Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

kulturuli-zegli-704x400.jpg

მსოფლიო ცივილიზაციების აკვნად წოდებული ქვეყნების რა ნიშნები არის შემონახული სვანეთში?!

8:58 ; 17-04-2015 • 3862 ნახვა

ტამპლიერთა ორდენის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის რომ ამ ორდენის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფუსტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივმა ორდენმა, რომელიც შეიქმნა მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად წოდებულ ქვეყნებში – ძველ ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ბაბილონში. ფუსტელობა იყო კასტა, რომელთაც სატაძრო ქონების დაცვა ევალებოდათ.
ვახტანგ გორგასალი, როგორც დიდი სახელმწიფო რეფორმატორი, საქართველოში ფუსტელთა სამხედო -სარწმუნოებრივ ორდენს აყალიბებს, როგორც ქრისტიანული ეკლესიისა და მონასტრების დამცველ გვარდიას.
მეორე ვერსიით კოლხეთში არგონავტების შემოსვლის ეპოქაში, როცა გაბატონებული იყო მზის თაყვანისცემა, ამ რელიგიის კანონიკით, ფუტიეთი, სიხამთის ,,ნაეკლესიავით, კოლხთა ქვეყნის უმთავრეს საკულტო ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო უმაღლესი ქალღვთაების ფუტის (ფასიანეს) ტაძარი, სადაც მთავარი ქურუმი იყო თვით მზის შვილის – მეფე აიეტის, გრძნეული ქალიშვილი მედეა, ვისი დახმრებითაც ბერძნებმა მოიტაცეს მელითონეობის ცოდნის წიგნი ეფუტი ანუ ,,ოქროს საწმისი”.
fustis-raindebi-150x150.jpg ფუ(ს)ტელთა თეოგეოგრაფიული მხარე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც ინარჩუნებს ძველ ფუნქციას და გარეშე მტრების შემოსევების დროს საეკლესიო-სამონასტრო ქონების დაცვა-გადარჩენაზე ზრუნავს დასავლეთ საქართველოს მთაში გახიზვნით. 1819-20 წლების საეკლესიო აჯანყების დროს ფუ(ს)ტის რაინდთა გმირული თავგანწირვით სვანეთში გაიხიზნა 280 ჯორკიდებული საეკლესიო განძი. 1820 წლის 30 მაისს სოფ. ზემო საზანოში (ისტ. სკანდე) განძის გადატანას შეეწირა 700 ფუსტი რაინდი. ხოლო 1820 წლის 3 ივნისს სოფ. ფუტიეთში _ 2000 ფუსტი რაინდი.
ფუსტის რაინდთა ნაკვალევი ,,თამარ მეფის გზის” სახელითაც იწოდება ხალხში. იგი იწყება ზემო იმერეთში, სოფ. ზემო საზანოში, გაივლის საჩხერეს და მთავრდება სვანეთში, მესტია-ეცერში.
სვანეთში დღემდე გვაქვს ქრისტიანული კანონიკით აგებული და უძველესი ქრისტიანული ხატებით, ჯვრებით და ფრესკებით შემკული ფუსტის ტაძრები. სვანეთში ტერმინი ფუსტი უფლის სინონიმად მოიაზრება.

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?