კოკისპირული წვიმების შემდეგ გადავწყვიტეთ მე გიომ და რუსეთიდან ჩამოსულმა მეზობელმა დიმამ რომელსაც არაფერი გაეგება თევზაობის გავსულიყავით სათევზაოდ ...პახოდუ ჩემით მინდოდა რო დავრწმუნებულიყავი მოდიოდა ეს ნანატრი კეფალი თუ არა .... მოკლედ რაზე შეგაწუხოთ ამდენი და დაგეგმილი კი მქონდა დილიდან წასვლა მაგრამ ბიჭებს ჩაეძინათ მერე დავიწყე ყველასთვის ჭიების ქექვა ანკესების მომზადება იმიტომ რო არავის არაფერი არ ქონია მზად და შუა დღეც მოვიდა ამასობაში ერთი 3 საათი იქნებოდა ადგილზე რო ვიყავით ესეც ჩვენი დიმიტრის ტოიოტა კოროლა
მისვლის თანავე ეგრევე გავშალეთ ჩვენი მოწყობილობები და ეგრევე გადავწყვიტე ფოტო გადამეღო
შუა დღე იყო არც კეფალი ჩანდა ძმებო და არც კარჩხანა ეს არის კარასის ქართული სახელწოდება ბიჭები თევზის მოლოდინში იყვნენ.. აქეთ პივები და ქემელებიც გვქონდა მაგრამ თევზი არ ჩანდა
5 საათამდე ასე 6 ნახევრამდე კი ვწრუპავდით ამ ლუდს და როგორც იქნა დავიჭირე ნანატრი კარას პიდარას
ერთი გიომ კიდე მიამატა და ხო იცით ზღვის ჰაერმა მოშიება იცისო და გადავწყვიტეთ წაგვეზაკუსკებინა
პერეკურიც გავაკეთეთ და საღამოსკენ ჩვენს გამოუცდელ მეგობარსაც დავაჭერიეთ რამოდენიმე მაგრამ ფოტოს გადამღები არავინ იყო ...მზემ ყველას ძალა გამოაცალა
ესეც სახლში მისულზე ჩვენი ნადავლი კაი ხოშიანი კარასიკები კი დავიჭირეთ
ესეც რეზულტატი მაგრამ მინდა ავღნიშნო რო კეფალი ანკესზე არ მოდიოდა მაგრამ ეს არ იყო ჩვენი გეგმის დასასრული ნადავლის მომზადებამდე ბიჭები კამათელს აგორებდნენ
ამასობაში კაი დროც გავიდა და ჩვენი კარჩხანებიც მზად იყო თავისი არომატისთვის ზედ მწვანილები ეყარა ხახვითურთ
აქეთ 14 წლის დაძველებით ღვინო იდგა 3 ლიტრიანი ძველებური ბოთლით და რა თქმა უნდა ტრადიციულად გიომ თამადობა იკისრა დიმას კიდე მოადგილეს სტატუსი მივანიჭეთ რომ ესწავლა ქართული სადღერგძელოები კი წუწუნებდა მაგრამ ვუთხარით რო ამაში ჩვენც წავეხმარებოდით
ესეც ჩვენი დიმიტრი ფაცურია ბიჭი გარუსების გზაზე იდგა მაგრამ არაუშავს ავანაზღაურებინებთ რუსეთში გატარებულ დროს
გახურდნენ ბიჭები და ვახტანგურები დაიწყეს
..... მეც ქე ვსამდი მაგრამ აი ვამბობ რა ჩემისთანა კაცს ერთი ოტდელნი ფოტოგრაფი სჭირდება რა... რას ვიზამთ დავიჩაგრე ფოტოების
მხრივ რას ვიზამთ ესეთი ყოფილა მარტოხელა ლეგიონერის ბედი
ასე რომ ჩემო ლეგიონერებო ასეთი საინტერესო დღე გამოვიდა კარგ ხალხთან ერთად .. გემშვიდოებით თქვენი ბაკური ბაკურა ბაკო ძიმცეიშვილი