Jump to content


ამ თემას აქვს 33 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.მოგვთა ხიდი..

 

11219073_958919894126227_933067235236289

.

 

"მოგვთა ხიდი", მტკვარზე მცხეთასთან არსებული ეს ნაგებობა უფრო ცნობილია როგორც "პომპეუსის ხიდი". როცა ზაჰესის წყალსაცავის დონე იწევს, მისი ხილვა შესაძლებელი ხდება.
ხიდს ამ ადგილას უფრო ადრეც უანდა ეარსება, რადგან კავკასიაში უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების შესაყარი სწორედ მცხეთა იყო. ქართლის მეოთხე მეფემ, ფარნაჯომმა აქ დაასახლა სპარსეთიდან მოსული მოგვები, ცეცხლის მსახურნი. ადგილს მოგვთაკარი (მოგუეთი), ხოლო მტკვარზე გადასასვლელს კი მოგვთა ხიდი ეწოდა.
ძვ. წ. 65 წელს იბერიის სამეფოში რომაული ლეგიონები შემოიჭრნენ სახლოვანი გნეუს პომპეუსის სარდლობით. მათ ჯერ არმაზციხე იგდეს ხელთ, შემდეგ კი მეფე არტაგთან ზავი გააფორმეს. ამ ზავის ერთ-ერთი პირობა იყო მტკვარზე ხიდის აღდგენა, რომელიც იბერიელება თავდაცვის მიზნით გადაწვეს. როგორც კი შესაძლებელი გახდა, პოლპეუსმა საომარი მოქმედება განაახლა და აღდგენილი ხიდით მტკვარი გადალახა - გაჩარდა პარტიზანული ომი ლეგიონერთა წინააღმდეგ.
V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ხიდი გააფართოვა და სპარსელებთან სამომრად გაამზადა, 20-25 მეტრიანი ხიდი გაიზარდა 100 მეტრამდე (60 მხარით). ხიდმა ამ სახით მონღოლებამდე იარსება.
XVIII საუკუნეში ხიდი უკვე ცუდ დღეშია, მას უვლიან ადგილობრივი ფეოდალური სახლის წარმომადგენლები, აზნაური გედევანიშვილები, რომლებიც ბაჟსაც იღებენ ხიდით სარგებლობის საფასურად - "ძლივს გაუძლო ჩვენს გადასვლას", წერს მოგზაური და მეცნიერი იოჰან ანტონ გიულდენშტედტი 1771 წელს.
1811 წლის, კარლ ფრეიგანგის ცანაწერით ვიგებთ, რომ "არის ხიდი მტკვარზე. გვერდებზე აქვს ძველი კოშკები, რომლებიც ალბათ ძველ დროში თავდაცვისთვის იყო გამოყენებული. ამბობენ რომ ხიდი ააშენა პომპეუსმა".
"დავტოვეთ მცხეთა და ავყევით მტკვრის მარცხენა სანაპიროს, იქედან ორ ვერსზე მდებარე ხიდამდე, რომელიც ნახევრად ხისაგან და ნახევრად ქვისაგან არის ნაგები და ძალიან კარგ მდგომარეობაშია" - ეს უკვე 1823 წელია და ამონარიდი ორიენტალისტდა იული კლაპროტის ჩანაწერიდან. როგორ ჩანს ხიდი იმ დროისთვის აღუდგენიათ, თუმცა მოგვიანებით ის კვლავ დაზიანებული ჩანს. "ძველ ხიდს, რომელიც ორ კლდეს შუა იყო გადებული, გადაყავდა მგზავრები მტკვრის შესართავთან, უძველესი კოშკის ძირას და სხვა ძეგლების ნანგრევებთან, რომლებიც პატარა ხიდს გამოჰყოფენ უფრო მოზრდილისაგან. მისი შუა ნაწილი ხისა იყო, თაღი დიდი ხანია მოშლოდა და თუ მართლაც ეს ხიდი პომპეუსის მიერ იყო აგებული, უნდა ითქვას რომ მას დიდხანს გაუძლია ბუნების სტიქიისათვის". - შვეიცარიელი არქეოლოგი დიუბუა დე მონპერე 1833 წელი.
1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი, მშენებლობის დროს იქვე მდგარი კოშკი დაშალეს და მისი ლოდები ხელმეორედ გამოიყენეს ახალ კონსტრუქციაში, პროცესს უძღვებოდა რუსი ინჟინერი, პოლკოვნიკი ტერმინი. ეს ხიდი იყო ინოვაციური რუსეთის იმპერიისთვის.
1926 წელს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესი) პირველი რიგი გადაეცა საექსპლუატაციოდდა ისტორიული ხიდიც წყალმა დაფარა.
"Pompey's bridge" - according to legends built by Roman legionnaires of Pompey the Great in 1st century B.C. Kura river, Mtskheta - a capital of the early Georgian Kingdom of Iberia during the 3rd century B.C. – 5th century A.D.
Remains of towns at this location have been dated to earlier than the year 1000 B.C.
Pompey's Georgian campaign took place in 65 BC and was a consequence of the Mithridatic Wars. Pompey's forces besieged the fortress of Armazi. Artag (Kartli, Iberian King) fled the castle and took shelter to the left bank of Mtkvari river. He also burned the bridge over the river to ensure that Romans wouldn't capture him. Armaz fell and Pompey subjugated the right bank. Artag requested a truce, while promising Romans that he would restore the bridge and supply them with food. Artag stayed true to his words but upon restoring the bridge, Pompey crossed it with his forces in attempt to seize the King.
Photo by Nodar Abashidze - 2015

.

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
არქეოლოგების მორიგი უნიკალური აღმოჩენა აბანოთუბანში
06-08-2015 18:34
soc1.png
854
gnome_printer.png

ანტიკური ხანის უნიკალური აბანო ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა და დიდგვაროვნებისთვის იყო განკუთვნილი. ასეთია ქართველი არქეოლოგების უახლესი აღმოჩენა თბილისში, აბანოთუბნის, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე.

განახლებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად 2 ათასი წლის წინანდელი არტეფაქტებია ნაპოვნი, მინისა და კერამიკის ნიმუშები ასევე მონეტები.

ამ დროისთვის არქეოლოგები ძირითადად გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ვანში უძველესი ქალაქი სურიუმი აღმოაჩინე
192951.png
ვანის რაიონის სოფელ ციხესულში გათხრების შედეგად არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნით დათარიღებული ქალაქის ნაშთებს მიაკვლიეს. აღნიშული ქალაქი რომაელ ისტორიკოსებს საკუთარ წყაროებში აქვთ მოხსენიებული, როგორც კოლხეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც მდგრადი ეკონომიკითა და შეარაღებით გამოირჩეოდა, რის გამოც მან სხვა კოლხურ ქალაქებთან შედარებით არსებობა გვიან შეწყვიტა. გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა ნაკეთობები და წარმართული სარიტუალო ადგილიც.პრო­ფე­სორი გუ­რამ ყი­ფი­ა­ნი მიიჩნევს, რომ ცი­ხე­სუ­ლო­რი იგი­ვეა, რაც პლი­ნი­უს უფ­რო­სის მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი კოლ­ხუ­რი ქა­ლა­ქი სუ­რი­უ­მი და კლავ­დი­უს პტო­ლე­მა­ო­სის მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი და კო­ორ­დი­ნა­ტე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ქა­ლა­ქი სუ­რი­ო­ნი.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Share|
 

 

პარასკევი, 11 მარტი 2016 18:06

 

არქეოლოგებმა ყვარელში, V საუკუნის სამნავიან ბაზილიკაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს, VIII საუკუნის წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ნოდარ ბახტაძის თქმით, ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია.

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ლაბორატორიაში მივიტანეთ წყლის სინჯი, გამოიკვლიეს და ნახეს, რომ ბაქტერია არ არის, სუნი და გემო შეცვლილი არ აქვს. ასევე დაადგინეს, რომ ეს არის წყაროს წყალი და არა წვიმის. სახლში მაქვს და ვსვამ ხოლმე. მეუფემაც წაიღო, საპატრიარქომაც. ამის დადგენა ცხადია შეუძლებელია ნაკურთხია თუ არა, მაგრამ ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. 1 200 წლის განმავლობაში წყალი რომ არ გაფუჭდება, ნაკურთხია, სხვა რა უნდა იფიქრო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ბახტაძემ.

სამნავიანი ბაზილიკა, რომელშიც ქვევრი იპოვეს, ყვარელში, დოლოჭოპის ნასოფლარზე ნოდარ ბახტაძემ 2012 წელს აღმოაჩინა. მისი თქმით, აღნიშნული ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალის დროს არის აშენებული. ის კავკასიაში ყველაზე დიდი ბაზილიკაა და თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია. არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ბაზილიკის ქვეშ კიდევ ერთი, IV საუკუნის ეკლესია იპოვეს.

„V საუკუნის სანახევროდ დანგრეული ეკლესია ბუჩქნარით იყო დაფარული, მხოლოდ ამოშვერილი ქვები ჩანდა, სპეციალისტი თუ არ ნახავდა, ვერ მიხვდებოდა, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ნანგრევები ყოფილიყო. ეს არის ძალიან დიდი ბაზილიკა, 44 მეტრი სიგრძის და 29 მეტრი სიგანის. ასეთი დიდი ტაძრები მხოლოდ რომაულ სამყაროშია. ეკლესია VIII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად დაინგრა“, - აღნიშნა ნოდარ ბახტაძემ.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, წყლით სავსე ქვევრი საუკუნეების განმავლობაში ნანგრევებში იყო დამარხული და მისი პოვნა მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ იატაკი არ გათხარეს.

 „ქვევრი ეკლესიაში, დარბაზის შუაში მდებარეობს. ასეთ ადგილას ტაძრებში ნაკურთხი წყალი ინახებოდა ხოლმე. ეს ბაზილიკა იყო საკათედრო ტაძარი, სადაც ნეკრესის ეპარქიის ეპისკოპოსი იჯდა. აქედან ნაკურთხი წყალი სხვა ეკლესიებში მიჰქონდათ. ქვევრს მაღლიდან ნანგრევების გარდა კერამიკის, ჭურჭლის ნატეხებიც ეყარა. ეკლესიის დანგრევის თარიღის და ამ ნივთების საფუძველზე დავადგინეთ, რომ ეს წყალი და ქვევრი მე-8 საუკუნის არის. არქეოლოგებმა ვიცით, რომელ საუკუნეში რა ნივთები გამოიყენებოდა“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ბახტაძემ.

წყლიანი ქვევრი ამ დროისთვის დაკონსერვებულია. ნოდარ ბახტაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ტაძრის რეაბილიტაციას გეგმავს.

„ამ დროისთვის ტაძრის კონსერვაცია მიმდინარეობს, მაგრდება, მეტად რომ აღარ ჩამოინგრეს. კონსერვაციასაც და გათხრებსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აფინანსებს. წელს გათხრები დასრულდება, ბევრი აღარაფერია სამუშაო, უკვე ვასუფთავებთ ტერიტორიას და შემდეგ ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყება. ეს ტაძარი ტურისტული ობიექტი გახდება, მარტო იმიტომ არა, რომ ნაკურთხი წყალი აღმოჩნდა, ტაძარია თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი, ასეთი ეკლესია საქართველოში და ახლომახლო ტერიტორიაზე არ არის. რაც შეეხება ქვევრს, ტაძარში დარჩება. მისი წაღება არ შეიძლება, იქ უნდა იყოს. იმ ადგილს თავისი მადლი აქვს, წმინდა მეფის აშენებული ტაძარია“, - განაცხადა ნოდარ ბახტაძემ.

 

 

thumb_6b899c5c8e553d0a12e18caf6eaab4b0.j
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გონიოს ციხეში რომაელი სამხედროების მიერ შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს
11742838_1016482908383910_81175884831012

გონიოს ციხეში ერთ–ერთი კონსტრუქციის იატაკზე გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს, რომელიც ახ.წ. I საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. გონიოს აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ეს არის რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა.

ამ პერიოდით დათარიღებული მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. საქართველოს სხვა მხარეებში მსგავსი ნიმუშები ძალზედ ცოტაა და, როგორც წესი, ადგილობრივი ელიტისთვისაა განკუთვნილი. აღმოჩენა ქართულ–პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონის შედეგია, რომელიც 2015 წლის 27 ივნისს დაიწყო. 

ქართულმა მხარემ პოლონეთთან თანამშრომლობა 2002 წელს დაიწყო, როდესაც პოლონურმა მხარემ ჩაატარა გეოდეზიური და გეოფიზიკური სამუშაოები. არჩეული იქნა ყველაზე პერსპექტიული უბანი, სადაც 2014 წელს ძველი აბანოს ნაშთები დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული. 
11737930_1016483778383823_77857208254944

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ფაქტია რომ მე 15 საუკუნის ჩათვლით ინგუშეთი(დვალეთი და ძურძუკეთი) იყო ქართული სახელმწიფოს იურისდიქციაში. უფრო მეტიც , ინგუშეთი ამ დროს ქრისტიანული იყო. აის ძველი არტეფაქტებია ათობით ეკლესია სალოცავები , რომლებიც დღევანდელი ინგუშეთის ტერიტორიაზეა. სიმართლისათვის უნდა ითქვას რომ მთელ კავკასიაში ესეთი მეგობრები არა გვყავს და დღესაც დიდი რუდუნებითა და სიფრთხილით ექცევიან ქართულ არქიტექტურის ძეგლებს.

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

კარგია, თუ ზოგზოგიერთი "კეთილმოსურნე" და "მეგობარი" სახელმწიფოსავით თუ არ იქცევიან და უფრთხილდებიან  :good:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 447 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
Interesting 👍👍👍👍👍👍

გონიოს ციხეში რომაელი სამხედროების მიერ შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს
11742838_1016482908383910_81175884831012




გონიოს ციხეში ერთ–ერთი კონსტრუქციის იატაკზე გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს, რომელიც ახ.წ. I საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. გონიოს აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ეს არის რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა.
ამ პერიოდით დათარიღებული მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. საქართველოს სხვა მხარეებში მსგავსი ნიმუშები ძალზედ ცოტაა და, როგორც წესი, ადგილობრივი ელიტისთვისაა განკუთვნილი. აღმოჩენა ქართულ–პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონის შედეგია, რომელიც 2015 წლის 27 ივნისს დაიწყო.
ქართულმა მხარემ პოლონეთთან თანამშრომლობა 2002 წელს დაიწყო, როდესაც პოლონურმა მხარემ ჩაატარა გეოდეზიური და გეოფიზიკური სამუშაოები. არჩეული იქნა ყველაზე პერსპექტიული უბანი, სადაც 2014 წელს ძველი აბანოს ნაშთები დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული.
11737930_1016483778383823_77857208254944



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5373 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ძაან საინტერესო აღმოჩენაა, იმედია ქართველ მკვლევარებსაც ჩართავენ

ფაქტია რომ მე 15 საუკუნის ჩათვლით ინგუშეთი(დვალეთი და ძურძუკეთი) იყო ქართული სახელმწიფოს იურისდიქციაში. უფრო მეტიც , ინგუშეთი ამ დროს ქრისტიანული იყო. აის ძველი არტეფაქტებია ათობით ეკლესია სალოცავები , რომლებიც დღევანდელი ინგუშეთის ტერიტორიაზეა. სიმართლისათვის უნდა ითქვას რომ მთელ კავკასიაში ესეთი მეგობრები არა გვყავს და დღესაც დიდი რუდუნებითა და სიფრთხილით ექცევიან ქართულ არქიტექტურის ძეგლებს.

 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5373 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ინგუშები კარგი ხალხია, პატივისცემას იმსახურებენ!



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს გავიარე და უკვე წყლით იყო დაფარული. აფსუს... :0036:


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10:54 / 25-05-2016

სენსაციური აღმოჩენა ქუთაისთან ახლოს!
453dd5a66c.images.new_photo.axali_fotos.ვრცელდება ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში სენსაციური აღმოჩენის შესახებ. 

არსებული მონაცემებით, საქართველოს განძის დაცვის პოლიციამ, ქუთაისთან ახლოს დიდი რაოდენობით ძველქართული მონეტები აღმოაჩინა. წინასწარი მონაცემებით, მონეტების საერთო ღირებულება შესაძლოა ათეულ მილიონობით ლარს აღწევდეს. ნაპოვნი განძეული კი სავარაუდოდ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვინ მოთვლის ასე რამდენი გვინახავს , ? მთელი საქართველო ერთი დიდი ისტორიაა. ყველგან ქართველი კაცის კვალი ატყვია. მისი სისხლით და ოფლითაა ეს მიწა მორწყული.

12510352_140863349620889_390671808836647

ბიჭებმა რამდენი ესეთი ვნახეთ უკვე. ყვარელში მთელი პატარა ქალაქი გამოჩნდა , როცა მდინარებ ნაძვნარიანი მთის ფერდი ჩამოჭრა, სადაც სხვათა შორის ვნადირობდით ხოლმე

...


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 447 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
პატრონი არ ყავს რა დაიწყონ აერქოლოგიური გათხრები ეს ხომ ჩვენი ისტორიაა





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?