Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

265px-Abies-nordmanniana-habit.JPG

კავკასიური სოჭი, ნორდმანის სოჭი (Albies nordmanniana), მარადმწვანე წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 50 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. შეკრულ ხეთადგომაში მისი პარამიდული ვარჯი დიდ სიმაღლეზე ტოტებისაგან გაწმენდილია, ეული ხე კი ძირიდანვე დატოტვილია, სიბერეში გადასულ ხეს ქერქი ღრმად და ტალღისებრად აქვს დაღარული. 2-3(4) სმ სიგრძისა და 2-2,5 (3) მმ სიგანის წიწვები ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი 2 თეთრი ზოლი გასდევს. წიწვები 9-12 წელს ცოცხლობს. ზედა ტოტებზე 12-20 სმ სიგრძის ბლაგვთავიანი გირჩები კელაპტრებივითა აქვს აღმართული, მომწიფებისას ზედვე იშლება ქერქლებად და ხეზე მხოლოდ დროებით რჩება გირჩის ღერძი. გავრცელებულია კავკასიის დასავლეთ ნაწილში მთავარი კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებსა და სამხრეთ მთიანეთის აჭარა-იმერეთის და თრიალეთის ქედებზე. საქართველოში მისი გავრცელების უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარი გადის მდინარე ალგეთზე, მანგლისთან. კავკასიური სოჭი გვხვდება თურქეთში, პონტოს ქედის ფერდობებზე. იზრდება ზღვის დონიდან 1200-1500 მ-იდან 2000-2300 მ-მდე. ადგილ-ადგილ ტყის მცენარეულობის გავრცელების სუბალპურ საზღვრამდეც ადის, მთავარი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებსა და ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში იგი დაბლა, ზღვის დონიდან 600 მ-მდე ეშვება. ქმნის წმინდა კორომებს, ხშირად კი შერეულია ნაძვთან და წიფელთან. კავკასიური სოჭი ჩრდილის ამტანი და სიცივეგამძლეა. მგრძობიარეა ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის სიმშრალისადმი, სუსხზე კი აღმონაცენი უზიანდება. მეზოფილური ჯიშია, თუმცა ჭარბტენიან ნიადაგს გაურბის. კარგად ხარობს ნოყიერ ნიადაგზე. მცირედ დაქანებულ ფერდობებზე საკმაოდ ღრმა ფესვთა სისტემას ივითარებს და ქარგამძლეცაა. შედარებით რბილი და მტვრევადი მერქანი აქვს, მაგრამ მაინც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. მნიშვნელოვანია ქაღალდის წარმოებაში. ცოცხლობს 600-700 წელს. თესლს იძლევა 30-40 წლისა (კორომში უფრო გვიან). ყვავილობს მაისში, თესლი სცვივა ოქტომბერ-ნოემბერში. დეკორატიულია, აშენებენ ბაღებსა და პარკებში.


წყარო: https://ka.wikipedia....��_სოჭი

220px-Christmas_tree.jpg

კავკასიური სოჭი პირველ წელს:

858c44b3dfb1.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ხედავ შენ არ ვიცოდი თურმე ქვემოტ ბევრი ტოტები აქვს მხოლოდ იმ სოჭს რომელიც მარტო მდგომია და მის შორიახლოს არ დგას იგივე ჯიშის ხე . უუფ ისე კაი სურნელი აქვს 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?