Jump to content


ამ თემას აქვს 34 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1650 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ვაახ რა საინტერესოა... მაგრამ პაყრონი არ ყავს ჩვენ ქვეყანას. ეროვნულ ღირებულებებზე მეტად ყველაფერი ფასობს! სირცხვილია

#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5841 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

https://www.facebook...?type=3



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქრისტე (ქ-ე) შეიწყალე გიორგი (გ-ი) ებისკოპოსი (ებ-კსი) მირეანის ძჱ .

 
 
13501624_1006033349474368_80405213075321
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაგვერდის მოწონება

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის არქეოლოგიური გათხრების ახალი აღმოჩენები

27 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და არქეოლოგიური კომისიის წევრებმა: გურამ ლორთქიფანიძემ, გურამ გრიგოლიამ და ვახტანგ ჯაფარიძემ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულეს. 
აწყურის კათედრალურ ტაძარში არქეოლოგიური გათხრების დროს ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოვლინდა. როგორც არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, ტაძრის ინტერიერში გამოვლენილია ძველი შენობათა ნაშთები, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ეს ძველი შენობების ნაშთები სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს წარმოადგენდა. 
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარეთ კი აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, ასევე ასომთავრული წარწერა და მრავალი სახის დეკორატიული ნივთი, რომელიც , სავარაუდოდ, მეათე საუკუნეს მიეკუთვნება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან“ ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. 
აწყურის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. 
არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ახალციხის მუნიციპალიტეტი), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია სამხრეთ საქართველოში. ტაძრის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩენილა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში. ტაძარი მხატვრულ- არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამჟამად, ძეგლის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორც არქიტექტურული, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისით. ჩანგრეულია კამარა, დაბზარულია კედლები, საპირე წყობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია და მორღვეულია კედლის ზედა მონაკვეთები. ფაქტობრივად, ტაძრის 2/3 დანგრეულია.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
28.06.2016 წელი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
13754373_1018554581526149_42802469116786
მხედართმთავრის ჩონჩხს ზურგთან ბრინჯაოს მახვილი აღმოაჩნდა

20 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, დიდი შირაქის ველს ესტუმრნენ და დიდნაურის ნაქალაქარი დაათვალიერეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა.
ნაქალაქარი, რომელიც სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ივრის ზეგნის ამ მონაკვეთში, გეოგრაფიულად, დიდი შირაქის, პატარა შირაქისა და ზილიჩის ნაყოფიერი ველებია – ველებს ირგვლივ მთაგორებზე ორმოცდაათი მცირე დასახლებაა, რომელიც XII-IX სს. თარიღდება.

რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.).

სატელიტური გადაღებებისა და მცირე გათხრითი სამუშაოების მიხედვით, ნაქალაქარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ზომისაა; შვიდი მეტრის სიგანის გალავანი ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით არის ნაგები. გალავნის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დიდი ზომის ნაგებობებია.

ექსპედიციამ, ნაქალაქარის წყლის მომარაგების სისტემაც გამოავლენა; გალავნის სამხრეთი ნაწილის გათხრებისას, კარიბჭის მახლობლად, აღმოჩნდა ორი რიტუალური ნაგებობა, ე. წ. „შესაწირი მაგიდით“, რომელსაც პარალელები ხეთურ სამყაროში ეძებნება, ასევე მიაკვლიეს ერთ საცხოვრებელ სათავსოს. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის (ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ქვის საბრძოლო იარაღები, თიხის საბეჭდავები და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები) მიხედვით, „დიდნაურის“ ნაქალაქარი შეუცდომლად ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.

13699980_1018554861526121_31703255835643

.

13718788_1018554584859482_46595071147667
2015 წელს, არქეოლოგიური სამუშაოები ნაქალაქარის მხოლოდ გარე პერიმეტრზე, სამხრეთ გალავნის კარიბჭესთან და ჩრდილოეთით მდებარე სამაროვანზე ჩატარდა; სამხრეთის გალავანთან გაიწმინდა კარიბჭე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა გალავანთან შეერთების კუთხე, სადაც შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები; აქვე გამოიკვეთა ვერტიკალურად მდგარი ორი ბოძის კვალი.
კარიბჭის შიდა არეში გამოვლინდა ქვის ნაგებობების ფრაგმენტები. პირველ თხრილში გაიწმინდა თავდაცვითი თხრილის მცირე მონაკვეთი, მოხერხდა მისი სრული პროფილის დადგენა. სამაროვნის ტერიტორია დაფარულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მდინარეული ნარიყი ქვითა და ღორღით. გარკვეულ მონაკვეთზე ქვიანი ფენის აღების შემდეგ გაითხარა ოთხი სამარხი. ინვენტარი აღმოჩნდა მხოლოდ ერთ სამარხში. ამ მასალის მიხედვით, სამარხებს ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით ათარიღებენ. ზოგადად, ნაქალაქარს, მოპოვებული კერამიკული მასალის საფუძველზე, ძვ.წ. XII-XI _ VIII-VII სს. ათარიღებენ.
დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. მთლიანი კომპლექსის გამოკვლევამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს დასკვნები ჩვენი წარსულის შესახებ და მრავალი საუკუნით გადაწიოს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი.

დედოფლისწყარო, 20 ივლისი, 2016 წელი

ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გრაკლიანს გრაალისკენ მივყავართ
 
print.png
28 ივლისი 12:26added_black.png
 
news%20category.pngსაზოგადოება
aliko_tsintsadze_67758.jpg
გრაკლიანში აღმოჩენილი წარწერის დათარიღებამ (ძვ.წ.აღ. მე-11 _ მე-10 ს.) უამრავი შეკითხვა გააჩინა.

 

რა წერია იქ, და რომელი ანბანია გამოყენებული, რამდენად ქართულია იგი? და ა.შ. ამ აღმოჩენამდე კარგა ხნით ადრე ქართული ანბანის შესაქმ-ედ იმავე პერიოდს ვარაუდობდა პროფესორი ალიკო ცინცაძე. 
 
თუ არქეოლოგიური ნიმუშის წარმომავლობა, გნებავთ ანბანის მოხაზულობა შეიძლება კითხვითი ნიშნის ქვეშ დააყენონ, მეთოდი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ძველ ქართულ სიტყვის იკვლევს. ამდენადაც ეს ქართული სიტყვაა და მას ერთადერთი ავტორი ყავს, ქართველი ხალხი, - აცხადებს იგი. 
 
„მეთოდს, რომელსაც ვიყენებ, და აქამდე მისი წარმოშობა ბურუსით იყო მოსილი, ჰემატრია ჰქვია. იგი ბიბლიის დაშიფვრის მეთოდად იყო ცნობილი, და აქამდე მის წარმოშობას ქალდეას უკავშირებდნენ. გაშიფვრამ აჩვენა, რომ ქალდეა ქართველური ხალხია, და ეს აღარაა საკამათო. ეს ის ქალდეაა, რომელსაც უკავშირდება მათემატიკასა, ასტრონომიასა, ანბანმცოდნეობაში და ა.შ. მეცნიერებაში, კაცობრიობის პირველი ნაბიჯები და ეს უკვე აღიარებული ფაქტია. თუკი ქალდები ქართველური ხალხია, გრაკლიანის აღმოჩენების სიძველეში გასაკვირი რაღაა?! 
 
ახლა, რაც შეეხება გრაკლიანს. სიტყვა გრაკალი, ეტიმოლოგიურად ჯერ კიდევ აკ.შანიძემ გამოიკვლია. როგორც ჩანს, იგი შემთხვევით არ დაინტერესდა ამ ტოპონიმით. კვლევამ აჩვენა, რომ გრაკალი ძველქართული სიტყვიდან „გრკალი“-დან (რკალი, რგოლი) მომდინარეობს. დაინტერესების თავდაპირველი მიზეზიც ეს იყო. უკვე შემდეგ, გრაკალი გრაალთან დააკავშირეს _ რკალი (ახალშობილი მთვარის რკალი, გრაალის თასის რკალი, ნახევარ-წრე _ გრაალის თასის გრაფიკული აღნიშვნა). შუა საუკუნეების ევროპაში გრაალის თემა მე-12, მე-13 საუკუნიდან ჩნდება (კრეტიენ დე ტრუა, რობერ დე ბორონი, ვოლფრამ ფონ ეშენბახი). კასპის ტერიტო-რიაზე, სწორედ გრაკალთან მოიპოვებოდა სისხლისფერი ძვირფასი ქვა _ იასპი (ასეთი სახელწოდების ციხეც იყო კასპთან), რომლითაც არის გრაალის თასი დამზადებული. გრაალის თასი საიდუმლო სერობის სუფრის ატრიბუტია, მასში არიმათიელმა მაცხოვრის სისხლი შეაგროვა და ა.შ.. როგორც ჩანს, გრაკალი ქურუმთა დიდი შესაკრებელი და ცენტრი იყო. 
 
გრაკალის ჰემატრიული ანალიზი, კიდევ საოცარ ინფოორმაციას გვაწვდის მასზე. როგორ გგონიათ, რა მივიღე? ქურუმთა სიმბოლო-რიცხვი, და მზის გადახრის კუთხე... დაკვნაც ასეთია, ეს მზის თაყვანისმცემელ ქურუმთა ტაძარია. რაც ახლა ისედაც ცხადია, მაგრამ ხომ ადასტურებს მეთოდის ეფექტურობას?! ეტყობა ეს ტოპონიმიც ჰემატრიულადაა შექმნილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართული ერთიანი ანბანური სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ამაზე გეუბნებით, რომ იგი მიკვლეული იქნება. თუმცა ამ ჰემატრიულმა ანალიზმაც, ისე ცხადად აჩვენა მისი არსებობა, ალბათურად, სხვა ვარიანტი არც რჩება. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ეწეროს სამსხვერპლოზე, როგორიც არ უნდა იყოს გრაფიკა, ამ დროს ქართული ანბანური სისტემას დასრულებული სახე აქვს. აი, დასკვნა, რომელსაც ვერცერთი საექსპერტო ბიურო ვერ მოგცემთ, თუ ქართულ ჰემატრიას არ გამოიყენებს" , - აცხადებს ალიკო ცინცაძე.

legion.ge-82-1553250819.jpg


#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1650 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ძალიან დაინტერესო ამბებია.

#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
На востоке Грузии в городе Телави обнаружен подземный туннель XIII века 01 авг 2016

Georgia

%D0%BD%D0%B0-%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%82%D0

Источник: 

TACC
+

 

Фото: 

Телави, Грузия

В центре города Телави на востоке Грузии археологи обнаружили подземный туннель XIII века н.э. Как рассказали журналистам представители мэрии, в ходе раскопок было установлено, что его стены состоят из нескольких слоев, а в самом туннеле были обнаружены осколки керамических изделий, кости людей и животных, а также надпись на арабском языке, которую сейчас изучают специалисты. Найденные здесь артефакты позволили установить возраст этого древнего сооружения.

  •  
  •  
  • 1
  •  
 

О существовании подземных туннелей жители Телави говорят уже давно. Один из самых известных был обнаружен в древней резиденции царя Ираклия Второго (1720-1798 гг.) - представителя династии Багратиони, правившей в Грузии с конца IX по конец XVIII веков. Этот 30-метровый туннель выполнял функцию тайного выхода из крепости к источнику, благодаря которому во время осады его обитатели обеспечивали себя водой. Он хорошо изучен, открыт для туристов и сейчас является одной из достопримечательностей Телави.

 

Что же касается новой находки, то, как рассказал журналистам историк Заза Цакашвили, он мог быть тайным выходом из дворца монгольского наместника Садуна Манкаберда, управлявшего городом Телави в XIII веке. "8 веков назад дворец Манкаберда стоял именно на том самом месте, где сейчас найден вход в подземный туннель", - говорит историк.

 

Археологи отмечают, что в ближайшее время будут проверены и другие сообщения о туннелях в Телави. Специалисты не исключают, что под винодельческой столицей Грузии может быть обнаружен целый подземный город.

 

Телави - город в Алазанской долине, исторический центр края Кахети и административный центр Телавского муниципалитета. Наряду с Тбилиси, Мцхетой и Кутаиси он является древнейшим городом Грузии. Телави известен с I-II веков н. э. и в свое время служил важным торговым центром на караванном пути из Ближнего Востока в Европу. В XI веке и в XVII-XVIII веках являлся столицей Кахетинского царства.

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?
5430e8b808dc157e385dedb092eb3f0b.jpg
07-09-2015
"ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა"

"გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია"


ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში, მიწის პირიდან დაახლოებით 50 მ-ზე, 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა. მერე განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა ნამდვილად არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით. 2007 წელს ხვამლი არქეოლოგმა გურამ გაბიძაშვილმა დაზვერა და ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა: ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ოსირისი (ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები). შემდეგ ხვამლის შესახებ რეჟისორმა დავით გოგუაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს, - სწორედ ეს წელიწადი მიიჩნევა ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისად, ვიდრე ქრისტემდე. და კიდევ ამ ექსპედიციის ერთი საოცარი ნიუანსიც: როგორც ბერძნული მითები ჰყვებიან, ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთეს გასათავისუფლებლად გმირი ჰერაკლე გაიგზავნა. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფასისს (რიონს) აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა - ადგილობრივებმა მართლაც მიასწავლეს ექსპედიციას გამოქვაბული, საიდანაც წყალი წელიწადის სხვადასხვა დროს ხან ცხენისწყლის ხეობისკენ გადავარდება, ხანაც რიონისაკენ. ამ ექსპედიციამ ზღვის დონიდან 1888 მ-ზე არქეოლოგიური ნიშნული გააკეთა, - იქ უცნაური რაღაც იყო. მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსი, რომელსაც ზემოთ სამი მხრიდან პიტალო ეხები (კლდის მასივები) გადმოჰფარებოდა. თუმცა იქაურობას დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა (ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა). სულ ახლახან კი ხვამლზე მორიგმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამაოგნებელი აღმოჩენები გააკეთა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხვამლის ექსპედიციის ხელმძღვანელთან, არქეოლოგ დავით სულხანიშვილთან:

23%20shua.jpg
"მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსს, დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა. ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა"
- ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თითქოს არაფრისმთქმელი მიწისზედა წრიული რელიეფის გათხრისას მთელ კომპლექსს წავაწყდით. ის ორი წრიული და ერთი ნახევრად წრიული მშრალად ნაგები ქვის გალავნისაგან შედგებოდა. მსგავს წრიულ, ძვ.წ.-ით პირველი ათასწლეულის ნაგებობებს აფხაზეთშიც ვხვდებით, მაგრამ არა ისეთ დასრულებულ კომპლექსებს, როგორიც ხვამლის მთაზეა. რაც მთავარია, ყველა ეს კომპლექსი ებჯინება მღვიმე-გამოქვაბულს, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია. 

ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე 11 კომპლექსი აღმოვაჩინეთ და ყოველი მათგანი დაახლოებით სიგრძით 1,5 მ, სიგანით 70 სმ და სისქით 40 სმ ლოდით არის ამოქოლილი. შემდგომში კი, საუკუნეების განმავლობაში, შესასვლელები მიწამ, ბალახმა და ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა - ამ ადგილს შემთხვევით კი არ ეწოდება მაყვლოვნის გორა. 

- დაახლოებით რაღაც ისეთს ამბობთ, რაც ზღაპრებშია აღწერილი.
- ზღაპრებში ძირითადად ის არის აღწერილი, რაც რეალობაში ხდებოდა. გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია - ხვამლი კირქვოვანი მასისგან შედგება, რომელიც, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში დაიშალა.

- ეს აღმოჩენები ბუნებრივად მოითხოვს, რომ ხვამლის არქეოლოგიური შესწავლა გაგრძელდეს.
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს გადაწყვეტილი აქვს ხვამლზე მომავალი ექსპედიციების დაფინანსება. მხარში გვიდგას კომპანია "არდი"... თუმცა მეფეთა განძის აღმოჩენაზე თავს ვერავინ დადებს. არა მგონია, რომ რასაც აქ მივაგნებთ ან უკვე მივაგენით, განძზე­ ნაკლები ღირებულებისა იყოს, - დასტურდება, რომ ჩვენი წინაპრები დაახლოებით ქრისტემდე VIII-VII საუკუნეებში თითქმის 2000 მ სიმაღლეზე მიწისქვეშა და მიწისზედა ქალაქებს აგებდნენ. ქვის ხანის სპეციალისტებმა დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი წლის ქვის იარაღიც აღმოაჩინეს. მასთან ერთად კი კერამიკის ჭურჭელი, ობსიდიანის დანა და ჰემატიტის საკულტო ქვაც იყო. ამ ყავისფერ ქვას ძველ საბერძნეთში, დელფოს სამისნოსა და ძველ ეგვიპტეში ამულეტად იყენებდნენ. თქმულებების მიხედვით ეგვიპტის ნაყოფიერების ღვათება ისიდას, ზეციდან მიწაზე დაშვებისას უბედურებისაგან სწორედ ეს ქვა იცავდა. 

ჩვენი ხვამლის ქვა ხელოვნების ნიმუშია - დაახლოებით ერთსანტიმეტრიან ქვაზე 8 ოთხკუთხედი და 6 სამკუთხედია ამოკვეთილი, ამ უკანასკნელებში კი ფიგურებია ჩახაზული, რომელსაც ახლა ვშიფრავთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, - ველით, რომ ხვამლის მთა სულ უფრო მეტად გაგვიხსნის გულს და მეტ საოცრებებს დაგვანახებს. 

ეს აღმოჩენები ბატონი გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას მივუძღვენით. სწორედ მას ეგულებოდა ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქი... ბედნიერება იქნება, თუკი ეს ასე იქნება და მისი აღმოჩენის მოწმე ჩვენ გავხდებით. 

"ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს..."

ძველი ბერძნული მითები გვამცნობენ, რომ პრომეთე ღმერთებისთვის ცეცხლის მოპარვისთვის, ზევსის განჩინებით, კავკასიონის მთაზე იყო მიჯაჭვული. პრომეთე იგივე ამირანია, რომელსაც გულ-ღვიძლს ყორანი უკორტნიდა... ქრისტემდე III საუკუნეში აპოლონ როდოსელი წერდა, არგონავტებს მდინარე ფაზისის (რიონი) გადაცურვისას მთიდან პრომეთეს გმინვა ესმოდათო. იმ მთის აღწერილობა კი ხვამლისას ემთხვევა. XIX საუკუნის 50-იან წლებში პრომეთესა და არგონავტების კვალის აღმოსაჩენად ხვამლი იტალიელმა მკვლევარმა პიზაგალიმ დალაშქრა. ის წერდა, - გამაოცა იმან, რომ აქაურებმა მშვენივრად იცოდნენ პრომეთეს ამბავი და განუზომლად უხაროდათ, როცა ნადირობისას სვავებს ვხოცავდითო. არსებობს სხვა თქმულებაც: ხვამლს ნოეს კიდობანიც მიადგა და მის მიდამოებში ქართველების პირველი წინაპარი დაესახლა (ქართველები ნოეს ერთ-ერთი ძის, იაფეტის შთამომავალნი ვართ!). ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: ხვამლის კლდეში არის "ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები... ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს". ხვამლის მისტიკამ ჟიულ ვერნიმდეც კი მიაღწია და თავის რომანში "შეუპოვარი კერაბანი" აღწერა. მიუხედავად ამისა, ხვამლი პროფესიონალურად არ შესწავლილა, ალბათ იმიტომ, რომ სტალინის ბრძანებით (ალბათ, სჯეროდა, რომ იქ განძი იყო გადანახული) ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა, რომელმაც განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით. 

ეთერ ერაძე

legion.ge-82-1553250819.jpg


#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria
სვანთა - სავანე
მიაკვლია და შეისწავლა
1963-1966 წწ.  შეისწავლა  შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნ. ბერძენიშვილისა და  გ. გრიგოლიას ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი
1958 წ.
მდებარეობა
ქ. სოხუმთან ჩრდილო-დასავლეთით  მდ. ამტყელისა და ჯამპალას შესაყარში, მდინარის ზედაპირიდან 30მ.- ის სიმაღლეზე.
მობინადრე ცხოველების ნაშთები
მეოთხეული პერიოდის ნაშთები: მღვიმის დათვი,
მურა დათვი, ჯიქი, დომბა, ჯიხვი, შველი, ირემი.
აღმოჩენილი ნივთები
ქვის ნაწარმის 4504 ერთეული . დისკოსებური (მუსტიეური) , პრიზმისებური (ზედა პალეოლითური) ნუკლეუსები.სწორი, მრავალწახნაგა, მსხვილი, წელში გაღუნული ლამელები.ზურგიანი დანები.
 საფხეკები.ზედა პალეოლითური: სახვრეტები,
დაკბილული იარაღები, გვერდაბლაგვული მიკროლამელები.
შენიშვნა:
სვანთა - სავანე  მღვიმეში დალექილი  ოთხი ფენიდან პალეოლითური ნაშთები აღმოჩენილია მე-2 ფენაში, რომელიც ძირითადად კირქვის ფენას წარმოადგენს.  იარაღის დასამზადებლად გმოყენებულია მერგელი, კაჟი, გვქვდება რიყის ქვის ნაშთებიც, ობსიდიანი კი რამდენიმე ცალია.
ქვის ინდუსტრია ორი სხვადასხვა პერიოდის - ზედაპალეოლითური და მუსტიეური - სახითაა წარმოდეგნილი. ეს უკანსკნელი  მხოლოდ 14 ცალია. მუსტიუერი იერის ნაწარმი მონაცრისფრო და შედარებიტ უხარისხო კაჟიდან არის დამზადებული, ხოლო  ზედაპალეოლითური იარაღების უმრავლესობის დასამზადებლად კარგი ხარისხის მოვარდისფრო - მოწითალო ფერის კაჟია გამოყენებული. სვანთა - სავანე  მღვიმეში სრულიად უცნობია გვიანზედაპალეოლითური ძეგლებისათვის დამახასიათებელი ე.წ. გრავეტის ტიპის იარაღები.
 საქართველოს ზედპალეოლითის ადრეული ძეგლად მიჩნეულია, აგრეთვე, ხერგულის კლდე.
 
გამოყენებული ლიტერატურა
საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  157,158


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 


<img data-cke-saved-src="https://b.pix.ge:81/z/achfv.gif" src="https://b.pix.ge:81/z/achfv.gif" alt="" colorbox-manual"="" style="box-sizing: border-box; border: 0px; width: 700px;">

  ვანში ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნით დათარიღებული ქალაქის ნაშთებს მიაკვლიეს
1378231826.jpg

 

არქეოლოგიური აღმოჩენა ვანის რაიონში. სოფელ ციხესულორის ტერიტორიაზე მეცნიერებმა ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნით დათარიღებული ქალაქის ნაშთებს მიაკვლიეს. ქალაქის სამხრეთით 8 მეტრის სიღრმეში, კლდეში ნაკვეთი წინათავდაცვითი ზღუდე აღმოჩნდა.სპეციალისტები ვვარაუდობენ რომ ანტიკური ქალაქი დაახლოებით 10 ჰექტარს მოიცავდა.
"ვთხრით ორი დიდი რომაელი გეოგრაფოსის, პლინიუსის და ფტოლემაუსის მიერ დასახელებულ უძველეს კოლხურ ქალაქს სურიონს. ახლა კი ჩვენი ექსპედიცია იკვლევს, ამ უზარმაზარი კოლხური ქალაქის სამხრეთ თავდაცვით ზღუდეს,"-ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ ყიფიანი.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გამაოგნებელი აღმოჩენა რაჭაში - გაქვავებული ნიჟარებით მოფენილი კანიონი, რომელიც ოდესღაც ზღვის ფსკერს წარმოადგენდა
0bd697350263.jpg
სპელეოლოგმა იური დავლიანიძემ გაზეთს ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა. მან და მისმა მეგობრებმა - ლევან ლეფსვერიძემ, თემურ კირვალიძემ და ნოდარ ყარაშვილმა რაჭაში, სავარაუდოდ, მილიონობით წლის წინანდელი "ნაკვალევი" აღმოაჩინეს - კანიონის კლდეებში გაქვავებული ნიჟარები.

- რატომ წახვედით კონკრეტულად იმ ადგილებში, რაიმე გეგულებოდათ თუ კანიონს შემთხვევით გადააწყდით? - იქ წასვლის ინტერესი ერთი ადამიანის მონათხრობმა გამიჩინა. იგი წარმოშობით რაჭიდან, ონის რაიონის სოფელ ზემო ბარიდან არის. მან გვითხრა, რომ მდინარე ბარულა, რომელიც ზემო ბართან მოედინება, სათავეს საკმაოდ დიდი გამოქვაბულიდან იღებსო. ამის დასტურად კი თავისი ბაბუის ამბავი მოიტანა, რომელიც, თურმე, ხშირად დადიოდა იმ გამოქვაბულში, - გამოქვაბული ისეთი დიდი იყო, მთლიანად რომ შემოევლო, ბაბუას ყოველთვის 2 ჩირაღდანი მიჰქონდა - ერთი რომ ჩაიწვებოდა, მეორეს ანთებდა ხოლმეო. სწორედ იმ გამოქვაბულის საძებნელად და დასათვალიერებლად გავემგზავრეთ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მიგვასწავლა, გამოქვაბულის ამბავი მონადირე პეტრიაშვილს ეცოდინებაო. ეს მონადირე სოფელ ბარის მუდმივი სამი მაცხოვრებლიდან ერთ-ერთია, თუმცა რომ შევხვდით, გამოქვაბულზე მანაც ვერაფერი გვითხრა. ზოგმა ზემო ბარსა და სოფელ მრავალძალს შორის რომ ჭინკის ტბაა, იქით გაგვიშვა, ბარულა იქიდან იღებს სათავესო.

- ზღვის დონიდან რამდენ მეტრზე იყავით?
- მობილურის ჯი-პი-ესმა დაახლოებით, 1200 მეტრი გვიჩვენა. სამწუხაროდ, ვერც მდინარის სათავეს მივაკვლიეთ და ვერც გამოქვაბულს, მაგრამ... იქაურმა ახალგაზრდება შემოგვთავაზეს, თუ გინდათ, უფრო საინტერესო ადგილას წაგიყვანთო და ჩვენც გავყევით. სოფლის შუა წელიდან გადავუხვიეთ და მდინარე ბარულის პარალელურად მდებარე ე. წ. ჩატეხილის კანიონს მივადექით.

გვითხრეს, კანიონი, ძირითადად, ყოველთვის მშრალია და წყალი მხოლოდ გაზაფხულობით, დიდი წვიმების შედეგად ჩნდებაო. საკმაოდ გრძელი, ლამაზი და საინტერესო კანიონი აღმოჩნდა. უმნიშვნელოვანესი კი ის იყო, რომ კლდეებში, ალაგ-ალაგ ძალიან კარგად მოსჩანდა გაქვავებული დიდი ნიჟარები. ბავშვებმა თქვეს, შინაც კი გვაქვს ამ კლდეებიდან ამოვარდნილი ნიჟარებიო. სხვათა შორის, ასეთივე ნიჟარები ონის რაიონში, ერთი მოსახლის სახლშიც მაქვს ნანახი.

- რას უნდა ნიშნავდეს ზღვის დონიდან ასეთ მაღალ ადგილას გაქვავებული ნიჟარების არსებობა?
- ეს იმას ადასტურებს, რაც აქამდეც თქმულა, რომ ოდესღაც შავი და კასპიის ზღვები გაერთიანებული ყოფილა. რაც შეეხება ამ მთებს, არქეოლოგი და გეოლოგი არ ვარ, მისი ზუსტი წლოვანება დავადგინო, მაგრამ აშკარაა, ის რამდენიმე ასეული, შეიძლება - მილიონობით წლის წინაც, ზღვის ფსკერს წარმოადგენდა. ეს ალბათ იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც სათაფლიაში დინოზავრებმა გაიარეს და ნაკვალევიც დაგვიტოვეს. 
სხვათა შორის, ამ კანიონის ამბავი გაუხმაურებელია, რადგან ქვემო ბარის მოსახლეობამაც კი არ იცოდა მის შესახებ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის საინტერესო აღმოჩენაა.

legion.ge-82-1553250819.jpg


#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2043 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
დაღესტანში VI საუკუნით დათარიღებული, ქართული ასომთავრულით დაწერილი ბიბლია აღმოაჩინეს
biblia.jpg
fbshare.png
twitter.png
print.png

დაღესტანში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა, ისტორიული დოკუმენტების ციფრული ვერსიის შექმნისას, VI საუკუნით დათარიღებული, ხელნაწერი ბიბლია აღმოაჩინეს. ბიბლია ქართულად, ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული.

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევდნენ ყურადღებას იმ ადგილს, სადაც უძველესი ხელნაწერი ბიბლია იყო მოთავსებული, თუმცა XI საუკუნეში შექმნილი არაბი სუფიების სწავლებათა ტექსტის ქვემოთ, მეცნიერებმა უფრო ძველი ხელნაწერი აღმოაჩინეს, რომელიც რთულად შესამჩნევი იყო.

„ჩვეულებრივ, ხელნაწერთა დათარიღებას ჩვენ დოკუმენტზე, უფრო ზუსტად კი ქაღალდზე და ნაწერზე, დამწერლობის სტილზე დაკვირვებით ვაკეთებთ. დაკვირვებისას აღმოვაჩნე, რომ ეს ქაღალდი, რომელსაც ვაკვირდებოდი, სრულიად განსხვავებული იყო და არ ჰგავდა არც ერთ იმ ხელნაწერს, რომელსაც 20 წლის განმავლობაში შევხვედრივარ. ის სხვა სტრუქტურისაა,“ - განაცხადა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლური კვლევების განყოფილების თანამშრომელმა.

როგორც მეცნიერი შამილ შიხალიევი ამბობს, არაბულ ტექსტებს შორის ქართული წარწერებია. მოგვიანებით მეცნიერმა აღმოაჩნა, რომ მის ხელში პალიმფსესტური ხელნაწერი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ქართული ტექსტების შემცველი პალიმფსესტური, ანუ ეტრატის გადარეცხვის შემდეგ საწერად ხელმეორედ გამოყენებული ფურცლები, ინახება როგორც საქართველოში, ასევე ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ოქსფორდში, კემბრიჯში, ბოდლის ბიბლიოთეკაში, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის წიგნსაცავში. მეცნიერთა თქმით, ძირითადად მათი ქვედა ტექსტები V-VIII საუკუნეებით თარიღდება და შეიცავს ფრაგმენტებს ძველი და ახალი აღთქმიდან, მოციქულთა აქტებიდან, აპოკრიფული, ჰომილეტიკური და აგიოგრაფიული თხზულებებიდან.

ასომთავრული დამწერლობით შესრულებული ბიბლია, რომელიც VI საუკუნით თარიღდება, დაღესტანში აღმოჩენილ ხელნაწერთა შორის უძველესია. ხელნაწერი ბიბლია დაღესტნის მთებში ტაძარში, სხვა უძველეს ქართულ ხელნაწერებთან ერთად დაიდებს ბინას.

მეცნიერთა თქმით, წიგნი, ნომრით 1012, საბჭოთა კავშირის დროს დაღესტნის რაიონის სოფელ უბრადან ინსტიტუტში მიიტანეს. ხელნაწერის ციფრული ვერსია უკვე გაკეთებულია და სულ მალე ის ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომი 



#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1349 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

ჰომო გეორგიკუსი - ცალკე სახეობა
1,8 მილიონი წლის თავის ქალის აღმოჩენამ საქართველოში ევოლუციის გაგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ახალი კვლევების თანახმად, უძველესი ადამიანი არ მოდის აფრიკიდან, როგორც შვიდი სახეობა, არამედ ის არის ერთი „ჰომო ერექტუსი“ გარეგნობის განსხვავებული ნიშნებით.

სამუშაო იარაღები იპოვნეს ახლომახლო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული სახეობები ნადირობდნენ დიდ მტაცებელ ცხოველებზე, მათ შორის ვეფხვებზეც.

მეცნიერების ჯგუფმა დაახლოებით რვა წელი მოანდომა გათხრების შედეგად ნაპოვნი ძვლების შესწავლას. რეალურად, გათხრები ჩატარდა 2000 წლისთვის, თუმცა მხოლოდ ბოლო პერიოდში აღმოაჩინეს თავის ქალის ასაწყობად საჭირო სხვა ნაწილები.

ახალმა ტექნოლოგიებმა მეცნიერებს საშუალება მისცა დაედგინათ, რომ უძველესი ადამიანი დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ძვლები იყო პრეისოტრიული ხანის უზარმაზარი მტაცებლების ნარჩენები. აღნიშნული ტერიოტორია არის იმ მდინარის გვერდით, რომელიც სავსეა ნარჩენებით. მტაცებლებს ადამიანები იყენებდნენ სიკვდილთან საბრძოლველად.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დმანისში აღმოჩენილი თავის ქალის შესაბამისი ტვინი ზომით თანამედროვე „ჰომო საპიენსის“ ტვინის ერთ მესამედს შეადგენს. მას აქვს ამობურცული წარბები, წინ წამოწეული ყბები და ის გარეგნული ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ნაკლებად განვითარებულ პრეისტორუილი ხანის ადამიანებს.

ყველაზე გასაკვირი ფაქტი არის ის, რომ იქ, სადაც ზემოაღნიშნული თავის ქალა აღმოაჩინეს, 100 კილომეტრიან რადიუსში აღმოაჩინეს სხვა ოთხი თავის ქალაც. ისინი იმედნად განსხვავდება გარეგნულად ერთმანეთისგან, რომ ჩნდება კითხვა: სახეობების ვარიაციების მიმდინარე გაგება არის თუ არა სწორი?

საქართველო ეროვნული მუზეუმის დირექტორმა და მთავარმა მკვლევარმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი ნიმუშები არის უმდიდრესი და ყველაზე სრული კოლექცია, რომელიც უდავოდ ადრეული ჰომოს ნარჩენებს წარმოადგენს.

„დმანისი ყველა დროის უნიკალური ადგილია - შეიძლება ის დროის კაფსულაა, რომელიც ინარჩუნებს ყველაფერს უკვე 1,8 მილიონი წელია“ - განაცხადა მან AFP-სთან საუბრის დროს.

განსხვავებები თავის ქალის წარბებს, ყბებსა და სხვა გარეგნულ ნიშნებს შორის - ყველაფერი შეესაბამება პალეონტოლოგების მოლოდინს ერთი და იგივე სახეობის სხვადასხვა ვარიაციებთან დაკავშირებით.

ზოლიფოკერის განცხადებით, „ხუთი დმანისური ინდივიდი არის აშკარად განსხვავებული ერთმანეთისაგან, თუმცა არც ისე დიდი სხვაობაა ნებისმიერ 5 თანამედროვე ინდივიდთან, ან შიმპანზეებთან მოცემულ გარემოში.“

ამ ყველაფერმა მეცნიერები აიძლა, რომ თუ წინათ ამ სახეობების ვარიაცია გამონაკლისი იყო, ამ მოცემულობით უკვე ეს გამონაკლისის მაგივრად წესად იქცეოდა. ათეულობით წლების განმავლობაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს ყველანაირი ადამიანი, რომელიც აფრიკულ ჰომო ჰაბილისს ან ჰომო რუდოლფენისს უკავშირდებოდა. ახალი ჰიპოთეზის თანახმად, ეს ყველა სახეობა ჰომოერექტუსი აღმოჩნდა, მათი სხვაობა უბრალოდ ძვალთა სტრუქტურაში გამოიხატება, რაც ძალიან ჩვეულებრივია დღესაც, ჰომოსაპიენსის ეპოქაშიც. 3D მოდელი ამას ყველაფერს ნათლად ასახავს.

ეს ასევე ეჭქვეშ აყენებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდებოდა უფრო დიდი ტვინი იმსათვის, რომ ვყოფილიყავით საკმარისად ჭკვიანები, რათა გამოგვეყენებინა რთული იარაღები, გვენადირა დიდ მტაცებლებზე და მიგრირება მოგვეხდინა სხვადასხვა კონტინენტზე. აღმოჩნდა, რომ ქართველები მართლაც ემიგრირდნენ აზიაში მიუხედავად მათი არც ისე ნათელი გონებრივი შესაძლებლობებისა. მილფოლდ ვოლპუფმა, უნივერსიტეტის პროფესორმა, განაცხადა, რომ თავისი გუნდი გაოცებული იყო ამ დამთხვევის გამო, ეს სწორედ იმას უმაგრებდა ზურგს, რაც თვითონ აღმოაჩნიეს. ის თავის კოლეგებთან ერთად მუშაობდა ნაშრომზე. ამ ნაშრომში ისინი ამბობდდნენ, რომ საქართველო და აღმოსავლეთ აფრიკა ადამიანური ცივილიზაციის აკვანი იყო.

მეცნიერმა ასევე დაამატა, რომ დღეს ჩვეულებრივია ქვეყნის რელიგიის თუ კულტურის განურჩევლად დაქორნწინდე ადამიანზე, თუმცა, როგორც ეს კვლევა გვიჩვენებს, ეს ჩვეულებრივი იყო ადამიანის თითქმის მთელი ისტორიის განმავლობაში. ზოგიერთ მეცნიერს სხვა აზრი აქვს და მიაჩნია, რომ ეს ჩონჩხი უბრალოდ ეკუთვნოდა ადამიანის ახალ სახეობას და არა ჰომოერექტუსის ვარიაციას.

ბერნანდ ვუდი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ ჩონჩხია და არაფერი განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ მსგავსი ჩონჩხის ანალოგი აქამდე არ იყო ცნობილი ადამიანისთვის.

რაც უნდა იყოს, ეს არც ისე მნიშვნელვოანია. მთავარია, რომ ადამიანის ახალი ფორმა იქნა აღმოჩენილი და ეს მკაცრად მიგვითითებს იმაზე რომ, უძველესი ადამიანი თანამედროვე ადამიანის საკმაოდ ახლო ნიმუში იყო.

 

 

 

https://www.facebook...?type=3







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?