Jump to content


ამ თემას აქვს 34 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43029 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
44 საუკუნის ანანაურის ყორღანი
2018, 24 ივლისი, 16:38

2018072416245781319.jpg


ძვ.წ. 2400 წლის ყორღანი საქართველოში განსაკუთრებული აღმოჩენებით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ აქ ნაპოვნი იქნა უამრავი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ნივთი მსოფლიო არქეოლოგიიისთვის, ასევე აღმოაჩინეს კარგად შემონახული ხილი, რომელმაც 44 საუკუნეს გაუძლო. საქმე იმაშია, რომ ეს ხილი თაფლთან ერთად იყო ჩამარხული. თაფლში მოთავსებამ კი ის ბაქტერიებისგან დაიცვა. თაფლს აქვს უნარი საუკუნეების განმავლობაში შეინახოს ბიოლოგიური სუბსტრატი ვინაიდან ის ბაქტერიებდან წყალს იწოვს და ამ გზით კლავს მათ.


ამ ყორღანში ასევე აღმოჩნდა თაფლში მუმიფიცირებული ბელადების გვამები. ადრე ბრინჯაოს ხანის ყორღანში ასევე იპოვეს 3 დასაკრძალი ურემი და ქარვის სამკაული. ექსპედიციის წევრების თქმით დაახლოებით 40 წელია, რაც ასეთი მასშტაბის სამარხი საქართველოში არ შესწავლილა.


ანანაური #3 ადრებრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ მახარაძის თქმით, მსგავსი მასშტაბის ყორღანი ბოლო 40 წლის განმავლობაში მსოფლოშიც კი არ შესწავლილა. სამარხის მნიშვნელობას იქ აღმოჩენილი გათაფლული თავის ქალები, რაც მუმიფიცირების ერთგვარ სახესხვაობას წარმოადგენს, ქარვის მძივი და ყორღანში დაცული მიცვალებულის 3 ეტლი ზრდის.


ტომის ბელადის კუთვნილ ყორღანს სავარაუდოდ რამდენიმე ტომის მოსახლეობა ერთობლივი ძალებით აშენებდა. სიდიდის და მასშტაბურობის გამო შესაძლოა ყორღანის მშენებლობა რამდენიმე თვეც კი გაგრძელდა იმ ხანებში. სამარხში სულ 7 მიცვალებულის ნეშთი იქნა აღმოჩენილი, რომლებიც მუმიფიცირებულნი იყვნენ.


2018072416335981319.jpg


ეს ყორღანი განსაკუთებული იმითაცაა, რომ ყოველ ყორღანში მსოფლიოს მასშტაბით როგორც წესი მხოლოდ 1 მიცვალებულის - ბელადის ეტლი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამ ყორღანში კი 3 ეტლია. ეტლებზე სულ 4 გვამი იყო დასვენებული. ხოლო ეტლების ქვეშ კი 3 ჩონჩხი აღმოაჩინეს, რაც არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ ეს იყო მონების და მსახურების მსხვერპლშეწირვა ბელადისთვის. არქეოლოგთა გაკვირვებას ურმის ბორბლის სამაგრიც იწვევს. სამაგრის თავის სპილენძისაა, წვეთი გარედან სპილენძითაა დაფარული, თუმცა მისი შიგთავსი დაუდგენელი მადნისგანაა დამზადებული. სამაგრი შესასწავლად გერმანიაში იყო გაგზავნილი ლაბორატორიული შემოწმებისთვის.


2018072416321281319.jpg


საქართველოში ქარვა არ მოიპოვება, თუმცა ანანაურის სამარხში ქარვის მძივია დაცული, რომელიც სავარაუდოდ შემოტანილი უნდა იყოს. ეს არის პირველი აღმოჩენილი ქარვის მძივი მთელს წინა აზიაში.


ანანაურის ყორღანის დიამეტრი 100 მეტრია, ხოლო სიმაღლე 12 მეტრი. ის კახეთში, ქალაქ ლაგოდეხის ახლოს მდებარე სოფელ ჭაბუკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნის ჭალაში მდებარეობს. ყორღანები ადრებინჯაოს ხანაში ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში (ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე) იყო გავრცელებული ევრაზიაში და მათ შორის საქართველოშიც და მაშინდელი არისტოკრატიის სამუდამო განსასვენებლებად იგებოდა. ყორღანი მრგვალი, გორაკის ფორმის, მიწით დაფარული საფლავი იყო, რომლის ცენტრში მოთავსებულ კამერაში მიცვალებული იყო დასვენებული. ყორღანის სიდიდე იმ მიცვალებულის სიძლიერეზე მეტყველებდა, ვისთვისაც იგი შენდებოდა.


2018072416252381319.jpg


ანანაური #3-ის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, როდესაც მიმდინარეობდა ანანაური #1 და ნანაური #2 ყორღანების შესწავლა. ექსპედიციამ 2012 წლის 5 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე იმუშავა. თავდაპირველად გორაკის თავი ხეებისა და ბუჩქნარებისგან გაწმინდეს. რომლის ქვეშაც თიხა ფენა-ფენა იყო დაყრილი 44 საუკუნისწინანდელი მშენებლების მიერ. თიხის ქვეშ მოწითალო-მოოქროსფრო ბუნებრივი საღებავი ოქრა და ნაფოტები იყო დაყრილი. მოედანს, რომელშიც მიცვალებულები იყვნენ მოთავსებულნი, ხის მორების 2 მწკრივი და მათ შორის მოთავსებული ჭილოფის ნაჭერი ჰქონდა სახურავად.


აღნიშნული ყორღანი მდიდარია შალისა და თექის ნაქსოვი ტექსტილით. როგორც ჩანს სამარხი ორჯერ გაუძარცვავთ. ამას 2 გვირაბი მოწმობს, რომელიც არქეოლოგთა აზრით მძარცველებმა გაიყვანეს. როგორც ჩანს სამარხი ბრინჯაოს ხანაშივეა გაძარცული. ქურდობის მიუხედავად არქეოლოგებმა 27 ნივთს მიაკვლიეს, რომელთა შორისაც უმეტესაც სამკაულების ნარჩენებია. ერთ-ერთი საკიდის ორნამენტები ძალიან ჰგავს წნორის ყორღანში აღმოჩენილი ლომის ქანდაკების ორნამენტებს. არქეოლოგები ყორღანს ბედენური კულტურისას ამსგავსებენ, რომელიც სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში იყო გავრცელებული. ასევე შესაძლოა ანანაურის ყორღანი მარტყოფულ კულტურასთანაც იყოს კავშირში, რადგან იქ აღმოჩენილი შავპრიალა კერამიკული ნივთები სწორედ მარტყოფული კულტურისთვისაა დამახასიათებელი.

მტკვარ-არაქსის კულტურის ბოლო პერიოდისთვის ჩნდება ამგვარი მდიდრული ყორღანები. აქ გამოიყოფა 2 ჯგუფი: 1. მარტყოფული ყორღანები და 2. ბედენური ყორღანები.


2018072416330281319.jpg


როდესაც არქეოლოგებმა ანანაური გათხარეს, იქ დროს გადარჩენილი თხილი და წაბლი იპოვეს. იპოვეს თაფლში ამოვლებული კენკროვნები, ონტყოფა და კვრინჩხი. კერამიკის ჭურჭელი დაზიანებული იყო და შემდგომ ის აღადგინეს. დარბაზის ხის ჭერმა ქვაყრილისა და თიხის დწოლას ვერ გაუძლო და მორები ჩამოიშალა. ჩამოშლილმა ჭერმა კერამიკა და სხვა ნივთები დააზიანა. თუმცა შეიქმნა ისეთი მიკროკლიმატი, რომელმაც სამარხში მოთავსებული ხილი იმდენად კარგად შეინახა, რომ ლაბორატორიაში თაფლში ამოვლებულმა ონტყოფამ თაფლის არომატი დააყენა. ანანაურის 4400 წლის კომპლექსის აღმოჩენა საქართველოსა და კავკასიის ისტორიის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფურცელია.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე

http://intermedia.ge...რის-ყორღანი/89/


legion.ge-82-1553250819.jpg


#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43029 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
დიდნაური - ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო შირაქის ველზე, რომელიც მიწისძვრამ გაანადგურა
13:26 / 13-04-2019
didnaurimeomari_2019-04-12_xOH2YB0OMAS9I

რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი? რა ტრა­დი­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ, რაც შე­მორ­ჩე­ნი­ლი აღარ არის? სა­ერ­თო­დაც, ვინ იყ­ვნენ ისი­ნი? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი შე­საძ­ლოა, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში იმა­ლე­ბო­დეს, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რებ­მა კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 9 კი­ლო­მეტრში, ში­რა­ქის ველ­ზე მი­აკ­ვლი­ეს.

ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში, თურ­მე ში­რა­ქის ველ­ზე ცხოვ­რე­ბა "დუღ­და". 15 ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქა­ლა­ქი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, სა­ხელ­მწი­ფოს მსგავ­სი მო­წყო­ბის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. უძ­ვე­ლე­სი სა­მარ­ხე­ბი­დან დიდ­ნა­უ­რი ყვე­ლა­ზე უფრო მას­შტბუ­რია, რაც აქამ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლა მთელ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში.

didnaurixalxi_2019-04-13_xO0iDPRoHep.jpg

 

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს არ­ქე­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ნა­ქა­ლა­ქა­რი ში­რა­ქის ველ­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში „დიდ­ნა­უ­რის“ სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ვი­და. ნა­ქა­ლა­ქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი 4 წლის წინ და­ი­წყო. ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე (კი­ა­ზო) ფი­ცხე­ლა­უ­რი გახ­ლდათ.

რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტი გან­მარ­ტავს, ნა­ქა­ლა­ქა­რის მას­შტა­ბე­ბის გამო სპე­ცი­ა­ლის­ტებს „დიდ­ნა­უ­რი“ სრუ­ლად არ შე­უს­წავ­ლი­ათ, თუმ­ცა წლი­დან წლამ­დე ახალ აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თე­ბენ. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ „დიდ­ნა­უ­რის“ სრუ­ლად გა­მოკ­ვლე­ვა საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეა, რად­გან ერთი სი­ცო­ცხლე მის შეს­წავ­ლას არ ეყო­ფა.

didnauriarqeologi_2019-04-13_vag8un3AYf9

 

  • რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და "დიდ­ნა­უ­რი" და ვინ ცხოვ­რობ­და ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფო­ში?

ნა­ქა­ლა­ქა­რი ში­რა­ქის ველ­ზე იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დიდ­ნა­უ­რის გარ­შე­მო, მთის წვერ­სა და ბორ­ცვებ­ზე პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ქა­ლა­ქა­რე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, დიდ­ნა­უ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქი იყო, რო­მელ­საც გარ­შე­მო თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი ჰქონ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ დიდ­ნა­უ­რის თავ­დაც­ვი­თი კედ­ლის სი­გა­ნე 4,5 მეტ­რია, გარს კი 22 მეტ­რის სი­გა­ნის თავ­დაც­ვი­თი თხრი­ლი აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი.

didnauriagmocheneb_2019-04-12_hnzIreHQPy

„ეს თხრი­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ქა­ლა­ქის­კენ გა­სას­ვლე­ლი მთე­ლი მხა­რე თი­ხით არის მო­ლე­სი­ლი. თი­ხით მო­ლეს­ვა სა­ჭი­რო იყო მომ­ხდუ­რე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, შეჭ­რის მსურ­ვე­ლებს ფეხი რომ ას­რი­ა­ლე­ბო­დათ“ - გა­ნუ­მარ­ტა AMBBEI.GE-ს კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­ურ­მა.

ამა­ვე ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ე­თით, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ცოტა ხნის წინ ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნის სა­მა­რო­ვა­ნი ანუ სა­საფ­ლაო გა­თხა­რეს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო.

"სა­მა­რო­ვან­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 50-მდე სა­მარ­ხია შეს­წავ­ლი­ლი, სა­დაც უამ­რა­ვი ბრინ­ჯა­ოს ნივ­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა, რაც ამ სა­მარ­ხებ­ში გა­ვა­კე­თეთ არის ის, რომ ამ პე­რი­ო­დის სა­მარ­ხებ­სა და ძეგ­ლებ­ში, საბ­რძო­ლო მახ­ვი­ლი მიც­ვა­ლე­ბულს წე­ლის არე­ში აქვს, დიდ­ნა­უ­რის სა­მა­რო­ვან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას კი ზურ­გის არე­ში. ეს შე­საძ­ლოა, მახ­ვი­ლის ტა­რე­ბის წეს­ზე მი­უ­თი­თებ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­ურ­მა.

didnaurisamarxi_2019-04-13_WjS9PXhiwEkS3

გარ­და ამი­სა, დიდ­ნა­უ­რის სა­მა­რო­ვა­ნის ერთ-ერთ სა­მარხში, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდ­გვა­რო­ვანს ეკუთ­ვნის, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ბრინ­ჯა­ოს მა­სა­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მო­სავ­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ოთხწახ­ნა­გა ის­რის პირი იპოვ­ნეს, რო­მე­ლიც ბრძო­ლა­სა და ომზე მი­უ­თი­თებს.

„გარ­დაც­ვლილს თავ­ზე ბრინ­ჯა­ოს დი­ა­დე­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც ალ­ბათ, მისი დიდ­გვა­როვ­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნია; მუც­ლის არე­ში აღ­მო­აჩ­ნდა ოთხწახ­ნა­გა ის­რის პირი, რომ­ლი­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ისა­რი კავ­კა­სი­ურს არ ჰგავს, უფრო აღ­მო­სავ­ლუ­რია. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ ის, რომ დიდ­გვა­რო­ვა­ნი ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა მომ­ხდურ­თან, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, იყო ბრძო­ლა.

didnauriarqeolog_2019-04-13_oJmMb6y7KP.j

didnaurimaxvili_2019-04-12_guWsPBWk0hvXA

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მე­ო­რე ის­რის პირი თავ­დაც­ვი­თი გა­ლავ­ნის გა­რე­თა კე­დელ­ში შერ­ჭო­ბი­ლი ვი­პოვ­ნეთ. შე­იძ­ლე­ბა ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმა, რომ ბრძო­ლა­ში დიდ­ნა­უ­რის მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, დიდ­გვა­რო­ვა­ნი მსგავ­სი პა­ტი­ვით არ და­იკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ვინ იყო და რა მოხ­და, ამა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

სა­მა­რო­ვან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის დნმ-ს ანა­ლი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ „დიდ­ნა­უ­რის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი კავ­კა­სი­ურ რა­სას ეკუთ­ვნი­ან.

„ეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდი ზო­მის ხალ­ხი იყო. რამ­დე­ნი სა­მარ­ხიც გაგ­ვი­თხრია, ძი­რი­თა­დად, მომცრო ტა­ნის ხალ­ხი აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია. ამ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი კი 1,75-1,80 სი­მაღ­ლის არი­ან. ასე­თი ნა­ქა­ლა­ქა­რი გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის ერთი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და და და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლებ­და. ამავდრო­უ­ლად, ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა" - გან­მარ­ტა სპე­ცი­ა­ლის­ტმა.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დიდ­ნა­ურ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ სა­ფხურ­ზე იყ­ვნენ, რად­გან გა­თხრე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქუჩა, რო­მე­ლიც კენ­ჭე­ბი­თა და ხვინ­ჭით არის მო­კირ­წყლუ­ლი.

„ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში ასეთ ნა­ქა­ლა­ქარს ფაქ­ტობ­რი­ვად, ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დო­ნე­ზე უნდა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი, რომ თა­ვი­ანთ კომ­ფორტზე იფიქ­რონ. აქ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი ჩანს, ეს ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოა და არა ნა­მო­სახ­ლა­რი“, - აღ­ნიშ­ნავს კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რი.

didnauriagmochenebi_2019-04-12_Uea4IpTLh

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი გვე­უბ­ნე­ბა, ძვ.წ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში ში­რა­ქის ველი წყა­ლუხ­ვი ტე­რი­ტო­რია უნდა ყო­ფი­ლი­ყო. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

„ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად ჩა­ტარ­და კვლე­ვა და აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, ში­რაქ­ში უხვი იყო წყალ­მო­მა­რა­გე­ბა. ამ ად­გილ­საც ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით აქვს უზარ­მა­ზა­რი რე­ზერ­ვუ­ა­რი, რო­მე­ლიც ჯერ გა­თხრი­ლი არ არის. შე­საძ­ლოა, ქა­ლაქს წყლით სწო­რედ ეს რე­ზერ­ვუ­ა­რი ამა­რა­გებ­და. თვი­თონ სა­ხელ­წო­დე­ბა ად­გი­ლი­დან მო­დის - „დიდ­ნა­უ­რი“ და­ახ­ლო­ე­ბით, მი­წის სიღ­რმი­დან ამო­მა­ვალ წყალს ნიშ­ნავს. ეს ტე­რი­ტო­რია წყა­ლუხ­ვი იყო. ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, პრე­ის­ტო­რი­უ­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია აშენ­დეს იქ, სა­დაც ახ­ლო­მახ­ლო წყა­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ქა­ლაქს წყალ­მო­მა­რა­გე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქო­ნო­და“ - აღ­ნიშ­ნა არ­ქე­ო­ლოგ­მა.

ნა­ქა­ლა­ქარ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ე.წ. „შე­სა­წი­რი მა­გი­დაც“ იპოვ­ნეს, რომ­ლის ანა­ლო­გიც, წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ხე­თებ­თან ფიქ­სირ­დე­ბა.

"რო­დე­საც სამ­ხრე­თი თავ­დაც­ვი­თი კე­დე­ლი ითხრე­ბო­და, იქ აღ­მოჩ­ნდა ე.წ შე­სა­წი­რი მა­გი­და. ეს არის მცი­რე ზო­მის, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მეტ­რი სიგ­რძის, თი­ხის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ფი­ლა­სა­ვით მა­გი­და, რო­მელ­საც შიგ­ნით ორ­მო­ე­ბი აქვს. ამ ორ­მო­ებ­ში „დიდ­ნა­უ­რის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი შე­სა­წირს წი­რავ­დნენ. ასე­თი მა­გი­დის პა­რა­ლე­ლი იძებ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ხე­თებ­თან, რაც წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­შია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

რო­დე­საც ხე­თე­ბი აშე­ნებ­დნენ შე­ნო­ბას, ისი­ნი აკე­თებ­დნენ შე­სა­წირ მა­გი­დას და სწი­რავ­დნენ იმ ღმერ­თს, რო­მელ­საც ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ. ღმერ­თს სთხოვ­დნენ, რომ შე­ნო­ბა ყო­ფი­ლი­ყო მდგრა­დი და გამ­ძლე. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია“, - გან­მარ­ტა ფი­ცხე­ლა­ურ­მა.

didnauriagmochenebii_2019-04-12_rAvyt95n

ამას­თან, დიდ­ნა­უ­რის ცოტა მო­შო­რე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლია ბრინ­ჯა­ოს ცხე­ნებ­შებ­მუ­ლი საბ­რძო­ლო ეტლი. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფოს რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნია.

„ეს საბ­რძო­ლო ეტლი ცოტა მო­შო­რე­ბით არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ეტ­ლში ცხე­ნე­ბი იყო შებ­მუ­ლი. ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გლეხ­სა და მი­წათ­მოქ­მედს არ აქვს. ეს არის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ნა­მო­სახ­ლა­რის 4,5 მეტ­რის სიგ­რძის თავ­დაც­ვი­თი კედ­ლის სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით, 14-15 მეტ­რი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი ქა­ლა­ქი, აღ­მო­ჩე­ნილ ეტლს კი რო­გორც გა­ლა­ვან­ზე სი­ა­რუ­ლი, ისე შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ყოფ­ნა შე­ეძ­ლო“ - აღ­ნიშ­ნა ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

 

  • რამ გა­ა­ნად­გუ­რა 15 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო?

სე­ის­მო­ლო­გებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მი­ზე­ზი მი­წისძვრა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამას­თან, გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვან­დე­ლი სახე ქა­ლაქს ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს.

კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რის თქმით, „დიდ­ნა­უ­რის“ მიმ­დე­ბა­რედ მსგავ­სი ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი ბევ­რია, რო­მე­ლიც შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს.

"დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან რომ შე­მო­დი­ხარ, რე­ლი­ეფს რომ შე­ხე­დო, თით­ქოს დე­რე­ფა­ნი­ვი­თაა და შემ­დეგ შე­დი­ხარ ამ უზარ­მა­ზარ სივ­რცე­ში. ჩემი აზ­რით, ეს აღ­მო­ჩე­ნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რად­გან მა­შინ სა­ზღვრე­ბი არ იყო, არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, არც სომ­ხე­თი და თუ მთლი­ა­ნო­ბა­ში არ გა­ვარ­კვი­ეთ, რა ხდე­ბა, ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ძეგლის გა­თხრას თუ ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ, შე­დე­გებს მოგ­ვცემს“ - აღ­ნიშ­ნა არ­ქე­ო­ლოგ­მა.

კონ­სტან­ტი­ნე ფი­ცხე­ლა­უ­რი გან­მარ­ტავს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, „დიდ­ნა­უ­რის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი ისეთ ძლი­ერ დამ­პყრობ­ლებს ებ­რძოდ­ნენ, რო­გო­რიც ურარ­ტუ­ე­ლე­ბი იყ­ვნენ.

„ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გი­ორ­გი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი იყო პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ხალ­ხთა ის­ტო­რი­ას კი­თხუ­ლობ­და და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ურარ­ტუ და ის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც დამ­პყრობ­ლე­ბი იყ­ვნენ და რო­მელ­თაც უძ­ლი­ე­რე­სი არ­მია ჰყავ­დათ, ჩრდი­ლო­ე­თით რომ შე­მო­დი­ოდ­ნენ, რა­ღაც ტე­რი­ტო­რი­ამ­დე აღ­წევ­დნენ, ამის შემ­დეგ კი გზას ვე­ღარ აგ­რძე­ლებ­დნენ. მა­შინ პა­სუ­ხი ვერ გა­ე­ცა, ასე რა­ტომ ხდე­ბო­და...

ში­რა­ქის ველ­ზე დღე­ვან­დე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­დე­გად შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ დამ­პყრობ­ლებს სწო­რედ ეს ხალ­ხი დახ­ვდა და უბ­რა­ლოდ, არ მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ და ტე­რი­ტო­რია და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. რა თქმა უნდა, ეს ვა­რა­უ­დია, მაგ­რამ დიდი შან­სია, რომ ასე მომ­ხდა­რი­ყო“, - გან­მარ­ტა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

კი­დევ რამ­დენ სა­ი­დუმ­ლოს მა­ლავს 15 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი ნა­მო­სახ­ლა­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფარ­და აეხ­დე­ბა...

https://www.ambebi.g...zc618Iesb0q-DF4

 

legion.ge-82-1553250819.jpg


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2729 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ძალიან საინტერესო სტატიაა  :good:


          DUDU

          LEGION.GE


#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43029 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
შესაძლოა გურჯაანის აღმოჩენა ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს
untitled.png

არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, სოფელ ზიარში ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ,  აღმოჩენანახევარი მილიონი წლის წინანდელია და კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება.

არსებული ინფორმაციით, სადგომ-სახელოსნოში,რომელიც დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზეა გავრცელებული, ათასობით არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობითა და სიძველით უმნიშვნელოვანესია.

სადგომ-სახელოსნოს ტერიტორიაზე  კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღია აღმოჩენილი.

აღმოჩენა  ჯერ სრულად არ აუთვისებიათ და სპეციალისტები ვარაუდობენ,  რომ უფრო მეტ სიღრმეზე ჩასვლისას შესაძლოა  უფრო ძველი დროის ნივთებიც აღმოჩნდეს.

ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას, ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც არის აღმოჩენილი.

სპეციალისტების განცხადებით, სადგომ-სახელოსნო, მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით,  აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

https://www.doctrina...PFqsnu7EOAi74-o


legion.ge-82-1553250819.jpg


#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43029 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?