Jump to content


ამ თემას აქვს 39 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გელა შემოგევლე მაგ ოქროს გულში. მეც ეგრე მომაწვა ყელში რაღაცა ბურთივით :(( 



#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა ამ ბიჭს მოუსმინეთ. ამის მერე რომ კაცი ჩემი დედაო იტყვის , .......



#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Lexo Choxeli-მ გააზიარა პოსტი.
7 სთ. · 
 
 
 
24232018_302270656843894_761613378262176
დედამიწის გარშემო

- ვიღაცამ მითხრა, უკვდავების წყარო არისო.
- მერე სად მიგაქვს?
- ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საფლავზე და...
- შენ არ დალიე?
- არა, ჯერ არა.
- რატომ?
- იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს,მე რომ დავლიო, აღარ მოვკვდები და ჩემს დედიკოს ვერასოდეს ვეღარ შევხვდები.

გოდერძი ჩოხელი.



#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

სულმნათი გოდერძი თუ იტყოდა ასეთნაირად... 



#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.

ამონარიდი ნაწარმოებიდან  “ანგელოზთღამეობა” 

გოდერძი ჩოხელი



#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2679 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

:bravo:  :bravo:



#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
12801227_485339228317520_686858825542062
 
 
Zaza Yolbaia-მ(ა) გააზიარა პოსტი.
 
10 სთ. · 
 
 
 
34500194_514866472249041_848360887554146
"დედა სხვაა და ცოლი სხვა, დედა შეიძლება კუზიანი იყოს და გიყვარდეს, სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს, რადგან იმის გაჩენილი ხარ, ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე, გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება. ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი, თუ გიჟი დედის გამო, რადგან იმავე ღმერთმა, რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა, სხვებს-თავისთავად, შენი განკითხვის საშუალება მოუსპო.
ცოლი კი სხვაა, ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ, რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი, მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი. ეს უკვე ბედის საქმეა, ბედის კი არა-უბედობის.
ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, - დედისა კი ვერა. დედის დათმობაც არ შეიძლება, რადგან არ მოიპოვება, არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნი კი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი". 
-ოთარ ჭილაძე


#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
· 5 სთ. · 
 
 
 
"მოხუცმა დედამ ინატრა: - ნეტა ზამთარში არ მოვკდებოდე შვილებო,რა გაათბობს მაღლა სახლს,ფეხები სულ დაგეყინებათ...რაღა ვქნა,რომ გამიცივდეთო...''
 

legion.ge_85de5970644430.jpg



#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი

:( დედაზე ტკბილი არაფერია ამ ქვეყანაზე <3 გაუფრხილდეთ და მოვეფეროთ დედებს :0025:



#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა

ლაშა

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 48 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ზანდუკელის38.
  • წარმოშობა:თბილისი.

"დედას ვუყვარვართთ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა"... თუ არ ვცდები, მიხა ხელაშვილისაა.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?