენ ძმას შეიძენდი ბუთურ. (აკი ნათქვამია "სანთელ-საკმეველი არ დაკარგავს გზასო) 

ან იმას როგორ წარმოვიდგენდი რომ ვისაც ვეძებდით , - მაშინ ჩემთვის უცნობ , ბექა ბუთურიშვილს, წლების შემდეგ მისი ძმისშვილის დაბადებას ვიზეიმებდი მამამისთან და მთელ მის ოჯახთან ერთად. 

ვიზეიმებდი იმას რომ ქვეყანას მოევლინა  პატარა ვაჟკაცი  -  ბექა ბუთურიშვილი!

დიდია უფალი და მისი მადლი ფარავდეს ბექას!

:36_3_14: 



#52 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 244 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
დღითიდღე შეიძლება დარწმუნდეს ადამიანიბრომ უკვალოდ არაფერი ქრება, და გვაქვს ჩვენ დაწერიი რაღაც გზა უნდა გავიაროთ. ეს ყველაფერი შემთხვევითობა არ არის ამის მე ნაკლებად მჯერს, ეს ყველაფერი ღრუბლებს ზემოთაა გადაწყვეტილი რამაც უფრო განამტკიცა თქვენი ძმობა, ოჯახი და მეგობრობა.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?