Jump to content

სურათი

გველის ნაკბენი და უსაფრთხოების წესები. ადამიანი და გველი

გველი უსაფრთხოება ადამიანი საქართველო ლეგიონი ნაკბენი ინტოქსიკაცია სისხლი

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45827 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
გველის ნაკბენი და უსაფრთხოების წესები. ადამიანი და გველი.

საქართველოში გავრცელებულია გველების 20 -ზე მეტი სახეობა, აქედან მხოლოდ ოთხია ადამიანისთვის მეტნაკლებად საშიში და შხამიანი: გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და კავკასიური გველგესლა.

გველების ვიზუალური ამოცნობა

- შხამიან გველს სამკუთხედისებრი თავი აქვს, ხოლო დანარჩენებს მომრგვალო-წაგრძელებული.

tavebi-300x213.jpg

- შხამიანი გველის თვალი “რომბისებურია”, უშხამოსი მრგვალი.

tvali1-150x150.jpg შხამიანი tvali2-150x141.jpg უშხამო

- გველგესლებს ხშირად ზურგზე დაყვებათ ხერხისმაგვარი „ნახატი“.
- გაეცანით ქვემოთ მოყვანილ სილუეტებს და დაიმახსოვრეთ ისინი.

საქართველოში გავრცელებული ოთხი ტიპის შხამიანი გველი

გიურზა (Macrovipera lebetina obtusa) – კავკასიის ყველაზე შხამიანი გველი, რომელიც იზრდება 1,5 მეტრამდე და იწონის 3 კგ-ს. ბინადრობს თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლსა და კახეთში.

g3-150x150.jpg g1-150x150.jpeg g2-150x150.jpg
 

ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes transcaucasiana) – რუხი ფერის, ზურგზე შავი ზოლებით, სიგრძე: 60-70 სანტიმეტრი. გველგესლებიდან ყველაზე შხამიანია. თავზე აქვს წანაზარდი, რის გამოც იოლად ამოიცნობა. გავრცლებულია ფართოდ.

vip3-150x150.jpg vip1-150x150.jpg vip2-150x150.jpg
 

ველის გველგესლა (Vipera ursinii) – სიგრძე: 40-60 სმ. ფართოდაა გავრცელებული.

uri3-150x150.jpg uri1-150x150.jpg uri2-150x150.jpg
 

კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) – სიგრძე: 55-60 სმ. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში ძირითადად აჭარაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. აქვს შედარებით სუსტი შხამი, თუმცა ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია. შეფერილობა იცვლება მოწითალოდან (პატარა ასაკში) სრულ შავამდე, ხშირად დამახასიათებელი წითელ-ყვითელი ზიგზაგებით.

kavk3-150x150.jpg kavk1-150x150.jpg kavk2-150x150.jpg
 

შხამიანი გველის ამოცნობა ნაკბენით

შხამიან გველს ორი ძირითადი კბილი აქვს ზედა ყბაზე და ნაკბენიც ორ, შედარებით მოზრდილ სისხლმდენ ნაჩხვლეტს ტოვებს სხეულზე.
უშხამო გველის ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი.

kbena1-150x150.jpg განსხვავება malpolon-bite-150x150.jpg უშხამო snakebite365-150x150.jpg შხამიანი
 

როგორ მოვიქცეთ გველის დანახვისას?
გველი არის სრულიად ყრუ და არააგრესიული. ის რეაგირებს ნაბიჯებით გამოწვეულ ვიბრაციაზე და ეშინია მასზე გაცილებით დიდი ცოცხალი არსებების და არა ჩვენი ყვირილის, ამიტომ თუ ქვეწარმავალს შეამჩნევთ, ჩათვალეთ რომ უკვე უსაფრთხოდ ხართ! საკმარისია გაჩერდეთ, უხმაუროდ ნელა უკან დაიხიოთ და გველი თვითონ გაგეცლებათ.
შხამიანი გველები ცდილობენ ამაოდ არ გახარჯონ შხამი, რომელიც საკვების მოპოვებისთვის სჭირდებათ, ამიტომ სისინით აფრთხილებენ ადამიანს, რათა ახლოს არ მივიდეს და დარჩეს უსაფრთხო მანძილზე. გველი არ არის აგრესიული და მხოლოდ ძალიან ახლოს მისვლის, გაფრთხილების იგნორირების, ფეხის დაბიჯების და ადამიანის მიერ მისი წვალების დროს ცდილობს კბენას.

სად ბინადრობენ გველები და როგორ ავირიდოთ კბენა?
- მღრღნელები ეტანებიან მაღალ ბალახს და დანაგვიანებულ გარემოს, ამიტომ ურბანულ ზონაში სასურველია ბალახის გათიბვა, ნაგვის დროულად გატანა და მღრღნელებთან ბრძოლა, რადგან სადაც მღრღნელები მიდიან, იქ მოდის გველიც.
- ლაშქრობისას სანამ ჩრდილში დაჯდებით, კარგად დააკვირდით გარემოს, რადგან გველიც ჩრდილს ეტანება.
- გველს შესაძლოა გადააწყდეთ წყაროსთან, ან მდინარის პირას.
- ლაშქრობაში, ან მაღალ ბალახსა და ბუჩქნარში შესვლისას ჯობია ჩაიცვათ გრძელი შარვალი და ყელიანი ფეხსაცმელი.
- არ დაუწყოთ ჯოხით წვალება გველს, რადგან აგრესიული ხდება და ეცდება კბენას.
- ასწავლეთ ბავშვებს მოერიდონ გველებს და მათი გავრცელების არეს.

რა სიმპტომები აღენიშნება ადამიანს კბენის შემდეგ და როგორ მოვიქცეთ?
შხამიანი გველის მიერ კბენის შემთხვევაში 3-5 წუთი საკმარისია, რათა ნაკბენზე შეშუპება და ძლიერი ტკივილი განვითარდეს. თუ ეს ორი სიმპტომი არ ვლინდება, საშიში არაფერია, ნაკბენი ჩამოიბანეთ, ბინტით შეიხვიეთ და ექიმს ეწვიეთ.
თუ ნაჩხვლეტი ორია და მტკივნეული, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად მიხვიდეთ ექიმთან, რადგან მოწამვლა გამოიწვევს დასუსტებას, გულის ღებინებას და სხვა არასასურველ გამოვლინებებს.
აკრძალულია: ლახტის დადება, ჭრილობის ამოწვა, გაჭრა, პირით გამოწოვა (შპრიცით კიდევ შეიძლება), ალკოჰოლის მიღება!
უნდა შევინარჩუნოთ უძრაობა და მივიღოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე.
კბენა ძირითადად ხდება ხელზე და ფეხზე, ამიტომ უნდა ვეცადოთ მოვიქცეთ ისე, როგორც მოტეხილობის შემთხვევაში, რათა დაზარალებულმა რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრაოს კიდურები.

რა დრო გვაქვს ექიმთან მისვლამდე?
მართალია გიურზას ნაკბენი საშიშია, მაგრამ თუ ადამიანს ალერგია არა აქვს შხამზე (რომელიც ცილაა და ჭრილობის გარეშე საშიში საერთოდ არაა), ჯანმრთელია და დაიცვა პირველი დახმარების წესი 4-5 საათი გვაქვს საავადმყოფოში მისვლამდე, თუმცა უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება სწრაფად მოვხვდეთ ექიმთან. რეკომენდირებული დრო მაქსიმუმ 40 წუთია, ხოლო დაკბენილთა საშუალო სტატისტიკური გამძლეობა 3 საათია.

“ბუნების შეცდომები”

საქართველოში გავრცელებულია გველხოკერა (ძლოკვი, ლორტოკი), რომელიც არის ხვლიკი კიდურების გარეშე და ხშირად ხდება ადამიანების თავდასხმის ობიექტი, რადგან გველი ჰგონიათ. არადა ამ ხვლიკს კბილებიც კი არა აქვს და აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუმცა 1,5 მეტრი სიგრძის იზრდება და ვინც ვერ ერკვევა, საშიში გველი ჰგონია.

xokera3-150x150.jpg xokera1-150x150.jpg xokera2-150x150.jpg
 

კატისთვალა გველს (Telescopus fallax) შეფერილობა, თვალები და სამკუთხედისებური თავი ფაქტიურად გველგესლასი აქვს, თუმცა ანკარასებრთა ოჯახიდანაა, ძალიან სუსტი შხამი აქვს უკანა კბილებზე და ამრიგად ადამიანისთვის უვნებელია, თუ ცხვირზე არ უკბენს რა თქმა უნდა icon_smile.gif

cat3-150x150.jpeg cat1-150x150.jpg cat2-150x150.jpg
 

გველები დიდი ოდენობით ანადგურებენ მღრღნელებს, ხვლიკებს და საგრძნობ დახმარებას უწევენ სოფლის მეურნეობას.

პ.ს. სტატია ვრცელდება თავისუფლად, ინფორმაციის კოპირებისას მიუთითეთ პირველწყარო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

https://www.myvideo....tracker=fb_page







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?