მამაჩემს ბავშვი რომ ვიყავი სულ ნზ-ს სკს ები ქონდა და იქიდან მოყოლებული სულ სიმპათიით ვიყავი განწყობილი და ფასთან შედარებით დღესაც ძალიან მომწონს , ჯერ ჯერობით ვერ დავეუფლე მაგრამ რაც კი ინფოა ინტერნეტში , ვიდეოებში და რუსულ ფორუმებში ყველაფერი წაკითხული მაქვს და აი მოკლე რეზიუმე:
რათქმაუნდა რასაც დავწერ ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციაა და არა პრაქტიკაზე დამყარებული ასერომ თავს ვერაფერზე ვერ დავდებ
პირველ რიგში ზემოთ ხსენებული მაღაზიაში 900 და ისე 1500 იმიტომ არის, რომ მაღაზიაში რაც იყიდება არის შავი მექანიზმით ან მატოვი , შავი მექნიზმი არის საბრძოლო ვერსიები , მატოვი ღია როგორც წესი არის ჩინურები თუმცა ამ შემთხვევაში არ ვიცი რუსებმაც გამოუშვეს ეგრე თუ გადააწყვეს. სანადირო "გრაჟდანსკი" ვერსია არის ვერცხლისფერი პრიალა მექანიზმით რომლებიც იყიდება 1500 ებში.
ფასზე დიდი გავლენა აქვს გადაწყობილია არის თუ არა , თუ ახატია ოთხკუთხედი გადახაზული ეს ნიშნავს რომ იარაღი არის გადაწყობილი , თუ ეს არის კონდახზე , მარცხნივ ან მარჯვნივ ნიშნავს რომ კონდახი არის გამოცვლილი , თუ ეს ახატია ზევიდან , წლის ან დამღის თავზე ან ქვევით ეს ნიშნავს რომ თვითონ იარაღის ნაწილები არის გადაწყობილი (გადაწყობა ნიშნავს , მოიტანეს ომიდან მშვენიერი სკს და ვთქვათ სასხლეტი აქვს გამოუსადეგარი , გამოცვლიან ამას , დაადებენ იმ დამღას და ეგ არის , ეს მაგალითისთვის თორემ შეიძლება მთლიანი იარაღი ნოლიდან იყოს აწყობილი ყველა ნაწილი სხვადასხვა სკს დან)
ეს ყოველივე შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია ლულასთან შედარებით, ლულის თავში ტყვიის ჩადება ან გაზომვა არ არის არაფრის მთქმელი , მთავარი არის ლულის პირველ ორ მესამედში რა ხდება , ის რომ სკს არის 7,62 არის ზღაპარი ან მილიონშ ერთი , 7,63 არის ძალიან კარგი , 7.64 არის მისაღები , 7,65 უკვე ნაგავია.( ომ გამოვლილი გადაწყობილები 65-66 ია უმეტესობა)
ამის გასაზომი მაგარ კომპიუტერულ ფრეზზე შეიძლება გამოჩარხო , მე ვისთანაც მივედი და ვიკითხე მეასედის სიზუსტით არავინ არ დამთანხმდა შეუძლებელია ჩვენ სტანოკებზეო.
ამ საზომებს რომ იშოვით ადვლია დაიწყებთ პატარათი და მიყვებით , ჩააგდებთ ლულაში და რომელიც გაიჭედება ესეიგი ეგ არის ლულის დიამეტრი.
ასევე მნიშვნელოვანია ლულაში გახედვა და დათვალიერება დეფექტების ან შებერილებისთვის.
ყიდვისას ვამოწმებთ ლულის დიამეტრს , გაზის სისტემას , ნაწილების სერიული ნომრების დამთხვევას , ვეძებთ 7,63 დიამეტრს და ვერცხლისფერი მექანიზმით , ესეთი სკს-ში მე 1800 ლარამდეც გადავიხდიდი რადგან ჩათვალე მთელი ცხოვრება გეყოფა და გასიამოვნებს.
ოპტიკურ სამიზნეს ვაყენებთ გვერდით და არავითარ შემთხვევაში ზედა ხუფზე , იმიტომ რომ ყოველი გასროლისას პრუჟინა მოძრაობს და ურტყამს ზედა ხუფს როგორც უმეტესი აკ სისტემის იარაღი და შესაბამისად სიზუსტეს კარგავს.