Jump to content


ამ თემას აქვს 50 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5271 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ხელაობით ბავშვობაში ვთევზაობდით, ჩიხურაზე და ყვირილაზე, მაგარი აზარტული და სასიამოვნო პროცესი იყო, გველი უფრო ხშირად მხვდებოდა ვიდრე თევზი  :0030:  :ki:



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

:ki: როგიხარია დიდია დიდიაო და როამოწევ დააა მომენტალური შოკია :0030:



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5271 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:ki:  :ki:  მხოლოდ ის მამშვიდებდა რო, წყალში ჩასვლამდე შხამს  ნაპირთან ტოვებდა :)



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1628 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ბიჯოოო ეს რამხელა რამეაა.... ზუთხია?

#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი
Fly fishing rogorc xdeba gadavigebdi surats da chaushvebdi ukan

#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
VakhoBidzia

VakhoBidzia

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 13 პოსტი
  • მისამართი:ქ. რუსთავი
  • წარმოშობა:ხარაგაული

მოგესალმებით,

 

გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას ხელაობაში. ძირითადად ამ მეთოდით ნათევზავები მაქვს წვერაზე მდინარე ჩხერმელაში (ხარაგაულის რაიონი), შესაძლოა ქაშაპის დაჭერაც, საკმაოდ დიდების, მაგრამ ეს იშვიათად და უფრო ალალბედზე, შემდგომ მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით, თუ ღორჯო შეგხვდა არ ღირს დროის კარგვა, ასევე მთისკენ კალმახიც იჭირება მაგრამ წყალი საკმაოდ ცივია და არღირს...

ვისაუბრებ მდინარე ჩხერმელაზე თუ როგორ იჭირება  წვერა ხელაობით. მოკლედ ხელაობა შეიძლება აგვისტოს ბოლოდან, როცა წვერა უკვე მზადებას იწყვებს გამოზამთრებისთვის, მაგრამ საუკეთესო დრო ალბათ სექტემბრის მეორე ნახევარია, როდესაც წყალი არც ძალიან ცივია და თევზსაც უკვე ნანახი აქვს ბუდე სადაც უნდა გამოიზამთროს, ამ დროს წვერა საკმაოდ ჩასუქებულია უკვე და ისინი გუნდებად შედიან ქვის ქვეშ (ეს შეიძლება კლდის ნაპრალი იყოს, ჩაგდებული სინკარი, ხის ფესვები და ..). წვერა ჩემი დაკვირვებით თავის დროის 99% ფსკერზე ან ფსკერთან ძალიან ახლოს ატარებს, გამომდინარე აქედა ის სულ მოძრაობს ქვებსა თუ ჯიელეებში, შედეგად ერთი და ორი თევზის ქვაში წლის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება დაიჭირო. თევზი რა თქმა უნდა გამოსაზამთრებლად ისეთ ადგილებს არჩევს რომელიც მდინარის ძირითად კალაპოტში იმყოფება, ანიჭებს უპირატესობას ისეთ ქვებს რომლებიც უკვე წლებია ერთი და იმავე ადგილას არიან მყარად წყალში, უყვარს ნაყარი ქვაც (საუბარი მაქვს საკამაოდ მოზრდილ ქვებზე) სადაც ერთი ქვიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილდებიან და ეს უკანასკნელი საკმაოდ შრომატევადია თევზის მისაგნებად. ნაკლებად გვხვდება ისეთ ადგილებში სადაც მთლიან კალაპოტზე დასილულია თუ დახრეშილია, რადგან აქ ქვებს თარალები(არ ვიცი რამდენად კუთხური სიტყვაა „თარალი“ ამას ვეძახით ქვის ქვეშ არსებულ სივრცეს სადაც წყალია და არა ქვიშა) შესაძლოა საერთოდ არ ქონდეთ. არ მოსწონთ მაინცდამაინც დამდგარი წყალი თუ უკუდინებები, ესეთი ადგილები უფრო ქაშაპი, ტაფელა, ღორჯოსთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი, მაგრამ გამორიცხვით არაფერს არ გამოვრიცხავ, ყველგან მინახავ წვერა J .მინახავს რომ ვამბობ აკვალანგის სათვალით და მარცახითაც ძალიან ბევრი მაქვს ნათევზავები და ასე თუ ისე შესწავლილი მაქვს ეს მდინარე.

 თევზაობისთვის საჭიროა მინიმუმ ორი კაცი (მარტოც შეიძლება დაჭერა მაგრამ დახმარება ძალიან ხშირად გჭირდება, ამიტომ არ ღირს). სასურველია წყალი იყოს ასე თუ ისე წმინდა, რადგან კარგად დაინახო ის ქვები წყალში, რომელიც შემდგომ სამიზნეა. წელს ზემოთ წყალში ხელაობაც არ ღირს, რადგან თუ თევზი შეგხვდა ყვინთაობა გიწევს + დინებას მიყავხარ და მოკლედ წვალებაა, თან ბუდესაც ტყუილად დაუნგრევ თევზს (თევზაობის ეს მეთოდი საკმაოდ დამაზიანებელია თევზისთვის, თუ თევზს ვერ დაიჭერ და ასევე ბუდესაც დაუნგრევ მან შესაძლოა ვეღარ გამოზამთროს და ამას ძალიან ბევრი არ ითვალისწინებს, თუ ნახავ თევზს მაგალითად სიღრმეში და ვერ გამოგყავს უნდა დაანებო თავი). თევზის ქვაში შესვლა დამოკიდებულია მაინც წყლის ტემპერატურაზე, არამგონია მაინც და მაინც კალენდრით ხელმძღვანელობდეს J ანუ როდესაც წყალი ცივდება მაგ დროს წვრეა ძალიან ზანტი ხდება (ზამთარში მაგალითად ლომით ატრიალებენ ქვებს და ქვემოდან ბადეს უხვედრებენ, თევზი ისეთ მდგომარეობაშია რომ დინებას მიყავს ბადეში).

ახლა გადავიდეთ უშვალოდ თევზაობის პროცესზე. შეგვიძლია დავიწოთ წყალში ქვების ჩაყრით, რომ გამოიწვიოს ხმაური. ეს უნდა მოხდეს იმ ადგილებში სადაც ვაპირებთ ხელაობას. ქვების ჩაყრამ შესაძლოა გარეთ დარჩენილი თევზებიც დააფრთხოს და შეძვრენ ქვის ქვეშ, ამით იმატებს იმის ალბათობა რომ ცარიელ ქვის თარალში მოხეტიალე თევზსაც გადავაწყდეთ. წყალში ჩასვლის შემდეგ უნდა მოხდეს ტერიტორიების გადანაწილება ისე რომ შემოწმდეს მაქსიმალურად ყველა ქვა სადაც თევზი შესაძლოა იყოს შემძვრალი თუ დაბუდებულია, უმჯობესი იქნება თუ მდინარის სიგანეზე განლაგდებით და ყველა თავის სვეტს აუყვება ერთმანეთთან კორდინაციით. ქვების ზომას არ აქვს მნიშვნელობა ქვა შესაზლოა პატარა იყოს მაგრამ გაოცებული დარჩე იმხელა თევზი დაგხვდეს შიგნით. ქვის ამორჩევის შემდეგ ვამოწმებთ მის გარშემო არსებულ ნაპრალებს თუ ქვას რამოდენიმე ნაპრალია აქვს უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ეს ნაპრალები შესაძლოა ერთმანეთს უკავშირდებოდეს და ერთგან თუ შეყოფ ხელს და შიგნით თევზია ის მეორედან გამოძვრეს. ამიტომ უნდა შეცადო შეცადო მაქსიმალურად დაკეტო ყველა გამოსასვლელი და ისე შეყო ხელი ქვის ქვეშ, ქვის ქვეშ ხელის შეყოფა ხდება მაქსიმალურად ფრთხილად და ნელი მოძრაობით. ერთი ქვის ქვეშ შესაძლოა იმდენი თევზი დაგხვდეს რომ გაგაოცოს, ჩემი პირადი რეკორდი ერთი ქვიდან 54 ცალის (ზომა მტკაველზე დიდები ჯამში 5კილოზე მეტი იყო) გამოყვანაა პლიუს ერთი ხუთი გამექცა და რამოდენიმე კიდევ შიგნით დავტოვე, საღამოს პირი იყო და ბოლოს ძალიან შემცივდა კანკალით და ტუჩებ დალურჯებული ამოვედი. შესაძლოა ბევრად მეტი იყოს ასე რომ უყურადღებოდ მუშაობა არ შეიძლება J.

ვისაუბროთ შემთხვევაზე სადაც რამოდენიმე თევზია ქვაში - შესაზლოა გაგვიმართლოს და ქვას ერთი ნაპრალი ქონდეს ამ შემთხვევე ნაკლები წვალება გვიწევს, მაგრამ აქვს მაგალითად 3 ნაპრალი ამ დროს სამიდან უნდა ამოვქოლოთ ორი და უნდა დავტოვოთ ის ერთი რომლიდანაც ყველაზე კარგად მიუდგებით და გამოვიყვანთ თევზს. ამოვსებაში ვგულისხმობ ვინმემ ხელი უნდა დაფაროს ძალიან კარგად, მაისური ჩატენო ან როგორც მოიხერხებთ. გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტიც მაგ: ვინც უნდა იმუშაოს თევზის გამოყვანაზე იმას ორივე ხელი უნდა ქონდეს თავისუფალი, ნაპრალის ამოვსება უნდა მოხდეს ისე კარგად რომ იქიდან თევზის გამოძრომის შანსიც კი არ უნდა იყოს, გაითვალისწინეთ რომ წვერას ძალიან კარგად შეუძლია ცხვირით გამოთხაროს ქვიშა და თუ სადმე ერთი თევზი გაძვრა მას მიყვება ყველა, გაითვალისწინეთ რომ ქვა რომელის ქვეშაც მუშაობთ არ უნდა გამოძრავდეს... ჩნდება კითხვა თუ სამი ნაპრალი აქვს მივიდეს სამი კაცი და სამივემ გამოიყვანოს..? ამის გაკეთება არ შეიძლება თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ რომ ქვიდან მაქსიმალური რაოდენობა გამოიყვანოთ. რამოდენიმე ხელის ფათური ქვის ქვეშ არ შეიძლება, მუშაობს მხოლოდ ერთი ხელი (არის გამონაკლისები, მაგრამ მაგას პრაქტიკა გიჩვენებს თვითონ...), რამოდენიმე ხელის მოძრაობა იქ სადაც თევზია გამოიწვევს თევზების ქაოს და ქაოსურად მოძრავ თევზ ქვის ქვეშ ვეღარ გააჩერებთ. დავიწყოთ ისევ თავიდან ქვის ქვეშ ნელი მოძრაობით შევედით და ვიგრძენით რომ შიგნით თევზია (ხელი არ წაავლო ჯერ!!!), მაშინათვე ვეძახით დახმარებისთვის, არსებობის შემთხვევაში ვქოლავთ ყველა გასასვლელს და ვტოვებთ მხოლოდ ერთს სადაც ჩვენი ხელი კარგად მუშაობს (ანუ შედის გამოდის ისე რომ თევზიც უნდა გამოიყვანო, დიდი ნაპრალი არ გაწყობთ იმიტომ რომ ერთი არასწორი მოძრაობა და თევზი სულ სახეზე შემოგახტება ისე გამოცვივდებიან), მაღალ დინებაში ეს უნდა მოთავსდე რომ წყალმა არ წაგიღოს, შეეცადეთ თუ რამოდენიმე ნაპრალი აქვს ის აირჩიოთ სადაც წყლის დონე უფრო დაბალია და დინებაც ნაკლებია, მაგრამ მოგვიწია დინებაში უმჯობესი იქნება თუ ერთი ტანად ყველაზე დიდი ადამიანი თევზის გამომყვანს წინ დაუდგება წყალში რადგამ მან მიიღოს თავის თავზე წყლის ნაკადის დარტყმა, თუ სიღრმეშია ცუდია და რატომ, გასათვალისწინებელია ის რომ როდესაც ერთი ხელით თევზს გამოიყვან მეორე ხელი უნდა ჩააფარო ნაპრალს, რადგან სხვებიც არ გამოყვნენ, მოკლედ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და პრაქტიკაში ყველაფერი უკეთ ჩნდება. ყველა დეტალს რა თქმა უნდა ვერ გადმოვცემ და ავხსნი, მაგრამ გიზიარებთ ჩემ გამოცდილებას რაც თავში მომდის ახლა J. როდესაც ვნახავთ ქვას სადაც თევზია და ყველა ზემოთ ხსენებულს მოვრჩებით ვიწყებთ შემდეგ მოქმედებებს ქვის ქვეშ: ფრთხილად მივალთ თევზამდე, ავხსნი რა ხდება შიგნით და როგორი ვითარება შეიძლება დაგხვდეს, თევზები განთავსებულები არიან ჩვენი შეტყუპებული თითების მსგავსად ერთი მიმართულებით და შეიძლება სართულებათაც იყვნენ ეს იმას ნიშნავს რომ ეს თევზი უკვე დაბუდებულია გამოსაზამთრებლად და ნამდვილად არ აქვს გარეთ გამოსვლის სურვილი ასე რომ თუ არ გადავრიეთ თევზი ქვაში ყველაფერი ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, გამომდინარე აქედან თევზს როდესაც შევეხებით ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ის მაქსიმალურად მივა მის შემდეგ არსებულთან და ესე ჯაჭვურად ისინი მიიყუჟებიან კუთხეში. გამოგვყავს ყოველთვის ნაპირა თევზი და არა ყველაზე დიდი, არ იჩქაროთ, ნაპირა თევზ მოფერებით ნელ-ნელა შუცურებთ თითებს თავის მხარეს და მისი ხელის გულში აღმოჩენის შემდეგ გამოგვყავს, თუ დარწმუნებული არ ხარ რომ ხელში კარგად გყავს და შესაძლოა აფართხალდეს ან გაგიძვრეს ხელიდან ჯობს არ გამოიყვანი ჯერ, კუდით გამოყვანის ალბათობა ძალიან მცირეა, თან მაგ პროცესში დაიწყებს ფართხალს და იქ შემდეგ ნამდვილ საგიჟეთს მოაწყობენ მანდ პროგნოზი სად და რა ვითარებაში მოცვივდებიან ვეღარ გაიგებ, ასე რომ მოეფერეთ და ფრთხილად შეუდექით თევზის გამოყვანას.

რაც შეეხება გველს ის შესაძლოა შეგხვდეთ ქვის ქვეშ მარტოც და თევზებთან ერთადაც, თევზი უყვარს და რა ქნას J უფრო წვრილი თევზი, დიდებთან ერთად რომ მენახოს არც მახსენდება. ქვის ქვეშ გველია თუ წვერა ადვილად გაარჩევთ, წვერა სრიალა განსაკუთრებით თავიდან კუდის მიმართულებით ხოლო ეს ავად სახსენებელი ორივე მხრიდან ხავოიანია, სიმართლე რომ ვთქვათ იმ მდინარეზე რომელზეც მე ვსაუბრობ საშიში არც არაფერი მაგრამ მაინც გველია რა J

 

მოკლედ ეს იყო რისი გადმოცემაც მოვახერხე და მოხარული დავრჩები რა თქმა უნდა თუ ვინმე დაინტერესდა ჩემი მონაყოლით - ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ამ მეთოდით თევზაობა საკმაოდ მავნებელია თევზისთვის და თუ ხვდები რომ იმ ბუდიდან სადაც მიაგენი თევზის გამოყვანა ძალიან გაგიჭირდება ერთი და ორი თევზის გულისთვის ათობით და ასოობით თევზს ბუდეს ტყუილად ნუ დაუნგრევ და ნურც გამოყრი სხვადა სხვა მეთოდით.



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2304 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

აი ინტრუქციაა  :bravo:  :bravo:  ვიდეო რგოლივით არის . მადლობა ვახო



#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე ვახო. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ისე ერთი აზრი მომივიდათავში და ...   გადაცემა ხომ არ გაგვეკეთებინა? ვფიქრობ ბევრისთვის ძალიანაც საინტერესო იქნებოდა . განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის


legion.ge-82-1553250819.jpg


#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
VakhoBidzia

VakhoBidzia

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 13 პოსტი
  • მისამართი:ქ. რუსთავი
  • წარმოშობა:ხარაგაული

გაიხარე ვახო. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ისე ერთი აზრი მომივიდათავში და ...   გადაცემა ხომ არ გაგვეკეთებინა? ვფიქრობ ბევრისთვის ძალიანაც საინტერესო იქნებოდა . განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის

გაიხარეთ ასევე, გადაცემაში რას გულისხმობთ?

 

გაიხარე ვახო. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ისე ერთი აზრი მომივიდათავში და ...   გადაცემა ხომ არ გაგვეკეთებინა? ვფიქრობ ბევრისთვის ძალიანაც საინტერესო იქნებოდა . განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
TORO

TORO

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 132 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ქურხულის #4
  • წარმოშობა:ბაღდათი

მეგობრებო საბურავები "თევზმახის" კატეგორიაში გადის და კანონიც კრძალავს. რაც შეეხება ტრადიციულ "ხელაობას" კიბატონო რამდენიც გინდათ. მე დიდად არ მომწონს ეგ მეთოდი (მცურავისაც მეშინია და გველკუასიც)  :ki: ჯეელობაში ჩანგლით ვიჭერდი ხოლმე უფრო. 



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარეთ ასევე, გადაცემაში რას გულისხმობთ?

ტელვიზიას. გადაცემას -რატის ბბლოგი


legion.ge-82-1553250819.jpg


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
VakhoBidzia

VakhoBidzia

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 13 პოსტი
  • მისამართი:ქ. რუსთავი
  • წარმოშობა:ხარაგაული

ტელვიზიას. გადაცემას -რატის ბბლოგი

თუ საინტერესო გამოვა და ნაყოფიერიც იქნება რატომაც არა...



#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თუ საინტერესო გამოვა და ნაყოფიერიც იქნება რატომაც არა...

ვახო ბიძია კაი პურმარილს იკისრებ? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
VakhoBidzia

VakhoBidzia

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 13 პოსტი
  • მისამართი:ქ. რუსთავი
  • წარმოშობა:ხარაგაული

ვახო ბიძია კაი პურმარილს იკისრებ? ;)

Yes, of course...



#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო და მაში ნ რატი დაგიკავშირდება . რაც მთავარია შედეგიანი ხელაობა უნდა გამოვიდეს. თევზზის დაჭერის კადრებიც უნდა ჩცანდესს რომ გადაცემა საინტერესო გამოვიდეს. წყალქვეშა კამერებსაც წამოიღებენ რომ ტვიტონ დაჭერის მომენტებიც გამოჩნდეს.... ეხლლა წყალი ცივია? როდის რის ხელაობისთვვის კარგი დრო?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?