Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

4d9e24ab-38c5-4a45-8746-43ee3f8357fa.jpg

რუბრიკა: ჩვენი ჩრილოკავკასიელი მეზობლები

 "მე პატარა, მაგრამ ამაყი ხალხის შვილი ვარ. რიცხობრივად ჩემი ხალხი დიდი არ არის, როგორც იტყვიან ერთ ხელისგულზე დაეტევა... მაგრამ მის დიდებას მთების გადაღმა ვრცელი ველებიც კი ვერ იტევენ".

 ეს სიტყვები რასულ გამზათოვს ეკუთვნის, რომლის სახელსა და ავტორიტეტს მოცილე არ ჰყავდა კავკასიაში, განსაკუთრებით მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. მისი პოეტური გენიით და ადამიანური მომხიბვლელობით ამაყობდა ბევრი კავკასიელი, მასთან მეგობრობას და სიახლოვეს ცდილობდა ყველა.

ხუნზახის აულ ცადაში მცხოვრები, ცნობილი დაღესტნელი სახალხო პოეტის გამზათ ცადისის ოჯახში დაბადებული რასული შემდგომში წერდა: მუშაითობით სახელგანთქმულ დაღესტნურ აულ ცოვკრაში ბიჭის დაბადების დღეს იქიდან ითვლიან, როცა ის დაჭიმულ ბაგირზე პირველად გაივლის. ოქრომჭედლობით ცნობილ აულ კუბაჩში კი, როცა შვილი მამას თავის პირველ მოსევადებულ ვერცხლს მიუტანს, მაშინ იტყვის მამა «აი მეც შემეძინა ვაჟიო».რასულმა ამ საამაყო სიტყვების წარმოთქმის საშუალება თავის მამას 9 წლის ასაკში მისცა, როცა თავისი პირველი ლექსი დაწერა. მამამ ჩაუნერგა მას პოეზიისა და ქართველების სიყვარული. შემდეგ 70 წლის მანძილზე მის კალამს არ დაუსვენებია, წერდა და ახარებდა თავის მრავალმილიონიან მკითხველებს ავარულიდან ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სხვა მრავალ ენაზე თარგმნილი შედევრებით.

გულმხურვალე პოეტის პოეზია მაგიური ძალით მოქმედებდა ადამიანებზე. თვითმხილველები აცხადებენ, რომ «წეროების» ტექსტზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების ყოველი მოსმენის შემდეგ ლეონიდ ბრეჟინევს თვალები ცრემლით ევსებოდა.

რასულ გამზათოვს მთელი გულწრფელობით უყვარდა საქართველო, როგორც თვითონ ამბობდა, არანაკლებ, ვიდრე მშობლიური დაღესტანი. იგი ძალიან ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, სადაც მას ქართველი მწერლების დიდი სამეგობრო ჰყავდა. მას ფეხით ჰქონდა შემოვლილი საქართველოს ყველა კუთხე. ქედს იხრიდა მისი უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლების და განუმეორებელი ქართული ფოლკლორის წინაშე. ღამეებს ათენებდა ლაზათიან კახურ, იმერულ თუ მეგრულ სუფრაზე, რომლებსაც მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატები გოგლა ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე და სხვები ამშვენებდნენ თავისი მადლიანი თამადობით.

რასულ გამზათოვს მრავალი შესანიშნავი ლექსი აქვს დაწერილი ქართულ თემაზე, რომლებიც დიდი სიყვარულით თარგმნეს ქართულად ირაკლი აბაშიძემ, გრიგოლ აბაშიძემ, არჩილ გომიაშვილმა, კარლო კალაძემ, გიორგი შატბერაშვილმა, მორის ფოცხიშვილმა და სხვებმა.

ბატონ რასულს ახალგაზრდობაში გულისტკივილით წაუკითხავს დიდი იაკობ გოგებაშვილის «იავნანამ რა ჰქმნა». გაბოროტებულა ქეთოს გამტაცებელ ავაზაკ ლეკზე, მაგრამ დაუმშვიდებია მისი დაღესტნელი დედობილ-მამობილის ღირსეულ ქცევას, რომლებმაც თავისი კეთილშობილებით თავი შეაყვარეს პატარა ქეთოს და ამ ორი ოჯახის დამეგობრება, ქართველი და დაღესტნელი ხალხების მომავალი მეგობრობის სიმბოლოდ აღუქვამს. რასულ გამზათოვის ლექსი «ლეკი» მიძღვნილია ირაკლი აბაშიძის გოგონასადმი, სადაც ის წერს:

რომ არ ვარჩევდი ღარიბს და მდიდარს,
დავქროდი ჩემი ველური ცხენით!
მართლაც საშიშარ მეზობლად მთვლიდა,
დაუძრახავი ქვეყანა შენი.

ასე უბოდიშებს პოეტი თავისი ბოროტი წინაპრის მაგივრად. მისი პოეტური მუზის შთაგონების წყარო მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩა ქართველი ქალის მომხიბვლელობა. ლექსში «ქართველ ქალიშვილებს». იგი ამბობს:

თქვენ დამიმონეთ, თქვენ დამიპყარით,
უხმლოდ, უღვინოთ, უხმოდ, ულხინოდ,
ეხლა ერთსა გთხოვთ: რაც აქ გითხარით,
არ დამკლათ, ჩემს ცოლს არ გაუმხილოთ.

რასულ გამზათოვს მიღებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის და უცხო ქვეყნების მრავალი ლიტერატურული და სახელმწიფო პრემია და ჯილდო. იგი ოთხჯერ მხოლოდ ლენინის ორდენით იყო დაჯილდოვებული, ირჩევდნენ დეპუტატად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე. მაგრამ ანგარებასთან დაკავშირებულმა ვერავითარმა სატყუარამ მის პრინციპებზე გავლენა ვერ მოახდინა.

მიუხედავად ზეწოლისა, დიდმა პოეტმა და მოქალაქემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ე.წ. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში არც ერთ დაღესტნელს არ მიეღო მონაწილეობა, რასაც მან მიაღწია კიდეც და შემდგომში ბევრი თანამემამულე მადლობას უხდიდა მას ამ ღირსეული პოზიციისთვის.

რასულ გამზათოვი კარგად იცნობდა კავკასიის ხალხების ისტორიას, მათი ურთიერთდამოკიდებულების განმსაზღვრელ ისტორიულ და თანამედროვე ფაქტორებს, შეუპოვრად ებრძოდა შუღლისა და ბოროტების მთესველებს.

როდესაც კავკასიაში ვითარება მეტისმეტად დაიძაბა, ისტორიის ფალსიფიკატორებს პირდაპირ ავალებდნენ ეწერათ კავკასიელი ხალხების რუსეთის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შესვლის შესახებ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა და მრავალი სახელმწიფო ორდენის კავალერმა საჯაროდ და ხმამაღლა განაცხადა: «დაღესტანი თავისი ნებით არასოდეს შესულა რუსეთის შემადგენლობაში და ნებაყოფლობით ის ვერასოდეს გამოვა იქიდანო». დიდი აღსაკალის ხელი ბევრად დააკლდა მის მშობლიურ დაღესტანში და მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში შემდგომში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებსაც ბოლო არ უჩანს.

«წეროები»-ის გენიალურმა ავტორმა 2003 წლის 3 ნოემბერს ჰპოვა მარადიული განსასვენებელი თავისი მეუღლის გვერდით ძველ მუსულმანურ სასაფლაოზე, რომელსაც თარქი-თაუს მაღალი მწვერვალი დაჰყურებს ზემოდან.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2476 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

საინტერესოა ! ზოგადად დაღესტნელები ერთ-ერთი საუკეთესო ხალხია ჩრდილო კავკასიაში.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40981 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

13336106_1287600101267872_27462619798210



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვა რა საინტერესო პიროვნებაა...

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის...



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 919 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

კარგი ადამიანი ყოფილა.

რა დალევს წესიერ ადამიანებს. ღმერთმა ამრავლოთ საქრთველოს მოსიყვარულენი, 

ოღონდ ისეთები არა, საქართველო ქართველების გარეშეო, რომ იძახიან.

ისტორია და გამჩენელი ყველას თავისას მიაგებს.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?