Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

...საიარაღო ფირმა ბლასერი ცნობილია როგორც შაშხანების და ზოგადად ხრახნილლულიანი იარაღის საუკეთესო მწარმოებელი მსოფლიოში(დღეს დღეობით ბერნარდ ნობელის ხელმძღვანელობით) მაგრამ, ფირმის ღირსების და კონკურენციის მიზნით ბლასერმა შექმნა არაჩვეულებრივი მოდ. F3-ი

9da26ba36f2d.jpg

დღეისათვის თითქოს შექმნილი და მიღწეულია სრულყოფილება ბოკფლინტების ზოგად სტანდარტში, გაუმჯობესება თითქოს შეუძლებელია...მაგრამ ბრძოლა რჩეულ კომპანიებს შორის მაინც გრძელდება. სხვადასხვა ფირმების ახალ -ახალი მოდელები ხშირად გავს ერთი მეორეს და მათ შორის სხვაობა თითქოს არაა...სწორედ ასეთ მომენტებში გამოჩნდე ხოლმე F3-ის მსგავსი ქმნილებები, რაც უდიდე ემოციებს იწვევს ამ კატეგორიის იარაღის მოყვარულთა შორის.
როდესაც ბლასერი F3-ს უშვებდა მთავარ ამოცანას წარმოადრენდა ტრადიციული ღირებულებების და თანამედროვე მიღწევების გაერთიანება. გარდა ამისა მრავალი სპოორცმენის შეხედულება იყო გათვალისწინებული...
F3 ერთი შეხედვით შეიძლება ჩვეულებრივ ბოკფლიბნტად მოგვეჩვენოს მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით აღმოვაჩენთ აშკარა ნოვაციებს და დიზაინურ სიახლეებს.
F3-ის კალაპოტის სიმაღლე 6,15 სანტიმეტრია რაც ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფის კალაპოტზე ცოტათი მაღალია

 

395b79d83779.jpg

F3 ასე ვთქვათ ქვეყანას მოევლინა 2004 წელს
სასხლეტ დამცემი მექანიზმი სწრაფად მოსახსნელია. დასხლეტიდან ფისტონის დარტყმამდე დრო 18 მილიწამს შეადგენს(თავის მსგავსებში უსწრაფესია) ერთსასხლეტიან სისტემაში მეორე გასროლა არაა დამოკიდებული პირველის უკუცემაზე მისგან დამოუკიდბლად ხდება. საბრძოლო ზამბარები სპირალური ფორმისაა და მათი კოპნსტრუქცია ისაა ჩამოყალიბებული რომ გატეხვის შემთხევაშიც აგრძელებს მუშაობს უპრობლემოდ. სასხლეტის დაწოლის ძალა 1 400გრამია. ლულების თანმიმდევრობის სელექტორი სასხლეტის წინაა მოთავსებული. ასევე თოფის ფუნქციებში ჩართული სასხლეტის ადგილმდებარეობის ცვლა , ინდივიდუალური მორგებისთვის, სასხლეტი გადაიწევა წინა და უკანა მიმართულებით, მსროლელი ფალანგის სიგრძის მიხედვით.

bbe53ece55aa.jpg 428afa382d14.jpg
ეჟექტორეის სისტემა ისეა დაპროექტებული რომ როდესაც ზამბარა ურტყამ ფისტონს ის ამავდროულად ააქტიურებს ეჟექტრორს, რომელიც მხოლოდ გასროლის შემდეგ ჩაირთვება და შესამაბისად მხოლოდ გასროლილ ლულას ემახურება. თოფის შენახვის დროს ზამბარა დაშვებულ მდგომარეობას ინარჩუნებს, ეჟექტორი აბსოლურირად არიგრძნობა თოფის დაკეტვის დროს.
19f1cb5da815.jpg

1fc86c0882d7.jpg

ტობჟირი ენსონის სიტემის ჩამალული ბერკეტითაა.
ბლასერს გააჩნია უკვე დაპატენტებული ბალანსირების სისტემა , კონდახში მოთავსებულია ღერძი რომელიც მაგრდება კალაპოტზე, ამ ღერძზე ჩამოცმულია ცილინდის(ეხრახნება და სურვილის მიხედვით მობილურია) ფორმის ორი სიმძიმე საერთო მასით შეიძლება იყოს 200 გრამამდე, ანუ ბალანსის პრობლემა გადაწყვეტილია ბოლომდე. ასეთივე ხელოვნური ბალანსები მოყვება ლულაბსაც...
82d6edb9ce89.jpg
62e0136fb8d5.jpg

საკონდახე მასალა დაყოფილია 11 დონედ, სერიულ თოფებში გამოიყენება II დონის კაკალი. (გარკვ. მიზეზების გამო ფოტოების განთავსების ადგილი აღარაა)
F 3 ორი ძირითადი ფერის კალაპოტით გამოდის შავი და რუხი

619d327ff86c.jpg 499f9a9aafeb.jpg

გრავირების დონე სტანდარტიდან პრემიუმ კლასამდე ნებისმიერი შეიძლე იყოს:
54659da68000.jpg 37557d9c7c57.jpg a675552b6665.jpg 23fb0c36ac59.jpg

დამცავი განსაკუთრებული ყურადღებითაა დამზადებული, თოფის უჩვეულო ვიბრაციის ან მითუმეტეს დავარდნის დროს მცველი ავტომატურად ბლოკავს ჩაქუჩებს.
55a142965acd.jpg

ბლასერ F3-ში გამოყენებული ე.წ. ტექნიკა ტრიპლექსი ესაა:
ჭურვის დიდი საწყისი სიჩქარე
მცირე უკუცემა
ძალიან თანაბარი სიბურჯღლე

ეს ფაქტორები გამოწვეულია ლულების გაბურღვის სიტემით ''ოვერბორი'' სადაც ლულის ცენტრალური მონაკვეთი მკაცრად 18,65მმ-ია. გარდამავალი კონუსი სავაზნიდან ლულაში 2,5 გრადუსია.
სავაზნე ყოველთვის 76 მმ,
ლულის სიგრძე უმეტესად 76 სმ
ლულები აღჭურვილია მობილჩოკებით, რომლის საშუალებით ფოლადის საფანტის სროლაა შესაძლებელი.
ჩოკების ზომებია:ცილინდრი 0,000მმ; 0,125მმ ;0,250მმ ;0,380მმ ;0,500მმ ;0,625მმ; 0,750მმ ;0,850მმ ;1,050მმ.

da0c073fe1b0.jpg cf42bede4f2c.jpg
სამიზნე თამასა ე.წ. პერსექტივით, საწყისი 10,5მმ ლულის ბოლოში 8,5 მმ. ამავდროულად თამასა ვენტილაციის ფუნქციითაა.
სამიზნე კორა ბოჭკოვანი ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. (სანადირო F3-ს აქვს მონიკელებული ვერცხლის, კლასიკური კორა)



34b9601fbad3.jpg

მიუხედავად ლულების სიგრძისა ბლასერს შუძლია მათი წონა თანაბარი დატოვოს, ლულის კედლების ხარჯზე, ასეთი სისტემი ლულების გაბურღვა გამოიყენება ძირითადად პომპლექტში სხვა ყალიბის ლულების შემთხვებვაში ან მათი შეკვეთისას.
F3 გამოდის ყველა სპორტული დისციპლინისათვის.
F3 სპორტინგისთვის Competition sporting
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე:71 სმ; 76სმ; 81სმ; 86სმ.
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა: 3,600გრ
კონდახი მაღალი ზურგით, სპორტინგისათვის შესატყვისი სტანდარტებით

F3 სასანგრე სტენდისთვის Competition trap
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 76სმ; 81სმ; 86სმ.
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა:ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა:3,700 გრ
კონდახი :''მონტე კარლო'' სასანგრე თოფებისთვის შესატყვისი სტანდარტებით

F3 მრგვალი სტენდისთვის SKEET
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 71სმ ; 74სმ ; 76 სმ.
თამასა: 10,5 მმ სიგანის
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა:3,700
ამერიკული SKEET -სთვის თოფს შეიძლებ მოყვეს ნებისმიერი სხვა კალიბრის ლულა, რომელიც 12კალიბრის ლულაში შიგნით იხრახნება ყოველგვარი ზედმეტი ხელსაყსოს დახმარებით, ჩოკების სახრახნით.
დამატებითი ლულების კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 20/76 ; 28/76; 410/76

F3 ამერიკული ტრაპისთვის(ამერიკული ტრაპი დისციპლინაა სადაც მხოლოდ ერთი გასროლაა შესაძლებელი)
სვაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 76სმ; 81სმ; 86სმ
წონა: 4 000გრ
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
მოდელი გამოირჩევა მაღალი სამიზნე თამასით და ერთი ლულით.


ded3a96035e9.jpg
აგრეთვე , ზემოთ ხსენებული მოდიფიკაციების თოფების კონდახი სურვილის მიხედვით შეიძლება აღჭურვილი იყოს ინდივიდუალური მორგების სისტემით.



46a3e49ec568.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ძალიან მგარი თოფია...

დიდი მადლობა ბატონო კახა ინფოსთვის...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1722 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მაგარია ძაან.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობახიძე

კობახიძე

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 5 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:რაჭა
დახვრეტილი ლულები ჭრაზე აისახება?

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე არ მაქვს ეგეთი ლულები მაგრამ მუხრანსკის აქვს და არ გამიგია რომ ჭრაზე ეწუწუნოს


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?