Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გრაკლიანის გორაზე-არქეოლოგიური აღმოჩენა.

  02d17bd94795c43a2b3c55f79e8c51ed_13407.j

2007 წელს თბილისი-სენაკის გზატკეც­ილზე, იგოეთის მონაკვეთში, გრაკლიანის გორაზე ავტობანის მშენებლობისას არქეოლოგებმა  უნიკალურ მასალებს მიაკვლიეს.  ორი თვის განმავლობაში მოიპოვეს 35 ათასი ექსპონატი. ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების პერიოდის ასობით სამარხი და ნასახლარი, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყო­­ფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.
მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. IV საუკუნით დათარი­ღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას. 



უცხოური სამეცნიერო წრეებიც აღნიშნავენ, რომ გრაკლიანის არტეფაქტები უნიკალურია. ამიტომაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა,  გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს მთავრობამ ეროვნულის სტატუსი მიანიჭოს.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ერთ-ერთი მონაკვეთის არქეოლოგიურ კვლევას უშუალოდ დაესწრო და რამდენიმე აღმოჩენის მოწმეც გახდა. ერთ-ერთ სამარხში ბრინჯაოს სამაჯური გამოჩნდა, მოგვიანებით მეორე სამა­რხში ვერცხლის საყურეს გადააცალეს მიწა. თავის ქალას თითქმის უკლებლივ შენარჩუნებული აქვს კბილები. ვერცხლის საყურე კი ემბრიონის ფორმაში გაქვავებულ ნეშტს ყურიდან სახეზე გადავარდნოდა.­ სამარხი ქალის იყო. იქვე დაესაფლავებინათ­ კაცი და ცხენი. ერთ-ერთ სამარეში ულამაზესი მცენარეული ორნამენტებით შემკული ოქროს პატარა დისკო აღმოაჩინეს.

20083f28d0d96ca219ac34324748b99d.jpgვახტანგ ლიჩელი: "ეს არის 2400 წლის ნივთი, ინსიგნია, მფლობელის სოცია­ლური სტატუსის მანიშნებელი. ოქროს დისკო აქვეა დამზადებული, ანუ მაშინდელი საზო­გადოება შესანიშნავად ფლობდა ბრინჯაოზე ოქროს გადაკვრის ტექნოლოგიას, რომ აღარაფერი ვთქვათ ორნამენტული მოხატვის ხელოვნებაზე. ეს ტრადიცია ძვ. წ. XVI საუკუნიდან მოდის, ადრინდელი ექსპონატები ასეთი მაღალი დონის არ ყოფილა. მისი მფლობელი,­ 60 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, წარჩინებული პირი იყო, ჰქონდა ადმინისტრაციული თანამდებობა. 

გრაკლიანში, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესო­პოტამიაში,­ ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონ­ატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს _ ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს.

d3dfc82f51ce2c1728260628f6fa8c53.jpgეს არის 6000 წლის წინა­ნდელი ნივთ­ები, რომელიც ჯერ კიდევ დამწერლობის ჩამოყალიბებამდე გამოიყენ­ებოდა სხვა­დასხვა დოკუმენტის ნამდვილობის­ დასა­დასტურებლად. სავარაუდოდ, სავაჭრო ურთიერთობის დასარეგულირებლადაც. ასეთი­ რამ მხოლოდ სამხრეთ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი. უფრო გვიან ნახეს ანატოლიაში, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, მერე კი გავრცელ­ებას იწყებს­ დასავლეთ რეგიონებში. როგორც ჩანს, ეს ნივთები პირდაპირი ურთიერთობის­ წყალობით მოხვდა ჩვენთან. აღმოჩენილია იმ ადამიანების ჩონჩხებიც, ვინც მათ იყენე­ბდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურ საზოგადოებას განვითარების მაღალი დონე ჰქონდა, ცნობდა იურიდიული შეთანხმების ძალას. 

ვიპოვეთ ორმაგპროტომიანი (პროტომა - ცხოველის ან მითოლოგიური ცხოველის სხეულის წინა ნაწილის (ტანი, სახე, თავი) გამოსახულება. ანტიკურ სამყაროში ხშირად გამოსახავდნენ კოლონებზე, ფასადებზე, ჭურჭელზე.) ქანდაკებით შემკული საკურთხეველი, რაც წინ უსწრებს აქამდე ცნობილ ყველა ორმაგპროტომიან ქანდაკ­ებას როგორც ანატოლიის ტერიტორიაზე, ისე კონტინენტურ საბერძნე­თსა და დასავ­ლეთ საქართველოში. ეს ყველაზე ძველია, რამაც ძალიან ბევრი ისტორიული თეორია შეცვალა".

309d98a2491c2e2d6c658b501d63a9ff.jpgგრაკლიანის გორის არქეოლოგიური შრეების ქრონოლოგიური დიაპაზონი შთამბეჭდავია, მოიცავს ამ ტერიტორიაზე ადამ­იანის განსახლების 1,5-2 მლნ წლის ისტორ­იას. აქ მოპოვებული უძველესი მასალები ქვის ხანის ოლდუვაი-დმანისის პერიოდს განეკუთვნება. ამ ხანიდან მოყოლებული, ათასწლეულების მანძილზე, გრაკლიანის გორა ათვისებული იყო საცხოვრებლად და სამეურნეო საქმიანობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. V-IV საუკუნეების მთლიანი


 

არქიტექტურული ფორმები და დასახლება, რომელსაც ანალოგი არა აქვს არათუ საქარ­თველოში, მსოფლიოშიც. გრაკლიანის არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად ვეცნობით­ აქამდე უცნობ, მაღალგანვითარებულ კულტურას. აღსანიშნავია, რომ ამდროინდელი, ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანების, აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის შესახებ პირველად ვიღებთ ინფორმაციას. აქ ცხოვრობდა ეკონომიკურად და კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც ინტენსიური სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.  

ვახტანგ ლიჩელი: "აქამდე მიიჩნეოდა, რომ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში ქართლი ეკონომიკურად დაკნინებული­ და კულტურულად დეგრადირებული რეგიონი იყო. გრაკლიანის აღმოჩენებმა დაად­ასტურა სრულიად საპირისპირო ფაქტი. ჩანს კავშირები სამხრეთ მესოპოტამიასთან, ურარტუსთან, აქემენიდურ ირანთან... ჩანს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ადაპტირებ­ული აქვს იმ პერიოდის ყველა ტექნოლოგ­იური ინოვაცია და კულტურის ელემენტი. ექსპონატებს შორის უამრავია განსაკ­უ­თ­­რებით გამორჩეული. მათ შორის არის უნიკალური, მხატვრული დეკორით შემკული­ საკრალური ღუმელი, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიოში.  

გასულ წელს გრაკლიანის გორა დაათვალიერა ICCROM-ის (კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი) გენერალურმა დირექტორმა სტეფანო დე კარომ. მისი თხოვნით ძეგლი საერთაშორისო ელქტრო­ნულ ბაზაში შევიტანეთ. ამიერიდან ამ ქსელში შევიტანთ ყველა მაღალი სამეცნიერო ღირებულების ძეგლს".

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ვააა ძალიან მაგარია  :good:  :good:  :good:  :good:


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://www.facebook...?type=2


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორია დადასტურდა (+ფოტო)

11889446_861361767245432_118487218141495

ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის  კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა  - ძვ.წ აღ VII  საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და  საქართველოში დამწერლობის გამოყენების  2700 წლის ისტორიას ცხადყოფს. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს. 

ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლინის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.

გრაკლიანის უდიდესი კოლექციის მნიშვნელოვანი  ექსპონატებია  -  ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული - მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი - ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება - მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.

„გრაკლიანის გორა“ წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების  300 ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის გორაზე გამოვლენილ ტერასებზე განლაგებულია  საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო  დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV - ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.         

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო  აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი - სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში  სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.

11897028_1134357049911827_336693735_n.jp

 

11897074_1134357053245160_476384692_n.jp

11889446_861361767245432_118487218141495

11892125_861361700578772_665829994846404

11899965_861361660578776_216052954869130

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?
42f1d821bdf5757cae7dc5432b353d3f.jpg
07-09-2015
"ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა"

"გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია"


ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში, მიწის პირიდან დაახლოებით 50 მ-ზე, 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა. მერე განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა ნამდვილად არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით. 2007 წელს ხვამლი არქეოლოგმა გურამ გაბიძაშვილმა დაზვერა და ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა: ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ოსირისი (ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები). შემდეგ ხვამლის შესახებ რეჟისორმა დავით გოგუაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს, - სწორედ ეს წელიწადი მიიჩნევა ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისად, ვიდრე ქრისტემდე. და კიდევ ამ ექსპედიციის ერთი საოცარი ნიუანსიც: როგორც ბერძნული მითები ჰყვებიან, ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთეს გასათავისუფლებლად გმირი ჰერაკლე გაიგზავნა. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფასისს (რიონს) აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა - ადგილობრივებმა მართლაც მიასწავლეს ექსპედიციას გამოქვაბული, საიდანაც წყალი წელიწადის სხვადასხვა დროს ხან ცხენისწყლის ხეობისკენ გადავარდება, ხანაც რიონისაკენ. ამ ექსპედიციამ ზღვის დონიდან 1888 მ-ზე არქეოლოგიური ნიშნული გააკეთა, - იქ უცნაური რაღაც იყო. მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსი, რომელსაც ზემოთ სამი მხრიდან პიტალო ეხები (კლდის მასივები) გადმოჰფარებოდა. თუმცა იქაურობას დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა (ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა). სულ ახლახან კი ხვამლზე მორიგმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამაოგნებელი აღმოჩენები გააკეთა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხვამლის ექსპედიციის ხელმძღვანელთან, არქეოლოგ დავით სულხანიშვილთან:

23%20shua.jpg
"მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსს, დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა. ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა"
- ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თითქოს არაფრისმთქმელი მიწისზედა წრიული რელიეფის გათხრისას მთელ კომპლექსს წავაწყდით. ის ორი წრიული და ერთი ნახევრად წრიული მშრალად ნაგები ქვის გალავნისაგან შედგებოდა. მსგავს წრიულ, ძვ.წ.-ით პირველი ათასწლეულის ნაგებობებს აფხაზეთშიც ვხვდებით, მაგრამ არა ისეთ დასრულებულ კომპლექსებს, როგორიც ხვამლის მთაზეა. რაც მთავარია, ყველა ეს კომპლექსი ებჯინება მღვიმე-გამოქვაბულს, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია.

ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე 11 კომპლექსი აღმოვაჩინეთ და ყოველი მათგანი დაახლოებით სიგრძით 1,5 მ, სიგანით 70 სმ და სისქით 40 სმ ლოდით არის ამოქოლილი. შემდგომში კი, საუკუნეების განმავლობაში, შესასვლელები მიწამ, ბალახმა და ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა - ამ ადგილს შემთხვევით კი არ ეწოდება მაყვლოვნის გორა.

- დაახლოებით რაღაც ისეთს ამბობთ, რაც ზღაპრებშია აღწერილი.
- ზღაპრებში ძირითადად ის არის აღწერილი, რაც რეალობაში ხდებოდა. გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი
<a href='https://in-media.ge/...DOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='https://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=680&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=a336de96' border='0' alt='' /></a>
აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია - ხვამლი კირქვოვანი მასისგან შედგება, რომელიც, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში დაიშალა.

- ეს აღმოჩენები ბუნებრივად მოითხოვს, რომ ხვამლის არქეოლოგიური შესწავლა გაგრძელდეს.
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს გადაწყვეტილი აქვს ხვამლზე მომავალი ექსპედიციების დაფინანსება. მხარში გვიდგას კომპანია "არდი"... თუმცა მეფეთა განძის აღმოჩენაზე თავს ვერავინ დადებს. არა მგონია, რომ რასაც აქ მივაგნებთ ან უკვე მივაგენით, განძზე­ ნაკლები ღირებულებისა იყოს, - დასტურდება, რომ ჩვენი წინაპრები დაახლოებით ქრისტემდე VIII-VII საუკუნეებში თითქმის 2000 მ სიმაღლეზე მიწისქვეშა და მიწისზედა ქალაქებს აგებდნენ. ქვის ხანის სპეციალისტებმა დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი წლის ქვის იარაღიც აღმოაჩინეს. მასთან ერთად კი კერამიკის ჭურჭელი, ობსიდიანის დანა და ჰემატიტის საკულტო ქვაც იყო. ამ ყავისფერ ქვას ძველ საბერძნეთში, დელფოს სამისნოსა და ძველ ეგვიპტეში ამულეტად იყენებდნენ. თქმულებების მიხედვით ეგვიპტის ნაყოფიერების ღვათება ისიდას, ზეციდან მიწაზე დაშვებისას უბედურებისაგან სწორედ ეს ქვა იცავდა.

ჩვენი ხვამლის ქვა ხელოვნების ნიმუშია - დაახლოებით ერთსანტიმეტრიან ქვაზე 8 ოთხკუთხედი და 6 სამკუთხედია ამოკვეთილი, ამ უკანასკნელებში კი ფიგურებია ჩახაზული, რომელსაც ახლა ვშიფრავთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, - ველით, რომ ხვამლის მთა სულ უფრო მეტად გაგვიხსნის გულს და მეტ საოცრებებს დაგვანახებს.

ეს აღმოჩენები ბატონი გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას მივუძღვენით. სწორედ მას ეგულებოდა ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქი... ბედნიერება იქნება, თუკი ეს ასე იქნება და მისი აღმოჩენის მოწმე ჩვენ გავხდებით.

"ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს..."

ძველი ბერძნული მითები გვამცნობენ, რომ პრომეთე ღმერთებისთვის ცეცხლის მოპარვისთვის, ზევსის განჩინებით, კავკასიონის მთაზე იყო მიჯაჭვული. პრომეთე იგივე ამირანია, რომელსაც გულ-ღვიძლს ყორანი უკორტნიდა... ქრისტემდე III საუკუნეში აპოლონ როდოსელი წერდა, არგონავტებს მდინარე ფაზისის (რიონი) გადაცურვისას მთიდან პრომეთეს გმინვა ესმოდათო. იმ მთის აღწერილობა კი ხვამლისას ემთხვევა. XIX საუკუნის 50-იან წლებში პრომეთესა და არგონავტების კვალის აღმოსაჩენად ხვამლი იტალიელმა მკვლევარმა პიზაგალიმ დალაშქრა. ის წერდა, - გამაოცა იმან, რომ აქაურებმა მშვენივრად იცოდნენ პრომეთეს ამბავი და განუზომლად უხაროდათ, როცა ნადირობისას სვავებს ვხოცავდითო. არსებობს სხვა თქმულებაც: ხვამლს ნოეს კიდობანიც მიადგა და მის მიდამოებში ქართველების პირველი წინაპარი დაესახლა (ქართველები ნოეს ერთ-ერთი ძის, იაფეტის შთამომავალნი ვართ!). ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: ხვამლის კლდეში არის "ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები... ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს". ხვამლის მისტიკამ ჟიულ ვერნიმდეც კი მიაღწია და თავის რომანში "შეუპოვარი კერაბანი" აღწერა. მიუხედავად ამისა, ხვამლი პროფესიონალურად არ შესწავლილა, ალბათ იმიტომ, რომ სტალინის ბრძანებით (ალბათ, სჯეროდა, რომ იქ განძი იყო გადანახული) ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა, რომელმაც განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით.

ეთერ ერაძე

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ახალგაზრდებო , ასეთი რა დაკავებულები ხართ რომ რეპლიკის დადებაც რომ გეზარებათ? მაგარი საწყენია ესეთი ინდეფერენტულება ამ საკითხში.... :ara:


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ძალიან საინტერესოა . ეს ყველაფერი 

 

ძალიან დიდ საგანძურს ინახავს საქართველო , რომელიც გამოუკვლეველი და დრემდე უცნობია, 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

news_17845.jpg

შირაქის ველის საიდუმლო

- +



 
3 აგვისტო. 2016. 18:41

 

შირაქის ველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ნაქალაქარმა შესაძლოა თავდაყირა დააყენოს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, მეტიც, კონტინენტური რეგიონის მატიანეშიც მრავალ დღემდე უცნობ დეტალს მოჰფინოს ნათელი ან კიდევ უფრო იდუმალი გახადოს ამ დრომდე ამოუცნობი ფაქტები.

 

გავრცელებული წყაროებისა და სხვა მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრიობის ისტორიას იბერიის სამეფოს შექმნიდან ითვლიან, რომელიც ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე დიდნაურის ნაქალაქარი.

 

იბერიის სახელმწიფო ქრისტემდე მეოთხე საუკუნეში დაარსდა, ახლახანს აღმჩენილ ნაქალაქარს კი ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში უნდა ეარსება.

 

მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, ოდესრაც აქ ძველისძველი სახელმწიფოს დედაქალაქი არსებობდა, რომელიც მტრის შემოსევამ ან მიწისძვრამ დაანგრია.

 

ამ დღეებში დიდნაურის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დიდგვაროვანი მხედართმთავრის სმარხის გახსნა, სადაც ჩონჩხთან ერთად აღმოჩენილი ორი იარაღი საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ საფლავის პატრონი მოკლეს, რადგან  მის მუცელში ჩარჩენილია იარაღი.

 

მეცნიერები მოუთმენლად ელიან ინგლისის ერთ-ერთ ცნობილი ლაბორატორიის დასკვნას ჩონჩხის დნმ-ის შესახებ. ამით პასუხი გაეცემა კითხვას, რა წარმოშობის იყო სამხედრო პირი, რომელიც მრავალრიცხოვან მტერთან თუ არა, მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ისრით მოკლეს.

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
"ნაპოვნია ანტიკური ხანის სამარხი, მამაკაცის ნეშტს პირში მონეტა, გვერდით კი რკინის გრძელი მახვილი ედო" - აღმოჩენა ცაგერის რაიონში
c02f07987dcf95f609877900c473462c.jpg
05-08-2016

ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ დეხვირში სამაროვანის გათხრისას მნიშვნელოვანი სამარხებია ნაპოვნი, რომელთაგან ერთ-ერთში მამაკაცის ჩონჩხი იპოვეს. სამარხი, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მესამე საუკუნეებს განეკუთვნება.

kvirispalitra.ge ექსპედიციის ხელმძღვანელს, ნინო სულავას ესაუბრა:
- უკვე მეორე წელია, ცხეთა-დეხვირის ტერიტორიაზე ითხრება ანტიკური ხანის სამაროვანი, სადაც შარშან ოთხი სამარხი ვიპოვეთ, წელსაც ასევე ოთხი სამარხი აღმოვაჩინეთ. რვავე სამარხი ანტიკური ხანით თარიღდება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მამაკაცის სამარხი, რომელსაც პირში უდევს მონეტა (მონეტას პირში იმიტომ უდებდნენ, რომ მათი რწმენით სასუფეველში როცა წარდგებოდა გარდაცვლილი, იქ შესვლისას უნდა გადაეხადა), როცა ნეშტი გასუფთავდება და ქიმიურად დამუშავდება, შეგვეძლება ვთქვათ, ზუსტად რა პერიოდისაა. ამავე სამარხში აღმოჩნდა რკინის გრძელი მახვილი, რომლის თავიც შემკული იყო ბრინჯაოს ღილაკით, ასევე ვნახეთ რკინის შუბისპირი და ბრინჯაოს აბზინდა. სამარხში მამაკაცის ფეხებთან დაკრძალული იყო მოზარდის ნეშტიც, რომელთან ერთადაც აღმოჩნდა დოქი. ეს ნეშტი ჯერ აღებული არ გვაქვს და ვერ გეტყვით მას რაიმე ნივთი აქვს თუ არა ჩატანებული.


4bc157a188e03a34fd86acc7cf385446.jpg
კოლხური ნასახლარის ერთ-ერთი თხრილი.

- როგორც თქვენ ბრძანეთ, აღმოჩენილ მამაკაცს პირში ბრინჯაოს მონეტა და მახვილი ჰქონდა, ასევე ბრინჯაოს აბზინდა. ეს მის სოციალურ ფენაზე ხომ არ მიუთითებს?
- შესაძლებელია რომ ასეც იყოს. აღმოჩენილი მახვილი რკინისაა და ვიდრე ლაბორატორიულად არ დამუშავდება, რთული იქნება ცალსახა პასუხი. მახვილზე არის ორნამენტებიც, რომელიც კარგად არ ჩანს და აუცილებელია მისი დამუშავებაც.
eb31d47792e0b3b476f7aae5220e9f88.jpg
- რითაა ეს სამაროვანი სხვა სამაროვანებისაგან გამორჩეული?

- ეს სამაროვანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამგვარი სამარხები, რომელიც მთელ ანტიკურ პერიოდს მოიცავს, საქართველოში იშვიათია, ამასთანავე ეს სამაროვანი მიუთითებს თანადროულ გარე სამყაროსთან არსებულ მჭიდრო კონტაქტებზე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს აქ აღმოჩენილი უცხოური ნივთები (ძირითადად სამკაული), რომელიც შარშანდელ აღმოჩენებშიც უხვადაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ცხეთა-დეხვირის ტერიტორია გამოცხადებულია ცაგერის ისტორიული მუზეუმის ღია ცისქვეშ არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიულ მუზეუმად და ის მოიცავს სამი პერიოდის ძეგლებს, კერძოდ: ძვ.წ. პირველი ათასწლეულიდან აქ წარმოდგენილია კოლხური ნასახლარი; შემდეგ მოდის ანტიკური ხანის სამაროვანი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III საუკუნიდან ახ.წ. III-IV საუკუნემდე და შუა საუკუნეების ციხეთა კომპლექსი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ტერიტორია რამდენიმე ათასობით წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო როგორც მდებარეობით, ასევე სტრატეგიული პოზიციით.

- არქეოლოგიური გათხრები გრძელდება და თუ შესაძლებელია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდეს?
- რა თქმა უნდა, ვვარაუდობთ, რომ უფრო ძველ ნიმუშებსაც მივაკვლევთ.

(სტატიის მთავრი ფოტოს ავტორი: ნუგზარ კოპალიანი)

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაჟრიალებს ესეთ რაღაცეებზე. რა დიადი კულტურა გვაქს 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი - აღმოჩენა ყვარელში, რომელმაც შესაძლოა ისტორია შეცვალოს
 
ადმინისტრატორი
 
 

აღმოჩენა რომელმაც შესაძლოა ისტორია შეცვალოს. ყვარელში მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერანტორის ადმინისტრაცია  სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"მკვლევარები დოლოჭიპის V საუკუნის სატაძრო კომპლექსის არსებობაზე საუბრობენ. მათი აზრით შესაძლოა, ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდეს, სადაც ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, საუკუნეების წინანდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა.

ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ბაზილიკის გარე ზომებმა 41 X 29 მ-ს მიაღწია, რაც გულისხმობს, რომ ის ბევრად აღემატება კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში დღემდე მიკვლეულ ყველა ქრისტიანულ ბაზილიკურ ტაძარს. 

 

 

საქართველოში, კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე ბაზილიკური ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. არქეოლოგები დოლოჭოპის V საუკუნის სატაძრო კომპლექსის არსებობაზე საუბრობენ, სადაც 13 საუკუნის წინანდელი დაბეჭდილ თავიანი ქვევრი აღმოჩინეს, რომელშიც სავარაუდოდ ნაკურთხი წყალი იყო შენახული.

როგორც „აიპრესთან“ ნეკრესი-ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი ნოდარ ბახტაძე ამბობს, გათხრები 2012 წელს დაიწყო.

„ეს კავკასიაში ყველაზე დიდი ბაზილიკაა. ასე კარგად შემორჩენილი ნანგრევი არსად არ არის. მისი აგება IV - V საუკუნით თარიღდება. ეს იყო ბორცვში მოქცეული მთა ტყით დაფარული, ნანგრევები ზემოდან ჩანდა. როცა გავთხარეთ გრანდიოზული ნაგებობა აღმოჩნდა“, - განაცხადა ბახტაძემ. 

არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქართველებთან ერთად კანადელი ანთროპოლოგები და ინგლისელი მეცნიერები მუშაობენ, გათხრებს კი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო აფინანსებს.

„მე-4 საუკუნის ტაძარი დანგრეულია მიწისძვრის დროს, შემდეგ მე-5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს, უფრო გრანდიოზული აიგო.

რაც შეეხება ქვევრს, გათხრების დროს ქვედა ტაძარიც გამოჩნდა, ორპირიანი ძეგლია და საერთოდ, მე-8 საუკუნეში წყვეტს ყველაფერი არსებობას, რადგან მურვან ყრუმ ყველაფერი დაანგრია... 
დანგრევის წინ ქვევრი რომელიც შუა ეკლესიაში იდგა, წყლით ყოფილა სავსე და ასე ჩაიმარხა. ქვევრს სახურავიც ჰქონდა, რომელმაც ჰერმეტულად დაიცვა“, - აღნიშნა ნოდარ ბახტაძემ.

რით დასტურდება, რომ ქვევრში შენახული წყალი ნაკურთხია?

ჩვენ თავისუფლად ვამბობთ, რომ ეს მე-8 საუკუნის წყალია. სრული სამეცნიერო პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 13 საუკუნის წინანდელი წყალია. ის რომ წყალი საუკუნეებია იდეალურად არის დაცული, ეს შევამოწმებინეთ თბილისის ლაბორატორიებში - წყაროს წყალი ქვევრში იდეალურადაა შენახული, მაგრამ წყალი ნაკურთხია თუ არა ამის გამზომი არ არსებობს.

ჩვენი და საპატრიარქოს დასკვნაა, რომ წყალი ნაკურთხია, სხვა შემთხვევაში ქვევრში წყალი ვერ შეინახებოდა ამდენი ხანი.

არსებობს მსოფლიოში ფაქტი, ნაკურთხი წყალი 13 საუკუნე შენახულიყო?

მე არ გამიგია. ჩვენი ინფორმაცია აიტაცეს მართლმადიდებლურმა გამოცემებმა, რუსეთში, საბერძნეთში, უცხოური მედიაც დაინტერესდა, მაგრამ არსად დაწერილა რომ მსგავსი 13 საუკუნის წყალი ქვევრში შენახული აღმოაჩინეს. თუმცა, არფერი შემეშალოს, ეს რომ სამეცნიერო ფაქტი იყოს...

რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტაძრის აღმოჩენა ჩვენი ქვეყნისთვის?

ჩვენს ხელოვნებათმცოდნეობაში დამკვიდრებული იყო თეორია, რომ პირველი ქართული ეკლესიები იყო პატარა და ნელა-ნელა ვითარდებოდა. აი ამ დროს, აგერ მე-4 საუკუნის ტაძარი ვნახეთ დანგრეული, მერე იმაზე დიდი... ამბობდნენ თითქოს ბოლნისის სიონამდე არ იყო... ეს საბჭოთა პერიოდის თეორია იყო, ყველაფერი ადგილზე განვითარებულიყო. სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა.

წყაროებში ასეა: მოიწვია მეფე მირიანმა ხუროთმოძღვრები ბიზანტიიდან, მოწინავე ქვეყნებიდან და აგებდნენ ტაძრებს. აქ მათ ველური ხალხი კი არ დახვდა, მშენებლობა იცოდნენ და იმ სქემაზე რომელიც რამდენიმეჯერ ააგეს, კადრები გაიზარდა.

ეს ბრწყინვალე ტაძარია ისეთი, როგორიც კონსტანტინოპოლში, რომში... ტაძრის სიგრძე 44 მეტრია. ნადვილი ჩამოყალიბებული ბაზილიკაა, ფაქტიურად ჩვენი აღმოჩენით გადატრიალება მოხდა ქართული ბაზილიკის ისტორიაში, რაც ძალიან მნიშნელოვანია.

რა თქმა უნდა წყლის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ მე-5 საუკუნის ნივთებიც აღმოჩნდა. 

ცნობისთვის, არქეოლოგიური კვლევა ეროვნული მუზეუმის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით გრძელდება, საბოლოო დასკვნა 2 წელში იქნება ცნობილი. 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ძალიან საინტერესოა...



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სოფელ გურჯაანში აღმოჩენილ სამარხებში დაახლოებით 3 000 წლის წინანდელი ნივთები აღმოაჩინეს
14:15 25-01-2017
 
fc510b0f06fc33a274cfce847e8a30fc.jpgსოფელ გურჯაანში ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის ასაშენებლად მიწა მოჭრეს, სადაც ბრინჯაოს ხანის ორმო-სამარხი აღმოაჩინეს. 
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, ნაპოვნია რამდენიმე ადამიანის ჩონჩხი და უძველესი თიხის ჭურჭლის ნატეხები. 
,,გზის პირას მაღაზიის ასაშენებლად მიწა მოჭრეს და იქ აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი, თიხის ჭურჭლის ნატეხები და სარდიონის წვრილი მძივი. აღნიშნული ნივთები დაახლოებით 3 000 წლის წინანდელია. მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა და ამით დასტურდება, რომ სოფელი გურჯაანი, ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული პუნქტი ყოფილა", – განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.

legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საზოგადოებაa437a56d5e6ae9efe88ec802030d886a.jpg

მელაანში წარმართული ხანის სამლოცველოს ტერიტორიაზე გათხრები მიმდინარეობს
12:14 / 11.05.2018
სოფელ მელაანში ე.წ. „მელიღელეში“ უკვე ერთი კვირაა არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. 

როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განმარტა, აღნიშნული ადგილი სოფლიდან დაახლოებით შვიდი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
„გარშემო სავარგულები და ვენახებია. გასული წლის სამოციან წლებში ვიღაცამ ვაზი ჩაყარა, რა დროსაც ბრინჯაოს ნივთები და სხვადასხვა ექსპონატები აღმოაჩინა. ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. გაითხარა წარმართული ხანის სამლოცველო, რომელსაც პირობითად „მელიღელე“ პირველი დაარქვეს. იპოვეს რამდენიმე ასეული ბრინჯაოს ნივთი, მათ შორის იყო: მახვილები, სატევრები, თიხის ჭურჭელი და სხვა. იმდენად ბევრი საჭურველი ამოვიდა, რომ მეცნიერების ვარაუდით, ყველაფერი ომის ღმერთის სახელზე იყო შეწირული.“

თამაზ მარკოზაშვილის თქმით, იმ ადგილას ორი სამლოცველო იყო და ამჟამად არქეოლოგიური სამუშაოები სწორედ მეორე სამლოცველოს ადგილას მიმდინარეობს.
„გათხრები დაახლოებით ნახევარი საუკუნის მერე განახლდა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ერთი თვე გაგრძელდება. ამჟამად ექსპედიციას კიაზო ფიცხელაურის შვილი, პროფესორი კოტე ფიცხელაური ხელმძღვანელობს, მონაწილეობენ უნივერსიტეტის სტუდენტები. მეორე სამლოცველო დაახლოებით 50 მეტრის მანძილზეა განთავსებული. სამლოცველოების გარშემო არის წრიული ფორმის რიყის ქვით ნაშენები კედლები. რამდენიმე გალავანია, რომლის შიგნითაც ამაღლებული ბორცვია. აქ სავარაუდოდ შეწირულ ნივთებს ალაგებდნენ. მეცნიერების აზრით, პირველი სამლოცველო ომის ღმერთის სახელზე, ხოლო მეორე ნაყოფიერების ღვთაების სახელზე უნდა იყოს აშენებული.“

თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, ამოღებული არტეფაქტები დამუშავდება და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნება. როგორც მან განმარტა, ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შედეგად, გარკვეული ნაწილი შეიძლება ადგილობრივ მუზეუმშიც განთავსდეს.

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
"ვანში აღმოჩენილი კუებიანი ყელსაბამი ქრისტეს დაბ­ადებამდე ოთხი საუკუნით ადრეა ჩამოსხმული"
2018, 18 მაისი, 09:00
facebook_fixed1.pngtwitter_fixed1.pngsend_fixed1.png4
 
 
ccad541029e2779a98b577026625be21.jpg
"ქრისტემდე რვა საუკუნით ადრე კოლხური სამკაულები საბერძნეთში გაჰქონდათ"

1940 წლის ერთ ნაწვიმარ დღეს არმაზისხევში დილის მზემ სამარის ლოდი გაანათა... ასე აღმოჩნდა უძველესი სამაროვანი ორენო­ვანი (არამეული და ბერძნული) წარწერით: "მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, რომელიც იმარჯვებდა და ამრავლებდა ადრე გაკეთებულ საგმიროს საქმეებს, და არის ეზოსმოძღვარი სეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპასი ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, რომელმაც სძლია მძლეველნი, რაც ფარნავაზმა ვერ დაასრულა. სერაფიტი იყო კეთილი და ლამაზი, რომლის
 
 
 
 
 
-0:16
 
 
 
 
მსგავსი არავინ­ იყო სილამაზით. გარდაიცვალა 21 წლისა". იქვე, სხვა სამარხში,­­­ ფარსმან ქველის ეპოქის კიდევ ერთი ნაშთი იპოვეს - ოქროს გემაზე ერთმანეთისკენ მომზირალი ცოლ-ქმრის გამოსახულების გარშემო წარწერაა: "ზევახ, სიცოცხლეო ჩემო - კარპაკი".

ასე გააპო დრო სიყვარულის მარადიულობამ და ჩვენამდე მოვიდა. სამაროვანში ჩაყოლებული ულამაზესი შესამკობლებით იმაზეც შეიძლება 
 
მსჯელობა, როგორი იყო ამ ეპოქის ქართველი ქალი, რომელსაც ამ სიმდიდრესთან ერთად, სევდასა და სიყვარულსაც ატანდნენ იმ ქვეყნად. ამის შესახებ ისტორიკოსი ქეთა ხიზანიშვილი მოგვითხრობს. 
samkauli2.jpg
 

- შეიძლება თუ არა ამ უძვირფასესი სამკაულებით ოდნავ მაინც აღვადგინოთ იმდროინდელი კოლხი ქალების გარეგნობა? 
- რატომ მხოლოდ კოლხების?­ იბერიის სამეფოშიც ასეთივე უძვირფასესი სამკაულები ჰქონდათ. თუმცა, იბერიულ სამკაულ­ებს ძვირფასი ქვებით ამკობდნენ, კოლხური კი, ძირითადად, მხოლოდ ოქრო იყო. კოლხი ქალ­ების ბეჭდები თუ სამაჯურები მცირე ზომისაა, რაც მათ სინატ­იფეზე მიუთითებს. თუმცა, კოლ­ხეთში დიდი ზომის დიადემებიც არის აღმოჩენილი, იმდენად დიდი, რომ მათ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხურავდნენ, თანაც - თავსაბურავზე. დიადემაზე ასევე მძიმე სასაფეთქლეები მაგრდებოდა. 
samkauli3.jpg
 

სამაროვანში ჩაყოლებული სამკაულები განლაგებით ზუსტად მიუთითებს, რა წესით იყო ადამიანი დაკრძალული. ყელთან ყელსაკიდები აწყვია, ხელებთან - სამაჯურები. ჩვენში მხოლოდ ტერფების სამკაული არ გვხვდება, სხვა სამკაულებს კი საყვარელ ადამიანებს უამრავს ატანდნენ.

- ზოგიერთი წყაროს ცნობით, ახალ წელთაღრიცხვამდე მიცვალებუ­ლებთან ერთად ქართველები მათ ცხენებსა და მოსამსახურეებსაც კრძალავდნენ. ახალგორში წარჩინებული ქალბატონის ძვ. წ. IV ს-ის სამა­რხში მისი ყმებისა და ცხენების ნაშთებიც არის აღმოჩენილი... 
ქართულ სამარხებში ცხენის სამკაული ბევრგან არის ჩაყოლებული, ყმების ჩატანებას კი ვერ დავადასტურებ, თუმცა ახალგორის სამარხი მართლაც ძალიან მდიდარია - მისი ერთი ოქროს ფირფიტაც კი შეუფასებელ საგანძურად ითვლება. ნაკეთობებზე აქამენიდური კულტურის გავლენა იგრძნობა და არა მხოლოდ აქამენიდების - ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრე ქართველმა ოსტატებმა იცოდნენ ოქროს ნაკეთობათა დამზადების ყველა ის წესი, რომლებსაც დღესაც იყენებენ. მათ სა­მკაულებს ანალოგი არ ჰქონდა და საზღვრებს გარეთაც გადიოდა.

ქრისტემდე რვა საუკუნით ადრე კოლხური სამკაულები საბერძნეთში გაჰქონდათ. ქართული სამკაულის მთავარი­ ნიშანი რამდენჯერმე განმეორებული ფიგურა იყო. დადასტურებულია, რომ მსგავსს არსად აკეთებდნენ. ვანში ქრისტეს დაბ­ადებამდე ოთხი საუკუნით ადრე ჩამოსხმული კუებიანი ყელსაბამია აღმოჩენილი. 
samkauli4.jpg
 

- ალბათ, ასეთ სამკაულს ძალიან დიდხანს ამზადებდნენ... 
- დიდხანს და დიდი შრომის­ ფასად. შესაძლოა, ფიგურები ყალიბში ისხმებოდა, მაგრამ მათ მოცვარვასა და შემკობას დიდი დრო სჭირდებოდა! ქართველები ძვირფას სამკაულს უბრალო მოკვდავთაც ატანდნენ, მაგრამ უფრო ცოტას­. პიტიახშთა სამარხებში კი ულამაზეს ოქროს სამკაულებთან ერთად სულისსშემძვრელი წარწერ­ებიც გვხვდება. ფარსმან ქველის ეპოქას ნამდვილად სცოდნია სიყვარული და მასთან გამოთხოვებაც. ნახეთ, რა ლამაზია ეს სიტყ­ვები: "ზევახ, სიცოცხლევ ჩემო. კარპაკი". 
samkauli5.jpg
 

- სერაფიტას ყელსაბამში მისი სარძევე კბილი იპოვეს...
- სარძევეკბილიან სამკაულ-ამულეტებს იმდროინდელი საქართველოს ბევრ კუთხეში ვხვდებით. რაც არა მხოლოდ სარძევე­ კბილის საკრალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს, არამედ გამოხატავს განგებისადმი მადლიერებასაც, რომ მან შექმნა ადამიანი და სიყვარულის სიმბოლოდ აქცია. 

ეთერ ერაძე

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?