Jump to content


ამ თემას აქვს 32 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

პატარა შეხსენება გურიასა და გურულების შესახებ:

საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, გურიაზე მწირი ცნობებია შემონახული. ქართული დემოგრაფიული ძეგლების ზოგადი შეფასებისას და ხალხის აღწერის დავთრების მნიშვნელობის კვლევისას ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ზოგიერთ კუთხეთა მსგავსად, გურიის არც ერთი აღწერის დავთარი არ მოიპოვება.
გურიის ეტიმოლოგია დღემდე დაუდგენელია, მას მრავალი ახსნა-განმარტება აქვს. მე აქ ყველა განმარტებას არ მოვიყვან, მხოლოდ თედო სახოკიას დავესეხები, მისი აზრით: ”... რაკი “გური” მეგრულად გულს ნიშნავს, აქედან უნდა იყოს “გურია”_ გულფიცხი და გულადი ქვეყნის გაგებით”. პირადად ჩემთვის ეს განმარტება ყველაზე უფრო მისაღებია, თუმცა?....

გურულების გულფიცხობაზე წერს ერთი ჟურნალისტი ⅩⅩ საუკუნის დასაწყისში ჟურნალ მოგზაურში: “გურული მეტად განსხვავებული ბუნების ადამიანს შეადგენს საქართველოში, როგორც სჩანს აწერილობიდგან. ამას უკეთესათ დავასურათებ ქართლ-იმერლებთან შედარებით. ტეტიას რომ აგინოთ იმისათვის სამაგიეროს არას გეტყვის; აქეთ რომ წამოხვიდეთ და სურამელს აგინოთ, სამაგიეროთ შეიძლება მიზეზი გკითხოს შეგინებისათვის; იმერეთში ხოროგაულელები _ კი ამისთვის სამაგიეროს შემოგაგინებსთ, ქუთათური იმერელი _ კი ცემა-ტყეპით და იარაღის დაშიშვლებით გადაგიხდიან, ხოლო გურული _ კი ამას წუთიერი სიკვდილით გადაუხდის მაგინებელს, იარაღით მაშინათვე გააციებს”.
გურულის არანაკლებ საინტერესო დახასითებას იძლევა ორი რევოლუციამდელი რუსული ენციკლოპედია:
По физическому типу Гурийцы считаются самым красивым народом среди грузинских племен, особенною красотою отличаются женщины. Гурийцы храбры, отличные стрелки и прекрасные ходоки. Они чрезвычайно приветливы, верны данному слову, но в то же время крайне вспыльчивы и раздражительны. Нередко у Гурийцев обида кончается кровавою развязкою. Гуриეц набожეн до фанатизма, строго исполняает посты, но он не задумается в эти посты убить человека. Большая Энциклопедия Петербург т-ва Просвещение ტომი Ⅶ 1905 წ. გვ. 749
Гуриец... носит красивый, своеобразный костюм, похожий на испанский народный костюм. Хотя гуриец живет у моря, но он охотно занимается земледелием и виноделием и не обнаруживает никакой склонности к мореплаванию и торговле. Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона Петербург ტომი Ⅸ 1893 წ. გვ. 912-913

1877-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს მთელს საქართველოში რუსის ჯარის დასახმარებლად დიდი მოძრაობა გაჩაღდა. ქართველმა ინტელეგენციამ ეს ომი თურქეთის მიერ მიტაცებული მიწა-წყლის შემოერთების საქმეს დაუკავშირა, რადგან იმედოვნებდა რომ შედეგად მოჰყვებოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გათავისუფლება და ამისთვის ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გააჩაღა. 1876 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მაცხოვრებლებისაგან შეკრებილი მოხალისეთა მილიცია. საინტერესოა, რომ გაწვევისთვის დანიშნულ ადგილას ნაცვლად ათასი კაცისა გამოცხადდა სამი ათასი მოხალისე. ომის მონაწილე ი. მაყაშვილის გადმოცემით, ახალგაზრდები ცრემმორეული ითხოვდნენ, რომ დაუყონებლივ ჩაერიცხათ ჯარში და ბრძოლის ველზე გაეგზავნათ. ისინი ყველა რაზმში ჩარიცხეს, რომელიც რეგულარული ჯარის მსგავსად, სახელმწიფო ხარჯზე იყვნენ გადაყვანილნი. თუ რა თავგანწირვით იბრძოდნენ ისინი მტრის წინააღმდეგ, ამას გენერალი კოლუბიაკინი იტყობინებოდა: “ყველანი ხარკს უხდიან გურიის რაზმის დაუვიწყარ გმირობას, ლაშქრისა, რომელიც ამ დღეებში, როგორც ჩვენი მსუბუქი ქვეითი ნაწილი და ადგილმდებარეობასთან უფრო გაცნობილი, მუდამ წინ იყო და თავის მხრებზე გადაიტანა ომის მთელი სიმძიმე”. ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხის გმირობა, რომლებიც ომის დაწყების პირველსავე დღეს მოხალისეებად ჩაირიცხნენ ჯარში და ხუთი თვის განმავლობაში მამაცურად იბრძოდნენ. 1877 წლის 23 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით შეტევის გზაზე, უძნელესი საბრძოლო დავალების შესრულების დროს თექვსმეტივე ლიხაურელი გმირულად დაიღუპა. ბევრი გურული მილიციაში არა მარტო პატრიოტული სულისკვეთების გამო ეწერებოდა, არამედ ეს ბევრ უპირატესობას იძლეოდა, მათ შორის: პრისტავი ხელით ვერ შეეხებოდა, გზის საერთო ბეგარაზე ვერ გაიწვევდნენ, მეზობელი მოწიწებით სალამს მისცემდა, მოსალოდნელი იყო მამასახლისათაც აერჩიათ. ომის დამთავრების შემდეგ მოხალისეთა რაზმი, მთავრობის დაპირების მიუხედავად, არ დაშალეს, რის გამო მუშა-ხელს მოკლებული ოჯახები ღატაკდებოდნენ, თანაც ამ ოჯახებზე არავითარი შეღავათები არ ვრცელდებოდა. ეს კი ომის მონაწილე გლეხობის და გაღატაკებული თავად-აზნაურების უკმაყოფილებას იწვევდა და ისინი ფირალთა “პარტიის” პოტენციური წევრები ხდებოდნენ.

10802039_760344164021126_123591378188504
10313657_760344167354459_261684243931743
სტატია მომზადებულიაGEOGIAN.GE ს მიხედვით

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფრანგი მეცნიერმა და არქეოლოგმა ბარონმა დე ბაიმ მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში. იმყოფებოდა გურიაშიც და აი, რას წერს იგი: გურულები ,,საქართველოში....ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორითაც გასკონელები საფრანგეთში.” ის ასევე აღწერს გურულ ჩაქურას და საილუსტრაციოდ მოყვანილი აქვს ნიკოკია თაყაიშვილის (ექვთიმეს ძმის) ფოტო. მასთან არის დაკავშირებული ერთი სახალისო ამბავი: 1914 წელს სამხრეთის ფრონტზე ჩამოსულმა ნიკოლოზ მეორე ტფილისშიც შემოიარა. ის ჭიქა ჩაიზე დაპატიჟა დავით სარაჯიშვილის ქვრივმა. სტუმრებს შორის დრაგუნთა პოლკში ნამსახურები, გურულ ჩაქურაში გამოწყობილი ნიკოკიაც ერია. მან მაშინვე მიიპყრო მეფის ყურადღება და ჰკითხა, თუ რა ფორმა ეცვა მას.Это гурульское, государь, - უპასუხა ნიკოკიამ და მიუთითა იმერეთის თავადაზნაურების მარშალზე - То имеретинское, тоже имею и одеваю. მეფემ პორტსიგარით პაპიროსი მიაწოდა ნიკოკიას. მან კი უთხრა: Спасибо, государь, я не курица! ანუ არ ვეწევიო...
ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა ძმის შესახებ: ოცდახუთი წელი რუსებთან მსახურობდაო და რუსული ვერ ისწავლაო!

10151815_771530962902446_166939056052148

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი, რას წერს რუსების დამსჯელ ექსპედიციაში (1905) მყოფი გერმანული წარმოშობის ედუარდ იუონი, გურიისა და გურულების შესახებ.

"ძირძველი გურული ოჯახების ცხოვრებასაც გავეცანით (მე და ერთი ჩემი კოლეგა, რომელიც ახლა ცოცხალი აღარ არის). ბევრი რამ იყო იქ ჩემთვის უცხო და გაუგებარიც, მით უფრო, რომ ენა კარგად არ ვიცოდი; მაგრამ აქაც ყველგან იგრძნობოდა გურული ხასიათის თავისებურება: იშვიათი შერწყმა სიამაყისა და კეთილშობილებისა, ერთი მხრივ, და მსწრაფლაღგზნებადი, ფიცხი ტემპერამენტისა, მეორე მხრივ. და აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ლაღი, ხალისიანი, მზიური ტემპერამენტის გამო გურულები, უპირატესად ცხოვრების ხელოვანნი არიან. ოჯახში ქალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, თავის ოთხ კედელს შორის იგი სრული მბრძანებელია, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც არაფრით დგას მამაკაცზე უკან - თვით კონსერვატიულ წრეებშიც კი, რომლებიც ახალ სოციალურ იდეებს არ თანაუგრძნობენ. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს ხალხი მუდამ მაჰმადიანებით გარშემორტყმული ცხოვრობდა და ახლაც მათი უშუალო მეზობელია. სახალხო განათლება უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე (სხვაგან) რუსეთის დიდ იმპერიაში, რისი გარეგნული გამოხატულება სოფლის სკოლათა მშვენიერი შენობებიც გახლავთ. მაგრამ, სამწუხაროდ, მოსწავლე-ახალგაზრდობაც პოლიტიკურ და იდეურ ბრძოლაშია ჩართული."

10438216_765690736819802_677888647177954

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რაც მაგრები ვართ გურულები ვართ....



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 57 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

შენ გაიხარე კახაბერ. ძალიან ვისიამოვნე, გუუმარჯოს გურიას და გურულებს :0023:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 57 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

 "გურულები, უპირატესად ცხოვრების ხელოვანნი არიან" - ამაზე უკეთესი არაფერი გამიგია გურულებზე.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გეიხარეთ აწი. რახან ჩემ სახლიკაცებს მეეწონათ აი სტატიები, დოუდობ კიდო რაცხა რაცხაებს აბდალა გურულებზე  მაშვინ .....

077917a9b7d2.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
10325764_752449791528752_480491392472206
 

ცნობილი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი ,,ლონდონელის" ფსევდონიმით ინგლისიდან წერილებს ბეჭდავდა ,,ცნობის ფურცელში". 1903 წლის აპრილსი ის გურულ მოჯირითეებს შეხვდა: ასე თვე ნახევრის წინად ერთმა მეგობარმა მითხრა: ამერიკულ ცირკში რუსის ყაზახთა სახელით ქართველები არიან და ჯირითითა და ცხენოსნობით სწორედ აგიჟებენ ინგლისელებსაო; ველაპარაკე და ვუთხარ, რომ ლონდონში ერთ ნამდვილ ქართველს ვიცნობ _ ესე იგი თქვენ მორჩილ მოსამსახურეს _ ძრიელ გაუკვირდათ, მაგრამ დავპირდი, აქ გამოგიგზავნით იმ კაცსაო.
მაშინვე დავაპირე წასვლა, მაგრამ, უქეიფობამ და საძაგელმა ამინდმა ხელი შემიშალა და მომიგვიანდა. ბოლოს, როგორც იყო, წაველ. ამერიკულ საკვირველ ცირკს თავის პატრონის ბუფალო ბილის სახელი ჰქვიან; ეს ცირკი კი არა, ცოცხალი ეტნოგრაფიული გამოფენაა; აი, ამერიკამ სცენა დასცალა, ეხლა გამოდიან ჩვენი გურული ცხენოსნები სხვა-და-სხვა ფერის ჩერქეზულის ტანისამოსით; ყველანი იარაღში სხედან, ჯერ ტარებით ნელ-ნელა მწყობრის სიმღერით გარს შემოუარეს უშველებელ სცენას. სცენის შუა გულში გაჩერდნენ, ცხენებიდან ჩამოჰხდნენ, ირგვლივ დადგნენ, სიმღერა შემოსძახეს, ტაში დაუკრეს და ლეკური დაუარეს. საზოგადოება აღტაცებაში მოდის და მრავალი ათასი კაცი ტაშს უკრავს მოწონების ნიშნად. მერე იწყება ჯირითი და ცხენების თამაშობა… ჩვენებურ ახალგაზრდობის ჯირითი და თამაშობა ისეთი როგორსაც ეხლაც ჰნახავთ ხატობასა და დღეობებში ძველებურ ეკკლესიებთან ტყიან მთებში. გურულების ჯირითი და თამაშობა ძლიერ აკვირვებს ინგლისელებს:
_ საკვირველი ცხენოსნები არიან! მითხრა ერთმა ინგლისელმა _ ავსტრალიისა და ამერიკის მინდვრებში ვყოფილვარ, ასობითა და ათასობით ვიცნობდი ცხენოსნებს, მაგრამ მაგათი მსგავსი კი არაფერი არ მინახავს. ეს კაცები ასე გგონია, ცხენზე ამოსულები არიანო. ვერ გაგირჩევია: სად თავდება კაცი და სად იწყება ცხენი. ალბად, იმათ ქვეყანაში კარგი ცხენოსნობის სკოლაა გამართული.
_ რასა ბრძანებთ! ვუპასუხე, _ რის ცხენოსნობის სკოლა! ჩვენებური სოფლის ახალგაზრდობაა; ჩვენებურ სახალხო დღეობებში ყოჩაღი და მარჯვე ახალგადა კაცები ყოველთვის ასე აჯირითებენ ცხენებს თავიანთ სატრფო ქალებსა და ტოლებს წინ.
_ საკვირველია! ჰკვირობდა კიდევ ჩემი მოსაუბრე აი, მექსიკელებმაც ეხლა რომ ვნახეთ, კარგი ცხენზე ჯდომა იციან, მაგრამ ამ მთიელების შნო, სიმკვირცხლე და ყოჩაღობა კი არა აქვთ მართალს ამბობთ; ცხენოსნობის სკოლაში კაცი ვერ შეისწალის ასეთ კარგ მხედრობას, აქ ხანგრძლივის ეროვნულის ცხოვრების ტრადიცია სჩანს. საკვირველი კია და…
...მეც ამ ხალხში გავერიე. მერე ინდიელთა სოფელი გავიარე; გავიარე მექსიკელები და იანკებიც (ამერიკის შეერთებულ შტატების მცხოვრებნი) და ბოლოს ხშირ შექუჩებულ ხალხში ჩვენი გურულები შევნიშნე, როგორც იყო, მივუახლოვდი და მივესალმე. უნდა გენახათ, რა ნაირად გაოცდნენ და გაუხარდათ!
_ ი… მე! ქართველი ხარ? სადაური?.. მოჰყვნენ გამოკითხვასა და განცვიფრებას და აღტაცებას მიეცნენ…
შემდეგ კარგა ვისაუბრეთ. ამას გარდა კიდევ ვნახე რამდენჯერმე: ქართულ გაზეთების ახალი ნომრები და `მოამბე~ მივუტანე, ზოგიც ფოსტით გავუგზავნე. ისეთის დიდის ინტერესით სტაცეს ხელი ამ გაზეთებსა და `მოამბეს~, რომ სწორედ გაშტერებული დავრჩი. მაგრამ ამაზე ძლიერ უფრო მაშინ გავშტერდი, როცა ერთმა გურულმა მთხოვა: ლონდონის უნივერსიტეტის პროგრამა მიშოვე. ჩემის ძმისათვის მინდაო; აქედან ფულს ვუგზავნი და საშუალო სასწავლებელში ვზრდიო; გავოცდი მაშინაც, როცა მეორე გურულმა მიამბო: ჩემი ძმა სამკურნალო ფაკულტეტს ათავებს და ფულს აქედან ვუგზავნიო. შევყურებდი ამ გურულებს და თან სიხარულისაგან ძლივსღა ვიდექ ფეხზე. `ამ კაცებმა რუსული ლაპარაკი არც კი იციან (ბ. ქაჯაიას გარდა ქაჯაია ამათი მეთაურია და რუსულიც კარგი იცის), მეცნიერებისა არაფერი არ გაუგონიათ და თავიანთ ნაშოვარ ფულით ძმებს ჰზრდიან უმაღლეს სასწავლებლებში~ _ ასე ვფიქრობდი და ძლიერ ვკვირობდი. თუ ეს იშვიათი საარაკო შემთხვევა არაა, თუ გურიაში და მთელ საქართველოში საშუალო სოფლელი კაცი ასე აფასებს მეცნიერებასა და განათლებას _ ეს ძლიერ კარგი ნიშანია, ეს მომავალ განვითარების თავდებია და თანაც იმის მაჩვენებელია, რომ ძველთაგანვე განათლებულ და კულტურულ ხალხს ღირსეული და საკადრისი შთამომავლები ჰყოლია.
მერე საუბრიდან შევიტყვე, რომ ამ გურულებს მთელი შეერთებული შტატები თავიდან ბოლომდე სულ მოუვლიათ და შტატების ყველა დიდი ქალაქები უნახავთ. გავიგე ისიც, თუ როგორ ჭკუაში მოსვლიათ შეერთებულ შტატების წყობილება, დაწესებულებანი, ზნე და ცხოვრება. ამერიკელების განათლებას, სიმდიდრეს, მხნეობას და საქმიანობას ძლიერ გაუშტერებია გურულები. შტატებზე აღტაცებით ლაპარაკობენ, თუმცა კი დიდ ქალაქებში წვრიმალ საქმის კაცთა გაიძვერობა და თავხედობაც შეუნიშნავთ. ყველაზე ძლიერ კალიფორნია მოსწონებიათ. `იქ ჰავაც, ხილიც და სტუმართმოყვარეობაც ყველაფერი ჩვენ საყვარელ სამშობლოს გვახსენებდაო~, _ ამბობდნენ გურულები.
კიდევ ერთ ძლიერ საყურადღებო ამბავს მოგახსენებთ. ინგლის-ბურების ომის დროს, ცირკის პატრონს ჭრილობისაგან მორჩენილი ბურებიც მიუწვევია; ბურები ძლიერ უყვარდა შტატების დემოკრატიას და ამიტომ დიდ-ძალ მაყურებელს იზიდავდნენ ცირკში. სანამ ბურები ბუფალო-ბილის ცირკში ყოფილან, ინგლისელებსა, ამერიკელებსა და მექსიკელებს, თურმე, ახლოც არ ეკარებოდნენ და მარტო ჩვენ გურულებს დაუახლოვდნენ და დაუძმობილდნენ, სადილსაც სულ ამათთან სჭამდნენ, თუმცა კი ბურები გურულებთან ერთის სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდნენ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მამაჩემი ხუმრობით იტყოდა ხოლმე, გურულები ან ჯანყდებოდენ და ომობდენ, ან რევოლუციონერობდენ, ან მთავრობაში ისხდენ, ან ამერიკაში ჯირითობდენ ან კიდევ ტყეში იყვენ ფირალებად გავარდნილებიო; მარა, დაამატებდა, პირველობას არავის უთმობდენო. ,,არავისთვის გასაკვირი არ იქნება, - წერდა პუბლიცისტი და ცნობილი მეფუტკრე აპოლონ წულაძე, - რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია.”

10955526_812760558779486_860204689487349

პირველი რევოლუციის მშოთვარე დღეებში გურული ქალბატონები არც ერთ მიტინგსა და კრებას არ აცდენდნენ, ისინი მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. ,,იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ცოლები მეტ აქტივობას იჩენდნენ, ვიდრე ქმრები. ქალები სასტიკად იცავდნენ და ასრულებდნენ კომიტეტის ყოველგვარ განკარგულებას.” ცნობილია, რომ მრუშობაში შემჩნეულ ქალებს თავად მანდილოსნები ამხელდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ; როგორც ხედავთ, გენდერული თანასწორობა გურიაში ყოველთვის დაცული ყოფილა, რითაც იმდროინდელი ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლები, ეს ამბავი რომ სცოდნოდათ, ნამდვილად გაოცებულნი და კმაყოფილნი დარჩებოდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი იოსებ მეგრელიძესთან საუბარში ყვებოდა, რომ როცა გურიაში ოსმალები შემოიჭრებოდნენ ხოლმე ,,ქალის კივილი და კაცების გარეთ გამოცვენა ერთი იყოო.” სოფელ ვანისქედში სირაძის ქალი ყოფილა – მაკივარი. მისი ხმა თურმე ასკანაში ისმოდა და მეორე მხრივ კი ჭაჭიეთ-ბასილეთში; ყველა მტერს დაედევნებოდაო!
ფოტოზე გურული ციცები. ,,ივერიელის" ფოტოარქივი.

11057483_812119185510290_898874301568316
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
11046815_810519772336898_201172939996274

·

Начало Руси было в восемьсот шестдесять втором году, а начало культурной Руси, я так понимаю еще не было - წერდა დიდი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი. დავამატებდი - რუსეთი კულტურულ ქვეყნად დღემდე ვერ შედგა. ქართველი ერი განვითარებით, შეგნებით, კულტურულ-პოლიტიკური და ძველი სახელმწიფოებრივი სკოლის გამოცდილებით ბევრად მაღლა იდგა რუსეთზეც და ბევრ სხვა დამპყრობელზეც. ცნობილია, რომ XVII საუკუნემდე რუსეთი საერთოდ მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს _ განათლებულ ევროპას. 1486 წელს მოსკოვში შემთხვევით მოხვედრილმა გერმანელმა რაინდმა პოპელმა დაბრუნებისთანავე აცნობა თავის იმპერატორს რუსეთის აღმოჩენის შესახებ. ასე რომ, ევროპელებმა ამერიკა და რუსეთი ლამის ერთ დროს აღმოაჩინეს . მაშინ, როდესაც ევროპა თანამედროვე ცხოვრებას საძირკველს უყრიდა: ავითარებდა მრეწველობას და ვაჭრობას, ხვეწდა და აუმჯობესებდა ტექნიკას, გზას აძლევდა მეცნიერული და თავისუფალი აზრის განვითარებას, `ევროპის მაჩანჩალა~ რუსეთი ჯერ კიდევ გაუნათლებლობისა და უკულტურობის ჭაობში იმყოფებოდა. "სამთავროდ რომ შემდგარიყო, რუსებს ვარიაგები სჭირდებოდათ, სახელმწიფოდ რომ ჩამოყალიბებულიყო _ მონღოლები. ევროპიულობამ კი მოსკოვის სამეფოდან განავითარა კოლოსალური პეტერბურგის იმპერია" . ჩვენ კი დავამატებდით, რომ საბჭოთა იმპერიის შექმნისათვის რუსებს ქართველების, უფრო სწორად, ქართველი ჯუღაშვილის, დახმარება დასჭირდათ. ამ სახის დახმარების შესახებ ამბობდა გერცენი, რომ სლავების შემთვისებელი ხასიათი, მათი ქალურობა, თვითშემოქმედების ნაკლებობა და შეთვისების დიდი უნარი და პლასტიკურობა მათ ხდის ხალხად, რომელსაც სხვა ხალხების დახმარება სჭირდება. იმავეს ამტკიცებს ბერდიავი, როცა ამბობს, რომ `უდიდესი ჭირი რუსული სულისა მდგომარეობს მის ქალურ, `დედაკაცურში~ გარდამავალ პასიურობაში, მამაკაცურობის უკმარობაში, მისთვის უცხო და უცხოელ მამაკაცთან დაქორწინების სურვილში.
Россия — это континент, который притворяется страной. Россия — это цивилизация, которая притворяется нацией - წერდა ერთი უცხოელი პოლიტიკოსი.

1914 წელს ლენინი სტატიაში `ველიკორუსების ნაციონალური სიამაყის შესახებ~ რუსი ერის მისამართით ამბობდა: `არავის ბრალი არ არის, თუ ის მონად დაიბადა; მაგრამ მონა, რომლისთვისაც არა მარტო უცხოა საკუთარი თავისუფლებისკენ სწრაფვა, არამედ ამართლებს და ალამაზებს თავის მონობას, იწვევს აღშფოთების, ზიზღის და გულისრევის დამსახურებულ გრძნობას და არის `ხალუი~ და `ხამი~.
მაშინ, როგორ შეესაბამება რუსეთის მონურ ბუნებას ის ფაქტი, რომ რუსეთი რევოლუციებისა და ავტორიტარული სისტემის წინააღმდეგ მიმართული ჯანყების ქვეყანაა? თუმცა `რევოლუციების ქვეყანას~ მერეჟკოვსკი სხვაგვარად უყურებდა: `კაცს ზოგჯერ გეჩვენება, რომ რუსეთში საერთოდ არ ხდება რევოლუცია, არამედ არსებობს მხოლოდ ბუნტი _ იანვრის, დეკემბრის, ჩუგუევსკის, ხოლერის, პუგაჩოვის, რაზინის _ მუდმივი მონების მუდმივი ბუნტი~ .
პიროვნების გაღვიძება ვერ მოხდა რუსულ ცნობიერებაში, როგორც კონსერვატორულ რუსეთში, ისე რევოლუციურ-დემოკრატიულ ინტელიგენციაში, ეს უკანასკნელი შეპყრობილია უფრო მექანიკური თანასწორობის იდეით, ვიდრე თავისუფლების იდეით, _ წერდა ბერდიაევი 1914 წელს და აგრძელებდა: `ბევრისთვის რუსეთი განწირულია მონობისთვის და მისთვის თავისუფალი სიცოცხლის ასპარეზზე გამოსვლა არასოდეს არ მოხდება, ის ყოველთვის დარჩება უსახო კოლექტივის ქვეყნად~.
რუსეთი ამაყობდა და ამაყობს საკუთარი ისტორიული წარსულით, ქრისტიანობითა და კულტურით, იმით, რომ თითქოს მან შემოიტანა განახლება, ცივილიზაცია და კულტურა საქართველოში. ცნობილია, რომ მხოლოდ X საუკუნის დამლევს მიიღო დიდმა მთავარმა ვლადიმირმა ქრისტიანობა, იქამდე იქ კერპთაყვანისმცემლობა იყო მოდებული. არის ასეთი აზრიც, რომელსაც განსაკუთრებით ახმიანებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი, რომ როცა რუსმა ჟამთააღმწერელმა ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი აღწერა, მან ეპიზოდი პირდაპირ `ქართლის ცხოვრებიდან~ მოიპარა, სადაც მოთხრობილი იყო მირიანისა და ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. იგივე კირიონი ამტკიცებს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირი იყო. რომ რუსები კარგად იცნობდნენ `ქართლის ცხოვრებას~ და იქიდან მრავალი ფაქტი აქვთ გადაწერილ-გადარუსულებული. ეს ძირითადად იმიტომ ხდებოდა, რომ საკუთარი ისტორია უფრო გაემდიდრებინათ და მრავალფეროვნად წარმოეჩინათ. აი, კიდევ ერთი მაგალითი: დამტკიცებულია, რომ ივან სუსანინი თავიდან ბოლომდე გამოგონილი პერსონაჟია, ის შექმნილია მღვდელი თევდორეს გმირული მაგალითის მიბაძვით.
ამის შემხედვარე ბევრ, ძალიან ბევრ ქართველს სურს ამ ოჯახკარდაქცეულ რუსეთს კუდში სდევდეს? იმიტომ რომ ისიც მართლმადიდებელია? რა დიდვიდენდები და რა სარგებელი მოგვიტანა მერე ამან? იმიტომ რომ მისი ენა ვიცით? ეს ხომ აბსურდია და უდიდესი სიბნელის გამოხატულება!
მე არ ვამტკიცებ რომ ჩვენ ვართ ყველაზე უკეთესები-ამ აზრისაგან ძალიან შორს ვდგევარ, სწორედ ამან დაღუპა და ღუპავს კიდევაც საქართველოს, ამ ფსევდო გამორჩეულობამ, რისაც ბევრ განათლებულ და გაუნათლებელ ქართველს სჯერა.ჩვენ ჩვეულებრივი ერი ვართ რომელსაც აქვს დადებითი და ცუდი თვისებები. მაგრამ გვაქვს არჩევანის საშუალება, რომელიც წინათ არ გვქონდა, ჩვენ კი ისევ უკან გვექაჩებიან, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია რომ ამას აკეთებს ხელისუფლება. გურულები ამბობენ ხეს რომ უთხრა გახმი, გახმიო-ქე გახმებაო. ჩვენც ასე მოგვდის, არ გვინდა ნატო, ჯერ ვერ შევალთ ნატოში! ეგ კი ვიცით ბატონოო რომ ამისტვის დროა საჭირო, მარა ასევე ნებაც, რომელიც ხელისუფალთ არ გააჩნია... ვინმეს თუ ჰგონია რომ რუსეთთან ჩახუტებით რაიმეს დავიბრუნებთ და მოვიგებთ, რასაც ბევრი ენამოგდებული ჭკუასუსტი ფსევდო პატრიოტი ბჟუტურობს, ნამეტანი შემცდარან. და ბოლოს, ისევ და ისევ გავიმეორებ ცნობილ გამონათქვამს - კართაგენი, ამ შემთხვევაში რუსეთი, უნდა დაინგრეს!!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

·გურული მოჯირითეები ამმერიკაში

ქრისტინე ცინცაძე დაიბადა აბაშის რაიონის სოფ. სუჯუნაში, მისი ქალიშვილობის გვარია ნოდია. ახალგაზრდობა ლანჩხუთში გაატარა და იქვე გათხოვდა. პირველად ქრისტინე სხვა ქალბატონებთან ერთად ამერიკაში ლუკა ჩხარტიშვილმა ჩაიყვანა 1908 წელს. რა თქმა უნდა, ეს ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, პირველ რიგში მომქანცველი გზის განვლა ამერიკამდე, ყოველდღიური ქანცგამწყვეტი ვარჯიშები და გამოსვლები, რასაც ბევრი მამაკაციც ვერ უძლებდა. მოხდენილი ქრისტინე ცინცაძის მშობლები მის გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ _ ქალიშვილის დუნიაზე ხეტიალი და ისიც ცხენით, სად გაგონილაო. მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა. ქრისტინე მარო ზაქარეიშვილთან ერთად `მონგრეულას~ პატარა მინდორზე გავიდა საწვრთნელად. `ქალები ორ თვეში შესანიშნავად დაოსტატდნენ~ _ ვ. კვიტაიშვილის მოგონებიდან.
გადმოცემით ის ამერიკაში ჩიხტი-კოპში გამოპწყობილი ჩასულა. ქრისტინე ცინცაძე მაყურებელთა ყურადღებას იპყრობდა თავისი საოცარი გამბედაობით. ერთხელ ჯირითისას მას ცხენი წაექცა, ქრისტინემ ყბა დაჰკრა მიწას და კბილები ჩაემტვრა, მაგრამ უმალ წამოიჭრა, მოევლო ცხენს და განაგრძო ჭენება. ვაჟკაცური საქციელისათვის მხედარი ქალი ძვირფასი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ბეჭდითა და ოქროს საათით დააჯილდოვეს. ოთხი წლის განმავლობაში ქრისტინე სამჯერ ჩამოაგდო მისმა საყვარელმა ცხენმა `ნალიმ“ და ხელ-ფეხი მოსტეხა, მაგრამ გამომჯანმრთელების შემდეგ კვლავ ჯიუტად განაგრძობდა ჯირითს. აღსანიშნავია, რომ ქრისტინეს მოტაცება რამდენჯერმე სცადეს ამერიკელებმა, მაგრამ ქართველებმა თავი არ დაანებეს. ქალბატონი ქრისტინე იხსენებდა, რომ გამოსვლების შემდეგ ყველა ისწრაფვოდა, ეკოცნა მისთვის, თანაც ტუჩებში _ ჩემი თეთრი კბილები მოსწონდათო - კაცებს აძლევდა ამის საშუალებას, მაგრამ ხშირად ქალებიც იწეოდნენ საკოცნელად, ეს აღიზიანებდა და ამის ნებას არ აძლევდა.
1912 წელს ქრისტინე ცინცაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას და სხვა მხედრებს სადგურში ლამის ლანჩხუთის მთელი მოსახლეობა დახვდა ოვაციებით. დაბრუნების შემდეგ იგი ისევ მონაწილეობდა დოღ-მარულაში, პირველი ადგილიც ბევრჯერ დაუკავებია და ერთხელ ჯილდოდ ათასი მანეთიც კი მიიღო (უცხოეთიდან დაბრუნებული მხედრები საეკლესიო დღესასწაულებზე საჩვენებელ გამოსვლებს მართავდნენ ხოლმე. მოჯირითეები იმეორებდნენ იმ პროგრამას, რომელსაც ისინი საზღვარგარეთ ასპარეზობისას ასრულებდნენ).
სიკვდილის წინ ქალბატონმა ქრისტინემ თავისი კაბები, საჩუქრად მიღებული ნივთები დაარიგა, ხოლო ამერიკიდან ჩამოტანილი ფოტოებითა და სხვა მრავალი საგნით გატენილი ზანდუკი თავისი ხელით დაწვა. თუ რატომ, არავინ იცის. ფოტოებზე: ქრისტინე ცინცაძე, დაახლოებით 1910.
ქრისტინე და მისი მეუღლე სიბერეში.
ფოტოები მომაწოდა ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა.

17388_753116484795416_175889484567459896
11037884_753116451462086_863644964069064
 
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
10430506_740686246038440_294889526172527

`დიდ პატივში ვყევართო, _ ამბობდნენ გურულები _ მეტადრე ამერიკელი მანდილოსნები მოვხიბლეთო. ერთმა შეძლებულმა ქალმა ერთ ჩვენ ამხანაგს უთხრა ცოლად გამოგყვებიო, მარა აბდალმა ჩვენებური გურული ციცა არჩია და ქე ჭამს ახლა გურიაში ჭადს და ლობიოსო.” როცა ,,უაილდ უესთი” შოტლანდიაში იმყოფებოდა საგასტროლოდ ერთ გურულს ,,რუს ჯენტლმენს” შეეკითხნენ თუ რა აზრის იყო ის ქვეყანასა და ხალხზე. გურულს იქაურობა მოსწონებია, განსაკუთრებით კი ,,მშვენიერი გოგონები”, _ ამ უკანასკნელ სიტყვებზე, როგორც გაზეთი იუწყება, _ ,,მას სახე გაებადრა”. ბევრმა თავისი ბედი დაუკავშირა უცხოელ მანდილოსნებს და იქვე დარჩა საცხოვრებლად. ზოგიერთს ოჯახი ამერიკაშიც ჰყავდა და გურიაშიც. იყო შემთხვევა, როცა ცოლიანმა გურულმა ამერიკაშიც გაიჩინა ოჯახი, შემდეგ დაბრუნდა საქარ-თველოში, ხოლო უკან წასვლა რომ დააპირა, ბოლშევიკებმა აღარ გაუშვეს და მან ამის გამო თავი მოიკლა. ილარიონ იმნაძის შვილი იგონებდა: ,,მამაჩემი განიცდიდა ამერიკიდან დაბრუნებას, რადგან ვერ მოახერხა უკან წასვლა და 1925 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”. ერთმა ამერიკელმა ქალბატონმა კი, რომელსაც გაგიჟებით უყვარდა გურული ცხენოსანი, სპეციალურად შეუკვეთა დიდი ზომის ბეჭედი და მორიგი შეხვედრისას ასოზე წამოაცვა.
Georgian riders made an impression on the fairer sex in America and Europe. ”We are much respected here, especially by ladies, - said one Gurian rider, - One wealthy American woman even offered a friend of ours to marry her but the poor bastard chose to tie the knot with a Georgian lady and now he relishes all the inconveniences of life in Guria.” The Evening News Michigan, (August 12, 1899) reported: “A handsome Cossack stopped as he wrung the water from his close cropped pointed beard and waved a graceful salute, his gleaming teeth showing through his fascinating smile. The girls giggled, turned their heads, then looked back again, and hesitating a second, wiggled their flirtatious fingers. The gallant Cossack bowed low.”
Some Georgians wed the Americans ladies and settled down in the United States. “One local lady woman clung to Alexander, she insisted that he marry her... at first he was against the idea, but later he agreed and married her. He left the show and now he lives in California with his wife...” As The Elgin Courant&Courier (September 2, 1904) stated “The Cossacks have a high opinion of Elgin and its people. One young Russian gentleman was quite enthusiastic about it, and said Elgin was very beautiful, there were good men and women and nice girls, the latter remark being accompanied with broad grin.” Still, there were some riders who entered into marriage bonds with the American ladies and settled down there. In one case, a married rider wedded an American woman and returned to Georgia after a while. But when he was about to go back to the States the Bolsheviks wouldn't let him out of the country and he committed suicide. In another case, an American lady gave a rider a huge golden ring as a token of her affection to wear on his penis.


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გურული მხედრები უცხოეთში ყოფ¬ნისას ცდილო¬ბდნენ არაფერი ისეთი არ ჩაედინათ, რაც მათ შეარცხვენდა, ამას ადასტურებს კირილე ხოფერიასა და გიორგი ჩხაიძის მოგონებანიც _ გურულები ყოველ კვირას ეკლესიაში (თუ ბერძნული არ იყო, კათოლიკურში) წირვას ესწრებოდნენ, რესტორნებში ევროპულ ტანსაცმელში, ან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილნი შედიოდნენ (ჩაცმულობა დამოკიდებული იყო კონტრაქტის პირობებზე). ბევრმა ამა თუ იმ კერძის ჭამის წესი არ იცოდა, ამიტომ სხვებს აკვირდებოდა. გურულების მადის შესახებ წერდნენ, რომ მათ ქვა რომ გადააყლაპო, იმასაც მოინელებენო. ბაფალო ბილის ,,ველური” დასავლეთის შოუს მთავარი მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა: ,,...ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 800-დან 1000-მდე ბიფშტექსს... ო, ბიჭები ბიფშტექსის ნამდვილი მტრები არიან! კაზაკებს და ინდიელებს ხორცი უნდათ სამჯერ დღეში და ისინი მას ღებულობენ!” ერთხელ მოჯირითეები სასადილოში შესულან და ერბო-კვერცხი მოუთხოვიათ, მაგრამ ინგლისურის არცოდნის გამო ოფიციანტს ვერაფერი გააგებინეს. მაშინ მოჯირითე სერაპიონ იმნაძე ოდნავ ჩაიცუცქა, ხელები ქათმის ფრთებივით აამუშავა და კაკანი მორთო: კო-კო-კო! ამან სასადილოში მხიარულება გამოიწვია, ოფიციანტი კი მიუხვდა თუ რა უნდოდათ ამ უცნაურ გადამთიელებს.

 

ფოტოზე სერაპიონ იმნაძე

 

10998392_739312492842482_141694982120832

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
·ზოგიერთი გურულისთვის საზღვარგარეთ საშოვარზე წასვლა საბედისწერო აღმოჩნდა: მოჯირითე იოსებ ამბაკოს ძე მშვიდობაძე ამერიკაში დიმიტრი ცინცაძემ წაიყვანა. ამერიკაში ყოფნისას გურიაში დარჩენილი მეუღლე და ხუთი შვილი `ისპანკამ” იმსხვერპლა. ეს რომ იოსებმა გაიგო, გადაწყვიტა ამერიკაში დარჩენილიყო, მაგრამ გადარჩენილი ორი შვილის გულისთვის დაბრუნდა. დანაზოგი ფულით უფროსს შვილს, კვიროსის უყიდა დუქანი, ყველაფერი მოუწყო. სულ მალე უკან ამერიკაში აპირებდა დაბრუნებას. ერთ დღეს კვიროსი ბათუმში გაუშვა საქონლის ჩამოსატანად, თვითონ კი სახლში დაბრუნდა. გზაში იოსებს ყაჩაღები დაესხნენ თავს, ფული მოსთხოვეს, მას კი მთელი თანხა დუქანში ჰქონდა ჩადებული, ყაჩაღებმა არ დაუჯერეს და მოკლეს. კვიროსიმ გაყიდა დუქანი, საქონელი და შეიძინა იარაღი, რათა სისხლი აეღო. მაგრამ მკვლელების კვალს ვერ მიაგნო, მაშინ კეთილისმსურველებმა ურჩიეს, ეს საქმე გამოცდილი ხალხისთვის გადაებარებინა. მან მართლაც მოძებნა ორი ასეთი ადამიანი, ფულიც შესთავაზა, მათ უარი განუცხადეს: ასეთი კაცის შვილს ფულს როგორ გამოვართმევთო, უფასოდ გაგიკეთებთ ამ საქმესო. მართლაც, დანაპირები შეასრულეს და ერთ თვეში 5 მკვლელი გამოასალმეს სიცოცხლეს. აქედან ორი იმ ადგილზე დახვრიტეს, სადაც მათ იოსები მოკლეს. მხოლოდ ერთმა მკვლელმა უშველა თავს გაქცევით, იგი უკან მხოლოდ 20 (!) წლის შემდეგ დაბრუნდა, ყაჩაღი დაიჭირეს და იოსების ეზოში მოკლეს.
10443542_736772893096442_635422828223856
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პირველი რევოლუციის დროს, როცა გურულებმა თვითმართველობა ხელში ჩაიგდეს გახშირდა თავად-აზნაურებზე თავდასხმები და მკვლელობები. მაგ. ხიდისთავში მოკლეს ბარნაბა ქარცივაძე. საინტერესოა, რომ ქარცივაძის მოკვლას არავინ აპირებდა, ის შეცდომით ტერორისტმა მიხეილ ლომაძემ სიო ბერიძის მაგივრად გაასაღა, როდესაც ბერიძის სახლში სტუმრად მყოფი ქარცივაძე გარეთ გამოვიდა. ,,ამ სამწუხარო შემთხვევის” შემდეგ ლომაძე თავს იმით ინუგეშებდა, რომ ,,ქარცივაძე ბერიძეზე ნაკლები ოხერი არ იყოო.” იარაღიდან ესროლეს ჯაშუშობაში შენიშნულ ესე ნაკაშიძეს და ტელემაკ გურიელს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ისინი სრულიად უდანაშაულონი იყვნენ. ეხლა გავცდეთ გურიას - ცნობილია რომ არსენა ოძელაშვილს შელაპარაკების ნიადაგზე ერთი მებატონე, გვარად საგინაშვილი ჰყავდა თურმე მოკლული, რის გამოც დიდ სინანულში ჩავარდნილა. მაგრამ ის დაამშვიდეს, საგინაშვილი გლეხების მტერი იყო, ისეთივე როგორიც ბარათაშვილი და ამიტომ ღირსი იყოვო...
ეს და სხვა ამბები მომავალ წიგნში ,,გურიის რესპუბლიკა".
ფოტო ივერიელის არქივიდან.

11075022_819365944785614_319760509774849

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?