Jump to content

ამ თემას აქვს 39 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5541 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დაგვიანებით გილოცავთ!

#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40982 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
შეგინებული დედები

სიტყვები ზედმეტია !!! უბრალოდ ენა ჩამივარდა, როდესაც მოვუსმინე... თხოვნაა გააზიაროთ და გაავრცელოთ ეს ვიდეო <3

Posted by My Pagee on 2016 წლის 22 თებერვალი, ორშაბათი

#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40982 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.

.

ყველა დედას <3 გააზიარეთ ვიდეო ვისაც გიყვართ საკუთარი დედიკოები <3 <3

Posted by სრულიად საქართველო on 2016 წლის 30 მარტი, ოთხშაბათი
uuh

#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1648 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
https://m.youtube.co...h?v=NxPlrP9lN8M

#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1648 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
დედაჩემის სიმღერა. ფაშა და დედაჩემი სოლისტები

#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1648 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
დედის ლოცვა გფვარავდეს ყოველთვის ძმებო

#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40982 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამინ ძმაო , ამინ. დედის ლოცვა ყოველთვის დაგიფარავთ. მოესიყვარულეთ და მოეფერეთ, ეს ხომ სულ მცირედია , რაც მათთვის შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. მათ ეს ძალიან სჭირდებათ. ჩვენ კიდევ უფრო.

#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
givi77

givi77

    ტრიბუნი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 598 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:racha

დედა

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.
შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო.
ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს _ თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე, წამოვედი.
ჩვენი რკინიგზის სადგურამდე ოთხ კილომეტრამდე გზა არის, სულ თავქვე-თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო,_ სადგურში რომ ჩახვალ, მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი,_ რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია, ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი-მეთქი ყველაფერი. _არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი არ დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და თან სულ მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, ასწია ფარანი ცოტაზე,_ წაიღე, შვილოო,_ შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით _ წადი-მეთქი ახლა! _ მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, მაღლა უჭირავს ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. _წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილას დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები, შუქი მაინც არ იძვრის.
_ დე-დაა! დე-დაა!
არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.
ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდანაც და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.
ის კი იყო და ის _ ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.
რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?! ნუთუ ეგონა, ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, _ ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი _ სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!
დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს...
10530670_1531112910501388_30723926301730
რეზო ინანიშვილი შვილიშვილებთან ერთად

:(

#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40982 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

      ძალიან დიდი სევდით და მონატრებით გაჯერებული მოთხრობაა. დედაჩემი დამიდგა თვალწინ. ყოველთვის მელოდა. სულ მეზობელთან რომ გადავსულიყავი , მაინც მელოდა. ერთი კადრი მიდგას თვალწინ, ვერ ამომდის მეხსიერებიდან. აი ძალიან ცუდი დრო რომ იყო. არა გაზი, არა, ბენზინი, არა შუქი, სამოქალაქო ომი და უბედურება. სახლში დილის 5 სთზე რომ დავბრუნებულიყავი, საცოდავი დედაჩემი სანთელს დაანთებდა , და ასე სანთლით ხელში, ამ სიბნელეში(ოჯახის სხვა წევრები რომ არ შეეწუხებინა )ფანჯარაში მომზირალი მელოდა.  ეხლა რომ მახსენდება და თითქოს თვალწინ მიდგას მისი სახე ფანჯარაში, მკრთალი სანთლის შუქით გასხივოსნებული. ...

მაპატიეთ ემოციებისთვის, უუხ, თითქოს ბურთი ყელში მეჩხირება .....

#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40982 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

დედის ლოცვა გფვარავდეს ყოველთვის ძმებო

გაიხარე გუგაჯან.  .  .     ((ძალიან დიდი ძალააა ... 

 რამდენიმე წელია დედაჩემი (https://www.facebook...5387127&fref=ts) დედის ლოცვებს კითხულობს ყოველ დღე,  რამდენადაც ვიცი  ერთი დღე არ ჩაუგდია ...  

#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40982 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
13325647_1021039517932538_69435854923550
Mcvane.Ge

შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.

თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ შენთვის მესწავლებინა იგივე.

თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად ჩაგძინებოდა.

როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან.

თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, დამაცადე რამოდენიმე წუთი, გავიხსენებ და თუ არ გამახსენდა, ნუ იდარდებ, მთავარი არაა რას გელაპარაკები, მთავარი ის არის, რომ შენთან ვარ და შემიძლია გელაპარაკო.

თუ მადა გამიქრება, ნუ დამაძალებ ჭამას, მე თვითონაც ვიცი, როდის მაქვს მადა და როდის უნდა ვჭამო. თუ ფეხები გამიჩერდება და ჩემი კიდურები არ დამემორჩილებიან, გამომიწოდე, მომაშველე ხელი, ისევე, როგორც მე გაშველებდი ხელს, როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგამდი.

თუ ერთხელაც გეტყვი, რომ არ მინდა ცხოვრება და სიკვდილს ვინატრებ, ნუ გაბრაზდები, ოდესმე გამიგებ ამას.

ჩემი სიბერის შემყურე ნუ დაიდარდებ, ნუ გაბრაზდები, ნუ იგრძნობ თავს უძლურად. იყავი ჩემს გვერდით, შეეცადე გამიგო და დამეხმარო, როგორც მე გეხმარებოდი, როცა იწყებდი ცხოვრებას. დამეხმარე, რომ გავაგრძელო გზა...

დამეხმარე, რომ წავიდე სიყვარულით და მოთმინებით. ამისათვის, მე მოგიძღვნი ღიმილს და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც არასდროს ჩამქრალა.

#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5541 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:)

#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40982 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

13700088_1739478879643791_38875984024775

#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gelanika

gelanika

    ცენტურიონი

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 350 პოსტი
  • მისამართი:თბილისი.
  • წარმოშობა:იმერეთი

დედა

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.
შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო.
ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს _ თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე, წამოვედი.
ჩვენი რკინიგზის სადგურამდე ოთხ კილომეტრამდე გზა არის, სულ თავქვე-თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო,_ სადგურში რომ ჩახვალ, მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი,_ რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია, ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი-მეთქი ყველაფერი. _არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი არ დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და თან სულ მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, ასწია ფარანი ცოტაზე,_ წაიღე, შვილოო,_ შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით _ წადი-მეთქი ახლა! _ მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, მაღლა უჭირავს ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. _წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილას დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები, შუქი მაინც არ იძვრის.
_ დე-დაა! დე-დაა!
არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.
ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდანაც და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.
ის კი იყო და ის _ ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.
რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?! ნუთუ ეგონა, ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, _ ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი _ სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!
დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს...
10530670_1531112910501388_30723926301730
რეზო ინანიშვილი შვილიშვილებთან ერთა

:( ცრემლები მომადგა თვალზე......

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?