Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42993 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

BROWNING CYNERGY ბრაუნინგი სინერჯი

 

ლეგენდარული მეიარაღის ; არანაკლებ ლეგენდარული ბ25-ის ბაზაზე შეიქმნა და იქმნება უამრავი რაოდენობის სპორტული თუ სანადირო დანიშნულების ბოკფლინტი, თითქმის 90 წლის წინ დაპროექტებული ლულების კალაპოტთან შეერთების სისტემა დახვეწილი და საიმედო გამოდგა ვერტიკალური ლულების შეერთების ავტორიტეტულ სისტემებს შორის.
0f51e6657f35.jpg

რეალურად იმდროისათვის როდესაც შეიქმნა ბ25-ი უკვე არსებობდა რამდენიმე ბოქფლინტის ჩაკეტვის სისტემა, ორიგინალური სასხლეტ დამცემი მექანიზმით, მაგრამ ბატონი ბრაუნინგი რა მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი მეიარაღე იქნებოდა საკუთარი სისტემა რომ არ მოეგონებინა; რომელმაც უმტკიცესი ადგილი დაიმკვიდრა საიმედო, მარტივ და უდიდესი რესურსის სისტემებს შორის. დღეისათვის უამრავი ავტორიტეტული თუ იაფფასიანი იარაღის მწაროებელი უშვებს სერიულ თოფებს ამ მოდელის კოპირებით, იაპონია თუ ამერიკა იტალია და რუსეთი და ა.შ.
რატომ უშვებენ იაფასაიანი მწარმოებლები ? იმიტომ რომ უმარტივესი მექნიზმი აქვს და მარტივია სერიულ წარმოებაში, საიმედო და უტყუარია.
... და მაინც ბ25-ს გამოყვა ასე ვთქვათ თანდაყოლილი მცირეოდენი მინუსი, უფრო სწორად ტექნიკური ლაქა რომელიც დროთა განმავლობაში მოშორდა..........
ესაა ძალიან მაღალი კალაპოტი! ნადრიობის დროს დისკომფორტს ნამდვილად არ ქმნის თუმცა სპორტული სროლის შემთხვევაში იდეალური ბალანსისა და უნიკალური ერგონომიკის მიღწევა შედარებით რთულია რათქმაუნდა ამ სიტყვის არა სრული მნიშვნელობით. თუმცა ეს არაა მაინც მინუსი რადგანაც განსაკუთრებით მკაცრად, იდეალური ბალანსი არსად არაა საჭორ ისე როგორც მრგვალ სტენდზე , სწორედ აქ შეიძლება ამ ასე ვთქვათ ლაქის შეგრძნება.
მიუხედავად ბატონი მოსეს მექნიზმის ფანტასტიურად გამძლეობისა და დახვეწილობისა,
კომპანია ბრაუნინგს არც ერთი წამით არ უფიქრია ერთ ადგილზე გაჩერება .
XX საუკუნის მიწურლიდან , მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ფართოდ გამოიყენება სპორტულ თოფებში კალაპოტის მინიმალური სიმაღლე რაც ასე აუცილებელია თიფის ერგონომიკისთვის. მართალია ბრაუნინგი ვერ დაკარგავდა პოპულარობასა თუ კონკურეტუნარიანობას, თუმცა მაინც კონსტრუქტორთა მუდმივი მუშაობითა და ულტრა თანამედროვე იარაღის დიზაინერობის მეშვეობით შეიქმნა სრულიად უჩვეულო თოფი ;
'სინერჯი' ანუ კოსმიური ელვარება , მართალც რომ არ გავს მიწიერ ქმნილებას, ძალიან უჩვეულო ფორმებისა და საერთო დიზაინის ქმონე თოფი სამყაროს 2004 წელს მოევლინა.
(თავიდანვე ვიტყვი: ესაა მაქსიმალურად ფუტურისტული დიზაინის მქონე თოფი რომელიც ჩემში არავითან სიმპატიას არ იმსახურებს )
ყველაზე მთავრი სიახლე მაინც კალაპოტის სიმაღლეა ამ თოფში, მართალია მანამდეც იყო ასე წინ სვლები "სიტორიში" (და არა მარტო) თუმცა სინერჯის კალაპოტის სიმაღლე ალბათ მინიმალურია ! ამაზე დაბალი ძნელადაა წარმოსადგენი....
იარაღმცოდნეები ასეც კი ამბობენ: "ოდნავ მაღალი ჰორიზონტალურ ლულებიან თოფზე"

14c8cc78aae6.jpg
განვიხილოთ დეტალები: ისარით მითითებულია მთავარი ღერძი რომელზეც დაკიდებულია ლულები.

eb3ca831a19c.jpg
ამ სურათზე კი ლულებია შესაბამისი რკალით რომელიც ზედა ღერძზე ჯდება. მარჯვენა ისარი კი მიუთითებს მთავარ ჩამკეტზე რომელსაც კალაპოტის ფრონტალური კედლიდან კეტავს პერდეს ჩარჩო.

1c7be89fe1b6.jpg
სინერჯიში პერდეს ჩარჩო აღარაა... ეს უკანასკნელი რათქმაუნდა მოაშორეს და ორი მართკუთხა "ურდულის" სახით წარმოადგინეს.

4acad98eefb7.jpg

ხოლო მთავარი ღერძი საერთოდ ამოიღეს, მაგრამ ორად გაყვეს და კალაპოტის შიგნითა გვერდით კედლებზე მოათავსეს.
კონკრეტულად კი ტრადიციული ჩამკეტ საყრდენი სისტემა ლულების ქვევიდან ლულების გვერდებზე გადაიტანეს, ესაა მთელი სიახლე, სათქმელად მარტივი მაგრამ გენიალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც რათქმაუნდა არაერთი კონსტრუქტორის არაერთი საათი შრომა დასჭირდა.
შემდეგი ცვლილება ეს გეომეტრიაა

67a7deb93a40.jpg
"პარალელოგრამის კალაპოტი "
9d720fcc5677.jpg
"კუთხეებიანი ცევიო"
0a65cd7d4ecf.jpg
ინოვაციური კონდახის საბჯენი ამორტიზატორი
c49e74784a79.jpg
ამ ყველაფერზე მორგებული კონდახის ყელი.
კონდახში ჩამონტაჟებული ორიგინალური კონსტრუქციის ამორტიზატორი, უჩვეულო ფორმისაა და გასროლის დროს უკუცემას უდაოდ უკეთესად ამცირებს ვიდრე სხვა ჩვეულებრივი, მწარმოებლის თქმით მთელი 25 %-თ

e102a77f8779.jpg
ამოტიზატორი როგორც ხეზე ასევე პლასტიკზე

85195491d32a.jpg ac34f45fda34.jpg

ტიბჟირის სამაგრი ტრადიციული, ცვლილებების გარეშე
96de0740ae0e.jpg 21633714ec26.jpg

ჩოკები ნებისმიერი ზომის, მხოლოდ მობილჩოკებით. ტიტანის ნაერთი.
7a534b407fde.jpg d544b5ed62e9.jpg

ორიგინალური გაფორმების სინერჯი , სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის
d18ffb152dba.jpg

არც სინერჯის აცდა "კამო" ვერსია


93e1f4f2e336.jpg

ეს კი "პლასტიკი"


29edec6164ce.jpg



8b1c7f959be9.jpg

ავტ. ბონე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ამ თოფს ეს რამოდენიმე დღეა ვათვალიერებ...

მოკლედ სადღაც 3300$ ჯდება აქ ჩამოტანიანათ... ცოტა ძცირია... მაგრამ თოფი მართლაც კარგია...

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42993 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ 7000 არ გადაიხადო მაგ თოფში..... 2 წელიწადში ეგეც მოგბეზრდება და .... :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?