Jump to content


ამ თემას აქვს 39 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დედა

 

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.
შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო.
ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს _ თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე, წამოვედი.
ჩვენი რკინიგზის სადგურამდე ოთხ კილომეტრამდე გზა არის, სულ თავქვე-თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო,_ სადგურში რომ ჩახვალ, მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი,_ რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია, ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი-მეთქი ყველაფერი. _არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი არ დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და თან სულ მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, ასწია ფარანი ცოტაზე,_ წაიღე, შვილოო,_ შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით _ წადი-მეთქი ახლა! _ მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, მაღლა უჭირავს ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. _წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილას დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები, შუქი მაინც არ იძვრის.
_ დე-დაა! დე-დაა!
არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.
ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდანაც და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.
ის კი იყო და ის _ ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.
რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?! ნუთუ ეგონა, ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, _ ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი _ სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!
დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს...
10530670_1531112910501388_30723926301730
რეზო ინანიშვილი შვილიშვილებთან ერთად



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1984 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

დედა!!! :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი
  :((  :0025:


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ ვიცი რატომ ,მაგრამ ალბათ უამრავჯერ მაქვს გადაკითხული, და ყოველთვის რაღაცნაირად ტანში ჟრუანტელი მივლის. რაღაცნაირად ყელში ბურთივით მეჩრება ...დარდი მაწვება ტო.

არავის გისურვებთ ამის განცდას.

 

"ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდანაც და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.
ის კი იყო და იყო _ ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.
რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?! ნუთუ ეგონა, ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, _ ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი _ სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!
დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს..."

 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
machara

machara

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 10 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ქართლი

ცრემლები მომერიაა :(( 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო რაღაცნაირად ბურთი გამეჩხირა ყელში....



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
11817156_872498686119956_460778313248417

დამჭკნარი ხელები, სპეტაკი თმები,
ბაგეზე დამდნარი ღიმილის სითბო,
უსაზღვროდ კეთილი, ბავშვური თვალებით,
წარსულის ფიქრებთან დარჩენას ითხოვს,
ძილში ესიზმრება დედულ–მამულეთი,
სოფლის ორღობეებს ჩაივლის თითქოს,
მერე ჭასთან მივა, მოსვამს ცივ ჭის წყალს და
თავისი წარსულის მზეზე სულს ითბობს,
ლოცვით იღვიძებს და უფალს ეფერება
მასთან საუბარით ნატკენ გულს ირთობს
სულში სინანულის ცრემლი ეღვრება და
ფიქრებში დაეძებს დაკარგულ სითბოს,
კეთილი მოხუცი, ბავშვური თვალებით
წარსულის ფიქრებთან დარჩენას ითხოვს...

/ქეთი ალასანია/

06.08.12.

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი
გულში ჩამწვდომია ნამდვილად,, ყოჩაღ ქეთი :bravo:


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

11990536_1491891977789030_31384615042056



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

"დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე! ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?"

მზიანი ღამე

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:0025: :0025: :0025:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

     დღეს  3 მარტია მეგობრებო ყველაზე ლამაზი, გულწრფელი და გასხივოსნებული დღე . . .

 

სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.

გოდერძი ჩოხელი

 

მიმაგრებული გალერეა

  • images.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დედის დღეს გილოცავთ მეგობრებო!



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
მეგობრებო, უფალმა არ მოგიშალოთ დედის სითბო და ალერსი !!!





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?