Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.A Zoli - Kronos

.

.

nvprg.jpg

ცნობილი იტალიური საიარაღო ფირმის სპორტული თოფი "კრონოსი" , კომპანიის რეპუტაციის მორიგი მხარდაჭერაა...
იგი შექმნილია ბოსს-ვუდვარდის ჩაკეტვის სისტემაზე და თავისმხრი პერაცის ბოკფლინტების მორიგ წარმატებულ 'კლონს' წარმოადგეს.
წარმატებული K4 -ის შემდეგ არანაკლები დამსახურებების მქონე 'ზოლი' ძალიან პოპულარული გახდა მსროლელების ფართო მასებში...

სასტენდო სროლის სამშობლოში(პირობითად) - ინგლისში, დამწყები , საშუალო მსროლელები და სპორტის ოსტატები ერთნაირი პოპულარობით და რაც მთავარია წარმატებით სარგებლობენ ამ მშვენიერი იტალიური თოფით. ასეთივე დიდი მოთხოვნილებაა ქვეყნებში, სადაც სასტენდო სროლის კულტურა მაღალ საფეხურზეა.

k7sjk.jpg f8vuh.jpg

რასაკვირველია მხოლოდ ჩაკეტვის მექანიზმი ვერ გახდის კონკრეტულ მოდელს ფართო გავრცელების საგნად, მზარდი პოპულარობა დამოკიდებულია თოფის შემადგენელი ელემენტების მაღალ ხარისხზე, რაშიც შედის: მასალის ხარისხი და დამუშავების სისუფთავე...ყველაზე მთავარი კი თოფის რესურსი.
ლულები როგორც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ყურადღების საგანი newsmile05.gif მაღალი ხარისხის დამუშავებითაა. სალულე მასალად გამოიყენება ბიოლერის სალულე ფოლადი და ქრომ მოლიბდენის სალულე კონცერნი.
ზოლის ლულები ყოველთვის მონობლოკებია.

vm3x4.jpg

ლულის შიდა დიამეტრი 18.5 მმ რაც იტალიური სტანდარტით ცოტა დიდია (18.5მმ) მაგრამ მრავალი მეიარაღის აზრით , უკუცემისთვის სასურველი. უფრო მეტიც ზოგიერთი მსროლელი უპირატესობას ანიჭებს 18,7 -ს იმავე არგუმენტის გათვალისწინებით.
სავაზნე გაბურღულია 76მმ ვაზნაზე.
სამიზნე თამასა ვენტილირებადი. 11 მმ სიგანის . პროფესიონალებიდან ზოგის თქმით ზედმეტად განიერია.

6mu0f.jpg lx4c6.jpg

ლულის სიგრძე კრონოსისათვის 76 სმ-ია . თუმცა საცალო თოფებზე გვხდება 81 სმ-იც.
სალულე შევიწროებები და გაფართოებები ჩასახრახნია. კომპლექტაციაში შედის 5 ჩოკი.
12 კალიბრის თოფის წონა 76 სმ ლულებზე ზუსტად 1480-ია. მკაცრად.

სასხლეტ დამცემი მექანიზმი , ერთ სასხლეტიანი. დამონტაჟებულია ცალკე პლათფორმაზე.
მიეკუთვნება სწრაფად მოხსნადი სასხლეტ დამცემი მექანიზმების ტიპს. ასეთი სდმ-ის დადებით მხარეებზე საუბრისთვის არ ჩევჩერდეთ ყველასთვის კარგად გასაგებია.
qlgw2.jpg

რაც შეეხება სდმ -ს ის მცირედი კორექტივებითაა დამზადებული: კერძოდ კი არ მიეკუთვნება ხელით მოსახსნელ სდმ-ებს. არამედ ინსტრუმეტით დახმარებით სრულდება ეს მარტივი და ხანმოკლე ოპერაცია. მიზეზი, უფრო მეტი უსაფრთხოება.
საბრძოლო ზამბარები სპირალური კოსნტრუქციის.

hwxz8.jpg

დამცველი არაავტომატური. ორივე ლულაზე ნებისმიერი თანმიმდევრობით გადასართავით.

კონდახი და ტიპჟირი , საშუალო ხარისხის კაკლისგან კეთდება. იშვიათ შემთხვევაში უმაღლესი კატეგორიის საკონდახე მასალა გამოიყენება.
კონდახის კონსტრუქცია სპორტინგის სტილშია სესრულები.
ზოგ სემთხვევაში გააჩნია კონდახის ზურგის სარეგულირებელი.

znu6q.jpg 6taij.jpg

გრავირება მინიმალური. ან საერთოდ მის გარეშე.
ფაქტიურად მხოლოდ კალაპოტზე ოქროს მავთულით დატანებული წარწერა "კრონოსი".

თოფის პოპულარობის მიზეზი მგონი ყველასათვის გასაგებია. "კრონოსი" არის მაღალი სიმტკიცის და საკმაო რესურსის სპორტული თოფი. ძნელას გარჩევადი პერაცის ფირმის ბოკფლინტებისაგან . მაღალი ხარისხის ნაწილებით. ლულების მაღალი ხარისხის დამუშავებითა და ფოლადით.
რაც მთავარია "კრონოსის" ფასი 2-3 ჯერ ნაკლებია წამყვანი ფირმების სპორტული თოფების ფასსზე.

3khks.jpg

ფასი: დაახლოებით 3500 ევროდან.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ვერაფერს იტყვი. კარგია.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

კარგი კია მარა ძვირია ჩვენისთანა ხალხისთვის:(







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?